Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
322
323
[324]
325
326
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52943091
· 20 Jun 2018, 10:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გალე
ჩამოვყალიბდეთ:
დადებულია ხელშეკრულება ბინის დაქირავებაზე, ანუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხალშეკრულება. დამქირავებელი არ იხდის თანხას (რამდენი ხანი?) და მიღებულია გადაწყვეტილება მოხდეს გამოსახლება. ხელშეკრულების ვადა არ ამოწურულა(?) (ან ამოწურულია?).
ამ მიზნისათვის მიმართულია სასამართლოსთვის.
როგორც მივხვდი გარემოებების დაზუსტება არა არის აუცილებელი და რამდენად იყო იმის აუცილებლობა, რომ მაინცადამაინც სასამართლოსთვის მიემართა, ამის განხილვის საჭიროებაც არ არსებობს - შეკითხვის ავტორს ეს არც ეს აინტერესებს და ამგვარ სარჩელს მიიღებს თუ არა სასამართლო, არც ეს არის ინტერესის საგანი.
საჭიროა გავცეთ პასუხი შეკითხვებს (კასკადი აღარ არის, ეს უკვე კარგია) -
1. დაიწყება თუ არა გამოძიება?
2. სასამართლო დავის ხანგრძლივობა?
3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე?
პასუხები:
1. სასამართლო არავითარ გამოძიებებს არ აწარმოებს, მხარეებმა თვითონ უნდა ამტკიცონ ის გარემოებები რასაც ეყრდნობიან - დისპიზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპები ეწოდებათ ამ მოვლენებს სამოქლაქო სამართალში (გადახედეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებს
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29962
2. კანონით დადგენილია - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 391-ე მუხლებით განსაზღვრულია საპროცესო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო საქმეებს, სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა. სინამდვილეში შეიძლება 3 წელიც გაგრძელდეს - აღარ შევჩერდეთ ამ პრობლემაზე და ვიმეოროთ ის ფართოთ გავრცელებული ლანძღვა-გინებები ... შეკითხვის ავტორმაც იცის ალბათ, ამ უმსგავსობაზე პასუხის გამცემს ნამდვილად ვერ მოძებნი ვერავის, მაგრამ დასვა შეკითხვა და გავცეთ პასუხი ... გადახედეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლებს ...
3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ გადაწყდება - სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი და დავის საგანიც ხომ ეს არის - თუ პრობლემა გადაიჭრება, რაღა სასამართლოა საჭირო ...
პრინციპში, მოგიწოდებთ მთლიანად გაეცნოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს და ეს ბმულებიც გამოგადგებათ
http://www.supremecourt.ge/frequently-asked-questions/
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...b68cc05e0b910d4
This post has been edited by
Правовед
on 20 Jun 2018, 11:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hey Berry
პოლიტიკური ცხოველი
ჯგუფი: Members
Hey Berry
პოლიტიკური ცხოველი
ჯგუფი: Members
წერილები: 3472
წევრი No.: 121032
რეგისტრ.: 14-September 10
#52943583
· 20 Jun 2018, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა ესეთი კითხვა მაქვს:
ბუღალტერმა მიითვისა კომპანიის თანხა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის. კომპანია არ უჩივის, მაგრამ თხოვენ ამ თანხის დაბრუნებას.
ამ ბუღალტერს არ აქვს შანსი რომ ეს თანხა დააბრუნოს რადგან უკვე აღარ აქვს, არც რამე ქონება აქვს საკუთარ სახელზე და მზდაა პასუხი აგოს სამართლებლივად.
იმ შემთხვევაში, თუ პირველი თვითონ მივა და ჩაბარდება, სანამ კომპანია უჩივლებს, შანსი აქვს რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი? ისე 4 დან 7 წლამდე მუხლია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52943686
· 20 Jun 2018, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hey Berry
ეს "უჩივის" უნდა დააზუსტოთ აუცილებლად ... რა იგულისხმეთ "თუ კომპანია არ უჩივის" "სანამ კომპანია უჩივლებს"-თან ერთად ... უჩივის (აპირებს), თუ არ უჩივის (არ აპირებს)?
თუ არ უჩივის ესე იგი დანაშაულს არ ყავს დაზარალებული ... თუ კომპანია არ უჩივის, მაგრამ თხოვენ ამ თანხის დაბრუნებას.- ეს ნიშნავს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ სურთ, და ითხოვენ სამოქალაქო სამართლის წესით ზარალის ანაზღაურებას ...
"თვითონ მივა და ჩაბარდება" დაკავშირებულია დანაშაულის ნებაყოფლობით აღიარებასთან - საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება "ბუღალტერი" - დანაშაულის შეტყობინებაც უნდა მოახდინოს და მისის აღიარებაც ... არადა საქმე აღძრულიც არ არის - როგორი პერსპექტივა ექნება ამ საქმეს და მივა თუ არა საქმე "წლების დათვლამდე", საწყის ეტაპზე ძირითადან დამოკიდებულია კომპანიაზე - ან დაადასტურებს დანაშაულს, ან არა. ამ მიმართებით განვითარდება შემდგომშიც, ეს "მითვისებაც" უნდა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს გარემოებების მიხედვით, რომლებიც ასევე უცნობია შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ...
This post has been edited by
Правовед
on 20 Jun 2018, 12:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
#52943958
· 20 Jun 2018, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ გადაწყდება - სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი და დავის საგანიც ხომ ეს არის - თუ პრობლემა გადაიჭრება, რაღა სასამართლოა საჭირო ...
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3208905
საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ კანონი რატომ არსებობს ვერ ვხდები.
ანუ მუხლი 3. განცხადების წარდგენის წესი, საერთოდ არაფერში არ მეხმარება?
თუ სასამართოლ დამთავრდა საერთოდ რად მინდა ამ განცხადების წარდგენა? სასამართლო გადაწყვეთს იმათ გამოსახლებას ხო?
სასამართლო გადაწყვეტილებამდე თუ ვერ გამოვიყენე მაშინ საერთოდრატომ არსებობს ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52945022
· 20 Jun 2018, 16:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გალე
მომწონს თქვენი შემართება!
მარაააა?! ... :P და რაღა მე-3 მუხლიდან დაიწყეთ წაკითხვა, დაგეწყოთ თავიდან და გაცნობოდით: "ეს წესი(!) (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის № 75 ბრძანებაზეა ლაპარაკი) განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული! ვარაუდის! არსებობისას! ...
ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის დანაშაული ჩადენილი აქვს დამქირავებელს?! თქვენ არ გინდოდათ, ეწინაარმდეგებოდით?! შეიპარა და მოკალათდა? თუ ბრძოლით შეიჭრა? მაშინ ქირავნობა საერთოდ რა შუაშია - არც დამქირავებელი ქვია მაგ ტიპს და გასასამართლებელიცაა ...
უკანონოდ შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა ან ყოფნა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია, ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონო შესვლის მომენტიდან.
QUOTE
საერთოდ რად მინდა ამ განცხადების წარდგენა?
ამაზე თქვენ თვითონ უნდა გასცეთ პასუხი ...
QUOTE
სასამართლო გადაწყვეთს იმათ გამოსახლებას ხო?
- სასამართლოს მაგივრად მაგ შეკითხვაზეც ვერავინ გასცემს პასუხს - აბა რა ვიცით?!
თ უ ?!
QUOTE
მაშინ საერთოდრატომ არსებობს ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება?
ამ შეკითხვის მომხრე ნამდვილად ვარ - და საერთოდ, რატომ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტო? პასუხი მგონია მთელმა საქართველომ არ იცის ... ვმარჩიელობთ და ექსპერიმენტებში ვართ უკვე რამდენი ხანია :lol:
This post has been edited by
Правовед
on 20 Jun 2018, 16:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ASIMO
Super Member
ჯგუფი: Registered
ASIMO
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 916
წევრი No.: 133871
რეგისტრ.: 17-July 11
#52952240
· 21 Jun 2018, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა,
განქორწინების მოთხოვნისას, სასამართლოში რომ შემაქვს სარჩელი თუ განცხადება, (მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებული ვარ და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, კონტაქტი არ მაქვს და არავინ იცის სად ცხოვრობს)
ხომ შემიძლია მე თვითონ შევიტანო სარჩელი, ისე რომ ადვოკატი არ ავიყვანო?
და რას ვაკეთებ? მივდივარ დიღომში საქალაქო სასამართლოში, ქორწინების მოწმობით და ჩემი პირადობით და..........?
This post has been edited by
ASIMO
on 21 Jun 2018, 19:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabelandere
Newbie
ჯგუფი: Registered
Annabelandere
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 243707
რეგისტრ.: 22-June 18
#52957918
· 22 Jun 2018, 17:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა. მაინტერესებს, პოლიციაში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვის შემდეგ, როდესაც წერილობითაც დასტურდება, რომ საჩივარი გაუქმებულია, არის შანსი რომ მაინც დაიწყოს გამოძიება? თუ აქვთ უფლება და რა შემთხვევაში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Unknown232324
Super Member
ჯგუფი: Registered
Unknown232324
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 604
წევრი No.: 202514
რეგისტრ.: 16-May 15
#52958727
· 22 Jun 2018, 20:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამ პაპალამ! ბინიდან რომ ამოეწეროს ადამიანი, აუცილებელია მერე რომ სადმე ჩაწერა გააკეთოს ისევ?
არსად რომ არ იყოს პიროვნება ჩაწერილი ეგრე შეიძლბეა ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtasiqiteli
High voltage
ჯგუფი: Members
mtasiqiteli
High voltage
ჯგუფი: Members
წერილები: 6010
წევრი No.: 141474
რეგისტრ.: 12-January 12
#52959937
· 23 Jun 2018, 10:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იქნებ ვინმემ გამარკვიოს
მრიცხველის გატანა გარეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 241685
რეგისტრ.: 25-March 18
#52962379
· 23 Jun 2018, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა
მჭირდება ინფორმაცია ადვოკატის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით.
ვიქირავე ადვოკატი საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი და ვიცოდი წინასწარ რომ შედარებით მეძვირე იქნებოდა, თუმცა ეხლა უკვე თანხის დამატება იმდენი მომთხოვა რომ ვფიქრობ ძალიან ძვირია და არარეალურად მეჩვენება.
ვიცი რომ საქმეს გააჩნია მის სირთულეს და დროს ამ მხრივ მარა მოკლედ აღვწერ სიტუაციას და ვინმეს თუ შეუძლია მითხრას რამდენად გონივრულია ეს თანხა.
მოკლედ ბინის გასაფორმებლად ავიყვანე ეს ადვოკატი რომელიც მამისგან დამრჩა, თუმცა სამმკვიდრო ვადა დარღვეული იყო ჩემი მხრიდან ამიტომ დამჭირდა სასამართლო. ასევე არსებობს სხვა მემკვიდრე რომელსაც უკვე აღებული ქონდა ეს სამკვიდრო ოღონ არა ამ ბინაზე არამედ სხვა ქონებაზე რომელიც მას დარჩა. ჩვენ ერთმანეთის ქონებაზე სადაო არაფერი გვქონია და არც ეხლა გვაქვს უბრალოდ ეხლა რომ დამჭირდა გაფორმება ბინის ვინაიდან დახურული სამკვიდრო იყო გაცემული ამიტომ მომიწია სასამართლოში მისვლა სადაც უდაო წარმოებით და ჩვენი მემკვიდრეებს შორის ნოტარიული შეთანხმების საფუძველზე, რომ პრეტენზიები არ გაქვს ერთმანეთთან, სასამართლომ მომაკუთვნა ეს ბინა, უბრალოდ არ ჩაუწერია რომ ნოტარიუსმა უნდა გასცეს ახალი მეორე სამკვიდრო და ამის გამო ნოატარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. ეხლა ისევ მიწევს სასამართლო ოღონდ სადაო ნოტარიუსთან რომ გასცეს სამკვიდრო.
მემკვიდრეებს არაფერი გვაქვს სადაო და ეს ნოტარიუსი მირთულებს საქმეს.
ხო და ეხლა შევიტანე ახალი სარჩელი და ამ ნოტარიუსმაც იცის უბრალოდ მეტი უსაფრთხოებისთვის უნდა რო სასამართლომ მიუთითოს ეს ყველაფერი და თავს იზღვევს.
მოკლედ ეხლა რა მაინტერესებს პირველად ამ ადვოკატმა მითხრა 1500$ და გადავუხადე, ეხლა კიდევ რომ დამჭირდა უკვე ნოტარიუსისი გამო სამსართლო ისევ მთხოვს 1000$ ის დამატებას და მაინტერესებს რამდენად გონივრული ფასია და რამდენად უნდა მოეთხოვა თანხის დამატება როცა საქმე ბოლომდე რეალურად არ გაუკეთებია კი მომაკუთვნა სასამართლომ მარა ნოტარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. მოკლედ ეს ფასი მაინტერესებს რამდენად გონივრულია.
ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ადვოკატი და ამიტომ ყველაფერზე თავს ვუქნევდი და ვიფიქრე ჩემი კეთილგანწყობა ჩემს გასაწეწად ხო არ გამოიყენა თქო.
რამდენად გონივრულია ჯამში 2500$ ამ საქმისთვის სადაც მოდავეები არავინაა და პროცედურაა ფაქტობრივად?
პ.ს ის ვიცი რომ იმ მემვკიდრესაც შეეძლო გაფორმება და მერე ჩემზე გადმოფორმება სრულიად უფასოდ გამოვიდოდი მარა მე მინდა რო უშუალოდ როგორც მემკვიდრემ ისე მივიღო ეს სახლი.
მადლობა წინასწარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52962698
· 23 Jun 2018, 19:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zz5
შეკითხვა იმდენად მოულოდნელია, რომ გაურკვეველია რა პასუხის გაცემაა საჭირო. საკმაოდ საგრძნობ საკითხსაც და უშუალოდ პროფესიასაც ეხება, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ კომენტარები ...
რაში დაგეხმარებათ ან ის პასუხი, რომ შეუსაბამოდ ძვირია ამ მომსახურების ფასი, ან ის, რომ ფაქტიურად უფასოდ გემსახურებათ ადვოკატი ... რა შედეგის მიღწევას აპირებთ თქვენ თვითონ ამ ადვოკატთან მიმართებაში? და, რას შეცვლის პასუხის მიღება ჰონორარის "გონივრულობაზე" ...
თუ უბრალოდ ამ საკითხთან ფორუმის პასუხისგამცემი წევრების შეხედულებები გაინტერესებთ, როგორ ჩანს უსასყიდლოთაც საქმიანობს ეს ხალხი - pro bono-ს მიმდევარნი, როგორც წესი, შორს არიან მოგების მისწრაფებებისგან (თანაც ჟინიანი) ...
შეწყვიტეთ ურთიერთობა, თუ ეს არ გაწყობთ, ან გააგრძელეთ მომსახურეობის მიღება, თუ ეს პირობები თქვენთვის მისაღებია ...
საზოგადოდ, არც ადვოკატი არ არის "ხელშეუხებელი" სამოქალაქო ურთიერთობის წევრი - ჩვეულებრივი მომსახურების ხელშეკრულების წესებს ექვემდებარება ეს სუბიექტიც, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით - არ შეასრულა ის, რაც ხელშეკრულებით იკისრა, მასაც შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგენლობა ...
გონივრულია თუ არა - ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. არც იმაზე აიღებს ვინმე პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს ადვოკატების (და, არა მარტო) კორპუსში საკმაოდ არ არიან პერსონები, კლიენტების გასაწეწად კეთილგანწყობას წარმატებულად რომ იყენებენ ... მედიცინის სფეროშიც შეგვხდებიან მხოლოდ ფულზე ორიენტირებული უმეცრებიც და "საკმაოდ კვალიფიციური, გამოცდილი" ვიგინდარებიც - როგორც ყველა სხვა სფეროში მოღვაწენი ...
შეკითხვაა, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი ...
This post has been edited by
Правовед
on 23 Jun 2018, 20:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 241685
რეგისტრ.: 25-March 18
#52963203
· 23 Jun 2018, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
თუ არ გაწყობს უარი თქვი ეგ გასაგებია და ნებისმიერ მომსახურების სფეროში მასე ხდება.
მე უბრალოდ მაინტერესებს სხვა ადვოკატებისგან ან ვისაც ქონია მსგავსი შემთხვევა ეს ფასი რამენად ლოგიკურია და მსგავსი მომსახურებისთვის სხვებიც მსგავს თანხას თუ იღებენ.
ანუ მე მაინტერესებს ამ მომსახურების საბაზრო საშუალო ფასი, მგონი ბუნდოვანი არაფერია ამაში.
ვინაიდან აქამდე არ მქონია გამოცდილება მსგავსი მომსახურების მაგიტომ დავწერე თორე მასე შეიძლება ნებისმიერმა იყიდოთ მომმახურება ან პოდუქტი რომელზეც მაქამდე არ გქონდა წარმოდგენა და ლოგიკურია გაიკითხონ რამენად რეალურია ფასი.
პ.ს მე ამ ადვოკატით უკმაყოფილო არ ვარ, ერთადერთი ფასი ოდნავ მეძვირა და მაგის დასადგენად დავწერე ანუ ეს მომსახურება ეს ფასი ღირს თუ ვინმემ ჩემი გამოუცდელობით ისარგებლა ესაა და ეს.
სამომავლოდ გავითვალისწინებ საჭიროების შემთხვევაში მას მივმართო თუ სხვას.
This post has been edited by
Zz5
on 23 Jun 2018, 20:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52963709
· 23 Jun 2018, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zz5
პასუხი გაგეცით იმიტომ, რომ ჩავთვალე ყველა მოერიდებოდა პასუხს. ძალიან დიდი დიაპაზონია ამ ფასებს შორის - თან რაიმე ანალოგიის მოძებნაც ძნელია - ყველას თავისი დანაწესი აქვს ...
ჩემთვის, მაგალითად, დასაწყისში 6 000 ლარით მაქვს განსაზღვრული - თან მსგავსი საქმეები არც მოდის ჩემამდე - ყავს შემსრულებელთა შემდგარი წრე, ფართო ყოფაცხოვრებითი საკითხია და "პრობლემურიც" არ არის ...
This post has been edited by
Правовед
on 23 Jun 2018, 23:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 241685
რეგისტრ.: 25-March 18
#52965697
· 24 Jun 2018, 02:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
პასუხს რატომ უნდა მოერიდოს ვინმე ვერ ვხვდები, თუ კოლეგიალურობის თემაა არ ვიცი მარა მე ჩემ სფეროში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეძლებისდაგვარად ვცდილობ ობიექტური რეალობა მოვაწოდო.
მე მაინტერესებს საშუალოდ დაახოებითი საბაზრო ფასი მსგავს მომსახურებაზე.
შეიძლება თქვენ საკუთარი კომპანია გაქვთ და მსგავს წვრილმან საკითხებზე არ იწუხებთ თავს მარა ვინც იწუხებს იმის მაინტერესებს. თუმცა დიდი მადლობა რომ მაინც გამომეხმაურეთ ეს ინფორმაციაც მნისვნელოვანი იყო.
ყველას თავის დიაპაზონი აქვს ცოტა გაუგებარია ანუ საადვოკატო მომსახურებაში არ არსებობს რაიმე სტანდარტის მაგვარი მიდგომა, რა შემთხვევაში დაახლოებით რა ფასი უნდა მოითხოვონ? ანუ მე რო ადვოკატი ვარ შეიძლება ამ საქმეში ვინმეს 10 000$ მოვთხოვო და თუ დამთანხმდა საღოლ გამომთლა გამოდის ხო.
ამ აზრის თუ მივყვებით მაშინ ვისაც რამდენი თანხა გაუვა იმდენს იშოვის?
მგონი ცოტა ცუდად გავიგე ამ მომსახურების სპეციპიკა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#52965916
· 24 Jun 2018, 08:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიტუაცია: ქმარს აქვს აღებული ბანკში სამომხმარებლო სესხი 3 წლის უკან (ბინა არ აქვს ჩადებული ბანკში, არც არავინ არ არის თავდები), შემდგომ ქმარმა აჩუქა ბინა ცოლს ჩუქების ხელშეკრულებით, და შემდგომ ქმარი წავიდა საზღვარგარეთ და დაიკარგა არ ჩანს და ვალსაც აღარ იხდის...
კითხვა: შეუძლიათ თუ არა ბანკს ამ ბინის დაყადაღება ან რაიმე ბინას დაემუქროს ამ ვალის გამო ბანკის მხრიდან (თუ ვალი ქმარმა აიღო, ბინა აჩუქა ცოლს, ბინაზე არ იყო ვალი მიმაგრებული-ბინის უზრუნველყოფით არ იყო ჩადებული)?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
322
323
[324]
325
326
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1166 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.