Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
327
328
[329]
330
331
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53044334
· 6 Jul 2018, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zipo-zipo
:lol: იმდენი უნდა სდიო კაფელშიკს, მალიარს, სანტექნიკს ... ისეთი ხარისხის მორჩილებას და კაპრიზებს ეთანხმები, კითხვა, მგონი (ალბათ, უნდა ...) საერთოთ, იურისტის პროფესიაზე არის დასასმელი - რამდენად მოთხოვნადი და პერსპექტიულია თვით ეს პროფესია საქართველოში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ane mekeshi
Super Member
ჯგუფი: Registered
ane mekeshi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 705
წევრი No.: 98409
რეგისტრ.: 25-August 09
#53060102
· 9 Jul 2018, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა,
მაინტერესებს, არეგულირებს თუ არა კანონი კერძო შრომით ურთიერთობებს? (ანუ, როდესაც მხარეებს შორის არ არის დადებული არანაირი ხელშეკრულება, მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე არიან შეთანხმებულები)
მაგ., ხელოსანი აკეთებს რემონტს, კლიენტისგან იღებს მხოლოდ მასალის ფულს, საქმის დასრულების შემდგომ კი კლიენტი პოულობს რაიმე მცირედ ხარვეზს ნამუშევარში, ან სარგებლობს იმით, რომ ხელოსანმა რამდენიმე დღით გადააცილა ჩაბარების ვადას და საერთოდ აღარ უხდის ხელობის თანხას. ხელოსანი ეუბნება კლიენტს, რომ თუკი რაიმე ხარვეზია, გამოასწორებს და მისცეს მას კუთვნილი თანხა, მაგრამ კლიენტი უარზეა და სატელეფონო საუბრებში ემუქრება ხელოსანს სიცოცხლის ლიკვიდაციით (აგჩეხავ, გაგფატრავ და ა.შ.). როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ხელოსანი? სასამართლოს რომ მიმართოს, შეძლებს კუთვნილი თანხის დაბრუნებას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53060870
· 9 Jul 2018, 14:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ane mekeshi
იურისტი არ ვარ, მაგრამ მარტო მუქარის გამოც შეუძლია მიმართოს.
და ხელშეკრულება სულ არ არის საჭირო თუ დაქირავებით მუშაობა 1წელზე ნაკლები ვადითაა, ეს შრომის კოდექსიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 236
წევრი No.: 244045
რეგისტრ.: 8-July 18
#53060912
· 9 Jul 2018, 14:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ნათია_ბათია @ 9 Jul 2018, 14:08 )
ane mekeshi
იურისტი არ ვარ, მაგრამ მარტო მუქარის გამოც შეუძლია მიმართოს.
და ხელშეკრულება სულ არ არის საჭირო თუ დაქირავებით მუშაობა 1წელზე ნაკლები ვადითაა, ეს შრომის კოდექსიდან.
3 თვეა გოგო მაგის ვადა, 3 თვე ხელშეკრულების გარეშე)))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53061302
· 9 Jul 2018, 15:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MePilmene
ვაღიარებ შემეშალა.. :)
ისედაც არ არის ეს ურთიერთობა დაქირავებით მუშაობა, ასე რომ შრომის კოდექს მნიშვნელობა აქვს საერთოდ?
მგონი სამოქალაქო კოდექსი უნდა აქ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
#53061368
· 9 Jul 2018, 15:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კითხვა მაქვს:
აი მზგავსი კომპანიებს, რომლებიც რეკლამებში ატყუებენ ხალხს, რა მოხდება რომ უჩივლო?
რათქმაუნდა აქ ორიგინალი "პესტ რეჯექტ"-ის შესახებ მიდის საუბარი, რაც ვიდეოს დასაწყისშიც არის ნათქვამი და ბევრი პატენტია დაყრილი მაღაზიებში, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ორიგინალი აკეთებს რაიმეს და რეკლამაში ტყუილია.
თან ის მომენტი, რომ ხმაურზე თაგვი ეგრევე მირბის, ესეც ტყუილია..
თუნდაც პატენტი პროდუქტის ორგანიზაციას რომ უჩივლო. პროდუქტი არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლეიც ინსტრუქციაზეა აღწერილი..
უბრალოდ როგორც ვიცი ქალმა ამერიკაში უჩივლა მიკრო ტალღური ღუმელის ორგანიზაციას.
თავისი კატა შედო მიკრო ტალღურ ღუმელში გასაშრობად და ცუდი შედეგს როდესაც მიაღწია, :დ უჩივლა ორგანიზაციას, რატომ არ ეწერა ინსტრუქციაში, რომ ცხოველის შედება არ შეიძლება იქო. რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, მოიგო ქალმა სასამართლო..
ეგეთი ბევრი ამბავი მსმენია და ამ პესტ რეჯეკტის ორგანიზაციას, რომ უჩივლო??
------------------------------------------------------
ასევე მეორე კითხვა. რამოდენიმი დღის წინ, მქონდა საუბარი იმ საკითხზე, ბავშვმა უნდა გადაიხადოს ფული სამარშუტო ტაქსში თუ არაო..
ანუ გარკვეული ხალხის კატეგორია არ იხდის ბავშვისთვის, როდესაც ბავშვთან ერთად ადის სამარშუტო ტაკსში. ბბავშვისთვის რა პონტში გადავიხადოო..
მეთქი რას ნიშნავს არ უნდა გადაიხადო..
ჩვილ ბავშვთან ერთად რომ იყო კარგი ბატონო. გასაგებია, მაგრამ უკვე დიდ ბავშვთან ერთად როდესაც ადიხარ, უნდა გადაიხადო მეთქი...
რას ამბობს კანონი ამის შესახებ? :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 236
წევრი No.: 244045
რეგისტრ.: 8-July 18
#53061762
· 9 Jul 2018, 16:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ნათია_ბათია @ 9 Jul 2018, 15:05 )
MePilmene
ვაღიარებ შემეშალა.. :)
ისედაც არ არის ეს ურთიერთობა დაქირავებით მუშაობა, ასე რომ შრომის კოდექს მნიშვნელობა აქვს საერთოდ?
მგონი სამოქალაქო კოდექსი უნდა აქ.
კი მართალი ხარ, სამოქალაქო არეგულირებს, მაგრამ განა რამდენს იღებდა ხელოსანი რომ მაგაზე ვინმე ადვოკატად დაუდგეს ხო ხვდები?)))
ხოდა რა გინდა შენ სად მუშაობ??))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53061892
· 9 Jul 2018, 16:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ane mekeshi
თქვენი მოთხოვნა შეიძლება დაფუძნდეს ნარდობის ზეპირ ხელშეკრულებაზე - შრომითი კანონმდებლობა არ არეგულირებს დამკვეთის სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოებს.
სასამართლო კუთვნილი თანხის დაბრუნებას კი არა კუთვნილი თანხის მიღებას მიაკუთვნებს მოპასუხეს. აქ მთელი სირთულეები იქნება შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენასთან - დაგჭირდებათ შეფასების მტკიცებულების წარდგენა. კითხვას
QUOTE
სასამართლოს რომ მიმართოს, შეძლებს კუთვნილი თანხის დაბრუნებას?
აქვს პასუხი - შეძლებს, ოღონდაც რაღაც სასამართლო წარმოების პირობების გათვალისწინება და დაცვაა საჭირო.
თუ ვინმე აჩეხვა-გაფატვრით გემუქრებათ, არა აქვს მნიშვნელობა სამუშაო შეასრულეთ თუ არა, ან შეიძლება ვალიც გაქვთ და ა. შ. - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და თქვენ თვითონ უნდა აწონ-დაწონოთ ამ მუქარის ხარისხი - მიმართეთ პოლიციას ...
ამ საქმეს თუ ეწევით, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შპალერის ნაგლეჯზე დაწერილი ხარჯთაღრიცხვა მაინც უნდა იქონიოთ დამკვეთის მოწონებულ-ხელმოწერილი.
* * *
გალე
ტიტუუუ ... მიკროტალღურ ღუმელად გადაიქცა ჩვეულებრივი გაზქურაც - 1950 წელს იყო მაგ სარჩელი ... მე რომ ვსწავლობდი კაპიტალისტური (თუ ბურჟუაზიული) სამართლის საფუძვლებს, მაშინ გაზქურა ერქვა და სამომხმარებლო უფლებების მოჩვენებითი დაცვაზე იყო გამახვილებული ... მაგის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და "სამომხმარებლო აგრესიადაც" მონათლა უკვე აშშ უზენაესმა სასამართლომ მსგავსი სარჩელები მოვაჭრე-მწარმოებელთა და მომხმარებელთა უფლებების გადაჭარბებული დისბალანსის გამო ...
არც კი ვიცი რა გამოვა, რეჯეკტის ორგანიზაციას, რომც უჩივლო - იმხელა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ეხლა მართალი გითხრათ, მაგ პროდუქტისაც და მოვლენის კვლევა-ძიებაც მეზარება ...
თანაც საჭიროა იურიდიულად განცალკევება - რაზეც თქვენ გაქვთ გამახვილებული ყურადღება, ეს არაკეთილსინდისიერი რეკლამაა და არა მოქალაქისთვის უხარისხო საქონლის მიყიდვა - სხვადასხვა იურიდიული შემადგენლ;ობისა და კვალიფიკაციისა საკითხებია - გაიგივება არ შეიძლება. აი, ნაყიდი პროდუქტის ინსტრუქციაში თუ წერია 100%-იანი ამოხოცვა - სხვაა.
ეხლა სამოქალაქო კოდექსი წაიკითხეთ, :fig: მოვიდა დრო ...
ბავშვმა, იმ მიმართებით რასაც შეკითხვაში მიუთითებთ, როგორც არასრულწლოვანმა უნდა გადაიხადოს ფული სამარშუტო ტაქსში! იგი ქმედუნარიანია წვრილმან გარიგებებში - ნაყინს მიყიდის ვინმე, თუ ფული არ გადაიხადა? ... მგზავრობით მომსახურებაც ასევე გარიგების საგანია ... ბავშთან ერთად ვინც ადის ტრანსპორტში, იგი წარმომადგენელია ბავშვის, და მან უნდა გადაიხადოს ფული მგზავრობის საფასური ... ბავშვი დაბადებიდან ჩვენი სრულუფლებიანი წევრია (ქმედუნარიანობაში არ აგერიოთ) ... ქმედუუნაროდ ითვლება 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ანუ მცირეწლოვანი ... არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. წაიკითხეთ მუხლი 12, 14, 20, 63, 64, 65, 994, 1198 და ვაფშე სამოქალაქო კოდექსი :lol:
This post has been edited by
Правовед
on 9 Jul 2018, 17:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53062251
· 9 Jul 2018, 17:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MePilmene
როგორც ვიცი იურისტის მომსახურებას წაგებული მხარე ისედაც აანაზღაურებს 2000 ლარამდე. არა?
მე არა სხვა იუზერმა დასვა ეგ კითხვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 236
წევრი No.: 244045
რეგისტრ.: 8-July 18
#53062535
· 9 Jul 2018, 18:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათია_ბათია
ხო პროცენტი რაღაც რა სადაო თანხის აღარც მახსოვს)))
შენ რაში გადარდებსთქო რა ვიღაცის ხელობის ასაღები ფული)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53062628
· 9 Jul 2018, 18:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MePilmene
ჰმ... იმ დონეზე რომ პასუხი გავცე კი, მადარდებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53062933
· 9 Jul 2018, 19:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათია_ბათია
MePilmene
თუ ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები გაინტერესებთ - ამ საკითხს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი აწესრიგებს. მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში. იმ მხარის წარმომადგენლის დახმრებისათვის გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობისა.ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
MePilmene
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 236
წევრი No.: 244045
რეგისტრ.: 8-July 18
#53063089
· 9 Jul 2018, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათია_ბათია
კაი ხო რა იყო :2kiss:
Правовед
ხო ეგ მემგონი ადვოკატთა შესახებ კანონში თუ სადღაც წერია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53063203
· 9 Jul 2018, 20:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
MePilmene
ერთი რამ მაინტერესებდა სულ და ვერ ვიპოვნე შრომის კოდექსში. თქვენ გკითხვათ როგორც ჩანს ერკვევით.
რომელი კანონი მავალდებულებს, როგორც დამსაქმებელს (პირობითად) რომ გამოუყენებელი შვებულება ავუნაზღაურო დასაქმებულს სამსახურიდან წასვლის დროს?
დავამატებ, მე, ანუ დამსაქმებელს არ მითხვამს უარი შვებულებაზე, და სამსახურიდან თავისი სურვილით წავიდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53063978
· 9 Jul 2018, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MePilmene
ეგ ადვოკატებზე თქვენ იკითხეთ, თორემ კანონი არეგულირებს წარმომადგენელის(!) (და, არა მარტო ადვოკატის) დახმარებაზე გაწეულ ხარჯებს - იურიდიული მნიშვნელობა სხვადასხვაა.
ადვოკატთა შესახებ კანონი თავისი საამქროს წესებს არეგულირებს.
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის (აი, სახელმწიფო როდესაც მოსამართლის განკარგვით გინიშნავთ) იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურების საკითხი რეგულირდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
:D იურისტი ყველა ასო-სიტყვას უნდა ჩაეძიოს ...
ნათია_ბათია
თუ დასაქმებულის მიერ თანამდებობის დატოვება მოხდა საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე, ესე იგი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსი 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით მოხდა. შესაბამისად, ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება დამსაქმებელს არ გააჩნია - სავალდებულოა 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას.
This post has been edited by
Правовед
on 9 Jul 2018, 22:26
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
327
328
[329]
330
331
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1459 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.