spiridon_surajia ჩემთვის არ გიკითხავს, მაგრამ დამაინტერესა თემამ, ჩავუღმავდი და ჩემს აზრს დავწერ:
მართალია სკ-შ გვაქვს 1158-ე მუხლი ("მეუღლეთა მიერ
ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი)
და გვაქვს ასევე 1161-ე მუხლი, სადაც ცალსახად არის მითითებული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების იდენტიფიკაცია:
"თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:
ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით."
მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლის ნორმა/ კანონის მუხლი არ უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ მათი მხოლოდ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ნორმის/მუხლის სისტემური განმარტების მეთოდი, როცა "სამართლის ნორმა უნდა წავიკითხოთ სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად". მით უმეტეს როცა რამოდენიმე მუხლი ერთმანეთს ავსებს შინაარსობრივად. 1158-ე მუხლის არის, ასე ვთქვათ, შესავალი მეუღლეთა ქონებრივი საკითხების რეგულირების სფეროში, რომელიც უფრო გაშლილია და დეტალურად არის გაწერილი და შევსებული სხვა მუხლებში/სხვა მუხლებით, მაგალითად 1161-ე მუხლით.
1161-ე მუხლში ნახსენები "ქონება", რომელიც არის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი, ჩემი აზრით, მოიაზრებს ასევე ფულად სახსრებს. ლოგიკურად, რა მნიშვნელობა აქვს მე მემკვიდრეობით 1 ოთახიან ბინას დამიტოვებენ თუ ამ 1 ოთახიანი ბინის შესაძენ საშუალებას/ "ქონებას"? მიზანი ხომ არის ერთი - კანონმდებელმა ჩუქებით და მემკვიდრეობით შეძენილ ქონებას მიანიჭა კერძო/ინდივიდუალური საკუთრების სტატუსი და ამით, გარკვეულწილად, დაიცვა მჩუქებლის/მამკვიდრებლის სურვილი/მიზანი (და აგრეთვე დასაჩუქრებულის/მემკვიდრის უფლებები), რომ ნაჩუქარი/დანაშთი ქონება გადაეცეს საკუთრებაში და დარჩეს იმას, ვისაც მჩუქენებლი ასაჩუქრებს / მამკვიდრებელი დაუტოვებს ქონებას.
მარტივად, რატომ უნდა ჰქონდეს მეუღლეს უფლება და პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს, აბსოლუტურად არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის შეძენაში, რომელსაც ვიღაც ერთი პირი ჩუქნის/უტოვებს მემკვიდრეობით მის "მეორე ნახევარს" ?

ეს ხო ის შემთხვევაა არ არის, რომელიც გაწერილია 1158-ე მხულის 2 პუნქტში, როცა ქონება ქორწინების განმავლობაში არის შეძენილი, მაგრამ მეორე მეუღლეს მონაწილეობა არ მიუღია მის შეძენაში ("ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი"). ანუ როგორც ვხედავთ კანონმდებელმა გაითვალისწინა ასეთი შემთხვევა და დაიცვა დამოუკიდებელი შემოსავლის არმქონე მეუღლის უფლება და მიანიჭა მას თანამესაკუტრედ ყოფნის უფლება.
ბევრი წერა მეზარება, მოკლედ მოვჭირ

1158-ე მხულის მე-2 პუნქტით ისედაც დაცულია იმ მეუღლის ქონებრივი უფლებები და ინტერესები, ვისაც არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. მაინც თანამესაკუთრედ ითვლება თანაცხოვრებისას შეძენილ უძრავ ქონებაზე. 1161-ე მუხლი კი იცავს დასაჩუქრებული/მემკვიდრე მეუღლის ქონებრივ უფლებებს და მჩუქებლის/მამკვიდრებლის ინტერესებს და ეს ორი მუხლი არამც და არამც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით, ამომწურავად და ნათლად არეგულირებენ შესაბამის საკითხს.
და ბოლოს, მეგობრებო, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის კომენტარში ვკითხულობთ, რომ "შეიძლება ქონება, მართალია, ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი და საერთო მოხმარების დანიშნულებაც გააჩნდეს მას, მაგალითად, ავტომანქანა, მაგრამ თუ შეძენილია მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული სახსრების საფუძველზე,
იგი მაინც ინდივიდუალური საკუთრების ქონებად უნდა ჩაითვალოს"