Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
435
436
[437]
438
439
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2494
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12
#55638636
· 26 Dec 2019, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თანხა ვასესხე და მანქანა იყიდა იმ დღესვე, ანუ თვითონ მაგის საშუალება არ ექნებოდა, ფაქტია მანქანა გაუჩნდა, ანუ იყიდა ნასესხები ფულით, კი მოწმეები არიან რომ ფული გადავეცი, მიწერ მოწერა თანხას შეეხება, რამდენი მავს მიცემული, როდის უნდა დაებრუნებინა, რისთვის ჭირდებოდა, ეხლა რომ უარზეა და ყველაფერი, მაქვს როგორც სოციალურ ქსელში ასევე ნომერზეც, ეს საკმარისია? მაგრამ მე არვიმყოფები ამჟამად საქართველოში
სოციალური ქსელის მინაწერ მონაწერები თუ გაქვს სადაც დასტურდება
თანხის გადაცემა
და + მოწმეების გეყოლება შეძლებ მტკიცებას სასამართ₾ოში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha-17
Crazy Member
ჯგუფი: Registered
lasha-17
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1306
წევრი No.: 160424
რეგისტრ.: 28-January 13
#55654078
· 30 Dec 2019, 18:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში, მამის გარდაცვალების შემდეგ ბინა მეუღლეს რჩება, თუ შვილს?
ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია, რომ ქონების გადაფორმება უფასოა და მხოლოდ რეგისტრაციაა ფასიანი. მაინტერესებს რა ღირს რეგისტრაცია? :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wrangler7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
wrangler7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10929
წევრი No.: 136578
რეგისტრ.: 3-October 11
#55654323
· 30 Dec 2019, 20:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha-17
პირველი მემკვიდრე მეუღლეა,დანარჩენი არ ვიცი :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2494
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12
#55654401
· 30 Dec 2019, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha-17
QUOTE
გამარჯობა, ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში, მამის გარდაცვალების შემდეგ ბინა მეუღლეს რჩება, თუ შვილს?
ორივეს თანაბრად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55654436
· 30 Dec 2019, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha-17
QUOTE
მამის გარდაცვალების შემდეგ ბინა მეუღლეს რჩება, თუ შვილს?
ადამიანის გარდაცვალების შემდეგ არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. შეკითხვიდან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით.
კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
გარდაცვლილის შვილები (შეკითხვაში მარტო ერთი შვილია) და მეუღლე კანონით მემკვიდრეებს რიგითობის მიხედვით მიეკუთვნებიან I რიგს. სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. შესაბამისად, ბინა მეუღლეს და შვილს "რჩება" თანაბარწილ საკუთრებაში. მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
QUOTE
ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია
ინტერნეტში მოძებნილი, ნახული გაქვთ არასწორი ინფორმაცია - თანაც, სამწუხაროდ, წყაროს არ უთითებთ.
იმისათვის, რომ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება გადავიდეს (შეკითხვაში "გაფორმდეს") მემკვიდრეზე, საჭიროა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. ქონების "გადაფორმების" სანოტარო მოქმედების შესრულების მოსაკრებელი მიახლოებით 40 ლარია (სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება, შორს წაგვიყვანს) და საჯარო რეესტრში - 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი.
This post has been edited by
Правовед
on 30 Dec 2019, 20:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
amorzali
Super Member
ჯგუფი: Registered
amorzali
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90228
რეგისტრ.: 1-May 09
#55658628
· 1 Jan 2020, 05:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამოქალაქო სამართალში ყველაზე ძლიერი სანდო ადვოკატი რომელია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55659025
· 1 Jan 2020, 14:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
amorzali
QUOTE
სამოქალაქო სამართალში ყველაზე ძლიერი სანდო ადვოკატი რომელია?
პირველობა კომპეტენტურობაში ეკუთვნის ჯო [ჯოზეფ[ ჯემეილს, King of Torts-ად წოდებულს ... ყველაზე ძლიერი ალბათ საჭიროა სპორტსმენ ადვოკატებში მოვიძიოთ ... სანდოობასთან დაკავშირებით, ძნელია პასუხის მოძებნა ...
:lol: გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gurulo22
Super Member
ჯგუფი: Registered
Gurulo22
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 182908
რეგისტრ.: 9-March 14
#55664938
· 3 Jan 2020, 15:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა ერთი კითხვა მაქვს თუ ვინმეს გქონიათ შეხება აზარტული თამაშების შესახებ კანონთან
https://xbet.ge
ეს საქმიანობა რამდენად დასაშვებია ლიცენზირების გარეშე და ითვლება თუ არა კანონდარღვევად?
ტურნირებსაც მართავენ სავარაუდოდ პროგოზებს იღებენ და შემდეგ გამართლებული პროგნოზების მიხედვით დგება რეუტინგები და გამარჯვებული 3-ეული იღებ საპრიზო თანხას
https://xbet.ge/prognozistebi.html
აქვე მაგათი წესები
https://xbet.ge/reglamenti.html
იქნებ ვინც ერკვევით არ დაიზაროთ და მითხრათ რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში ეს ყველაფერი .. მადლობა წინასწარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
likaka
Crazy Member
ჯგუფი: Members
likaka
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2481
წევრი No.: 141243
რეგისტრ.: 6-January 12
#55676824
· 6 Jan 2020, 16:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო, ჩემს ახლობელს მიკროსაფინანსოს სესხები აქვს ხანდაზმული , ბოლო გადახდიდან გასულია 3 წელი, როგორ უნდა მოიქცეს რომ ოფიციალურად სცნონ სესხი ხანდაზმულად და აღარ ფიქსირდებოდეს ბაზაში??
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55677043
· 6 Jan 2020, 17:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
likaka
"ოფიციალურად' არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, თუ არ გვეტყვით, რაში ეშლება ხელი თქვენს ახლობელს ამ არაღიარებული ხანდაზმულობის მიზეზით, ანუ რა მიზანს ემსახურება სესხის "ხანდაზმულად ცნობა". ვერავინ ვერასოდეს ვერავის ჩამოართმევს უფლებას მოითხოვოს გასესხებული - არ დაუკმაყოფილოს მოთხოვნა - სავსებით შესაძლებელია, თუნდაც მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. განცალკევებული იურიდიული ინტერესი ასევე გონივრულ ფარგლებს აცილებულია. ასევე საჭიროა ალბათ, განმარტოთ, რას გულისხმობთ "ბაზა"-ში.
ნუ ჩათვლით გამაღიზიანებლად, ვამჯობინოთ პირდაპირობა - იურისპრუდენცია იცავს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს - სურვილებისა და კაპრიზების რეალიზაცია ხშირად არ არიან დასახელებულებთან თანხვედრაში.
* * *
Gurulo22
QUOTE
კანონის ფარგლებში
არასოდეს არ ჯდებოდა, არ ჯდება, და არ ჩაჯდება აზარტული თამაშები. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშის ან სანაძლეოსათვის, ასევე საბირჟო ან ამის მსგავს გარიგებებზე საქონლის ან საბირჟო ქაღალდების მიწოდების შესახებ, რომელსაც თამაშის ან სანაძლეოს ხასიათი აქვს. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება. ეს მსოფლიო ზოგადსამართლებრივი პრინციპია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 951-ე მუხლია, მაგალითად.
This post has been edited by
Правовед
on 6 Jan 2020, 17:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEO2020
Newbie
ჯგუფი: Registered
GEO2020
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 254583
რეგისტრ.: 7-January 20
#55681071
· 7 Jan 2020, 17:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა.
გილოცავთ შობას.
მოკლედ ვეცდები სრულყოფილად ჩამოვაყალიბო საკითხი , რომელშიც მინდა თქვენი დახმარება / რჩევა.
ე.ი ერთერთ რაიონში ოჯახის წევრებთან ერთად ვფლობ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს დაახლოებით 700 კვ.მ. აღნიშნული ნაკვეთი საჯარო რეეტრში შესაბამისად რეგიტრირებულია ჩვენზე. რამდენიმე წელია არ ვახდენდით ამ ნავეთით სარგებლობას.
2017 წლის ნოემბრის თვეში ამ ნაკვეთის შუაში გაზგამანწილებელმა კომპანიამ გაიყვანა გზის მილი. მილის გაყვანა მესაკუთრებთან შეთანხმების გარეშე მოხდა და გაყვანის ფაქტი ჩვენს მიერ აღმოჩენილი იქნა მოგვიანებით. ე.ი მაინტერესებს შემდეგი საკითხი სასამართლო წესით მესაკუთრეებს შეგვიძლია მოვთხოვოთ თუ არა გაზგანაწილებელ კომპანიას , რომ ჩვენი ნაკვეთის სარგებლობის სანცვლოდ 2017 წლის ნოემბრიდან მოვითხოვოთ ყველთვიური ქირა X თანხა?? რამდენად შესაძლებელია რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს სასამართლომ? ფაქტიურად გაზის კომპანია ყოველგვრი საფასური გადახდის გადახდისა და მესაკუთრეების თანხობის გარეშე სარგებლობს ჩვენი ქონებით.
პ.ს ვეცადე სრულად გადმომეცა საკითხი თუ რაიმე დეტლის დამატებაა არის საჭირო არ დაგზარდებით. წინასწარ მადლობა ყველას.
This post has been edited by
GEO2020
on 7 Jan 2020, 18:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgian_Highlander
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Georgian_Highlander
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1925
წევრი No.: 254441
რეგისტრ.: 29-December 19
#55681957
· 7 Jan 2020, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გილოცავთ შობა-ახალწელს.
ესეიგი პიროვნებამ გაჰყიდა სახლი.თანხა აიღო, მარა მერე არ გამოვიდა და გამოასახლეს მიშას დროს.
შემდეგ ქოცების დროს ამ პიროვნებამ გატეხა სახლი და ისევ შესახლდა. პროკურატურამ დაიკიდა.
ხელმეორე გამოსახლება კი გაასაჩივრა, რომ თურმე მფლობელს უკან დაუბრუნა ფული და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა .
პირველმა ინსტანციამ ახალი მფლობელი გაამართლა.
სააპელაციომაც გაამართლა ახალი მფლობელი.
უზენაესმა კი - არასწორად იყო დაყენებული მოთხოვნა, გაბათილება კი არ უნდა მოგეთხოვათ, არამედ უკან მფლობელობაში გადმოცემა უნდა მოგეთხოვათო და გააუქმა წინა გადაწყვეტილებები. უზენაესმაც გაამართლა ახალი მფლობელი , მაგრამ როგორც ჩანს ახლიდან ჩივილის საშუალება დაუტოვა აფერისტ გამყიდველს.
ამასობაში გავიდა 4 წელიწადი.
ეხლა ჩნდება კითხვა თუ არასწორად იყო შევსებული საჩივარი, რატო მიიღეს პირველმა და სააპელაციო სასამართლომ ეს საჩივარი საერთოდ და რატომ დააკარგვინეს ახალ მფლობელს ფულადი სახსრები და დრო? რატო დაუტოვეს აფერისტ გამყიდველს იგივე მიზეზით ახლიდან ჩივილის საშუალება ?
ეხლა გამოსახლებას კვლავ გაასაჩივრებს და კიდე გავა 4 წელი.
საქართველოს სასამართლო ნუცას სკოლაა თუ დაკვეთას ასრულებს ?
This post has been edited by
Georgian_Highlander
on 7 Jan 2020, 21:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55682529
· 7 Jan 2020, 23:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GEO2020
მიწით სარგებლობისთვის გარკვეული თანხა გეკუთვნით. სასამართლო დაგიკმაყოფილებთ ჩამოყალიბებულ, გამართულ, საფუძვლიან და განმტკიცებულ მოთხოვნას. სავარაუდოთ თქვენ გექნებათ ორი მოთხოვნა - პირველი, უკვე სარგებლობით გამოწვეული ქირის ანაზღაურება და მეორე, იჯარის, ქირავნობის, სარგებლობის ხელშეკრულების დადება. ჯერ აუცილებლად უნდა მოახდინოთ სასამართლომდე მოწესრიგების ღონისძიებები და შემდგომ, თუ მოწესრიგებაზე უარი განაცხადა გაზის კომპანიამ, მიმართოთ სარჩელით სასამართლოს. სახეზე უნდა იყოს დავა, კონფლიქტი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEO2020
Newbie
ჯგუფი: Registered
GEO2020
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 254583
რეგისტრ.: 7-January 20
#55682599
· 7 Jan 2020, 23:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
უღრმესი მადლობა , ამომწურავი პასუხისთვის.
ორიოდე კითხვა მაქვს ( იმედია სწორად ვსვავ).
1. ქირის თანხის ოდენობა როგორ უნდა განისაზღვროს , ჩევნი მესაკუთრეების შეხედულებისამებრ თუ რაიმე სტანდარტი არსებობს თუ იცით?
2. თუ გაზის კომპანიამ ჩვენი მესაკუთრეების წერილობითი კომუნიკაცია უყურადღებოდ დატოვა და სასამართლოსთვის მიმართვისას პარალელურად სემეკს რომ მივმართოთ რამეში წაადგება საქმეს თუ არა? არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ მიჩიეს რომ სემეკს და სახალხო დამცველსაც თუ ჩართავ უფრო მეტად ექნება შედეგიო. იქნებ ამ ორ საკითხეზე მითხრათ თქვენი რჩევა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55682869
· 8 Jan 2020, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GEO2020
სავსებით დასაშვებია არსებობდეს რაიმე უწყებრივი აქტი, რომელიც ადგენს ტარიფებს მსგავსი შემთხვევებისთვის. ამ მხრივ, რა თქმა უნდა სემეკისთვის მიმართვა წაადგება საქმეს. სხვა მხრივ, სემეკი და, მითუმეტეს, სახალხო დამცველი საერთოდ რა შუაშია, გაუგებარია. "მითხრეს-მირჩიეს" ქართულ უდღეურ ტრადიციებს საერთოდ ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ხოლმე - აი, თქვენც უნაყოფოდ მოიშველიეთ ეს ანონიმური არგუმენტი - სად გირჩიეს?!... ვინ გირჩიათ?!...
ქირის თანხის ოდენობის განსაზღვრის მეთოდებიც ნამდვილად არსებობენ და საამისო ექსპერტებიც - მათი დასკვნების წარდგენა სასამართლოში, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა.
* * *
Georgian_Highlander
QUOTE
რატო მიიღეს პირველმა და სააპელაციო სასამართლომ ეს საჩივარი საერთოდ და რატომ დააკარგვინეს ახალ მფლობელს ფულადი სახსრები და დრო?
ვერც ერთი ინსტანციის სასამართლო ვერ გააგდებინებს ხელიდან კალამს, აუკრავს პირს ვინმეს და მითუმეტეს, ჩაუკეტავს საბუთების ჩაბარების სარკმელს. უფრო მეტიც, სასამართლოს აკრძალულიც კი აქვს, მიღების სტადიაზე დაიწყოს სარჩელის საფუძვლიანობის განხილვა! სარჩელი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს და იურიდიული ინტერესი ჩამოაყალიბა მოსარჩელემ? ანუ გასაგებად დაწერა რას ითხოვს და ეს ჯდება ზოგადსამართლებრივ ორინციპების ფარგლებში? - ბასტა, მეტი არ მოეთხოვება სასამართლოსთვის მიმმართველს. არც ეს არის მართალი, რომ ახალ მფლობელს ფულადი სახსრებს და დროს აკარგვინებს ვინმე - ყოველი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე გამზიარებელია იმ მოსალოდნელი რისკისა, რომელიც მის გარიგებებს შეიძლება მოჰყვეს. თანაც კომპენსაციაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით.
სამართალი არ არის ვიღაცის "შემოგდებული", რაღაც აბსტრაქტულად შექმნილი კანონების ტექსტი, იგი სოციალურ ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებია - იგი კაცობრიობის უდიდესი და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. სამწუხაროა, რომ საქართველოში სამართალშეგნების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
თქვენ ისეთ "პაუზებს" ასახელებთ ნაც-ქოცთა ეპოქათაშორისობაში, დიდი ალბათობით, მოცემულ შემთხვევას, შეკითხვაში "გამოტოვებული" ისეთი "ისტორია" აქვს სარჩულად ამოდებული, მთლად მარტივი "გაჰყიდა სახლი.თანხა აიღო" არ იყო გარიგების არსი.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას "კიდე გავა 4 წელი", არც ისე ძნელად გასათვლელ პერსპექტივას წარმოდგენდა და, რამდენიც გინდა ვეძახოთ "ნუცას სკოლა თუ დაკვეთის შემსრულებელი" - სასამართლოსგან ამ რისკების დაზღვევას ვერასოდეს მივიღებთ.
This post has been edited by
Правовед
on 8 Jan 2020, 01:19
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
435
436
[437]
438
439
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1055 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.