myadvokat
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1311
წევრი No.: 131066
რეგისტრ.: 9-May 11
|
#45972883 · 17 Oct 2015, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (SolfKimblee @ 16 Oct 2015, 13:47 ) | გთხოვთ ყველას ჩემი მდგომარეობა წაიკითხოთ, ნებისმიერი რჩევისთვის წინასწარ ყველას მადლობას გიხდით.
ვარ 20 წლის, მაქვს რეჟისორობის ოცნება, რისთვისაც ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავი ბერლინის კინო უნივერსიტეტში, მაინტერესებდა რამდენად მქოდა ჩაბარების შანსი, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემი საბუთების გადახედვის შემდეგ მითხრა, თუ სასწაული არ მოხდა ნამდვილად ჩააბარებო, რის გამოც უზომოდ ბედნიერი ვარ, უბრალოდ საქმე იმაშია რომ ამ ზამთრის სემესტრში ვერ ვასწრებ ჩაბარებას, რაც იმას ნიშნავს რომ უნდა ჩავაბარო 2016 წლის გაზაფხულზე, შესაბამისად ჩემი საბუთები უნდა გავაგზავნო 2015 წლის დეკემბერში, ისინი ჩემ საბუთებს განიხილავენ, მაისში მომწერენ პასუხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში ივნისში წავალ გერმანიაში.
აქამდე ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნდა გადავსულიყავი წელს მესამე კურსზე), არ მქონდა დაფინანსება და შესაბამისად დედა მიხდიდა წელიწადში 2150 ლარს. თუ ბერლინის კინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვისწავლი უფასოდ, თუმცა რათქმაუნდა აქედან წასვლა და იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წელს , რომ წელს 2150 ლარის გადახდას დედა ვერანაირად ვერ მოახერხებდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ უნივერსიტეტში ავიღებდი აკადემიურს, დედას არ მოუწევდა 2150 ლარის გადახდას და მთლიანად გადავერთვებოდი წასვლაზე. უნივერსიტეტში სამწუხაროდ აკადემიურზე უარი მითხრეს და მირჩიეს გამეუქმებინა სტატუსი, რადგან აღარ მომიწევდა ფულის გადახდა და ასეც მოვიქეცი.
ეხლა გაირკვა, რომ იმის გამო, რომ გავიჩერე სტატუსი, აუცილებლად მომივა კომისარიატის უწყება და გამიწვევენ ჯარში, მივედი კომისარიატში და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა, მითხრეს თუ ეხლავე მოგვიტან საბუთს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ იქ იწყებ სწავლას გაგანთავისუფლებთო, რათქმაუნდა მაისამდე ამ საბუთს ვერ წარვადგენდი იმიტომ რომ ფიზიკურად ივნისში ჩავირიცხები და ასევ ვუთხარი, მითხრეს ვერაფერს გიშველითო. ამ ყველაფერთან ერთად მაქვს კიდევ ერთი პრობლემა, დედა არის ექიმი, მუშაობს კლინიკაში და აკეთებს ანალიზებს, იმის გამო რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს მხედველობაში, ერთი თვალიდან თითქმის ვერ ხედავს და მეორე თვალში - აქვს აკრძალული აქვს კომპიუტერთან მუშაობა, ამის გამო ანალიზებს ვუბეჭდავ ყოველდღე მე, როცა ქალაქგარეთ ან საზღვარგარეთ ვარ სკაიპიდან, ამიტომ სულ რომ მინდოდეს ჯარში ამ მიზეზის გამო ვერ წავალ. ეს რომ მოვუყევი მაგაზეც ვერაფერი მირჩიეს და წამოვედი.
ახლა ჩემდა სამწუხაროდ ვდგავარ იმ რეალობის წინაშე, რომ კომისარიატის მოწვევა როგორმე უნდა ავირიდო, იქნებ ვინმემ მირჩიოთ რა ვქნა, მაქვს ვარიკოცელეს და ჰიდროცელეს ოპერაცია გაკეთებული და ვიცი რომ ამაზე არ ბრაკავენ, უბრალოდ რომ არ ჩავიბარო ეს მოწვევა სანამ არ წავალ მანამდე არ შეიძლება? თუ სასამართლოში მიჩივლებენ? |
დედმამისშვილი გყავთ? დედისერთა თუ ხართ არ წაგიყვანენ
--------------------
უფასო იურიდიული ონლაინ კონსულტაცია : www.Myadvokat.Ge
|