bukhurteli83
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 169434
რეგისტრ.: 26-June 13
|
#39426003 · 14 Jan 2014, 01:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო ყოველ სარამოს დავდებ პოსტებს და მთელი დღე გაქნებათ სამსჯელოდ მინდა მხოლოდ ერთი კომენტარით შემოვიფარგლო, შემდეგ კი გავაგრძელებ.
1, მე არ მითქვამს რომ გმირი ვარ და არც მინდა ვიყო.
2, ვწერ იმიტომ რომ მინდა რაც ციხეებში ხდებოდა გაიგოს ყველამ, თუ არ გაინტერესებს წაკითხვას არ გაძალებს არავინ.
3,მე ვემხრობოდი სააკაშვილის წასვლას და ვმონაწილეობდი ყველა აქტივობაში 2006 წლის შემდეგ გარდა 2011 წლის მაისის აქციების.
4, ჩემს დაკავებას წინ უძღოდა ჩემი ინტერვიუ სპეციალურ რეპორტაჟში ბურების ჩამოსახლების თემასთან დაკავშირებით.
5, მთავრობას ყელში ვყავდი 2009 წლის 9 სექტემბრის მერე ანუ მას შემდეგ რაც მიშას თელავში მეოთხე სკოლის პომპეზური გახსნა ჩავუშალეთ უცნობის სომღერებით.
6, მე არ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული ამას ჩემი დღევანდელი საქმიანობა და ნაკეთები მოწმობს.
7, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემი პირველი აქტივობა იყო "წიგნები პატიმრებს" – 1000 წიგნი თელავიდან სად–ს
8, და ბოლო მადლობა ვინც დაინტერესდით ყველა კითხვაზე გიპასუხებთ თუ როდისმე გაგიჩნდათ, პოლიტიკური და პოლემიკური ხასიათის კომენტარებს არასოდეს გამოვეხმაურები. * * * 03.06.2011
ჯანჯღარმა გამაღვიძა, თავზე გაცრეცილი ტიპი მადგას,ადე ძმაო ხალხს, საერტოდ არ სძინებია, სხვა დააწვინე, შენ ორი საატი მაინც გეძინაო. უკვე კარგად გათენებულა, ჩამოვედი საწოლიდან და ონკანტან პირის დასაბანად რიგში ჩავდექი. საჭმელი მოვიდა, პური ავიღე, ბიჭებმა მითხრეს თუ შეგიძლია, რამდენიმე კაცის ნაჭამი ჯამიდან ჭამო, მიირთვი აქ მხოლოდ 10 ჯამიაო, 10 ჯამი და 30 კაცი.იმ დღისიტ პურის მეტი არაფერი მიჭამია, არავის ვეკონტაქტები, მერაბ კოწოწაშვილის გარდა, რაც არ უნდა იყოს თელაველია. ერთმა ტიპმა მითხრა, "ბრატ, თუ რამე დაგისავეს დაწერე ქყრდებისგან დაშვებულია"-ო გამეცინა, არასოდეს მაინტერესებდა შავი სამყარო და მათი კანონები, პატიოსანი ცხოვრებით ვცდილობდი მეცხოვრა. უბნის ინსპექტორტანაც კი არ მქონია შეხება. პატიმრები კარანტინის დაშლაზე, ანუ კამერებში გადანაწილებაზე შიშნარევად საუბრობენ. ჩვეულებრივ ტონში დაველაპარაკე თავიდან მერაბს და გამაფრთხილეს უნდა იჩურჩულო თორემ დაგვლეწავენო. 4 დღის დაუბანელი ვარ თითქოს ჭიანჭველები დამდიან ტანზე, წვერი გამეზარდა, ისედაც გაშვებული მქონდა დაჩირქებული კბილის გამო. დრო და დრო კამერის კარებზე გასარების კაკუნი და ზედამხედველის გინება ისმის ჩვენი მისამართით, ამით გვახსენებს რომ ჩუმად უნდა ვიყოთ, ლაპარაკის უფლებაც არ გვაქვს. დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მალე საწოლი განტავისუფლდება და თვალს მოვატყუებ რამოდენიმე საათიტ ალბათ ხვალ კი კამერაში დავიძინებ და ეს მიხარია, ვიცი იქ უკეთესი პირობებია, თუმცა ისევ მიკვირს, კარანტინის დაშლის ხსენებაზე, რატომ ჩანს პატიმრების თვალებში ამოუცნობი შიში. ვნახოთ ხვალ გავიგებ ამას პირადად.
04.06.2011
დღეს კარანტინის დაშლაა, საღამოს უკვე კამერაში ვიქნები. სანამ არ დღამდება არ დაგვშლიანო, თქვა ერთმა და სახეზე შიში გამოესახა, დღე ისე მიილა არავის დავლაპარაკებივარ, მხოლოდ ვისმენ. გამიგია სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო და ვცდილობ აქაური ქუდის შესახებ გავიგო რამე. ასე შვიდი საათი იქნებოდა, კარები გაიღო და კამერაში მაღალი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, კულტურულად მოგვიკითხა და ძალიან გამიკვირდა. ჩვენთვის ხომ გინების და შეურაცხყოფის მეტი არაფერი ემეტებათ ზედამხედველებს. შევატყე პატარა კაცი არ უნდა იყოს, მალე დაგშლიან და დაისვენებთო გვითხრა და გავიდა. ერთმა პატიმარმა თქვა ლადიკო წესიერი კაციაო, მეორემ არ დაახვალია ამათში ყველაზე წესიერის დედაო და ისევ ჩურჩულზე გადავიდნენ. კარგად დაბნელდა და კარებების ჩხაკაჩხუკი ატყდა. მესმის ჩვენს წინა კამერიდან როგორ იძახებენ გვარების მიხედვით პატიმრებს. ასე ოც ოცი კაცი მიჰყავთ ალბათ. ჩვენი კამერის კარი გაიღო და დაიწყეს გვარების ამოკითხვა, პატიმრებმა მითხრეს გვარს, რომ ამოიკითხავენ და მიხვალ კონტროლიორთან, სახელი მამის სახელი უთხარიო. მივედი, ვუთხარი, რაღაც ქაღალდი მომცეს სადაც ჩემი მუხლი და დანაშაული სწერია, და დანარჩენებთან ერთად დიდ დერეფანში გაგვიყვანეს. "ხელები უკან და დროზე იარეთ თქვენი პატრონი მო....ნ " გვეძახდა კონტროლიორი, სისხლი მასხავდა გინება არავისთვის მიპატიებია ცხოვრებაში. პირით კედლისკენ დაგვაყენეს. მარცხენა მხრიდან გინების ბაგაბუგის და არაადამიანური ღრიალის ხმა მესმის, კარგი იყო რომ იპარავდი? ეძახის ზედამხედველი და გამეტებით ურტყავს პატიმარს რეზინის ხელკეტს. მერე რამოდენიმე კაცი წიხლებით დგებიან ზედ ამას მხოლოდ ვგრძნობ, მესმის. თვალი გავაპარე ისე რომ არ დამინახოს თანამშრომელმა დავინახე როგორ დაასხეს წყალი უგონოდ მყოფ გასისხლიანებულ პატიმარს, და ოთახში შეიტანეს.ყველა რიგრიგობით დგას რიგში, პატიმრები აუტანელ ცემას ელოდებიან, თანამშრომლები კი დაგეშილი პიტბულებივით არიან, სისხლი სწყურიათ. ჩემი ჯერიც მოვიდა. ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე მუხლი შე ყ..ო 210 -ის მეორე ნაწილი შეაჯვი ფუქსში ამ სიტყვებს ზურგიდან წიხლი მოჰყვა. სუნთქვა შემეკრა, მეტი არ დაურტყიათ და გამიკვირდა შევედი ფუქსში, თვალებით დათოს ვეძებ, დავინახე, მივედი, არც დავითა უცემიათ. ცოდვის რიგი ასე ორი საათი მიდიოდა, ორი საათი ურტყავდნენ და არ იღლებოდნენ. ორი საათი ვერ გაძღნენ ადამიანის სიხლით და წამებით, რა დედებმა შობეს არ ვიცი. ორი საათის მერე მწკრივში დავაყენეს და 20 20 კაცი გაგვიყვანეს ადმინისტრაციის კორპუსიდან. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, ფილტვები გაბიდნული მაქვს, ასე 50-60 მეტრის გავლის შემდეგ კორპუსში შევედით, დერეფანში გაგვაჩერეს. ვიღაც ყვირის, გვარს რომ ამოვიკითხავ იმ კარებთან მიხვალთ რომელსაც ჩემს მიერ დასახელებული ციფრი ეწერება. ცოტა ხანში ჩემი გვარი და ციფრი 125 დაიძახეს. მივედი, კარებთან დავდექი. მალე ამოკითხვა დასრულდა. კამერის კარები გააღეს. შევედი. სრული სიბნელე, კონტროლიორმა სივრცეს დაუძახა, პირი გააპარსინეთ და დროზე დაწექითო. სიბნელეს მივეჩვიე, დავინახე ლანდები მივედი ყველას ხელი ჩამოვართვი და სახელი ვუთხარი. გათიშული მაქვს გონება, თორემ სახელი ერთხელ რომ ვთქვი ხომ ყველამ გაიგო. სიგარეტი გენდომებაო მითხრა ლანდმა. სიამოვნებისგან გამაკანკალა. მეორემ უთხრა, ჯერ ვაჭამოთ რამეო. არა სიგარეტი მომეცით ვუთხარი მე. მომიკიდეს პირველი ღერი ორ ნაფაზში მოვსპე და მეორე მოვითხოვე, კიდევ მომაწოდეს ახლა უკვე დინჯად მოვწიე. საწოლზე ვზივარ. რბილ საწოლზე ჯდომა თუ ასეთი ბედნიერება იქნებოდა როდისმე ვერ წარმომედგინა. კარანტინში ხომ არც ლეიბები იყო დარც პლედები, პირდაპირ რკინებზე ვწვებოდით. აგერ ძმაო, შენი კარადა, პირსახოცი, ნასკი ტრუსი, საპონი, ბრიტვა, და ტანის ღრუბელი, ესეც შენი პაიკა სიგარეტი. ახლა თუ გინდა ფეხები დაიბანე და საჭმელი ჭამე მითხრა ერთმა, მამუკა რომ ჰქვია. არ მშია, ვუთხარი მე და ფეხების დაბანას შევუდექი. ერთადერთი კითხვა დამისვეს იმ საღამოს, რაზე დაგიჭირესო, საბუთებზე ვარ ვუთხარი. კიდევ ერთი ღერი მოვწიე და მითითებულ საწოლზე ავძვერი, სხვა დანარჩენი უკვე დაკავებულია. ეგ ლოგინი ცოტა ძველია მაგრამ ასეა თავიდან ვინც მოდის მანდ უწევს რაღაც დროით წოლა. მითხრა ლანდმა რომელიც სხვებთან შედარებით ასაკიანი ჩანდა ხმაზეც და სილუეტზეც. ხვალ აბანოა, დილით ადრე უნდა გაიპარსო ჩვენ გაგაღვიძებთ. მერე ოფიცერი შეგამოწმებს, თუ გაპარსული არ იქნები პრობლემები გექნებაო მითხრეს. ბიჭებს ყველაფრისთვის მადლობა ვუთხარი, და კედლისკენ გადავბრუნდი. მკვდარივით გავითიშე.
05.06.2011
საშინელი დაჯახუნების ხმაზე წამოვხტი, პურია აიღეთ ბლიად, დაიძახა ვიღაცამ ორი ბიჭი მაშინვე მივარდა "კარმოშკასთან" და პური პარკში ჩაალაგა. ადექი ძმაო, პირი გაიპარსე მალე საუზმე მოვა, მერე კი ოფიცერი გაგიყვანს.მითხრა ერთმა. ჩამოვედი სიგარეტს გავუკიდე, მეორემ ხელი გამომიწოდა და ამაპრიტი მქვიაო მითხრა, გამიკვირდა, რომ დავაკვირდი ქართველს არ ჰგავს. ინდოელი ყოფილა, გაყალბებაზე დაუჭერიათ. 21 წლისაა. საკნის მაცხოვრებლებმა, ნელ, ნელა გაიღვიძეს გავიცანი ნორმალური ხალხი ჩანს ერთი შეხედვით. მაინც ვერიდები კონტაქტს. აღარ მჯერა თუ არსებობენ, სუფთა გულის ადამიანები. მითუმეტეს ამ ბინძურ სისტემაში. მალე საჭმელი მოვიდა, მანი და ჩი. მანი იმდენია, ჯამის ძირი ძლივს იფარება. აღარ ვჩივივარ, საკუთარი ჯამი, კოვზი და ჭიქა მაინც მაქვს. ვისაუზმეთ, გამოიკითხეს "სვაბოდის ამბები", ამ დროს კარი გაიღო და კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა. ბიჭებამა გამაფრთხილეს, რომ გახვალ ხელები უკან დაილაგე თორემ მოგხვდებაო. მეტი რა გზაა. გავედი, ოფიცერი ახალგაზრდაა, ჩემი ხნის იქნება. გვერდით კამერის კარი გააღეს, შევედით, აბანო ყოფილა. საროჩკა გამახდევინა დამათვალიერა, ეტყობა იოლად გადარჩიო მითხრა და წესები ამიხსნა, ხმა არ უნდა გამოვიდეს გარეთ, დაბალხმით ილაპარაკე, წესებს აგიხსნიან და იცოდე რომ ამ წესების დარღვევა სასტიკად ისჯებაო.. უკან დავბრუნდი. აბანოსთვის გავემზადეთ. გამაფრთხილეს სწრაფად უნდა იბანავოო. კამერის კარი გაიღო, გავედით. ჯერ წყალი გადავლებული არც კი მქონდა, დროზე, დროზე წავედითო დაიძახა ვიღაცამ. გავედი ნახევრად სველმა ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედით კამერაში. მე გამიკვირდა. ეს რა იყო მეთქი. ასეა ძმაო კარების გახსნიდან დახურვამდე 10 წუთი გვაქვს თავისი ბანაობითო. მივხვდი რომ შემდეგზე უფრო მობილიზებული უნდა ვიყო. ბიჭებმა ამიხსნეს, უსახელო მაისური, შორტი, ბრიჯი და მსგავსი ტანსაცმელი არ შეიძლება, წვერს ყოველ მეორე დღეს ვიპარსავთ, სარეცხს კამერაში ვრეცხავთ და მხოლოდ ღამის ათი საათის მერე შეიძლება გაფენაო. ვისადილეთ, წამოვწვები მეთქი ვიფიქრე და ჩემს საწოლზე ასვლა დავაპირე. "რას აკეთებ ძმაო, გვიჩალიჩებ? საღამოს "პრავერკა"- მდე შანსი არ არის, შემოვლენ და დაგვლეწავენ, როგორც კი "ვაჩოკი" ანუ სათვალთვალო გაიხსნება, ფეხზე ვდგებით ყველა და ასე ვართ სანამ არ დაიხურება. აგერ შაშია, რადიო, წიგნები გვაქვს და ამით ვერთობით" კამერაში ყველაზე უმცროსი, ინდოელია, ყველაზე უფროსი გელა. დანარჩენი თითქმის ერთი ასაკის ვართ. საჭმელს და პურს მორიგეობით ირებენ ხვალიდან მეც შევუერთდები. ხვალ "პრაგულკაზე" გავიდეთო მითხრეს. ისე არ დავდივართ, მერე სულ მიზეზს ეძებენ რომ დაგვლეწონო. გამიკვირდა და ამიხსნეს, თურმე როდესაც გასეირნებებზე გაჰყავთ საღამოს ცვლა სახლში გვიან მიდის და არ სიამოვნებთ. მოკლედ ეს დღე ასე გაილია, ჯერ ისევ დაღლილი ვარ. დღეს საკუთარ თავთან მარტო ვერ დავრჩი ასეა ალბათ პირველი დღე. ჩემს საწოლზე ავედი, წამოვწექი და გავაბოლე, რადიოს ვუსმენთ. უცებ რადიო დადუმდა და ვიღაცამ დერეფნიდან დაიძახა: "ჩაქრა შუქი, ბლიად" - მამუკამ შუქი გამორთო და საწოლზე ავიდა. ამით მივხვდი რომ ზუსტად 10 საათი იყო. ყველანი გავჩუმდით. ფიქრებს ძილმა დაასწრო და თავის სამყაროში წამიყვანა.
|