Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
328
329
[330]
331
332
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53065614
· 10 Jul 2018, 10:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
ძალიან საინტერესოა... დარწმუნებული ხარ ნამდვილად?
იმიტომ, რომ ჩვენი იურისტი, ერთ-ერთი ცნობილი საქართველოში, გვახდევინებს გამოუყენებელ შვებულებას სამსახურიდან წასული თანამშრომლებისთვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
manchesterisfani
Crazy Member
ჯგუფი: Registered
manchesterisfani
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1990
წევრი No.: 219427
რეგისტრ.: 6-June 16
#53065633
· 10 Jul 2018, 10:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მეც იურისტი ვარ.
მე და ჩემს კოლეგა იურისტს აზრთა სხვადასხვაობა შეგვექმნა ერთ საკითხზე.
შრომის კოდექსი ამბობს რომ დასაქმებულს უფლება აქვს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 დღით ისარგებლოს.
სიტყვა სულ მცირე ნიშნავს მინიმუმს?
ანუ აქედან გამომდინარე 24 დღეზე მეტიითაც შეუძლია სარგებლობა?
ჩემი სხვა კოლეგების აზრიც მაინტერესებს ამ საკითხზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53065873
· 10 Jul 2018, 11:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
manchesterisfani
იურიდიულად ვერ გეტყვი, პრაქტიკაში გეტყვი. ჩემთან შიდა პოლიტიკა ითვალისწინებს 30 დღეს, შესაბამისად ხელშეკრულებებში გვიდევს 30 დღე და იურისტის თქმით რადგან არ ეწინააღმდეგება შრომის კოდექს და არ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას სავსებით დასაშვებია. ანუ 24 დღე მიეცი მინიმუმო და მაგაზე მეტი შენი საქმეაო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
manchesterisfani
Crazy Member
ჯგუფი: Registered
manchesterisfani
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1990
წევრი No.: 219427
რეგისტრ.: 6-June 16
#53065938
· 10 Jul 2018, 11:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ნათია_ბათია @ 10 Jul 2018, 11:02 )
manchesterisfani
იურიდიულად ვერ გეტყვი, პრაქტიკაში გეტყვი. ჩემთან შიდა პოლიტიკა ითვალისწინებს 30 დღეს, შესაბამისად ხელშეკრულებებში გვიდევს 30 დღე და იურისტის თქმით რადგან არ ეწინააღმდეგება შრომის კოდექს და არ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას სავსებით დასაშვებია. ანუ 24 დღე მიეცი მინიმუმო და მაგაზე მეტი შენი საქმეაო.
ჩემი როგორც იურისტის აზრიც ზუსტად ესაა , მაგრამ ჩემს კოლეგა ასევე იურისტს სხვა აზრი აქვს და ამიტომ მაინც ჩემს კოლეგა იურისტებთან ვამოწმებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
#53066588
· 10 Jul 2018, 12:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მადლობა.. :)
დროს გამოვნახავ და წავიკითხავ სამოქალაქო კოდექსს აუცილებლად.. :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53066693
· 10 Jul 2018, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
manchesterisfani
იურისპრუდენციაში მთავარი პრობლემა არა პასუხგაუცემელი კითხვებია - არამედ, ერთდროულად მრავალი განსხვავებული პასუხის არსებობა :lol:
რა თქმა უნდა, პირველ რიგში შრომის კოდექსი არის ენობრივი ფორმით გამოხატული საკანონმდებლო აქტი. (საგზაო ნიშნები არის ნახატებით).
რა თქმა უნდა ეს "სულ მცირე" ქართული იურიდიული ლექსიკის, და საერთოთ მეტაენის პრობლემებთან არის კავშირში. ქართველ კანონმდებელთა დაგუგლულად-ნათარგმნი მარგალიტებით გადაჭედილია საქართველოს სამართალი.
მსგავს შემთხვევებში კარგ სამსახურს წევს სამართლებრივი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში გამოყენებული „დასკვნა საწინააღმდეგოს საფუძველზე“ - argumentum a contrario.
ამ მეთოდის მიხედვით ივარაუდება, რომ „ვინაიდან კანონმდებელმა (მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა) გარკვეული საკითხი მოაწესრიგა გარკვეული ფორმით, ამით მას სურდა გამოეხატა, რომ აღნიშნული ნორმა მიეკუთვნება გარკვეულ საკითხსა და შემთხვევებს.
კანონმდებელმა თავისი მწირე კომპეტენციის ფარგლებში (ენის უცოდინრობაზეა ლაპარაკი), მოახდინა მოცემული შემთხვევის მოწესრიგება ფორმალურობის იმ მარაგით, რაც მას ქონდა.
რა თქმა უნდა, გაგვიადვილებდა საქმეს რომ ჩაეწერათ "არანაკლებ", მაგრამ ნორმაშეფარდებისას აქ მაინ არ არის რაიმე მიხედულობის პრობლემა - "სულ მცირე"-ს ლექსიკური მნიშვნელობა ქართულად ცალსახად მიგვანიშნებს, რომ დროის მონაკვეთის დაცვის აუცილებლობაზეა პრესკრიფცია, რაც არც დასაქმებულს უზღუდავს შესაძლებლობას ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღეზე მეტი და არც დამსაქმებელს უწესებს რაიმე შეზღუდვებს წელიწადში 24 სამუშაო დღის ფარგლების გაზრდაზე.
ჯერ-ჯერობით, საქართველოს კანონმდებლობა მასზე დაკისრებული ამოცანებს ართმევს როგორც შეუძლია. ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინება, როგორიცაა სამართლებრივი (იურიდიული) ტექნიკა, ეს უკვე სამართლის ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილია და იგი სამართლის ფილოსოფიის მიერ დასახული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. ეს კი ძალზედ რთული შესასრულებელია ორმაგი პასუხისმგებლობის არსებობისას, როდესაც საჭიროა კანონმდებელი იყო ერთდროულად პრაგმატიკოსიც და იდეალისტიც, ფილოსოფოსიც და გლეხიც
მთავარია გადავწყვიტოთ, საიდან მოვიყვანოთ ან როგორ გამოვზარდოთ ეს უნიკუმები - ???.
* * *
გალე
აბა ჰე - გავყვეთ პაწა-პაწა და ნახავ, შეგვიძლია დავამტკიცოთ მე და შენ, ენჯეობისა და გრანტების თქვლეფის გარეშეც მოხდეს სამოქალაქო განათლების რაღაც ხარისხის მიღწევა ... :bis:
* * *
ნათია_ბათია
გავიმეორებ: იურისპრუდენციაში მთავარი პრობლემა არა პასუხგაუცემელი კითხვებია - არამედ, ერთდროულად მრავალი განსხვავებული პასუხის არსებობა lol.gif
თქვენი იურისტი, ერთ-ერთი ცნობილი საქართველოში, სრულიად შესაძლებელია ჩემს კომპეტენციაზე მაღლა დგას. არასოდეს არ ვყოფილვარ რაიმე რეიტინგებისა თუ კონკურსების ნომინანტი (ოფიციალური ჩინ-მედლები-წოდებები, მართალი გითხრათ, არ მაკლია). იმდენად მაღალი ხარისხის ნდობის ელემენტის მატარებელია იურისტი, საერთოდ, პოპულარობას იურისტისათვის მავნე მოვლენად ვთვლი ... არც კონსტიტუციური და სოციალური სამართალი მიმაჩნია იურისპრუდენციის საგნებად ... შრომის სამართალსაც განვიხილავ (და განვიხილავდი) კლასიკური სამართლის შეუსაბამო დარგად, ამიტომ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არა მაქვს ... ამასთანავე შევეცდები, ისეთი არგუმენტებით შევეცადო და გავბედო საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ იურისტთან "შებრძოლება", რომლებითაც კარგად დავიცავ პოზიციას ...
ვიპოვე :popcorn:
ას-557-532-2016 - ეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაა
"მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლება მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად. აღნიშნული საფუძვლით განთავისუფლებისას კი, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება."
შეგვიძლია ცალსახად ჩამოვაყალიბოთ, ავტორიტეტების ზეგავლენისგან თავისუფლად, შემთხვევები და გარემოებები, რომლებიც ალბათ კარგ მენეჯერს გაკრულიც კი უნდა ჰქონდეს კედელზე:
მუშაკის განთავისუფლების შემთხვევისას, უნდა დავსვათ შეკითცვა, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლიდან:
1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
რაც
ლურჯია არ არ არის ვალდებული აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება
რაც
წითელია ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება
This post has been edited by
Правовед
on 10 Jul 2018, 14:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
ნათია_ბათია
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 188365
რეგისტრ.: 4-July 14
#53070356
· 10 Jul 2018, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
გასაგებია... ძალიან "გაუხარდება" ჩემს დირექტორს ეგ რომ გაიგოს ტყუილად ახდევინებდა ამდენ ხანს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53070907
· 10 Jul 2018, 22:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათია_ბათია
ჯერ მოუსმინეთ კაცო, ეგრევე ნუ "გაგიხარდებათ" და ნურც "გაახარებთ" - იქნებ აქვს არგუმენტები, ნახოს, გაეცნოს ... პროფესიული ეთიკის საკითხია - არც კოლეგიალური სოლიდარობა მისროლია წყალში ოდესმე, და, თუ საჭირო გახდა, არც პოლემიკას გავექცევი ...
თუ რაიმე გარემოება მოითხოვს, მასალებსაც გამოგიგზავნით პირადშიც ... წარმატებები!
This post has been edited by
Правовед
on 10 Jul 2018, 23:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ku123
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ku123
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 243693
რეგისტრ.: 21-June 18
#53071163
· 10 Jul 2018, 23:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
..................................................................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtasiqiteli
High voltage
ჯგუფი: Members
mtasiqiteli
High voltage
ჯგუფი: Members
წერილები: 6010
წევრი No.: 141474
რეგისტრ.: 12-January 12
#53078861
· 11 Jul 2018, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მერიის ზედამხედველობის სამსახური ფუნქციონირებს კიდევ?
მაინც და მაინც ჩემი მიმართვაა საჭირო?
თვითონ არ აქვთ ვალდებულებები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEONIK
Super Member
ჯგუფი: Registered
GEONIK
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 184919
რეგისტრ.: 17-April 14
#53083475
· 12 Jul 2018, 18:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა ხალხო, მაინტერესებს ლომბარდის & ლიზინგის გასაკეთებლად რაიმე ლიცენზისი აღება თუა საჭირო? და სამართლებრივად ხელშეკრულების რაიმე ფორმა ხომარ მოგეპოვებათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
natnatnati
Super Member
ჯგუფი: Registered
natnatnati
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 210
წევრი No.: 74148
რეგისტრ.: 10-November 08
#53086756
· 13 Jul 2018, 10:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა,
ვინმეს ხომ არ გქონიატ შეხება 90-იან წლებში საბინაო ფონდების საკითხთან? მაინტერესებს ბინის ქირა როგორ გაიანგარიშებოდა ხომ არ იცით? რამე აქტი ხო არ გაქვთ? 1992 წლამდე მოქმედი რომ იყოს?
ასევე ვინმეს თუ გაქვთ საბინაო კოდექსის ელ-ვერსია იქნებ ატვირთოთ
მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53087341
· 13 Jul 2018, 12:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
natnatnati
აი ეს რაც მაქვს შემორჩენილი - სარჩელი იყო პრივატიზაციასთან დაკავშირებული, ვეხმარებოდი კოლეგებს ... აქაც გამიცია შეკითხვებზე პასუხი.
აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1983 წ. 4 ივნისის „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი” (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, კერძოდ, „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს – საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციისა და დამქირავებელს – მოქალაქეს შორის‚ რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი.
ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია‚ ასევე‚ იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე აბზაცის მე-2 წინადადების თანახმად, ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის.
აღნიშნული საკითხი ასევე დარეგულირებული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის № 107-ე დადგენილებით. განისაზღვრა უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი,” რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ასევე, გააჩნიათ‚ დანარჩენ ოჯახის წევრებს. ამასთან ერთად‚ გასათვალისწინებელია, რომ სარგებლობის უფლება‚ ერთ შემთხვევაში, წარმოიშობა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში და მათ გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი. ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წ. 1 თებერვლის № 107-ე დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ვრცელდება დამქირავებელთა ერთად მცხოვრები ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე, საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება. აღნიშნული დებულება დაცულია‚ ასევე დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცით, რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
სარჩელში სამართლებრივ საფუძველში ჩაწერილი გვქონდა:
1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
2) 1983 წ. 4 ივნისის „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” 62-ე მუხლი (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად);
3) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის № 107-ე დადგენილება;
4) საქართველოს კანონი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“;
5) საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ";
6) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის № 4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საჯარო რეესტრის შესახებ.
არ დაგვჭირვებია, რაიმე გავრცობითი მსჯელობები - დაგვიკმაყოფილეს ...
საბინაო კოდექსის ელექტრონულ ვერსია, ნამდვილად მახსოვს, ვერ მოვიძიე, არც ქაღალდის ვერსია მინახავს თვალით და არც კირკიტი დამჭირვებია - დავეყრდენი უზენაესში მოხსენიებულს და "მშობლიურ", რუსულ სამართალშეფარდებას ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gurulo_77
Member
ჯგუფი: Registered
gurulo_77
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 225062
რეგისტრ.: 16-October 16
#53089217
· 13 Jul 2018, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ კონსულტაციის გაწევა, სახელის შეცვლა მინდა, ჩემს სახელზე საკუთრებაში მაქვს დარეგისტრირებული ავტომობილი და მაინტერესებს სახელის შეცვლის შემდეგ ვის უნდა მივმართო მანქანაზე-შეცვლილი სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და როდის უნდა მივმართო როცა სახელს შევიცვლი თუ იმ 45 დღიან ინტერვალში, რაც სახელის შეცვლისთვის არის საჭირო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53089597
· 13 Jul 2018, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gurulo_77
რა თქმა უნდა იმის მერე, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას და სახელის შეცვლის რეგისტრაცია მოხდება. ამ მომენტიდან იწყება - არ დაგავიწყდეთ საჯაროში ამ გადაწყვეტილების ხელზე აღება (ასლებიც დაამზადებინეთ). პირადი ნომერი იგივე დაგრჩებათ, მაგრამ მერე დაგჭირდებათ არა მარტო მანქანის რეგისტრაციაში უნდა მოახდინოთ ცვლილებების შეტანა, არამედ უძრავი ქონების და ა. შ. "გამოსაცვლელი" გაგიხდებათ მმართვის მოწმობაც, დიპლომებიც, ლიცენზიებიც, საგადასახადო აღრიცხვა, შპს-ში წილები და ა. შ.
This post has been edited by
Правовед
on 13 Jul 2018, 18:09
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
328
329
[330]
331
332
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1198 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.