Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
426
427
[428]
429
430
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
da2cha
Crazy Member
ჯგუფი: Members
da2cha
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3713
წევრი No.: 47673
რეგისტრ.: 23-November 07
#55415880
· 28 Oct 2019, 10:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა.
ხვალ მაქვს სასამართლო სატრანსპორტო კომპანიასთან, არანაირი კითხვა არ მაქვს ერთის გარდა:
ცნობას მომცემენ რამეს? სამსახურს რომ გავადცენ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55417296
· 28 Oct 2019, 16:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
da2cha
როგორც წესი, მსგავს "ცნობებს" სასამართლოში არ გასცემენ.
ისე, შეკითხვა საკმაოდ უცნაურია ...
მოპასუხე ხართ თუ მოსარჩელე?
დღეს გაიგეთ, რომ სასამართლოში ხართ "მისასვლელი"?
საიდან გაიგეთ, რომ სასამართლოში ხართ "მისასვლელი"?
მოძებნეთ სასამართლო შეტყობინება, ბოლოს და ბოლოს, განჩინება სხდომის დანიშვნის შესახებ - თუ აყვანილი გყავთ ადვოკატი ადვილად მოახერხებთ - და წარადგინეთ წინასწარ - ელექტრონული ფოსტა, ვაიბერი, და რამდენი საშუალებაა თანამედროვე ადამიანისთვის ...
ან ადვოკატმა, როგორ ვერ აგისხნათ (თუ არსებობს) მიწურულამდე მიყვანებლად, რა უნდა გაგეკეთებინათ ...
This post has been edited by
Правовед
on 28 Oct 2019, 16:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Daთa
3 / Mindless Wisdom
ჯგუფი: Registered
Daთa
3 / Mindless Wisdom
ჯგუფი: Registered
წერილები: 670
წევრი No.: 224879
რეგისტრ.: 11-October 16
#55424361
· 30 Oct 2019, 16:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, კომპანიაში სამუშაო მაგიდის თავზე რომ კამერას გიყენებენ ისე რომ მონიტორი დეტალურად ჩანს არაა აკრძალული რაიმე კანონით ?
არაა რამენაირად ადამიანის უფლებების დარღვევა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dadssn
Crazy Member
ჯგუფი: Members
dadssn
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4186
წევრი No.: 116132
რეგისტრ.: 26-May 10
#55429999
· 31 Oct 2019, 20:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო ჩემს უცხოელ მეგობარს უნდა ბინის შეძენა ბათუმში და იპოთეკით აფორმებს ხელშეკრულებას 60 კ წინასწარ და 65კ შემდგომში, ხელშეკრულების ასლი გადმომიგზავნა და თუ შეგიძლიათ რომ გადახედოთ? რაიმე რისკს ხო არ შეიცავს ? ან რა გართულება შეიძლება მოჰყვეს საერთოდ.?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
takotatuli1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4773
წევრი No.: 182792
რეგისტრ.: 7-March 14
#55432285
· 1 Nov 2019, 11:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Daთa
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონაცემები უნდა დამუშავდეს, კანონიერად, ლეგიტიმური მიზნით და იმ მოცულოვით რა მოცულობაც არის საჭირო კონკრეტული მიზნის მისაღწევად. თქვენ სამსახურში უნდა იყოს სპეციალური ბრძანება ან აქტი რამე სადაც გაწერილი იქნება რაომ აყენია კამერა მასე რატომ უნდა უყურებდეს თქვენ მონიტორს და რა მიზანს ემსახურება. მაგას გაეცანით და მიხვდებით აუცილებელი არის თუ არა იმ მიზნის მისაღწევად მაგ კამერის თქვენ მონიტორში ყურება რა მიზანსაც ემსახურება. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და თვითOნ შეაფასებს საკითხს, მოვა ნახავს და ა.შ. თუ დარღვევას დაადგენს დაჯარიმდება თქვენი სამსახური.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Daთa
3 / Mindless Wisdom
ჯგუფი: Registered
Daთa
3 / Mindless Wisdom
ჯგუფი: Registered
წერილები: 670
წევრი No.: 224879
რეგისტრ.: 11-October 16
#55432424
· 1 Nov 2019, 12:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
takotatuli1989
მადლობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7078
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#55445865
· 4 Nov 2019, 23:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი. ასეთი კითხვა მაქვს: თუ არის შესაძლებელი, რომ 1) ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყოს რამდენიმე დამკვეთი და ერთი შემსრულებელი და 2) შემსრულებელი უხდიდეს თანხას დამკვეთს?
განვმარტავ, რაშია საქმე: ვართ 5 თანამესაკუთრე და გვაქვს საკუთარი სახლი, რომლის დემონტაჟსაც ვგეგმავთ (მერიის ნებართვა უკვე გვაქვს, დემონტაჟის პროექტი შედგენილია და ყველა იურიდიული საკითხი მოგვარებული, სამუშაოების დაწყებაღა დარჩა). ვიპოვეთ კომპანია, რომელიც თანახმაა, რომ მოახდინოს სახლის დემოტაჟი დათქმულ ვადებში (2 თვეში) ჩვენი პროექტის მიხედვით, გაიტანოს სამშენებლო ნაგავი და სახლის მასალა (აგური, ქვა, ხე და ა.შ.) და ამაში გვიხდის XXXXX ლარს, რომელსაც 5 მესაკუთრე ვიყოფთ გარკვეული პროპორციით (ამაზეც შეთანხმებულნი ვართ).
სანამ დაიწყება სამუშაოები, ზეპირი შეთანხმების მაგივრად გვინდა ქგვქონდს წერილობითი, ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება, რომ რაიმე პრობლემა არ წარმოგვექმნას მომავალში, მაგალითად, გვინდა ხელშეკრულებაში დავაფიქსიროთ, რომ დემონტაჟი პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს, დათქმულ ვადას არ გადასცილდეს, ამა და ამ ვადაში გადაგვიხადოს კომპანიამ თანხა, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი სამუშაოების წამროებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და იღებ პასუხისმგებლობას რაიმე ზიანზე, თუ ეს დემონტაჟისას მოხდება (მაგ ჩამოვარდა აგური და დაეცა მანქანას ან რამე ასეთი).
ჰოდა, შეიძლება რომ 1) ჯერ ერთი, ხუთივე მესაკუთრე ეწეროს დამკვეთათ, თუ აუცილებლად ერთი უნდა იყოს დამკვეთი, რომელიც ჩაიწერება, რომ წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ დანარჩენი ოთხის ინტერესებს და 2) შეიძლება ასეთი ერთი შეხედვით უცნაური ფრაზა ჩაიწეროს: ,,შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს (ან დამკვეთებს, როგორც ჩავწერ) ამა და ამ ვადაში გადაუხადოს XXXXX თანხა?
თუ კი, მაშინ ასეთი ფორმით წარმომიდგენია დოკუმენტი:
ა,ბ,გ,დ,ე ერთი ს მხრივ (შემდგომში ,,დამკვეთები") და კომპანია ,,ბლაბლაბლა" წარმოდგენილი ამა და ამის მიერ (შემდგომში ,,შემსრულებელი") ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. შემსრულებელი ვალდებულია ამა და ამ ვადაში, უზრუნველყოს ამა და ამ მისამრთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დამკვეთის მიერ წარმოადგენილი დემონატაჟს პროექტის მიხევით (იხ, დნარათი 1 ,,დემონტაჟის პროექტი")
2. შემსრულებელი ვალდებულია შმესრულებლებს გადაუხადოს თანხა არა უგვიანეს ამა და ამ რიცხვისა უნაღდო ანგარიშსწორებით, შემდეგი პრპროციით: ა - 10%, ბ - 10%, გ - 20%, ც - 30%, დ - 30%.
3. შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშUაოების წარმოებისასა საქართველოს კანონმდებლობით და მოქმედი ნორმატივებით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.
4 შემსრულებელი ვალდებულია გაიტანოს სამუშაოების დასრულების შედეგად წამროქმინილი სამშენებლო ნაგავი და მასალები და მოასუფთაოს ტერიტორია.
5. შმსრულებელი პასუხიმსგებელია ყველა მატერალურ თუ არამატერიალურ ზიანზე, რომემსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დემონტაჟის პროექტის განხორციელებისას.
ხელმოწერა ხუთივე დამკეთის და შემსრულებლის, თარიღი, ნოტარიუსის შტამპი.
წავა ასე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55449895
· 6 Nov 2019, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
მსგავს მრავალსაფეხურიან და მოცულობით შეკითხვებზე ამ ფორუმში პასუხს ალბათ ვერ მიიღებთ.
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თქვენი ნებაა სად და როგორ მიმართავთ შეკითხვით, მაგრამ რჩევის სახით შეიძლება ითქვას - ეს საკითხი თავისი საქმიანი სერიოზულობით და მატერიალური შემადგენლობით დაშორებულია სოციალურ სიმძაფრეს თუ მნიშვნელობას და ნამდვილად იმსახურებს იურისტის ნატურალურ ჩარევას. ამ საკითხში ხელმომჭირნეობა ნამდვილად ვერ გაგიწევთ კარგ სამსახურს.
წარმატებებს გისურვებთ.
This post has been edited by
Правовед
on 6 Nov 2019, 01:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vakho318
Super Member
ჯგუფი: Registered
vakho318
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 516
წევრი No.: 62697
რეგისტრ.: 29-May 08
#55462362
· 9 Nov 2019, 17:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა.
ერთ ერთი რაიონულ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩენილი სამოქალაქო დავაზე. მაინტერესებს კანონით რა ვადაში უნდა ჩაინიშნოს პროცესი ? რომელი კანონით რეგლამენტით რეგულირდება? და მე რა მექანიზმით შემიძლია ამის დაჩქარება ? გასაგებია რომ მოსამართლეთა რაოდენობა მცირეა და საქმე ბევრი განსახილველი
მაგრამ ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55464501
· 10 Nov 2019, 10:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vakho318
http://www.tbappeal.court.ge/?category=qa
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vakho318
Super Member
ჯგუფი: Registered
vakho318
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 516
წევრი No.: 62697
რეგისტრ.: 29-May 08
#55464519
· 10 Nov 2019, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მადლობა მაგრამ ეს სააპელაციო სასამართლოს გვერდია. მე ჯერ პირველ ინსტანციაში მაქვს შეტანილი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
queen4
Unidentified Flying Object
ჯგუფი: Registered
queen4
Unidentified Flying Object
ჯგუფი: Registered
წერილები: 858
წევრი No.: 27664
რეგისტრ.: 1-January 07
#55466855
· 10 Nov 2019, 22:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vakho318
გამარჯობა,
სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში და მოპასუხეს უკვე გაუგზავნე სარჩელი?
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.
ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-3 პრიმას თანახმად, სამოქალაქო საქმეები განიხილება მოპასუხისათვის სარჩელის და მისი თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 დღისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 60 დღისა.
ეს არის საქმის განხილვის ზოგადი ვადები.
თუმცა, სიმართლე გითხრა, არასდროს მინახავს აღნიშნული ვადები ოდესმე რომელიმე მოსამართლეს დაეცვას :დ შენ ვერაფრით დააჩქარებ ამ პროცესს. მოსამართლე, რომელსაც დაეწერა საქმე, თვითონ გადაწყვეტს როდის ჩანიშნოს მოსამზადებელი სხდომა და როგორც წესი, ეს კანონით მოთხოვნილი ვადების მიხედვით კი არ ხდება, არამედ იმის მიხედვით მოსამართლეს როდის აქვს თავისუფალი დრო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55467416
· 11 Nov 2019, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vakho318
სამწუხაროდ, უნდა წაგეკითხათ - იქ ზოგადი პასუხებია... თუმცა ნება თქვენია ...
ესეც არ არის ურიგო ბროშურა
http://www.supremecourt.ge/files/upload-fi.../gzamkvlevi.pdf
This post has been edited by
Правовед
on 11 Nov 2019, 00:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cmpt
Crazy Member
ჯგუფი: Registered
cmpt
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1780
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09
#55476030
· 13 Nov 2019, 13:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტების საარქივო ხანდაზმულობის ვადა რამდენია, რის შემდეგაც ისინი ნადგურდება?
ან ზოგადად სხვა იმპორტირებულ ნივთებზე რამდენია საარქივო ხანდაზმულობის ვადა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55478301
· 14 Nov 2019, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
cmpt
სავარაუდოთ, მსგავსი შეკითხვების პასუხებ ძნელად მიიღებთ ამ ფორუმში, ვინაიდან თვით შეკითხვას იურისპრუდენციასთან რაიმე კავშირი არ გააჩნია. თვით შეკითხვაც, დიდი ალბათობით, რაიმე გარემოებასთან არის დაკავშირებული.
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება № 72-ით მიღებული „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ, საბაჟო დეკლარაციების [461.] (ეს იმპორტის მთავარი დოკუმენტია) შენახვის ვადა (საარქივო ხანდაზმულობას რომ უწოდებთ) 6 წელია.
This post has been edited by
Правовед
on 14 Nov 2019, 02:06
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
426
427
[428]
429
430
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1401 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.