Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
434
435
[436]
437
438
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#55613235
· 19 Dec 2019, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა გითხრათ,აგერ ფაქტია,ევროპა როგორ იცავს ამ წესს, არც ისე ადვილია იქ ხელმოწერა უცხოელთან ,როგორც ჩვენთანაა.გიჟები არიან ისინი და ჩვენ ჭკვიანები?! რიავიცი,რიავიცი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keen
Member
ჯგუფი: Members
keen
Member
ჯგუფი: Members
წერილები: 20387
წევრი No.: 13462
რეგისტრ.: 10-October 05
#55614621
· 20 Dec 2019, 09:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
ამის თარგმნა თუ შეუძლია ვინმეს? :rolleyes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55615272
· 20 Dec 2019, 12:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
ევროპა როგორ იცავს ამ წესს
აი კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც ჩვენი, მშობლიური დემაგოგები წარმატებით ახერხებენ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას და უაზრო იმპლემენტაციების შეტენვას.
იქ, სანუკვარ "ევროპაში", მომავალი მეუღლე, თვითონ[!!!] ზრუნავს ქორწინების პერსპექტივაზე!!! დისპოზიციური ნორმაა და მოქალაქის უფლებაა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა!!! სახელმწიფოს კი არ შესცქერიან პირღიად!!! ამიტომაც, "არც ისე ადვილია იქ ხელმოწერა უცხოელთან", ჩვენ ქართველები, ამ უმნიშვნელოვანეს, შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს, "ხელმოწერასაც" კი ვეძახით აგდებულად, რადგან ვითომქორწინება არც გვეუცხოება და არც ამორალურად გვეჩვენება.
ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი როგორც კი გაგვიუქმა ხელისუფლებამ, მაშინვე წავიდა უკუღმართად ჩვენი საქმე!
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან დაქორწინება არ დაიშვება.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება № 18 წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელია, თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში.
თუ მომავალ ცოლს ეეჭვება, რომ ქმარი პირნათელია მასთან, მაგრამ მაინც ქორწინდება, ეს ხომ წმინდა წყლის მოჩვენებითობაა და ოჯახის შექმნასთან არავითარი კავშირი არა აქვს. თუ საცოლეს ერიდება, არ შეუძლია უნგრელ საქმროს პირდაპირ სთხოვოს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მოპოვება და უნდა კანონს "ამოეფაროს" - ანუ, "მე კი მჯერა შენი, მარა კანონი ითხოვსო", ამ მიზეზით აიძულოს - ეს გონებასუსტობა არ არის - მორალური უგვანობაა ესეც, და სასიხარულოც კია, რომ კანონმდებელმა იმპერატიულად არ დაუწესა მოქალაქეს ამის ვალდებულება. უნგრეთშიც ანალოგიურად იქნება დიდი ალბათობით.
უბედურებაა ისაა, ამ სიტუაციას ვინმე ჩვენმა კანონშემოქმედმა ხალხის რჩეულმა რომ მოკრას ყური, აუცილებლად გააჩაღებს ფაცი-ფუცს და ჩაწერს კანონშიც ამის ვალდებულებას (უფლებას კი არა). აღტაცებით დავეთანხმებით ჩვენ, რადგან ჯერ ეს ერთი დაგვაჯერებენ, რომ "ევროპაშიც ასეა", და მეორეც, ჩვენ ამორალურ ქცევებსა და გადახრებს გავამართლებთ.
საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა.
სწორედ ამორალური მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების სავალდებულოობა მიგვაჩნია მიზანშეწონილობად და წარმოიშობა კანონის გაუაზრებელი დებულებები.
მიზანშეწონილობასთან დაკავშირება არ უნდა ემსახურებოდეს ამორალურ ქმედებებსა და ნებებს!
ბოლოს მივიღებთ იმას, რომ შეყვარებული წყვილი, რომელთაც გულმხურვალედ სურთ ქორწინება, იძულებულნი გახდებიან რაღაც ცნობებზე იჩალიჩონ და ვაი, თუ მსგავსი ქაღალდის მოპოვება ვინმესთვის შეუძლებელია (მარტივი მიზეზის გამო - უბრალოდ მსგავს ცნობებს არ იძლევა მშობლიური სახელმწიფო). ადამიანი უფლებებთან ურთიერთდამოკიდებულებაში კანონის დებულებანი კი მოდიან წინააღმდეგობაში, მაგრამ კმაყოფილი მაინც დავრჩებით ბოდვა-მიახლოებულ პოსტულატით - ჩვენთანაც "ისეა, როგორც ევროპაში"!
ბოდიში პირდაპირობისთვის! [სხვაგვარად არ გამოდის ...]
This post has been edited by
Правовед
on 20 Dec 2019, 14:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#55618127
· 20 Dec 2019, 23:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
იმ ბმულში, თქვენ რომ დამიდეთ,ეს წერია:რა დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეთ?
იუსტიციის სამინისტროში შექმნილია მონაცემთა სპეციალური ბაზა, სადაც ქორწინების სახლის თანამშრომელი ამოწმებს ინფორმაციას, იმყოფებით ქორწინებაში თუ არა.
ქორწინების სახლის თანამშრომლებს სხვა ქვეყნის მოქალაქის ქორწინების შემოწმების საშუალება არა აქვთ, ამიტომ ისინი მათ სიტყვას ენდობიან. მთლიან პასუხისმგებლობას ამაზე უცხოელი საკუთარ თავზე იღებს.
Read more:
https://sputnik-georgia.com/reviews/2016041...artveloshi.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55618566
· 21 Dec 2019, 01:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
პასუხისმგებლობას ამაზე უცხოელი საკუთარ თავზე იღებს
რას ხედავთ ამაში ცუდს, მიუღებელს?! რატომ გაქვთ სურვილი სხვა ქვეყნის მოქალაქის ქორწინების შემოწმების საშუალება გაუჩნდეს ქართულ ხელისუფლებას. ამავე მოქალაქის დავალდებულებით?!
QUOTE
გიჟები არიან ისინი და ჩვენ ჭკვიანები?!
რატომ შეგშურდათ იმისა, რომ თუ ქართველებს სადმე ავალდებულებენ, პატივისცემას იმსახურებს, რადგან "ევროპულია". თუმცაღა, მთლად მასე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ?!
მე ახსნა შევეცადე და მსგავსი უმსგავსობის სამართლებრივი (იურიდიული) აბსურდულობის მტკიცება ...
ისე, თქვენ თქვენი საქმისა თვითონ იცით ...
This post has been edited by
Правовед
on 21 Dec 2019, 01:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1033
წევრი No.: 168002
რეგისტრ.: 29-May 13
#55630265
· 24 Dec 2019, 04:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ ესეთი სიტუაციაა, ჩემს სიდედრს ვასესხე გარკვეული თანხა ($) გარკვეული დროით, უნდა დაებრუნებინა დეკემბრის შუა რიცხვებში, მე და ჩემს მეუღლეს მოგვივიდა ჩხუბი, არ ვიმყოფებით საქართველოში, როცა ფული მოვთხოვა პასუხად მითხრა როცა ჩამოხვალ მაშინ მოგცემო, ანუ არ უნდა მოცემა, იცის 2 3 წელი ვერ ჩავალ, იურიდიულად არაფერი მაქვს გაფორმებული მაგრამ მაქვს უამრავი მიმოწერა ნომერზეც და ფეისბუქზეც, ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის რომ საჩივარი შევიტანო და თაღლითობის მუხლით ავღძრა საქმე? და აქვს თუ არა აზრი რომ ვუჩივლო, და რაპეოცედურებია თუ დამტკიცდება თაღლითობა
მადლობა წინასწარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55630583
· 24 Dec 2019, 10:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tbilisiforum
QUOTE
რომ საჩივარი შევიტანო
ვერც კალამს გაგადებინებთ ვინმე ხელიდან, ვერც საჩივრის მიტანა-გაგზავნას აგიკრძალავენ და საჩივარიც ვალდებულები არიან ჩაიბარონ[!]. აი, ამ საჩივრის წარმოებაში მიღება[!] კი ნამდვილად ნონსენსია.
QUOTE
შევიტანო და თაღლითობის მუხლით ავღძრა საქმე? და აქვს თუ არა აზრი რომ ვუჩივლო, და რაპეოცედურებია თუ დამტკიცდება თაღლითობა
რა თქმა უნდა წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, აღიძრება საქმე თუ არა, ვინაიდან თქვენ კი ვერ აღძრავთ, მხოლოდ შესაბამის ორგანოებს აქვთ ამის უფლება. ამასთანავე დიდი ალბათობით, ასევე დიდ შარში რომ გაყოფს თავს ის სამართალდამცავი პერსონა, ვინც "მიიღებს და აღძრავს" - უდავოა. შეკითხვაში აღწერილი სამართალურთიერთობა აბსოლუტურად მოკლებულია სისხლის სამართლის, კერძოდ, თაღლითობის დანაშაულის ინკრიმინირების პერსპექტივას. თქვენ თვითონ მიუთითებთ, "ვასესხეო", რომელიც უდავოდ ნებაყოფლობითია, და, "არ უნდა ვალის დაბრუნებაო" - რასაც დანაშაულთან, თუნდაც თაღლითობასთან, რაიმე კავშირი, მითუმეტეს იურიდიული, არა აქვს.
დიდი ალბათობით, შეკითხვის ავტორს სინამდვილეში აშფოთებს ის გარემოება, რომ სესხის წერილობითი პირდაპირი გარიგება არა აქვს დადებული და "კონსულტაციის" სახით ("ასე მითხრეს" ნაირსახეობის გამოვლენით) მიღებული აქვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გზით წასვლის არჩევანი.
2-3 წლით ქვეყანაში არყოფნაც, აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის თქვენი, როგორც მსესხებლის, მევალის უფლებების დაცვასთან. თუ არსებობს სესხის დამადასტურებელი "უამრავი მიმოწერა ნომერზეც და ფეისბუქზეც", უმჯობესია სწორი, გამართული სამართლებრივი გზით მოითხოვოთ ვალის დაბრუნება - თქვენს წარმომადგენელს საქართველოში, რომელსაც დანიშნავთ, თუნდაც skype-ს გამოყენებით მინდობილობის გაფორმებით, ხელთ აქვს ყველა საშუალება იმოქმედოს თქვენი ინტერესების დასაცავად.
This post has been edited by
Правовед
on 24 Dec 2019, 10:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1033
წევრი No.: 168002
რეგისტრ.: 29-May 13
#55630762
· 24 Dec 2019, 11:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადლობა ინფორმაციისთვის, ანუ ეს სამოქალაქო დავა იქნება და არა თაღლითობა როგორც მივხვდი ხომ? აქვს აზრი რომ შევიტანო განცხადება? ვასესხე მაგრამ კონკრეტულ ვადამდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55631213
· 24 Dec 2019, 13:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tbilisiforum
თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ნორმალური გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ... სიდედრს სიძისგან ვალის აღებას და მის დაუბრუნებლობას თაღლითობად შეატენის?! მსგავსი ძლევამოსილების მფლობელისათვის ის უფრო ადვილი არ არის, ურჩ სიდედრს ისე მიაწვეს, ფული პროცენტებით მოაცუნცულებინოს, ვიდრე რაღაც იურიდიულ ზღაპრებზე იჩალიჩოს?!
სწორად მიხვდით! სამოქალაქო დავის საკითხია ეს შემთხვევა.
This post has been edited by
Правовед
on 24 Dec 2019, 13:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1033
წევრი No.: 168002
რეგისტრ.: 29-May 13
#55631906
· 24 Dec 2019, 16:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 24 Dec 2019, 13:37 )
tbilisiforum
თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ნორმალური გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ... სიდედრს სიძისგან ვალის აღებას და მის დაუბრუნებლობას თაღლითობად შეატენის?! მსგავსი ძლევამოსილების მფლობელისათვის ის უფრო ადვილი არ არის, ურჩ სიდედრს ისე მიაწვეს, ფული პროცენტებით მოაცუნცულებინოს, ვიდრე რაღაც იურიდიულ ზღაპრებზე იჩალიჩოს?!
სწორად მიხვდით! სამოქალაქო დავის საკითხია ეს შემთხვევა.
როგორ მირჩევ როგორ მოვიქცე, მიმოწერა მაქვს მხოლოდ სხვა მტკიცებულება არა, იქნებ სრული კონსულტაცია გამიწიოს ვინმემ როგორ უნდა მოვიქცე, თუ არის ეს მტკიცებულება საკმარისი, მაგრამ რახდება იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში არ აღიარებს რომ ვალი აქვს? (ვასესხე ფული რომლითაც მანქანა შეიძინა და გაქირავებული აქვს) და სასამართლო როგორ დააკისრებს თანხის დაბრუნებას, როგორ ხდება თანხის ამოღება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55632434
· 24 Dec 2019, 19:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tbilisiforum
საყურადღებოა, რომ სასესხო ვალდებულებას ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურებები.
სამოქალაქო კოდექსი (624-ე მუხლის მე-2 წინადადება) ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევაში. ამდენად, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებები (და არა მხოლოდ გამსესხებლის უფლება), მათ შორის, სესხის შესრულების ვალდებულება, თუ ის ზეპირი ფორმითაა დადებული, უნდა დადასტურდეს განსაკუთრებული მტკიცებულებებით.
ამისთვის საჭიროა საკმაოდ დაწვრილებით შესწავლილ იქნას გარემოებები: როგორ გადაეცით თანხა, რა შინაარსს შეიცავს ეს მიმოწერები, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა ამ მიმოწერის დამოწმების, არსებობენ თუ არა მოწმეებიც, და მრ. მრ. ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, უნდა უპირობოდ დადგინდეს გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტები.
QUOTE
სასამართლო როგორ დააკისრებს თანხის დაბრუნებას, როგორ ხდება თანხის ამოღება?
სასამართლო წყვიტავს: დაეკისროს მავან მავანისთვის ამდენი თანხის გადახდა. თანხის "ამოღება" ნიშნავს გადახდის იძულებას - ამ ფუნქციებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. "მექანიზმი" საკმაოდ ვრცელია და ვარიანტების ჩამოთვლა შეუძლებელია. შედით აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტზე და საკმაოდ გასაგებადაა იქ ინფორმაცია განთავსებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1033
წევრი No.: 168002
რეგისტრ.: 29-May 13
#55632834
· 24 Dec 2019, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თანხა ვასესხე და მანქანა იყიდა იმ დღესვე, ანუ თვითონ მაგის საშუალება არ ექნებოდა, ფაქტია მანქანა გაუჩნდა, ანუ იყიდა ნასესხები ფულით, კი მოწმეები არიან რომ ფული გადავეცი, მიწერ მოწერა თანხას შეეხება, რამდენი მავს მიცემული, როდის უნდა დაებრუნებინა, რისთვის ჭირდებოდა, ეხლა რომ უარზეა და ყველაფერი, მაქვს როგორც სოციალურ ქსელში ასევე ნომერზეც, ეს საკმარისია? მაგრამ მე არვიმყოფები ამჟამად საქართველოში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55633972
· 25 Dec 2019, 06:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tbilisiforum
არც კი ვიცი, როგორ მოგითხროთ აუცილებელი ღონისძიებები. საკმაო ჩამონათვალია. დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ რწმუნებული, რომელიც თქვენი სახელით იმოქმედებს საქართველოში. ტექნიკური საშუალებები, ტელეფონი, კომპიუტერი, ტაბლეტი და ა. შ., რომლებშიც განთავსებულია ეს მიწერ-მოწერა, უცნობია სად იმყოფება და ვის აქვს წვდომა. არც ისაა ცნობილი სად, რომელ ქვეყანაში იმყოფებით და გაქვთ თუ არა შესაძლებლობა დადგენილი წესით დაამოწმოთ ეს ტექსტები. ფული მთლიანად გადაეცით, თუ ნაწილ ნაწილ. რა ვალუტაში და მოწმეების საიმედოობა თუ გარანტირებულია (ეს კიდევ საქმისათვის ხელის მოკიდების საგრძნობი წინააღმდეგობაა). უსასრულოდ შესაძლებელია გაგრძელება, მთელი გვერდები არ ეყოფა მიწერ-მოწერას. არც კი ვიცი, ვიმეორებ, როგორ არის შესაძლებელი თქვენი დახმარება - მიმართეთ ადვოკატს და მან აწარმოოს საქმის გაძღოლა. მე გიხდით ბოდიშს! ობიექტურად დიალოგის გაგრძელებაში ვერ ვხედავ რაიმე საღ აზრს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tbilisiforum
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1033
წევრი No.: 168002
რეგისტრ.: 29-May 13
#55635591
· 25 Dec 2019, 17:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 25 Dec 2019, 06:02 )
tbilisiforum
არც კი ვიცი, როგორ მოგითხროთ აუცილებელი ღონისძიებები. საკმაო ჩამონათვალია. დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ რწმუნებული, რომელიც თქვენი სახელით იმოქმედებს საქართველოში. ტექნიკური საშუალებები, ტელეფონი, კომპიუტერი, ტაბლეტი და ა. შ., რომლებშიც განთავსებულია ეს მიწერ-მოწერა, უცნობია სად იმყოფება და ვის აქვს წვდომა. არც ისაა ცნობილი სად, რომელ ქვეყანაში იმყოფებით და გაქვთ თუ არა შესაძლებლობა დადგენილი წესით დაამოწმოთ ეს ტექსტები. ფული მთლიანად გადაეცით, თუ ნაწილ ნაწილ. რა ვალუტაში და მოწმეების საიმედოობა თუ გარანტირებულია (ეს კიდევ საქმისათვის ხელის მოკიდების საგრძნობი წინააღმდეგობაა). უსასრულოდ შესაძლებელია გაგრძელება, მთელი გვერდები არ ეყოფა მიწერ-მოწერას. არც კი ვიცი, ვიმეორებ, როგორ არის შესაძლებელი თქვენი დახმარება - მიმართეთ ადვოკატს და მან აწარმოოს საქმის გაძღოლა. მე გიხდით ბოდიშს! ობიექტურად დიალოგის გაგრძელებაში ვერ ვხედავ რაიმე საღ აზრს.
უღრმესი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TheAnswer
ბიბლიოფობი
ჯგუფი: Registered
TheAnswer
ბიბლიოფობი
ჯგუფი: Registered
წერილები: 490
წევრი No.: 186446
რეგისტრ.: 21-May 14
#55636495
· 25 Dec 2019, 21:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
TheAnswerრადგანაც სიზუსტეზეა საუბარი, ყველა კი არა, ვერავინ გაგცემთ ზუსტ პასუხს, ვინაიდან შეკითხვაა დაუზუსტებელი და გავრცობილი. თქვენი ინტერპრეტაციით კი ნუ გადმოსცემთ განაჩენს, არამედ გამოტოვეთ ვინაობა, დასახელებები და ამოკრიფეთ განაჩენიდან (თუნდაც გერმანულად, თუ ვერ თარგმნით): მუხლი, რომლის საფუძველზე თქვენ გაგასამართლეს, და რეზოლუტიური ნაწილი სიტყვასიტყვით, ანუ რა ჩაწერა სასამართლომ განაჩენში. დიდი ალბათობით, თქვენ შეგეფარდათ 900 ევრო. ეს 100 ევრო 9 თვის განმავლობაში, სასამართლომ განწილვადების უფლება მოგცათ, სანქციასთან არა აქვს პირდაპირი კავშირი. ხოლო ამის შემდგომ რა ჩაწერა "ქვეყნის დატოვებასთან" დაკავშირებით, უცნობია. თუ არაფერი ჩაუწერია, ანუ, არ მოუსჯია, შეუფარდებია, თქვენს მიერ გერმანიის საზღვრების დატოვებას არავითარი წინაღობა არ ემუქრება. არც ჯარიმის მთლიანად დაფარვას გიკრძალავთ ვინმე - დიდი ალბათობით, სასამართლომ გაითვალისწინა თქვენი ქონებრივი მდგომარეობა (იქნება ორი სიტყვა განაჩენში) და მოახდინა ჯარიმის განწილვადება. ჯარიმის გადახდის გაგრძელება შესაძლებელი კი არა, აუცილებელია, საქართველოში იქნებით თუ რომელიმე ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომაც დაიჭირეთ თადარიგი და ზუსტად დაადგინეთ ის რეკვიზიტები, რა ანგარიშსზეც არის საჭირო თქვენი გადახდები.
11 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი სასამართლომ და ამ დღის მერე ვეძებ ფურცელი ხომ არ გამოუტანებიათ, რომელზეც შეიძლება ეს ყველაფერი ეწეროს. (ბერლინიდან შორს ვარ ამ მომენტში და ამ ინფორმაციის მისაღებად ვერ ვახერხებ მისვლას პოლიციაში ან რამე მსგავს დაწესებულებაში, ტელეფონით ან ონლაინაც ვერ მოვახერხე)
ერთადერთი, რაც მომცეს, არის ფურცელი, რომელზეც წერია საბანკო რეკვიზიტები.
სხვა არაფერი მოუციათ.
განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ უხსენებია არაფერი ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, ანუ არც ჩაწერილი იქნება არსად?
თუ შესაძლებელია არ ეთქვა და ჩაეწერა?|
მადლობა პასუხისთვის
This post has been edited by
TheAnswer
on 25 Dec 2019, 21:26
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
434
435
[436]
437
438
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1292 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.