Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
323
324
[325]
326
327
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52965956
· 24 Jun 2018, 08:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zz5
შევეცდები უფრო დაწვრილებით ავხსნა ... უშუალოდ ეხება მოქალაქის გათვითცნობიერებას იურისტის პროფესიის მიმართ ...
მსგავს "წვრილმან საკითხებზე" თავის შეწუხებას კი არ ვერიდები :aba:, ჩემამდე არ "მოდის" - ამ სფეროშიც მუშაობს მარკეტინგის პრინციპები. არც "დიდი კომპანიაა" შუაში, მითუმეტეს ჩემს მიერ ირონიულადაც კი გამოიყურება ამაზე რაიმე პრეტენზია :D
რამდენადაც გავთვითცნობიერდი (საქართველოში ყოფნის ჯერ კიდევ მცირე ვადაა გასული) და ჩემს პრაქტიკაში მხვდება (საკმაოდ დატვირთულ), საადვოკატო მომსახურებაში ნამდვილად არ არსებობს რაიმე "სტანდარტის მაგვარი მიდგომა", თანაც კოლეგიალურობისა და "საამქროს ეთიკის" პრინციპებიც მოქმედებს - როგორც მედიცინაშია - ბრმა ნაწლავის ოპერაციას ერთ კლინიკაში 1 000 ლარად (სახელმწიფო თანადაფინანსებაც აქვს) ჩაატარებენ - სხვა კლინიკაში 15 000-იც კი შეიძლება მოითხოვონ - თან ირონიაც ამაშია - სპეციალისტებში განსხვავება საერთოდ შეიძლება არც იყოს ...
თქვენს შემთხვევაშიც ჩანს, რომ ადვოკატის შერჩევისას მარტო სარეკლამო მონაცემებით არ გისარგებლიათ და იცოდით წინასწარ რომ "შედარებით მეძვირე იქნებოდა".
"მე რო ადვოკატი ვარ შეიძლება ამ საქმეში ვინმეს 10 000 $ მოვთხოვო" - ესეც აბსტრაქტულად შეიძლება დასაბუთებულიც კი იყოს - რაიმე შეზღუდვა არ არსებობს ... ვისაც რამდენი თანხა გაუვა, იმდენს იშოვის! ეს საბაზრო პრინციპი ამ სფეროშიც მუშაობს ...
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სოციალურად მნიშვნელოვანი სფერო, შედარებით რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დარეგულირებულია უფასო იურიდიული დახმარების სუბიექტებით (თვით ვიღებ ხოლმე მონაწილეობას ამ pro bono სისტემაში) ...
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვა არსებობს, თუ სასამართლოში მეორე მხარეს წაეყენება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა - აი, აქ სასამართლო თვითონ აფასებს რა თანხა უნდა ანაზღაურდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად წაგებულ მხარეს მოგებული სასარგებლოდ დააკისრებს მის მიერ გაწეულ ხარჯებს, ხოლო ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას კანონი მხოლოდ გონივრული ოდენობით, არა უმეტეს ქონებრივი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (არაქონებრივი დავისას კი 2 000 ლარამდე) ითვალისწინებს, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მხარემ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, წარდგენილი უნდა იყოს ხარჯების გაწევის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
იმედი მაქვს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მცირედ მაინც მივიყვანე ეს საკითხი გასაგებ კონდიციამდე ...
This post has been edited by
Правовед
on 24 Jun 2018, 08:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MaNoFMaTch
Super Member
ჯგუფი: Registered
MaNoFMaTch
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 537
წევრი No.: 173380
რეგისტრ.: 14-September 13
#52965974
· 24 Jun 2018, 08:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩუქების გაბათილებას მოითხოვს ბანკი და თუ საკმარისი ცოდნა არ ექნებათ ბინის მესაკუთრეებს შეიძლება მთლიანი ბინაც წაიღოს ბანკმა (იმ ვალის ფარგლებში რათქმაუნდა)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52966059
· 24 Jun 2018, 09:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
freecooler
MaNoFMaTch
თანაც გაჩუქებისას ამ ბინის ფლობის საკითხიც "ამოვარდება" - ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე ხომ არ მოხდა ცოლ-ქმარს შორის "ჩუქების" შენიღბული და ჩანაცვლებითი სამართალურთიერთობა (მოჩვენებითობის ელემენტი) ვალდებულების თავიდან აცილების მიზნის მტკიცებაში ესეც გამოადგება ბანკს ... თან ერთი სიტყვაც თუ აქვს ნახსენები ბინის შესახებ ბანკისათვის მიმართვის რაიმე განცხადება-ანკეტებში, მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოფის საგანი არ იყო ეს უძრავი ქონება ...
რაც შეეხება "საკმარისი ცოდნა არ ექნებათ ბინის მესაკუთრეებს" - ამაზეა აგებული მგონი მთელი სასესხო-საკრედიტო ბიზნესი ...
This post has been edited by
Правовед
on 24 Jun 2018, 09:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
Zz5
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 241685
რეგისტრ.: 25-March 18
#52966352
· 24 Jun 2018, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
აი ეხლა კი უკვე ნათელი და გასაგებია ყველაფრი, რადგან დაახლოებით ამ სფეროს მუშაობის სფეციპიკა კარგად ამიხსენი ისე რო წარმოდგენა შემექმნა ხარჯებთან დაკავშირებით.
ამ ახსნის მერე უკვე ვხდები ზემოთ რატომ მითხარი რო ყველა მოეროდებოდა ამაზე პასუხს და ეგ ინფორმაცია დიდად არაფერს მომცემდა :)
ეხლა უფრო ნათელია ყველაფერი და ვხვდები რო სიძვირეზე საუბარი ზედმეტია და თან აღარც მეჩვენება ისე ძვირი როგორც აქამდე, იმ ყველაფერის გათვალისწინებოთ რა პრონციპებიც მოქმედებს.
მე ამ ადვოკატის მომსახურებით კმაყოფილი ვარ და გავაგრძელებ თანამშრომლობას, რადგან იმ კითხვებზე პასუხიც ჩემ თავში ჩამოვაყალიბე რაც მაინტერესებდა.
მადლობა დახმარებისთვის, რომ გამონახე დრო აგეხსნა ეს ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52966900
· 24 Jun 2018, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zz5
მოხარული ვარ და კარგია, თუ შევძელი მოკრძალებული წილის შეტანა და წაგადგათ ჩემი გადმოცემული ... ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, მაგრამ ხომ იცით, ცხოვრების ზიგზაგები გამოუცნობია - ყოველთვის მომზადებული შეხვედრა სჭირდება მკვეთრ მოსახვევს ...
This post has been edited by
Правовед
on 24 Jun 2018, 12:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 243736
რეგისტრ.: 24-June 18
#52969480
· 24 Jun 2018, 21:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება.
ვიქირავე ბინა, გადავიხადე პირველი და ბოლო თვის ფული (მაკლერმა მიმიყვანა მაგ სახლში) . შეთანხმებულები ვიყავით რომ დიდი ხნით მინდოდა ბინა და მართლაც ეგრე იყო, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მიწევს დაცლა ბინის, ოღონდ პირველი აგვისტოსთვის . ახლა მეპატრონე მედავება გინდა თუ არა მეთორმეტე თვის არისო ეგ გადასახადიო და ან უნდა დამიცალო გადახდის დროს ან ფული მომცეო, მაკლერს რომ ვკითხეო ეგეთი რაღაც მითხრაო (თუ ერთი წელზე ადრე დაცალა ბინა თქვენ არაფერს კარგავთო). მაკლერს კი არა არავის არ უთქვამს ჩემთვის ეგეთი რაღაც, ბოლო თვე და მეთორმეტე განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთადერთი რაზეც შევთანხმდით თუ ვთქვათ და დაიქცა ქვეყანა და მომიწია გადასვლა 1 წლზე ადრე უბრალოდ უნდა გამეფრთხილებინა, ეგ იყო და ეგ.
როგორც ვიცი, სიტყვიერი შეთანხმებაც მნიშნელოვანია, მაგრამ მაშინ რა ხდება როცა ცალხმრივად ფლობდნენ ინფორმაციას?
საკმაოდ დიდ თანხას ვიხდი, ას და ორას ლარზე არაა ლაპარაკი (თუმცა რომც იყოს პრინციპის ამბავია მაინც).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52970341
· 24 Jun 2018, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
desperateyouth
მთავარი სწორად გავიგეთ? - წერილობითი ხელშეკრულება, როგორც ესეთი დადებული არა გაქვთ, თუ სხვანაირად არის საქმე?
"ცალხმრივად ფლობდნენ ინფორმაციას?" ამაში რას გულისხმობთ? ბინის მეპატონე გთხოვთ ივლისის ქირის გადასახადს? და ამ მოთხოვნას საფუძვლად უდებს მაკლერის მიერ ბინის გაქირავების პირობებს? ხოლო თქვენ თვლით, რომ ეს თანხა უკვე გადახდილი გაქვთ - ანუ "ბოლო" თვის ანგარიშსწორება მოხდენილია? ამასაც საფუძვლად უდებთ იმას, რომ მაკლერს რაიმე სპეციალური მითითება "მეთორმეტე" თვეზე არ გაუკეთებია? ანუ შეთანხმების სხვა პირობები დაცული გაქვთ - 1 წელზე ადრე ქირის შეწყვეტისას გააფრთხილეთ გამქირავებელი.
This post has been edited by
Правовед
on 24 Jun 2018, 23:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 243736
რეგისტრ.: 24-June 18
#52970711
· 25 Jun 2018, 00:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
გმადლობ გამოხმაურებისთვის.
დიახ, სწორად მიმიხვდით. წერილობითი ხელშეკრულება
არ გვაქვს დადებული
.
QUOTE
"ცალხმრივად ფლობდნენ ინფორმაციას?" ამაში რას გულისხმობთ?
ვგულისხმობ, რომ მაკლერს მეპატრონისთვის უთქვამს, - თუ კი ერთი წლით ადრე გადავიდოდი ბინიდან, მე მივდიოდი წაგებაში, ვინაიდან "ბოლო თვის" ფულს ვკარგავდი, ჩემთან კი მსგავსი რაღაც საერთოდ არ უხსენებია, პირველად გავიგე, დღეს.
QUOTE
ბინის მეპატონე გთხოვთ ივლისის ქირის გადასახადს? და ამ მოთხოვნას საფუძვლად უდებს მაკლერის მიერ ბინის გაქირავების პირობებს?
და დიახ, მეპატრონე ივლისის გადასახადს მთხოვს, მაკლერის ნათქვამის საფუძველზე და ცალმხრივ ინფორმირებაში მაგას ვგულისხმობ.
საერთოდ " ხელშეკრულების პირობად" შეიძლება ჩაითვალოს როცა სიტყვა არ აქვს დაძრული ადამიანს და არც განგვიხილავს ეგეთი ფაქტი? მითუმეტეს არც კი დავთანხმებივარ?
QUOTE
ხოლო თქვენ თვლით, რომ ეს თანხა უკვე გადახდილი გაქვთ - ანუ "ბოლო" თვის ანგარიშსწორება მოხდენილია? ამასაც საფუძვლად უდებთ იმას, რომ მაკლერს რაიმე სპეციალური მითითება "მეთორმეტე" თვეზე არ გაუკეთებია?
კი ბატონო, არ განგვიხილავს მსგავსი არაფერი. პირველად მივეცი ე.წ. "ბე" (ბინა რომ დაეკავებინათ), და შემდეგ ამ ბეს გამოკლებით ორი თვის ქირა, რომელიც თავიდანვე მოხსენიებული იყო პირველი და ბოლო თვის ქირად, და არანაირი მეთორმეტე თუ ოცდამეთორმეტე თვე იქ არ ფიგურირებდა. "ხელშეკრულება" და მისი პირობები საერთოდ არ ყოფილა განხილული.
და გამოდის რომ, "უი, ასე ყოფილა" სიტუაციაში მაგდებენ და ეგ სადაური სამართალი და წესია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52970974
· 25 Jun 2018, 01:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
desperateyouth
თქვენ მართალი ბრძანდებით - გონივრული და ჩვეულებრივი პირობების გათვალისწინებითაც, იხდით ქირას კეთილსინდისიერად ...
მაგრამ, ალბათ ამ მარად კითხვას "ეგ სადაური სამართალი და წესია" ეკუთვნის პასუხი (სხვა არ დაგისვიათ და ...). არის განსაზღვრება, რომელსაც ხშირად გავიმეორებ აქაც და ნებისმიერ აუდიტორიაში - ამ შეკითხვას ოპტიმალური პასუხი არა აქვს, სანამ თქვენ არ მიხვალთ გადაწყვეტილებამდე - რა გსურთ მოიმოქმედოთ მსგავს სიტუაციაში ... არც ჩანს შეკითხვიდან და რჩევის სახით შეგვიძლია შეგეხმიანოთ - "არ შეარჩინოთ" ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
desperateyouth
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 243736
რეგისტრ.: 24-June 18
#52971230
· 25 Jun 2018, 03:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კითხვით, ის მაინტერესებს რაიმე ბერკეტის გამოყენება თუ შეუძლიათ ამ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ. მაგრამ როგორც ვხვდები და ვფიქრობ, მართალი ვარ და უბრალოდ არ უნდა დავუთმო.
მოქმედებას რაც შეეხება, მინდა რომ მშვიდად და პატიოსნად დავცალო ბინა, ზედმეტი და უსამართლო ხარჯების გარეშე, დავფარო კომუნალურები და გავწყვიტო ურთიერთობა, ეგ არის და ეგ. ისევ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52971376
· 25 Jun 2018, 08:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
desperateyouth
არ დაგისვამთ ეგ შეკითხვა: "რაიმე ბერკეტის გამოყენება თუ შეუძლიათ ამ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ" და ამიტომაც ვარაუდებით თქვენივე დაწერილის თავისუფალი ინტერპრეტაციები არ მოყოლია ...
ასედაც მოიქეცით - მშვიდად და პატიოსნად დაცალეთ ბინა, ზედმეტი და უსამართლო ხარჯების გარეშე, დაფარეთ კომუნალურები და გაწყვიტეთ ურთიერთობა - "ბერკეტები" ნამდვილად არ არსებობენ, ინტრიგანობისკენ მისწრაფებას კი ვერ მოაშლევინებ ვერავის ...
თქვენი შემთხვევა კლასიკურია იმ მიმართებით, როდესაც გარიგების მხარეებმა ურთიერთობის დაწყებისას, სამწუხაროდ, "მიივიწყეს" სამართლის არსი. არადა, სამართალი გვიჩვენებს და მიგვითითებს ქირავნობის სასყიდლიანობის ფუნდამენტალურ წესებზე: იქირავე - გადაიხადე!
ამას კანონის იმპერატიულ ნორმას ეძახიან იურისპრუდენციაში ...
გსურდათ რაიმე განსხვავებული დაგემატებინათ ამ წესისათვის? უნდა შეთანხმებულიყავით ისეთი ფორმით, შემდგომში გადაკეთება-გადმოკეთებას, გაუგებრობასა და "ცალხმრივად ფლობდნენ ინფორმაციას" ბუნდოვანობას არ ჰქონოდა პერსპექტივა. ქაღალდის ნაგლეჯზეც რომ დაგეწერათ (ანუ წერილობითი ფორმით) ამ "ბოლო" თუ "მეთორმეტე" გადახდის ზუსტი დანიშნულება და გამიჯვნა, მოგეწერათ ხელი - ყველაფერი წესრიგში იქნებოდა და არც სამართლის სადაურობასა და წესსზე წარმოიქმნებოდა კითხვები.
ამას კი კანონის დისპოზიციურობის ნორმებს ეძახიან იურისპრუდენციაში ...
მოცემულ შემთხვევაში კანონის დანაწესს თქვენ ასრულებთ კეთილსინდისიერად - "ზედმეტი" მოთხოვნების შესრულება არ გაქვთ ვალდებულებად - რომ იტყვიან, "ხელი არ მოგიწერიათ" ...
This post has been edited by
Правовед
on 25 Jun 2018, 10:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38487
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#52971623
· 25 Jun 2018, 10:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
baggins
Правовед
გამარჯობა,აქ რომ შევდივარ და ჩემ მონაცემებს ვწერ,მეუბნება საქმის წარმოება არ დაწყებულაო,რას ნიშნავს.როდის გახდება შესაძლებელი ნახვა.10 დღეშია სასამართლო არადა.მოსამზადებელი სხდომის მერე შემეძლება ნახვა?
http://info.court.ge/Login.aspx
This post has been edited by
narmonana
on 25 Jun 2018, 10:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#52971688
· 25 Jun 2018, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narmonana
"საქმის წარმოება არ დაწყებულა" ნიშნავს
ან სარჩელი განხილვის სტადიაშია - მისი ჩაბარებით კი არა, მიღებით იწყება საქმის წარმოება (როგორც ესეთი).
http://info.court.ge-ზე
იმას გაიგებთ მიიღო თუ არა სარჩელი მოსამართლემ - განიხილავს, და, თუ აკმაყოფილებს კანონის (პროცესუალური) მოთხოვნებს, მიიღებს - თუ არა, და, უარს განაცხადებს სარჩელის მიღებაზე - განჩინებას გამოიტანს. შეიძლება ხარვეზიც დაადგინოს და მისცეს დრო გამოსწორებისათვის მიმმართველს ...
ან სარჩელის განხილვა სხვა მიზეზებით (გამოხმობა, უარი და ა. შ.) შეწყდა ...
კარგი იქნებოდა ისიც მიგეთითებინათ, რა წყაროთი გაქვთ მიღებული "10 დღეშია სასამართლო" - ალბათ უფრო გაადვილდებოდა პასუხი. თუ ეს რაიმე ოფიციალური სახით არის მოხდენილი, მაშინ მიზეზი ერთია - არასწორი მონაცემები შეგყავთ ...
* * *
narmonana
მიღებული გაქვთ თუ არა სარჩელი - ამასაც აქვს მნიშვნელობა - მოსარჩელე ხართ თუ მოპასუხე?
* * *
QUOTE
მოსამზადებელი სხდომის მერე
-ც შეიძლება არ განხორციელდეს - უბრალოდ ეს სხდომე გადაიზრდება მთავარში და სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას
This post has been edited by
Правовед
on 25 Jun 2018, 12:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
justfeel
Super Member
ჯგუფი: Registered
justfeel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 762
წევრი No.: 242082
რეგისტრ.: 11-April 18
#52984971
· 27 Jun 2018, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნაფიც მსაჯულთა დაკავშირებით ვინც იცით მომივიდა მოწვევა სრულიად შემთხვევით მოვხვდი და საპასუხიმსგებლოა დიდი ეს საკითხი და თან ვმუშაობ სხვა საქმეზე და ეს ნაფიც მსაჯულთა სამსახური როგორია მესმის რო პროცესებზე ესწრები ყველაფერი გასაგებია მაგრამ ყოველდღიური ანაზღაურება აქვთ თუ იცით? მე მაქვს სტაბილური სამსახური მაგრამ ეს საქმეც ისეთია რო სიმართლეს და შენ სიტყვას მტკიცე მნიშნველობა ენიჭება დემოკრატიისათვის თითოეულ ნაფიც მსაჯულის აზრი მნიშვნელოვანია..
ორი სამსახურის ერთად საქმე არ გამოვა ალბათ რავიცი საერთოდ არ მაქ სასამართლოსთან შეხება არც ვიცნობ მათ კანონებს და არაფერი უბრალოდ როგორც ერთ ადამიანს საინტერესოა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polemos0108
Super Member
ჯგუფი: Registered
polemos0108
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11
#52989405
· 27 Jun 2018, 21:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თეორიაში და პრაქტიკაშიც თუ ორმა ადამიანმა ერთმანეთი დაჭრა შესაძლებელია, რომ ორივეს დაკავება მოხდეს ჯანმრთელობის დაზიაების მუხლით?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
323
324
[325]
326
327
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1180 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.