Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
320
321
[322]
323
324
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52904990
· 14 Jun 2018, 08:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Tengu
http://civics.ge/uploads/national_survey_o...c_education.pdf
მოსახლეობის 12 %-ს საერთოდ არ შეუძლია წაკითხულის გაანალიზება (რაღაც ტერმინი იხმარა მაია მიმინოშვილმა), 40 %-ს უჭირს. ეხლა თუ გავითვალისწინებთ კანონის ლექსიკურ ბუნებრივ სირთულეს, რომელიც ძლიერდება ქართულად ავტომატურად (ზოგი "დაგუგლილსაც" კი ჰგავს) "თარგმნილი" ტექსტის ხელოვნურ გაუცხოებით (გერმანული, რუსული, ჰოლანდიური და სხვა ქვეყნების კანონები უბრალოდ "გადმოწერილია" ისე, არც იურისტების, არც ენათმეცნიერთა ხელი არ შეხებია) - ალბათ, მოსახლეობის 90 %-ს საერთოდ არ ესმის რა წერია კანონში. თანაც, სამწუხაროდ, ამ ჯგუფში "იურისტებიც" არსებობაც სინამდვილეა, და, არაკომპეტენტური საჯარო მოხელეებიც ბლომად არიან - კანონის პრაგმატული ასპექტი საერთოდ დაკარგულია - უბრალოდ კოლაფსია ...
ეს ერთგვარი სამართლებრივი კულტურის ტრაგედია და ალბათ საქართველო გამოირჩევა, როდესაც უმაღლესი სასამართლო ინსტანცია - უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებებში იძულებულია პირდაპირ გაასაჯაროოს ერთგვარი განწირულობის ამსახავი ტექსტები:
"საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების თანამედროვე მოცემულობა – დაბალი სამართლებრივი კულტურა, მოსახლეობის მძიმე სოციალურ‑ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმიუწვდომელობა, პროფესიული კავშირების საქმიანობის არაეფექტიანობა და სხვ..."
This post has been edited by
Правовед
on 14 Jun 2018, 08:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mgebrishvili_irakli
Super Member
ჯგუფი: Registered
mgebrishvili_irakli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 193996
რეგისტრ.: 17-November 14
#52905105
· 14 Jun 2018, 09:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ასეთი რამე მაინტერესებს მაგალითად დედას ყავდა 2 შვილი და დედა გარდაიცვალა მამაც გარდაცვლილია ერთი შვილი ცხოვრობს სხვაგან მეორე დედასთან ვინც დედასთანაა ის მივიდა ნოტარიუსთან აიღო სამკვიდრო მოწმობა და დაირეგისტრირა რეესტრში მისი ქონება ის სახელი ხოდა ეხლა იმ მეორე შვილს რა შეუძლია რო გააკეთოს რო იმ ბინის თანამესაკუთრე გახდეს იმ ძმასთან ერთად თუ იმ მეორე ძმას არ უნდა რომ მისცეს იმ ქონების ნახევარი ანუ ან მეორე ძმას შეუძლია მივიდეს ნოტარიუსთან და იმანაც აიღოს სამკვიდრო მოწმბა და მივიდეს რეესტრში ? და თუ სასამართლოთი უნდა რა იქნება საჭირო იქ რომ იმ მეორე ძმამაც მიიღოს ქონება თუ უკვე ის ერთი ძმაა დარეგისტრირებული მესაკუთრედ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tengu
Super Member
ჯგუფი: Registered
Tengu
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 432
წევრი No.: 197148
რეგისტრ.: 27-January 15
#52905137
· 14 Jun 2018, 09:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ასეთი რამე მაინტერესებს მაგალითად დედას ყავდა 2 შვილი და დედა გარდაიცვალა მამაც გარდაცვლილია ერთი შვილი ცხოვრობს სხვაგან მეორე დედასთან ვინც დედასთანაა ის მივიდა ნოტარიუსთან აიღო სამკვიდრო მოწმობა და დაირეგისტრირა რეესტრში მისი ქონება ის სახელი ხოდა ეხლა იმ მეორე შვილს რა შეუძლია რო გააკეთოს რო იმ ბინის თანამესაკუთრე გახდეს იმ ძმასთან ერთად თუ იმ მეორე ძმას არ უნდა რომ მისცეს იმ ქონების ნახევარი ანუ ან მეორე ძმას შეუძლია მივიდეს ნოტარიუსთან და იმანაც აიღოს სამკვიდრო მოწმბა და მივიდეს რეესტრში ? და თუ სასამართლოთი უნდა რა იქნება საჭირო იქ რომ იმ მეორე ძმამაც მიიღოს ქონება თუ უკვე ის ერთი ძმაა დარეგისტრირებული მესაკუთრედ
აქ ორი ვარიანტია :
1 თუ მამკვიდრებელი დედა იყო და მისი გარდაცვალებიდან დედის ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა იქ მარტო ერთი ძმა ვერ დაირეგისტრირებდა, იმიტომ, რომ ორივე ძმას ერთნაირი უფლება აქვს სამკვიდროზე, თუ რა თქმა უნდა ანდერძით არ არის გადანაწილებული წილები და/ან ერთ ერთ ძმას მეორის სასარგებლოთ თავის წილზე არ აქვს უარი ნათქვამი.
2 კი თუ მამკვიდრებელი მამა იყო და დედას არ გადაუფორმებია ქონება თავის დროზე ერთ ერთ ძმას ექნებოდა იმის საშუალება რომ ფაქტობრივი ფლობით სასამართლოს მესვეობით დაერეგისტრირებინა ქონება მაგრამ აქაც მეორე ძმის უფლებებიც უნდა გაეთვალისწინებინა.
უკეთესი იქნება თუ კითხვაში მეტ ინფორმაციას მოგვაწვდი რადგან ნოტარიუსი რო გასცემს ცნობას ის მარტო ერთ ძმაზე არ გასცემდა სამკვიდროს თუ რა თქმა უნდა შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგინა მხარემ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52905200
· 14 Jun 2018, 09:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Tengu
ასეთ შემთხვევებში ნოტარიუსთან აუცილებელია მისვლა, იურიდიული ინტერესი უნდა "ჩამოყალიბდეს", დავა უნდა "წარმოიშვას", რომ დარღვეული უფლებების დაცვა მაინცადამაინც სარჩელის წარდგენის მეშვეობით მოხდეს.
სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნაც უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით. ეს საჭიროა, რადგან "ასე მითხრა", იმ შემთხვევის გამორიცხვისათვის - საჯარო უწყებებში რომ გარდაიქმნება ხოლმე "ეს პიროვნება თვალით არ მინახია"-დ.
ნოტარიუსი, როგორც წესი გასცემს უარს, ან დააკმაყოფილებს (გარემოებებს გააჩნია, ამიტომ ძნელია რაიმე პირდაპირი დასკვნის გაკეთება).
შესაძლებელია მესამე ვარიანტიც - ნოტარიუსმა უბრალოდ "დაიკიდოს" მოთხოვნა და პასუხის გარეშე დატოვოს - სწორედ ამ შემთხვევისათვისაა საჭირო ეს ვიზიტისა და მოთხოვნის წერილობითი დაფიქსირება - თანაც საჭირო "ტექნოლოგიით" - მომზადდეს ორი ეგზემპლარით და ერთზე, განმცხადებელის ეგზემპლარზე მიღება-ჩაბარების ფაქტის აღნიშვნა-დაფიქსირება მოხდეს.
ამ შედეგების მიხედვით გამოჩნდება სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა - თან სასამართლოც მოითხოვს იურიდიული ინტერესის არსებობასაც და გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინსაც. თუ არა და, სარჩელის მიღების სტადიაზევე არის "გაჭედვის" საფრთხე. აგრეთვე დასადგენი იქნება აღიარებითი თუ მოთხოვნითი სარჩელის აღძვრა გახდება საჭირო ... აქაც გარემოებებზეა ყველაფერი დამოკიდებული ...
* * *
Tengu
სუფთა ქართული მიდგომა - რაღაც on-line მსესხებელთა ასოციაციაა, თუ ორგანიზაციაა - ამ on-line სისტემას კი ებრძვიან, მარა on-line შეგიძლია გაწევრიანდე :D
This post has been edited by
Правовед
on 14 Jun 2018, 10:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mgebrishvili_irakli
Super Member
ჯგუფი: Registered
mgebrishvili_irakli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 193996
რეგისტრ.: 17-November 14
#52908648
· 14 Jun 2018, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
Tengu
რო იძახი იქ მარტო ერთი ვერ დარეგისტრირდებოდაო ერთ ძმას ხო შეუძლია მივიდეს ნოტარიუსთან და არც თქვას რო ძმა ყავს ან ვინმე და მარტო იმაზე გაიცეს სამკვიდრო მოწმობა
და ის ქონება იყო დედასი ხოდა ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა და იმ ძმამაც გაიფორმა რეესტრში იმ მეორე ძმას არაფერი უთხრა და მარტომ ქნა ეგ? ეხლა რა შეიძლება რო გაკეთდეს?
ანუ ნოტარიუს თუ არ უთხარი რო ძმა მყავს ან და მყავს ის ხო არ ამოწმებს ამას მართლა არის თუ არა ვინმე კიდე ვინც მიდის იმაზე აფორმებს
This post has been edited by
mgebrishvili_irakli
on 14 Jun 2018, 19:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52908963
· 14 Jun 2018, 20:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mgebrishvili_irakli
მე Tengu-სთან მოვახდინე დაზუსტება და თუ საჭიროებას ხედავთ, თქვენც მოგახსენებთ.
მემკვიდრეობის მიღება უფლებაა!!! და არ მოვალეობა!!!
ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა კანონმდებლობის სრული დაცვით (წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსი იქნებოდა მოპასუხე). მისი მოვალეობაა!!! გასცეს მოწმობა იმ მემკვიდრეზე, რომელიც მას მიმართვას. რაიმე ვალდებულებები!!! სხვა მემკვიდრეების წინაშე, ვინც მას არ მიმართავს, მას არ გააჩნია. რა თქმა უნდა ნოტარიუსს აქვს უფლება!!! თუ მის ხელთაა ინფორმაცია, რაიმე დაზუსტებები მოახდინოს.
თუ სხვა მემკვიდრეს მიაჩნია, რომ მისი, როგორც მემკვიდრის უფლება დაირღვა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მხოლოდ!!! იმ პროცედურის გავლის შემდეგ, რაც ავღწერე - პირველად ნოტარიუსთან აუცილებელია მისვლა! რადგანაც კანონის იმპერატიული დათქმაა ნოტარიუსის მეშვეობით მემკვიდრეობის გაფორმება ... უნდა დადგინდეს ამის შეუძლებლობა - ისე სასამართლო სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს ...
This post has been edited by
Правовед
on 14 Jun 2018, 22:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ALPINA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ALPINA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1315
წევრი No.: 121308
რეგისტრ.: 20-September 10
#52909182
· 14 Jun 2018, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგესალმებით. ჩემს მეუღლეს მიწის რეფორმით მისცეს 1997 წელს 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. კანონიერ ქორწინებაში ვიმყოფებით (ქორწინების მოწმობა გაცემულია ) 1993 წლის ნოემბერში. მეუღლე ცხოვრობს თბილისში ჩემს სახელზე რიცხულ სახლში მაგრამ რეგისტრირებულია მშობლების მისამართზე რაიონში. თავის დროზე ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ავიღეთ , შემდეგ საქართველოს ვარიანტში რაღაც-რაღაცები შეიცვალა (მაღარიჩი რომელიც მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ტოლფასია) მოვიპოვე 1996 წლის დეკემბერში შედგენილი სოფლის მიწათმოსარგებლეთა მიწის სარეფორმო სიის ამონაწერი სადაც ერთ-ერთ ნომრით დარეგისტრირებულია ჩემი მეუღლეც. 2007 წელს დავაპირე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მაგრამ მეზობელთან გამოვიდა გადაფარვა 25%-ზე მეტი (მეზობელი რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ოსი, წასულია რუსეთში. ფიზიკურად ყველაფერი წესრიგშია უბრალოდ საბუთებით გამოდიოდა გადაფარვა. შემომთავაზეს ან სასამართლოს გზით საქმის გარკვევა ან ფართობის ჩამოჭრა, მეზობლის ნათესავებთან კონტაქტმა შედეგი არ მომცა, რუსეთში მისი ძებნა ვერ შევძელი) ამიტომ გადავწყვიტე საბუთების გამოტანა და დალოდება. ვისარგებლე 2016 წლის მიწის სპორადული რეგისტრაციის კანონით და 2017 წლის ნოემბერში თავიდან შევიტანე საბუთები რეგისტრაციაზე (პირადობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, მიწის განაწილების სარეფორმო სიის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული დასტური, ცნობა სოფლის საკრებულოდან) საჯარო რეესტრმა არქივიდან ამოიღო საბუთები და საკომლო წიგნის (2007 წლის ) ჩანაწერში ამოვიდა შემდეგი სახის ჩანაწერი " გათხოვდა ქალაქში" და ჩანაწერი შესრულებულია დროებითი გასვლის გრაფაში ფანქრით, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა დაადგინა რომ ჩემი მეუღლე მამის კომლის წევრია და ამიტომ ჩემს მიერ წარდგენილი მიწის განაწილების სარეფორმო სიიდან ამონაწერი არ წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მოითხოვა ასეთის წარმოდგენა ან მიწის აღიარების კომისიაზე საბუთების გადაცემა (რაც არ მაწყობს რადგან მიწა სასოფლოა და მასზე არანაირი ნაგებობა არ დგას ამიტომ ყველა ვარიანტში უარს მივიღებ) 10 მაისს შემიჩერეს წარმოება, 7 ივნისს შევიტანე განცხადება სადაც მივუთითე ყველა დარღვევა კანონმდებლობის კონკრეტული მუხლების მითითებით რის შემდეგაც გააგრძელეს წარმოება მაგრამ 13 ივნისს ისევ შეაჩერეს და 14 ივნისს შეწყვიტეს საბუთების წარმოუდგენლობის მოტივით. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gobisha
Crazy Member
ჯგუფი: Members
gobisha
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2666
წევრი No.: 242999
რეგისტრ.: 22-May 18
#52914700
· 15 Jun 2018, 18:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაღლით მგზავრობა ავტობუსებში დაშვებულია ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52915176
· 15 Jun 2018, 20:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gobisha
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 7-28 დადგენილების მიხედვით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე (ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში) ძაღლების გადაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნებადარტულია.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2805510
This post has been edited by
Правовед
on 15 Jun 2018, 20:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4773
წევრი No.: 182792
რეგისტრ.: 7-March 14
#52923101
· 17 Jun 2018, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი ოჯახის წევრს უნდა სამკვიდროს მიღება ბიძისგან (მამის ძმა) რომლის დაბადების მოწმობა არქივთან ერთად დაიწვა და გვაქვს საკომლო ჩანაწერი სადაც სერიოჟად მოიხსენიება და საკუთრების მოწმობა სადაც სერგოდ წერია, ასევე სერიოჟას მამის სახელი არჩილი უწერია და მის ძმას დავითს არხია. ანუ უნდა დადგინდეს სასამართლოზე რო არჩილი და არხია ერთიდაიგივე ადამიანია და სერიოჟა და სერგოც ერთიდაიგივეა და რო ძმები არიან სერიოჟა და დავითი. ასევე ჩემმა ოჯახის წევრმა უნდა დაადასტუროს რო ფაქტობრივად ფლობდა სერიოჟას ქონებას და მიიღოს სამკვიდრო, თუმცა და-ძმა ყავს ამ ჩემ ოჯახის წევრს და ამას იტყვის სასამართლოზე და აუცილებელია მათაც მიმართონ სასამართლოს? კიდიათ იმათ და არ შეიძლება ერთ-ერთ მემკვიდრეთ ცნონ?
This post has been edited by
takotatuli1989
on 17 Jun 2018, 00:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52923862
· 17 Jun 2018, 08:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
takotatuli1989
შეკითხვაში არა გაქვთ ამ გარემოებაზე ნახსენები, ამიტომ იქნებ გამოგადგეთ, რათა თავიდან აიცილოთ დროისა და ნერვების კარგვა ...
აუცილებელია! მიმართოთ ჯერ ნოტარიუსს! კანონით იმპერატიულად დადგენილია მემკვიდრეობის მიღების ეს წესი! თანაც, თვითონ მიუთითებთ „ფაქტობრივ ფლობაზე და მიღებაზე“ - თუ დაუბრკოლებრივ ფლობთ, მაშინ მოპასუხედ ვის დაასახელებთ? შესამჩნევია ეს მიდრეკილება (სამწუხაროდ, „იურისტებიც“ იღებენ მონაწილეობას ამ ფაცი-ფუცში) - პირდაპირ სასამართლოსკენ „წაიყვანონ“ პრობლემა. არადა ასეთ შემთხვევებში ნოტარიუსთან აუცილებელია მისვლა, იურიდიული ინტერესი უნდა "ჩამოყალიბდეს", დავა უნდა "წარმოიშვას", რომ დარღვეული უფლებების დაცვა მაინცადამაინც სარჩელის წარდგენის მეშვეობით მოხდეს.
სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნაც უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით. ეს საჭიროა, რადგან "ასე მითხრა", იმ შემთხვევის გამორიცხვისათვის - როდესაც უწყებებში ხშირად „მითხრა“, „მიმითითეს“, გარდაიქმნება ხოლმე "ეს პიროვნება თვალით არ მინახია"-დ.
ნოტარიუსი, როგორც წესი გასცემს უარს, ან დააკმაყოფილებს (გარემოებებს გააჩნია, ამიტომ ძნელია რაიმე პირდაპირი დასკვნის გაკეთება).
შესაძლებელია მესამე ვარიანტიც - ნოტარიუსმა უბრალოდ "დაიკიდოს" მოთხოვნა და პასუხის გარეშე დატოვოს - სწორედ ამ შემთხვევისათვისაა საჭირო ეს ვიზიტისა და მოთხოვნის წერილობითი დაფიქსირება - თანაც საჭირო "ტექნოლოგიით" - მომზადდეს ორი ეგზემპლარით და ერთზე, განმცხადებელის ეგზემპლარზე მიღება-ჩაბარების ფაქტის აღნიშვნა-დაფიქსირება მოხდეს.
ამ შედეგების მიხედვით გამოჩნდება სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობაც და რა საკითხები „ანუ უნდა დადგინდეს სასამართლოზე“ - სასამართლო მოითხოვს იურიდიული ინტერესის არსებობასაც და გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინსაც. არც ის არის გამორიცხული, ამ სახელებთან დაკავშირებული პრობლემა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების კორექტირებით იყოს შემოფარგლული და სასამართლო ამასაც მიაქცევს ყურადღებას ... ხშირად იმეორებენ მოსამართლეები, რომ ისინი არ არიან არც ნოტარიუსები, არც საჯარო რეესტრი და არც გამგეობები ...
თუ არა და, სარჩელის მიღების სტადიაზევე არის "გაჭედვის" საფრთხე. აგრეთვე დასადგენი იქნება აღიარებითი თუ მოთხოვნითი სარჩელის აღძვრა გახდება საჭირო ... შეიძლება უდავო წარმოებაც გახდეს საჭირო ...
აქაც ბევრი რამ გარემოებებზეა დამოკიდებული - რაც შეკითხვიდან მკაფიოდ არ ჩანს - ვადები, სახელმწიფო რეგისტრაციები და ა. შ. ...
This post has been edited by
Правовед
on 17 Jun 2018, 09:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4773
წევრი No.: 182792
რეგისტრ.: 7-March 14
#52932228
· 18 Jun 2018, 15:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მიყვარს პროფესიონალები :) რაც დამიწერე ეგ ყველაფერი ნაფიქრი მაქ, მეც იურისტი ვარ მარა ადვოკატურაში გამოცდილება არ მაქვს. უდავო წარმოება იქნება და მოპასუხე არ მეყოლება ია ტაკ დუმაიუ. ყველა გარემოება არ დამიწერია, ეხლა მივიღეთ პასუხები იუსტიციის სახლიდან არქივში არაფერი იძებნება სერიოჟა არჩილის ძე ნადირაშვილზე გარდა იმისა, რომ საკომლო ჩანაწერი არსებობს მაგ სახელით და გვარით და ოჯახის სხვა წევრები კომლში არ ფიქსირდებიან. ასევე სერიოჟას ანდერძი არსებობს ნოტარიულად დამოწმებული რომ თვითონ არჩილის ძე ნადირაშვილი მემკვიდრედ ასახელებს ძმას დავით არხიას ძეს ნადიარშვილს :)) ნოტარიუსმა მამის სახელი ისე ჩაწერა როგორც საბუთებში ქონდათ მითითებული მარა ჯერ დავითი დაიღუპა და ძალა დაკარგა ანდერძმა. ვდიქრობ ეს ანდერძი დამეხმარება, რომ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად დადასტურდეს რომ ძმები იყვნენ. ასევე, არსებობს სერიოჟას გარდაცვალებიდან 6 თვეში ნოტარიუსთან დაწერილი განცხადება რომ ჩემი ოჯახის წევრი აცხადებს რომ ის არის მემკვიდრე და სხვა არავინ ყოლია სერიოჟას და ეს განცხადება ნოტარიულად არის დამოწმებული და წერია რო ამან მომმართა და ეს თქვა და ამას ვამოწმებო :) ნუ ეს ეგონათ სამკვიდროს მოწმობა და ლოცავდნენ ნოტარიუსს :). ანუ ის დადგინდება, რომ იურიდიული ინტერესი სამკვიდროს მიღების ქონდა ჩემ ოჯახის წევრს. .. რას ფიქრობ ეხლა? მაინც უნდა მიმართოს ნოტარიუსს?
მამის სახელი მაინც რო ყოფილიყო იდენტური სასამართლოს არ ავირჩევდი და ნოტარიუსს მივადგებოდი.
პ.ს. კულმინაცია ამ ამბის, იმ საწყალ სერიოჟას ყველა საბუთი ქონდა ორიგინალი სახლში და რძალმა ჩააყოლა კუბოში, იფიქრა გამოადგრბოდა სამსჯავროზე :))
This post has been edited by
takotatuli1989
on 18 Jun 2018, 15:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52932900
· 18 Jun 2018, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
takotatuli1989
არის რაღაც სიჯიუტის ელემენტები ... ალბათ, ვერ ავხსენი დაწვრილებით ...
აუვილებელია! კანონით იმპერატიულად დადგენილია მემკვიდრეობის მიღების ეს წესი!
თქვენი შემთხვევოდან ცალსახად ისახება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის დანაწესის გამოყენება "მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო!!!! ორგანოში!!!! შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ", რადგანაც ფაქტობრივად რომ შეუდეგით სამკვიდროს ფლობას, არ მოწმოს, ვერ მოწმობს უდავოდ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!, რომ სამკვიდრო მიღებულია! - ვერ აღწევს სასურველ სამართლებრივ შედეგს თქვენი ოჯახის წევრი და ვერ სარგებლობს საკუთრების ფლობის სიკეთით ... რეგისტრაცია გაქვთ გასავლელი, დასაზუსტებელი და მრავალი მრავალი ...
თანაც არა აქვს მნიშვნელობა რაიმე სხვა გარემოებებს, თქვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული კანონის დანაწესი! რომც მიიღოს სასამართლომ (რაც დიდად საეჭვოა), ფაცი-ფუცი არ გამოგივიდეთ და გადაყრილი ბაჟი! დავა უნდა არსებობდეს.
ეს "6 თვეში ნოტარიუსთან დაწერილი განცხადება" ქართული ნოტარიატის "შემოქმედების" ერთ-ერთი ნაყოფია, აღარ გავჩერდეთ ამაზე ...
უდავო წარმოება ქონებასთან და მის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - სამართლებრივი პარადოქსია, ნუ აყვებით ამ მსჯელობას (არც მე მიმაჩნია რაიმე მოძღვრების გაჩაღება საჭიროდ) - უცილოდ "გადმოაგდებს" მსგავს სარჩელს მოსამართლე. არ მოწმოს უდავოდ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!, ხომ მივუთითეთ უკვე - აბა რაში გჭირდებათ სასამართლო და დავა?! უდავო წარმოებისას იურიდიული ინტერესი აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაგრამ არ იკვეთებოდეს რაიმე გარე ინტერესებთან - მაშინ ადგილი აქვს დავას!!! თქვენს ქონებას ტიტულოვანი (დარეგისტრირებული) მესაკუთრე მართალია არ ყავს, მაგრამ უძრავი ქონება ხომ სახელმწიფოსია - [თეორიულად] მოწინააღმდეგეც კი გყავთ უმკვიდრო ქონების კანონისმიერი მესაკუთრის სახით. ამასთანავე, თქვენ რომ აცხადებთ მასზე პრეტენზიას? ... აღარ გავაგრძელებ ...
საზოგადოდ, სამართლის შეფასება ხდება ლოგიკაზე აგებული პრესკრიფციული მსჯელობის მიხედვით ... სამართალურთიერთობა არის მთავარი ... საკუთრების ცნება და ფლობა განსხვავებული ელემენტების მატარებლები არიან და ბლა-ბლა-ბლა ...
This post has been edited by
Правовед
on 18 Jun 2018, 18:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
asaf
Super Member
ჯგუფი: Registered
asaf
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 474
წევრი No.: 217230
რეგისტრ.: 16-April 16
#52933426
· 18 Jun 2018, 19:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესეთი სიტუაცია:
პირველად სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა საქმე, ეს დაახლოებით 12 წლის უკან მოხდა, საქმე წავაგე,
საქმე იყო ჩაწყობილი და ნაჩათლახარი
დღეს მინდა რომ ხელახლა აღვძრა საქმე, მტკიცებულებები მაქვს
ამის გარდა დამატებით მტკიცებულებად შესაძლოა დამჭირდეს მოწმეთა და სხვათა ფარული ცანაწერები,
ასე რომ მჭირდება სამსამარტლოდან მოთხოვნა, რომ კონკრეტულ პირებზე ავწარმოო ფარული ჩანაწერები\, რადგან ეს პირები ყოველთვის აღიარებენ რა მოხდა სინამდვილეში
ისე კი მეეჭვება ვინმემ აღიაროს, რადგან მარტივად ფულს აიღებენ
პროცესის მოგების შემდეგ მიდნა ანაზღაურდეს მორალური ზიანი, (როგორ ანგარისდება ეს სეიძლება მითხართ?)
ის თანამდებობაზე აღდგენა სადაც ვიყავი,
ამავე დროს იმ დანამატის სრუალდ მოცემა რაც მე მერგებოდა ამ 12 წლის განმავლობაში
მინდა ასევე მოვითხოვო იმ კაცის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და პასუხისგებაში მიცემა
მჭირდება თქვენი რჩევა
როგორ მოვიქცე, სად შევიტანო საქმეზე განაცხადი, როგორ მოვითხოვო ფარული ცანაწერების წარმოება...
არ მყავს ადვოკატი და არ მაქვს საშუალება დავიქირავო სამწუხაროდ
This post has been edited by
asaf
on 18 Jun 2018, 19:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52933782
· 18 Jun 2018, 20:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
asaf
თითქოს მივიღე კიდეც გადაწყვეტილება ამგვარ შეკითხვებს არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ თანაგრძნობა მძალავს ხოლმე და ...
ამ შეკითხვას, დიდი ალბათობით პასუხის გამცემი ამ ფორუმში არ ეყოლება, არა იმიტომ, რომ არ სურთ მონაწილეებს, უბრალოდ, იმდენად ბუნდოვნადაა შეკითხვა, ძნელია რაიმე პასუხი მოძებნო ...
პირველი რაც თვალში გეცემა - "სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა საქმე"-ა დასაზუსტებელი - რაზეა ლაპარაკი - სამოქალაქო საქმე იყო, ადმინისტრაციული, თუ შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეზე? ... რა მიზეზები უწყობდა ხელს 12 წლიან მოცდას ... და მრავალი
რჩევაა, მაინც მოძებნეთ უფასო იურიდიული დახმარების საშუალება - არის რეალურად ...
http://free.mylaw.ge/
http://www.legalaid.ge/ka
http://myl.ge/page/252
http://www.transparency.ge/ge/
https://gyla.ge/ge/post/saia-shi-ufaso-sama...h.8iOgirA8.dpbs
https://www.ug.edu.ge/page/full/337
მოძებნით კიდევ ...
This post has been edited by
Правовед
on 18 Jun 2018, 20:30
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
320
321
[322]
323
324
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1257 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.