Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
425
426
[427]
428
429
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55409364
· 26 Oct 2019, 13:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დახმარება მჭირდება ძალიან გთხოვთ თუ ვინმე შეძლებთ არ გაატაროთ რა ეს პოსტი..
მოკლედ 27 ივლისს მომივიდა ავარია, სხეულის მძიმე დაზიანება იყო დამჭირდა გადაუდებელი ოპერაცია და 1 კვირაში გამომწერეს. ვიცოდით რო როცა გადაუდებელი ოპერაცია კეთდება ბიულეტენი ავტომატურად იხსნება ამიტო მაშინ ბევრი გარკვევა აღარ დაუწყიათ ჩემებს. ახლა დღეს უკვე 3 თვე გავიდა და ახლა მეუბნებიან ბიულეტენი არ გაქვს გახსნილიო, ექიმი ჯერ ფეხის დადგმის ნებასაც არ მრთავს და შესაბამისად სამსახურში კიდე 3 კვირა ვერ გავალ. ახლა რა გავაკეთო ვინმემ დამაკვალიანეთ ეს ისტორია რაც მაქვს კლინიკაში სად წარვადგინო რო ბიულეტენი გამიხსნან ისე როგორც საჭიროა? სამსახურში გაცდენილი დრო მინაზღაურდებოდა ეს 3 თვე ხელფასი მერიცხება და ბიულეტენი რო არ მექნება დახურული და არც გახსნილი შესაბამისად რა მეშველება??
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55409561
· 26 Oct 2019, 14:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
"ბიულეტენი ავტომატურად იხსნება" ამაში რას გულისხმობთ? იმას, რომ დამსაქმებელმა უნდა შეიტყოს თქვენი სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის მიზეზი ავტომატურად?
ვინ გეუბნებათ, ბიულეტენი არ გაქვს გახსნილიო.
კლინიკას და ბიულეტენს როგორ აკავშირებთ?
მიიტანეთ, წარადგინეთ დადგენილი ფორმა შრომისუუნარობის შესახებ სამსახურში, რომელსაც კლინიკა გასცემს და შემდგომ შეხედეთ მოვლენების განვითარებას.
საერთოდ, ნაკლები ყურადღება დაუთმეთ თქვენს ცხოვრებაში ამ "ასე მითხრეს". ამ გამოთქმას საქართველოს საზიზღრობებში თავისი ღირსეული ადგილი უკავია. ნუ ცდილობთ სიტუაციების მოდელირებას თქვენზე აშკარა უპირატესობებში მყოფ სუბიექტებთან, ნუ ეკითხებით (ურეკავთ) გადაწყვეტილების მიმღებს რჩევებს, ნუ გჯერათ კონტრპოზიციების.
ეხლა ზოგადად:
თუ ადამიანი დროებით შრომისუუნაროა და სამსახურში სიარული არ შეუძლია, მას ენიშნება დახმარება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან. საავადმყოფო ფურცელი იგივე ბიულეტენია: ის ავად ყოფნის მტკიცებულებას წარმოადგენს და მას ექიმი გასცემს.
ეს დახმარება გაიცემა შრომისუუნარობის პერიოდის მაქსიმუმ 40 კალენდარულ, ან 6 თვის განმავლობაში ჯამში მაქსიმუმ 60 კალენდარულ დღეზე.
This post has been edited by
Правовед
on 26 Oct 2019, 14:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55409647
· 26 Oct 2019, 14:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. რაც შეეხება დამსაქმებლის ინფორმირებას ეს ავტომატურად მოხდა საპატრულო პოლიციაში ვმუშაობ ჩემი სამმართველოს უფროსიც შესაბამისად იყო ავარიის ღამეს საავადმყოფოში და ყველაფრის შესახებ გაიგო ინფორმაცია და მითხრეს რა დროც დაგჭირდება გამოჯანმრთელდი და მერე დაბრუნდი სამსახურშიო. ბიულეტენი არ გაქვს გახსნილიო ეს მითხრა ოჯახის ექიმმა დღეს ალბათ რო შეამოწმა ისტორია იქ ნახა. მე სიარული არ შემიძლია ჩემი და აგვარებდა მსგავს საკითხებს და რაც უთხრეს ამანაც დაუჯერა კი ვიცი რო ჩვენი შეცდომაა ეს მაგრამ ახლა კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო ეს მაინტერესებს ეს რაც თქვით საავადმყოფო ფურცელი გამომადგება სამსახურში წარსადგენად რო ეს გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს? ჩემი ისტორიის გარდა არანაირი ცნობა არ მაქვს და ამ ისტორიის საფუძველზე მომცემენ მაგ საავადმყოფო ცნობას ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55409905
· 26 Oct 2019, 16:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
რა თქმა უნდა - არსებობს სპეციალური ინსტრუქცია - თან პოლიციას (არმიას, უშიშროებას ...) სპეციალური დანაწესები აქვს შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით. თქვენ შრომის კოდექსიც კი არ გეხებათ, სულ სხვა ურთიერთობაში ხართ - არც "დამსაქმებელი" ქვია, თქვენ კი არ "მუშაობთ" - მსახურობთ ... დააზუსტეთ ...
მდა ... :facepalm:
This post has been edited by
Правовед
on 26 Oct 2019, 16:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nananana
Super Member
ჯგუფი: Registered
nananana
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 443
წევრი No.: 116484
რეგისტრ.: 1-June 10
#55410195
· 26 Oct 2019, 17:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, წინა წელს შევიძნე ბინა სესხით და არის იპოთეკით დატვირთული. ჩემი შემოსავალი არ აღემატება 40 ათას, თუ ბინას ჩავთვლით მაშინ კი და მაინტერესებს დეკლარაციის წარდგენა მიწევს? და ასევე ქონების გადასახადის გადახდაც მომიწევს?იქნებ გამარკვიოთ ამ საკითხში
წინასწარ დიდი მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55411083
· 26 Oct 2019, 21:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 26 Oct 2019, 16:17 )
febus
რა თქმა უნდა - არსებობს სპეციალური ინსტრუქცია - თან პოლიციას (არმიას, უშიშროებას ...) სპეციალური დანაწესები აქვს შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით. თქვენ შრომის კოდექსიც კი არ გეხებათ, სულ სხვა ურთიერთობაში ხართ - არც "დამსაქმებელი" ქვია, თქვენ კი არ "მუშაობთ" - მსახურობთ ... დააზუსტეთ ...
მდა ... :facepalm:
რა დავაზუსტო ამ შემთხვევაში ჩემთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქ რასაც თქვენ წერთ ეხლა, დახმარება ვითხოვე და თუ შეძლებთ ვინმე დამეხმარეთ თქო ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა გავაკეთო მე? რა საბუთს ექნება იურიდიული ძალა რომ ეს გაცდენა საპატიოდ ჩამეთვალოს რთულს ვკითხულობ რამეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55411378
· 26 Oct 2019, 22:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
მართალი ბრძანდებით, "ნახევრად" ჩაწერილია ...
?
ოჯახის ექიმს რაც არ უნდა გაეკეთებინა, თქვენს რომელ ინტერესებს ემუქრება საფრთხე?
ამჟამად არ იღებთ არავითარ სარგოს, დახმარებას ... ?
თქვენ გაგათავისუფლეს სამსახურიდან? მოგატყუათ უფროსმა?
კლინიკაში არანაირი დოკუმენტაცია არ ფორმდებოდა? - ეს ბიულეტენი სხვა არფერია თუ არა ამ დოკუმენტების ერთობლიობა.
რაიმე სპეციალურ დოკუმენტს ითხოვენ თქვენს უწყებაში? რა გარემოებამ გაიძულათ ამ "ბიულეტენის" მოკითხვა-ძებნა ...
პოლიციელებისთვის მსგავსი საკითხები სკურპულოზურად უნდა იყოს გაწერილიც და მისაწვდომიც - ეს ხომ კერძო კორპორაცია არ არის. დაზუსტებაში ისიც ვიგულისხმე - თვით პოლიციის სამსახურისთვის მიმართვა. ეხლა, პრინციპში თქვენს ვარაუდებზეა დაყრდნობილი მთლიანად შეკითხვა, ანუ რომ არ მომცენ, რომ არ დამიწერონ და ა. შ.
პირდაპირ რომ გითხრათ მეზარება და ფუჭადაც ვთვლი იმ ნორმატიული მასალის გადაღეჭვას, რომელიც თქვენ საერთოდ არც დაგჭირდეთ - ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას მოემსახურება. თავიდან სრულიად სხვა შინაარსის შეკითხვა დაწერეთ და ამიტომ გამოვეხმაურე დასაქმებულის დახმარების მცდელობით.
არა ხართ თქვენ ამ კატეგორიაში! მოსაძებნია შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივი აქტები - თანაც არც არის გადაწყვეტილი, გამოგადგებათ თუ არა შრომა ...
ჯერ ისიც არ ჩანს, მიმართეთ თუ არა თქვენს სამსახურს ...
გიხდით უღრმეს ბოდიშს და იმედს ვიტოვებ, გამიგებთ რატომაც გავდივარ შეკითხვის გაცემიდან ...
This post has been edited by
Правовед
on 26 Oct 2019, 22:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55411698
· 26 Oct 2019, 23:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მესმის ეს ვარაუდი კი არა უფრო შიში იყო ჩემი მხრიდან და ამიტომ ვიფიქრე აქ ვნახავდი ისეთ კვალიფიციურ ადამიანს ვინც ამიხსნიდა რა როგორ ხდება. რაც შეეხება მიმართვას მართალი ხართ არ მიმიმართავს სამსახურისთვის უბრალოდ რო გავიგე ბიულეტენი არ მქონდა საავადმყოფოში გახსნილი მაგან შემაშინა სამსახურში გამოცხადების დროს პრობლემა არ შემიქმნას თქო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55411788
· 27 Oct 2019, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება № 995, 2013 წლის 31 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 65. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სამინისტროს მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენას ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
3. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 87/ნ, 2009 წლის 20 თებერვალი,
სამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
შეეცადეთ ეს 3 თვე არ დააგვიანოთ - როცა დაასრულებთ მკურნალობას, აიღეთ ყველა საბუთი და წარადგინეთ სამსახურში - ნუ გაწელავთ ....
This post has been edited by
Правовед
on 27 Oct 2019, 00:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lazy
Crazy Member
ჯგუფი: Members
lazy
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 25313
რეგისტრ.: 6-November 06
#55411976
· 27 Oct 2019, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Temch
ვერ დაგეთანხმები, მოყვანილ მუხლში ჯარიმა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ სახეზე წესების დარღვევაა.
ეს წესები უფრო კონკრეტული კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს, რაც ამ შემთხვევაში "ტყის კოდექსია";
ისჯება მეორეხარისხოვანი მასალის დამზადების(!!!) წესის დარღვევა, ------- ეს ტერმინი "დამზადება" ტყის კოდექსში წერია და ნიშნავს:
ხე-ტყის დამზადება – ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება;
მოჭრამდე მივდივართ მაინც!!! ძირს ნაყარი შეშის აღება და სახლში წაღება არ ისჯება!!!!
ეს უბრალოდ თავის დაზღვევაა, ტყის მცველმა რომ არ შეიწუხოს თავის იმის გარკვევით , მოჭრილია ხე თუ არა, გაჯარიმებს კანონის დარღვევით!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55412635
· 27 Oct 2019, 13:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 27 Oct 2019, 00:27 )
febus
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება № 995, 2013 წლის 31 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 65. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სამინისტროს მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენას ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
3. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 87/ნ, 2009 წლის 20 თებერვალი,
სამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
შეეცადეთ ეს 3 თვე არ დააგვიანოთ - როცა დაასრულებთ მკურნალობას, აიღეთ ყველა საბუთი და წარადგინეთ სამსახურში - ნუ გაწელავთ ....
დიდი მადლობა ამხელა ყურადღებისა და დახმარებისთვის ამას ვაფასებ. მკურნალობას რო დავასრულებ ჩემი ისტორიის საფუძველზე მოვითხოვ ამ საავადმყოფოს ფურცელს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა დიდი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55412650
· 27 Oct 2019, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
ყველა დოკუმენტი, ფორმა 100, კვლევები, ანალიზები, დასკვნები, ისტორიასაც კი გადაუღეთ ასლები, სურათები ბოლოს და ბოლოს ... ყველაფერი მოითხოვეთ - არც ქართველი ექიმები გამოირჩევიან რაიმე გულისხმიერებით - შეაჯანჯღარეთ!
This post has been edited by
Правовед
on 27 Oct 2019, 13:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
febus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 253049
რეგისტრ.: 4-October 19
#55412701
· 27 Oct 2019, 13:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეთ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მადლობელი ვარ თქვენი თქვენი წყალობით შემიყვარდა ეს ფორუმიც <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55413814
· 27 Oct 2019, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
febus
არაფერს ...
შემდგომში თუ შეკითხვებსაც ამომწურავ გარემოებებით დასვამთ, უაღრესად კარგი იქნება.
გახსოვდეთ - იურისპრუდენცია "წვრილმანებშია"- რასაც თქვენ მნიშვნელოვნად არ თვლით, სწორედ ის არის საკითხის გასაღები ...
This post has been edited by
Правовед
on 27 Oct 2019, 19:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GDN
Crazy Member
ჯგუფი: Registered
GDN
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1121
წევრი No.: 211498
რეგისტრ.: 16-December 15
#55413913
· 27 Oct 2019, 19:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა,
რამე ახალი ხომ არაა განათლების შესახებ კანონში? მაგ: 2017 წელს განათლების ხარისხის ცენტრი ადასტურებს 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობას, ხოლო კვალიფიკაციის განსაზღვრაზე ცენტრი წერს რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს აღნიშნული საკითხი.
* * *
გამარჯობა,
რამე ახალი ხომ არაა განათლების შესახებ კანონში? მაგ: 2017 წელს ცენტრი ადასტურებს 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობას, ხოლო კვალიფიკაციის განსაზღვრაზე ცენტრი წერს რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს აღნიშნული საკითხი.
* * *
რამე ახალი ხომ არაა განათლების შესახებ კანონში? მაგ: 2015 წელს ცენტრი ადასტურებს 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობას, ხოლო კვალიფიკაციის განსაზღვრაზე ცენტრი წერს რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს აღნიშნული საკითხი.
* * *
რამე ახალი ხომ არაა განათლების შესახებ კანონში? მაგ: 2015 წელს ცენტრი ადასტურებს 2006 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობას, ხოლო კვალიფიკაციის განსაზღვრაზე ცენტრი წერს რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს აღნიშნული საკითხი.
This post has been edited by
GDN
on 27 Oct 2019, 20:58
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
425
426
[427]
428
429
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1509 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.