Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
433
434
[435]
436
437
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55600335
· 16 Dec 2019, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alva
სანომრე ნიშნის მდგომარეობის სამართალდარღვევას და ტექდათვალიერებას სამწუხაროდ ვერ ვუკავშირებ ერთმანეთთან. დავუშვათ ევალებათ, მაგრამ არ შეამოწმეს - თქვენ გეხებათ "მართვა" და არა მესამე პირებით თავის მართლება.
This post has been edited by
Правовед
on 16 Dec 2019, 20:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alva
ძალიან ზრდილობიანი!
ჯგუფი: Members
alva
ძალიან ზრდილობიანი!
ჯგუფი: Members
წერილები: 5694
წევრი No.: 2194
რეგისტრ.: 16-May 03
#55602167
· 17 Dec 2019, 10:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
სანომრე ნიშნის მდგომარეობის სამართალდარღვევას და ტექდათვალიერებას სამწუხაროდ ვერ ვუკავშირებ ერთმანეთთან. დავუშვათ ევალებათ, მაგრამ არ შეამოწმეს - თქვენ გეხებათ "მართვა" და არა მესამე პირებით თავის მართლება.
საუბარია რომ სანომრე ნიშანი მოწმდება ტექნიკური დათვალიერების დროს და თუ არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ვერ გადიხარ ტექნიკურ დათვალიერებას.
შესაბამისად ჩემი შეხედულებით თუ ნიშანი კითხვადია, ხოლო საპატრულო პოლიციის მოსაზღებით არ არის ვეყრდნობით მესამე პირს, ამ შემთხვევაში ტექდათვალიერებას.
არ არის ამაში ლოგიკა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55605222
· 17 Dec 2019, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alva
კანონი უნდა აღიქვათ ისე, როგორც დანაწესები აღწერენ. თქვენი ინტერპრეტაცია შეცვლილ[!] სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე არ შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების კანონით დადგენილ დაცულ საზოგადოებრივ წესრიგს. კითხვადზე[!] არაფერია მითითებული კანონში. მესმის, რომ მოქალაქეებისთვის უაღრესად გართულებულია სამართლებრივი ლექსიკის გაგება, მითუმეტეს, საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა ამით - ხშირად იურისტებსაც შეხვდებდით, რომლებსაც ასევე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ სამართალზე. პოლიციელიც უმეცარი შეგვხდათ - ჩაგიწერად წინასწარი შეცნობით შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვა, არადა ის უნდა შეეფარდებინა, საქართველოს მთავრობის № 278 დადგენილებით დამტკიცებულ ნიმუშს არ შეესაბამებაო. ვერ ვკითხულობ სანომრე ნიშანსო, ანუ "კითხვადობად" რომ მოიხსენიეთ, აქ საერთოდ არაფერ შუაშია - თქვენ თვითონვე თქვით გაქუცულიაო. სანომრე ნიშანი რომ შემოწმდა ტექნიკური დათვალიერების დროს - დიდი-დიდი არგუმენტათ გამოიყენოთ. მესამე პირის დაუდევრობა ვერ გაგამართლებთ, ადმინისტრაციული გადაცდომის კვალიფიცირების შეცვლა კი სრულიად შესაძლებელია.
This post has been edited by
Правовед
on 17 Dec 2019, 22:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keen
Member
ჯგუფი: Members
keen
Member
ჯგუფი: Members
წერილები: 20387
წევრი No.: 13462
რეგისტრ.: 10-October 05
#55606869
· 18 Dec 2019, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"სასარჩელო ვადა გასულია და სასამართლო წესით თანხების ამოღების შანსი დაკარგულია" - ამის შინაარსი მაინტერესებს, თუ ვინმეს შეუძლია ახსნა... :rolleyes:
This post has been edited by
keen
on 18 Dec 2019, 12:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55607062
· 18 Dec 2019, 12:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
keen
QUOTE
"სასარჩელო ვადა გასულია და სასამართლო წესით თანხების ამოღების შანსი დაკარგულია"
თვით ფრაზა იურისპრუდენციისთვის უკადრისი, მდაბიო ლექსიკით შეთხზულია.
"სასარჩელო ვადა გასულია"-თი ავტორს სურდა ეთქვა (უდიდესი ალბათობით), რომ მოთხოვნის ვადა ხანდაზმულია. სარჩელი არავითარ პირდაპირ კავშირში არ არის ხანდაზმულობასთან, უბრალოდ რომ ვთქვათ, ვერც კალამს გააგდებინებ ხელიდან ვინმეს სარჩელი შეავსოს, ვერც სასამართლოსკენ მიმავალ გზას გადაუკეტავ და ვერც სასამართლოს საბუთების მისაღებ სარკმელს დაუკეტავ - სასამართლომ ნებისმიერი სარჩელი უნდა ჩაიბაროს[!]. მიიღებს[!} თუ არა ეს უკვე შემდგომი პროცედურის საკითხია და, დააკმაყოფილებს[!] თუ არა, მიღებულ[!} სარჩელს, ესეც სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდგომ გადაწყდება.
"ხანდაზმულობის ვადა"-ში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება - "სასამართლო წესით თანხების ამოღების შანსი", სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე და პოზიციაზე. თუ მოვალემ თავი დაიცვა იმ საფუძველზე, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია - "შანსი დაკარგულია".
This post has been edited by
Правовед
on 18 Dec 2019, 13:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keen
Member
ჯგუფი: Members
keen
Member
ჯგუფი: Members
წერილები: 20387
წევრი No.: 13462
რეგისტრ.: 10-October 05
#55607087
· 18 Dec 2019, 13:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
თვით ფრაზა იურისპრუდენციისთვის უკადრისი, მდაბიო ლექსიკით შეთხზულია.
იმიტომ ვიკითხე აქ :yes:
QUOTE
"სასარჩელო ვადა გასულია"-თი ავტორს სურდა ეთქვა (უდიდესი ალბათობით), რომ მოთხოვნის ვადა ხანდაზმულია. სარჩელი არავითარ პირდაპირ კავშირში არ არის ხანდაზმულობასთან, უბრალოდ რომ ვთქვათ, ვერც კალამს გააგდებინებ ხელიდან ვინმეს სარჩელი შეავსოს, ვერც სასამართლოსკენ მიმავალ გზას გადაუკეტავ და ვერც სასამართლოს საბუთების მისაღებ სარკმელს დაუკეტავ - სასამართლომ ნებისმიერი სარჩელი უნდა ჩაიბაროს[!]. მიიღებს[!} თუ არა ეს უკვე შემდგომი პროცედურის საკითხია და, დააკმაყოფილებს[!] თუ არა, მიღებულ[!} სარჩელს, ესეც სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდგომ გადაწყდება.
"ხანდაზმულობის ვადა"-ში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება - "სასამართლო წესით თანხების ამოღების შანსი", სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე და პოზიციაზე. თუ მოვალემ თავი დაიცვა იმ საფუძველზე, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია - "შანსი დაკარგულია".
უღრმესი მადლობა კონსულტაციისთვის! :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
karencho777
Super Member
ჯგუფი: Registered
karencho777
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 214
წევრი No.: 157283
რეგისტრ.: 15-December 12
#55607987
· 18 Dec 2019, 16:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, ნოტარიულად რომ დამოწმდეს რომ მაგალითად ვცხოვრობ ამა და ამ მისამართზე, რა არის ამისთვის საჭირო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55608897
· 18 Dec 2019, 20:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
karencho777
დიდი ალბათობით, საუბარი არ არის სარეგისტრაციო მისამართზე, უბრალოდ რომ ვთქვათ, სადაც "ჩაწერილი" ხართ ის მისამართი არ გაინტერესებთ. ნოტარიუსი ასევ უდიდესი ალბათობით უარს გეტყვით მსგავს სანოტარო მოქმედებაზე, რომც გამოჩნდეს თავზეხელაღებული მოღვაწე, სადაც მიიტანდ, იქ ელოდება საფრთხე მსგავს საბუთს.
თუ შეკითხვას "დაასრულებთ", შეიძლება ფიქრი რაიმე გამოსავალზე. "დასრულებაში" იგულისხმება, რაში გჭირდებათ მსგავსი "დამოწმება". მაგალითად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია იურიდიული ფაქტების კონსტატაციის უფლება.
თქვენი ნებაა.
This post has been edited by
Правовед
on 18 Dec 2019, 20:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kea
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
kea
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8980
წევრი No.: 65463
რეგისტრ.: 23-June 08
#55610158
· 19 Dec 2019, 01:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამოქალაქო საქმეებში კარგ ადვოკატს ვის მირჩევდით?
მადლობა წინასწარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55610998
· 19 Dec 2019, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kea
ჯო [ჯოზეფ[ ჯემეილი, King of Torts-დ წოდებული ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#55612292
· 19 Dec 2019, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
როცა ქართველისა და უცხოელის ქორწინების ხელმოწერა საქართველოში ხდება, უცხოელს სჭირდება წარმოადგინოს საბუთი,რომ ქორწინებაში არ ყოფილა?
This post has been edited by
niniaa
on 19 Dec 2019, 16:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55612805
· 19 Dec 2019, 18:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
ქორწინებაში არ ყოფილა
მსგავსი საბუთი გასცეს ვინმემ სადმე შეუძლებელია ... საქართველოს მოქალაქე იქნება თუ არა, ამას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა. თანაც პოლიგამია 50 ქვეყანამდე დაშვებულია.
თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს.
შეკითხვა მაინც მგონია სხვა რამის გასაგებად არის დასმული - შესაძლებელია თუ არა უცხოელმა თავი გააყოფინოს ქართველს მრავალცოლიანობა-მრავალქმრობიანობაში - უპრობლემოდ. აქ მთავარია როგორი დიპლომატიური ხლართები მოქმედებს საქართველოში დარეგისტრირებულ (და საზოგადოდ, უცხოეთში) ქორწინებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში. საქართველოში ეს ქორწინება ბათილია, მაგრამ ირანში თავისუფლად შეიძლება ქართველი ქალბატონი მიღებულ იქნას მეორე თუ მესამე ცოლად. ტიბეტსა თუ ნიგერიაში კი, ქართველ ვაჟკაცსაც აქვს უფლება მეორე ქმრად წამოჯდეს.
https://sputnik-georgia.com/reviews/2016041...artveloshi.html
This post has been edited by
Правовед
on 19 Dec 2019, 18:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#55612939
· 19 Dec 2019, 19:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
წლების წინ უნგრეთში გათხოვდა ნაცნობი და რომ მოეწერა ხელი აქედან წაიღო ცნობა ,რომ არ იყო ქორწინებაში... ახლა მეორე ნაცნობი თხოვდება ევროპაში ,მაგრამ აქ უნდათ ხელისმოწერა და ბიჭმა უნდა წამოიღოს იქედან ცნობა, რომ არ არის ქორწინებაში? საქმე იმაშია,რომ ჩამოთვლილ საბუთებში ხომ წერია : ,,თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში,წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი" უნდა წარმოადგინოს,ჰოდა,ხომ შეუძლიათ მოიტყუონ და ამ მოთხოვნას გადაახტნენ,ამიტომ საჭიროა ხომ ცნობა,რომ არ ყოფილა ქორწინებაში,სხვანაირად რანაირად დაადგენენ რომ ქორწინებაში არ არის და გამოდის,სიტყვაზე ენდობიან?!ეს რა იდიოტობაა?!
This post has been edited by
niniaa
on 19 Dec 2019, 19:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55613057
· 19 Dec 2019, 19:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
არ წაუღია ცნობა, რომ "ქორწინებაში არ ყოფილა" - დიდი ალბათობით ცნობაში ეწერა ამა და ამ დადგენილი მომენტისათვის, მავანი პირის ქორწინების შესახებ სამოქალაქო აქტების მონაცემებში ჩანაწერი არ არსებობსო. ამ დოკუმენტს ეწოდება ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებს. ხვადასხვაა იურიდიული შინაარსისა და შედეგის მოვლენებია..
“სიტყვაზე ენდობიან“ რაღა უბედურებაა - მომავალი ცოლის გარდა, ვინმეს ევალება შემოწმება? ხელისუფლებამ მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნოს, პოლიგამია არ იქნას დაშვებული.
ვინ ვის მიყვება იმის შემოწმება თუ დაიწყო, იდიოტობა მერე ნახეთ.
რატოა ეს ხალხი ასე მომართული, სადღაც ის გასაგებია, რომ თავის თავს ქართველებმა კრედიტის აღება აუკრძალეს! იმის შემოწმებასაც რომ თხოვს ხელისუფლებას, ვის მიყვება ცოლად?!
ღმერთო შეეშველე ჩემს ხალხს!
This post has been edited by
Правовед
on 19 Dec 2019, 20:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#55613235
· 19 Dec 2019, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა გითხრათ,აგერ ფაქტია,ევროპა როგორ იცავს ამ წესს, არც ისე ადვილია იქ ხელმოწერა უცხოელთან ,როგორც ჩვენთანაა.გიჟები არიან ისინი და ჩვენ ჭკვიანები?! რიავიცი,რიავიცი...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
433
434
[435]
436
437
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1689 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.