spiridon_surajiaსრული აბსურდია!!!
არ შეიძლება ქმედება სისხლისსამართლებრივად იყოს მართლსაწინააღმდეგო და სამოქალაქოსამართლებრივად მართლზომიერი!!!
ღრმად და ელემენტარულ ნაწილაკებამდე ამის დაშლა მეზარება, თუმცა არც უნდა იყოს საჭირო, მითუმეტეს სააპელაციო სასამართლო არ უნდა უშვებდეს ასეთ შეცდომას.
სამართლის დაყოფა ცალკეულ დარგებად არ ნიშნავს მათ ერთმანეთისგან მოწყვეტით არსებობას, სამოქალაქო სამართალიც და სისხლის სამართალიც საერთო ჯამში ემსახურება საზოგადოებრივი ურთიერთობის ქცევის წესების დადგენის მეშვეობით მის რეგულირებას, როგორ შეიძლება ერთ დარგში ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო და მეორეში მართლზომიერი?
ამაზეა ნათქვამი სასაცილოა სატირალი რო არ იყოსო

ასეთ რაღაცას ბევრი სამართლის არმცოდნეც მიხვდება, მაგრამ საქართველოს სასამართლოსგან პრინციპში ეს არ უნდა გაგიკვირდეს......
გვერდით თემაში ვიძახდი იურისტების დიდი ნაწილი მექანიკურად აზროვნებსთქო და ეს მაგალითი ზუსტად მაგის დასტურია...
ამ მოსამართლემ თუნდა სამართლის დარგების იერარქიულ სისტემაზეც არაფერი იცის, ის რომ სამართლის სისტემა კონკსტიტუციური სამართლით იწყება და ამ სისტემაში ბოლო ადგილზე დგას სისხლის სამართალი და როდესაც ხდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის განხორციელება შენ ცდები სისხლის სამართლის ფარგლებს, შესაბამისად მთლიან სამართლის სისტემას და გადიხარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფარგლებს გარეთ თავისუფალ სივრცეში რა დროსაც შენს მიმართ ხორციელდება სახელმწიფოს ღონისძიება შენს მიმართ სასჯელის გამოყენების გზით რათა მოხდეს შენი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება.
რეალურად კი სისხლის სამართალი რა არის? იგი იცავს სამართლის იერარქიაში მის წინ მდგომე ნორმებს, მაგალითად ადამიანის სიცოცხლის უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციაში სისხლის სამართალში მოცემულია განზრახ მკვლელობის შემადგენლობა, შესაბამისად სისხლის სამართალი იცავვს ადამიანს კონსტიტუციურად გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას. იგივე შემთხვევაა, როდესაც სამოქალაქო სამართალი არეგულირებს მაგალითად მოქალაქეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების და სახელშეკრულებო ურთიერთობას სხვადასხვა ნორმებით, სისხლის სამართალი კი იცავს ასეთ ურთიერთობაში ერთის მიერ მეორეს მოტყუებას და არქმევს ამას თაღლითობას, რასაც სჯის. ხოდა თუ სისხლის სამართალი ამას სჯის ვინაიდან იგი მართლსაწინააღმდეგოა და აკრთალულია, სამოქალაქოსამართლებრივად მართლზომიერი როგორ არის? ან არ უნდა დავსაჯოთ ან სამოქალაქოსამართლებრივი შედეგი არ უნდა მოყვეს.
ვააააახ რა ვიბოდიალე, მაგრამ ეგრეა რა.
დიდი მიცენიერები შეთანხმდენ უკვე ამაზე, შეგიძლიათ ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით გაეცნოთ ოთარ გამყრელიძის მესამე ტომს