Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
438
439
[440]
441
442
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55749033
· 23 Jan 2020, 17:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ ვიცი როგორ წავშალო და ...
არ ვიცი როგორ წავშალო ...
არ ვიცი როგორ წავშალო
This post has been edited by
Правовед
on 23 Jan 2020, 17:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andrex
Fuck Your Way Bitch
ჯგუფი: Registered
andrex
Fuck Your Way Bitch
ჯგუფი: Registered
წერილები: 291
წევრი No.: 171312
რეგისტრ.: 4-August 13
#55760932
· 26 Jan 2020, 14:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობარს სჭირდება სასწრაფოდ საოჯახო სამართლის კარგი ადვოკატი, დასაწყისისთვის კონსულტაცია რომ გაიაროს და საჭიროების შემთხევავში მერე აიყვანოს კიდეც უფლებადამცველად. (თბილისში)
იქნებ ვინმე გამოცდილი ადვოკატი მირჩიოთ ბავშვების მეურვეობის დავებში რომ კარგად ერკვეოდეს. მადლობა წინასწარ :)
This post has been edited by
andrex
on 26 Jan 2020, 14:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bella Moretta9
Crazy Member
ჯგუფი: Members
Bella Moretta9
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2125
წევრი No.: 88281
რეგისტრ.: 7-April 09
#55764609
· 27 Jan 2020, 10:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით, ჯვრისწერას აქვს იურიდიული ძალა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55764972
· 27 Jan 2020, 12:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bella Moretta9
გააჩნია რასთან დაკავშირებით დაიბადა ეს შეკითხვა. სამართლებრივი ურთიერთობის იურიდული შედეგი სხვადასხვაა და დამოკიდებულია პირთა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტზე.
რადგანაც "ჯვრისწერა" გაქვთ ნახსენები, კონსტიტუციური შეთანხების, ანუ კონკორდატის ნორმებით საეკლესიო წესით ჯვრისწერის სახელმწიფოსაგან აღიარება დეკლარაციული ხასიათისაა და მეუღლეთა კანონით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველს არ წარმოადგენს.
ამასთანავე, ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ ახლადშექმნილი ოჯახი მართლმადიდებლური წესით ხდება კანონიერი და მას გარკვეული თანამდევი იურიდიული შედეგებიც გააჩნია - მაგალითად პროკურორი ვერ აიძულებს, მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება მიცეს.
ასე რომ, გააჩნია რასთან აკავშირებთ და გინდათ იურიდიული ძალის შესახებ პასუხის მიღება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 203592
რეგისტრ.: 12-June 15
#55769332
· 28 Jan 2020, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2019 წლის მარტში ვიყავი საქალაქო სასამართლოში
მიჩივლა პრობლემური აქტივების ბიურომ
იქ შევთანხმდით რო 7 თვის განმავლობაში 100 ლარს გადავიხდიდი
ხოლო პირობებზე სად და როგორ უნდა გადაიხადო დაგიკავშირდებითო (ამას ისმენდა მოსამართლეც და მისი თანაშემწეც და კაციშვილი არ დამკავშირებია, მისამართი და ნომერი იგივე მაქ)
ახლა მიკავშირდება სხვა კომპანია ჩვენ გადმოგვეცა ეგ საქმეო
ანუ მაშინ მქონდა საშუალება და გადავიხდიდი და ახლა ისე არასტაბილურად ვარ, რომ არ ვიცი
და აქვს უფლება ამ კომპანიას მომთხოვოს რამე?
ან წინა კომპანიას არ ქონდა ვალდებულება შეეტყობინებინა ჩემთვის რო საქმე გადასცა მესამე პირს? ან რატო გადასცა დავარღვიე პირობა თუ რა პირიქით აქეთ დაარღვია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55773711
· 29 Jan 2020, 10:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
გაეცანით აუცილებლად სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს! მოსამართლე "ესწრებოდა" (თანაშემწე ხო საერთოდ არაფერ შუაში არ არის) რაიმე "შეთანხმებას" იურიდიულ ძალას არ აძლევს. ისიც დააზუსტეთ, "სხვა კომპანია" უბრალო "საქმის გადმოცემას" ახორციელებს, თუ აღსრულებას აწარმოებს. მოკლედ, "მითხრეს-დაესწრნენ" არგუმენტები მოიქნიეთ და საბუთები მოიძიეთ - იქ რაც და როგორც წერია, ის არის სინამდვილე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11598
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55773882
· 29 Jan 2020, 11:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
QUOTE
2019 წლის მარტში ვიყავი საქალაქო სასამართლოში
მიჩივლა პრობლემური აქტივების ბიურომ
იქ შევთანხმდით რო 7 თვის განმავლობაში 100 ლარს გადავიხდიდი
ხოლო პირობებზე სად და როგორ უნდა გადაიხადო დაგიკავშირდებითო (ამას ისმენდა მოსამართლეც და მისი თანაშემწეც და კაციშვილი არ დამკავშირებია, მისამართი და ნომერი იგივე მაქ)
ახლა მიკავშირდება სხვა კომპანია ჩვენ გადმოგვეცა ეგ საქმეო
ანუ მაშინ მქონდა საშუალება და გადავიხდიდი და ახლა ისე არასტაბილურად ვარ, რომ არ ვიცი
და აქვს უფლება ამ კომპანიას მომთხოვოს რამე?
ან წინა კომპანიას არ ქონდა ვალდებულება შეეტყობინებინა ჩემთვის რო საქმე გადასცა მესამე პირს? ან რატო გადასცა დავარღვიე პირობა თუ რა პირიქით აქეთ დაარღვია
ხელახლა შეგიძლიატ მორიგება, დაელაპარაკეთ მორიგებაზე
* * *
Bella Moretta9
QUOTE
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით, ჯვრისწერას აქვს იურიდიული ძალა?
არა, არ აქვთ იურიდიული ძალა და არც სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს
* * *
andrex
QUOTE
მეგობარს სჭირდება სასწრაფოდ საოჯახო სამართლის კარგი ადვოკატი, დასაწყისისთვის კონსულტაცია რომ გაიაროს და საჭიროების შემთხევავში მერე აიყვანოს კიდეც უფლებადამცველად. (თბილისში)
იქნებ ვინმე გამოცდილი ადვოკატი მირჩიოთ ბავშვების მეურვეობის დავებში რომ კარგად ერკვეოდეს. მადლობა წინასწარ
ბავსვი იმ მშობელთან უნდა გაიზარდოს, რომელიც გამოთქვავს ბავშვის აღზრდის სურვილს და რომელიც უკეთეს პირობებს წარუდგენს სასამართლოს ბავშვის აღსაზრდელად.ამ საკითხის გადაწყვეტაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც წარადგენს სასამართლოს წინაშე დასკვნას საკითხის შესაბამისი ესწავლის შემდეგ, თუ სად, ან რომელ მშობელთანაა უკეთესი ბავშვის აღზრდა.
კონკრეტული ადვოკატის ვინაობას ვერ გირჩევთ, ვინაიდან ამ თემაზე ზოგადად სამოქალაქო დარგის ადვოკატები მუშაობენ და მეტნაკლებად ესმით ეს საკითხი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 203592
რეგისტრ.: 12-June 15
#55774237
· 29 Jan 2020, 13:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
საბუთები მოიძიეთ - იქ რაც და როგორც წერია, ის არის სინამდვილე.
იქ წერია, რომ პრობლემური აქტივების ბიუროსთვის 2019 წელს უნდა გადამეხადა ჯამში 700 ლარი, თვეში 100 ლარის ოდენობით აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
მაგრამ არ ეწერა როგორ უნდა გადამეხადა და ეგ ვიკითხე და მაგაზე მითხრა დაგიკავშირდებითო და წამით არ დამიშვია რო არ დამიკავშირდებოდა აკლებული ვყავდი იქამდე, იქვე ისიც ვიკითხე რო კარგად ვერ ვერკვევი და რამე კიდე დაფარული საკომისიოები ხო არ არის რისი გადახდაც ზედმეტად მომიწევსთქო და მოსმართლემ არა მე გაძლევ მაგის გარანტიასო და წამოვედი
რო არ დამიკავშირდა მეთქი ჯარიმებს ხო არ მიჩალიჩებენთქო და წავედი მაინც და სწრაფი გადახდის აპარატებში მოვძებნე ეგ პრობლემური აქტივებსი ბიურო და შევიყვანე ჩემი პირადობა და "შეცდომა
მონაცემი ვერ მოიძებნა. გთხოვთ გადაამოწმოთ " ეს დამიწერა.
QUOTE
გაეცანით აუცილებლად სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს!
სასამართლოს გამართვამდე მოვრიგდით მოსამართლემ სანამ დავიწყებდეთ სცადეთ მორიგებაო? იკითხა და არა მეთქი და მაშინ გირჩევ მორიგდეთო მე შეილება მთლიანი თანხა დაგაკისრო და რასაც გთავაზობს არ არის ცუდი ვარიანტიო, მოკლედ ისე მესაუბრა დავთანხმდი და შევთანხმდით იმაზე რაც ზემოთ დავწერე
არ ვიცი რას გულისხმობ სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტში იქ ერთი რასაც გავეცანი ის ფურცელი იყო სადაც რაც ზემოთ დავწერე ის ეწერა (თვეში 100 ლარი რო უნდა მეხადა) და რაზეც ხელი მოვაწერე
qar-tleti
QUOTE
ხელახლა შეგიძლიატ მორიგება, დაელაპარაკეთ მორიგებაზე
მორიგების დროს შესაძლებელია თანხა გადასახდელი რაც მქონდა სულ თავიდან იმაზე მეტად დავაკლებინო? აზრი აქვს ეგრე რო მივუდგე საკითხს?
5 წელია გასული სანამ 3 წელი გახდებოდა 2 კვირით ადრე უჩივლიათ და კაი ერთი წლის მერე გაიმართა სასამართლო სადაც მივედი და ეგ შეთანხმება დავდეთ რომელიც თვითონვე დაარღვიეს მე ეგრე ვფიქრობ და ხანდაზმულად არ შეიძლება რო ჩაითვალოს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55774657
· 29 Jan 2020, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
"ფურცელს" აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათაური - სასამართლოს მიერ გაცემულს კი, "განჩინება", "გადაწყვეტილება" - უფრო კარგი იქნება რაც ეწერა ის მიუთითოთ სიტყვასიტყვით. დიდი ალბათობით, ეს იყო განჩინება მორიგების აქტის შესახებ, სადაც ეწერებოდა, ამან და ამან გადაუხადოს 700 ლარი, ამა და ამ წესით - ანუ თვეში 100 ლარი.
ისე ამ 700 ლარს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ თანხას, რაც თქვენ აღწერეთ, იქიდან გამომდინარე, კაპიკს ვერ მიაწებებს ვერავინ. "არ შემიძლია ეხლა გადახდა", სამწუხაროდ, ამ გარემოების სესხის ვალდებულებებთან დაკავშირება შეუძლებელია.
ეხლა რაც შეეხება იმ მიზეზს, "დაგიკავშირდებითო" ... "და კაციშვილი არ დამკავშირებია" - ეს არის მხარის უფლება და არა მოვალეობა. ეს არ არის და ვერც იქნება "შეთანხმების დარღვევა" - მსესხებლის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან (პირგასამტეხლო, ჯარიმა, პროცენტები) განთავისუფლების საფუძველი - უცილოდ, მაგრამ არა გამსესხებლის მოთხოვნის უფლების დაკარგვის შესაძლებლობა. ასევე თქვენი უფლება არის და იქნება, მიგეწერათ და შეგეხსენებინათ!
რაც გქონდათ ვალი, ანუ ეს 700 ლარი ამის მოკლება-დაკლება არ მარტო იურიდიულად, უბრალო ლოგიკითაც შეუძლებელია და ეხლავე აგიხსნით. აი, გადახდის პირველ თვეს, რომ არ დაგიკავშირდნენ ("ჯარიმებს ხო არ მიჩალიჩებენთქო", როვა გაიფიქრეთ), მაშინ რო დაგესვათ ეს შეკითხვა, ალბათ ეხლა უფრო გაგიადვილდებოდათ - თუ კრედიტორი თვითონ წელავს, თავს არიდებს მიღებას, თქვენ შეგეძლოთ უბრალოდ ნოტარიუსისთვის ჩაგერიცხათ, მიგეტანათ ეგ ფული და 7 თვის შემდეგ თავისუფალი იქნებოდით ყოველგვარი ვალდებულებისაგან.
* * *
qar-tleti
ბავშვების მეურვეობის[!] დავებში რა იგულისხმეს? რატომღაც აღზრდა[!] რო გამოტოვეს-ჩაანაცვლეს, მთლად უბრალოდ არ არის ეტყობა მანდ საქმე ... თანაც "მეგობარს სჭირდება" ...
This post has been edited by
Правовед
on 29 Jan 2020, 15:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 203592
რეგისტრ.: 12-June 15
#55775336
· 29 Jan 2020, 17:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მადლობა,
QUOTE
კაციშვილი არ დამკავშირებია" - ეს არის მხარის უფლება და არა მოვალეობა.
არ გეკამათები უბრალოდ მგონია რო თუ მეუბნება დაგიკავშირდებიო უკვე მოვალეობაა რო არ ეთქვა კი ბატონო მაშინ უფლებაა (ისიც მესმის რო მე რაც მგონია ის ერთია და კანონი მეორე მაგრამ თუ ეგაა კანონი არაა ეგ ჩემთვის სამართლიანი და ვიდავებ) მაგრამ აქაც რაც არ უნდა ვიდავო ეს რო გამსესხებლის უფლების დაკარგვასთან არგუმენტი არაა მესმის, ამით ჰაჰა საპირწონედ დრო მოვითხოვო მეც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11598
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55775464
· 29 Jan 2020, 17:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
QUOTE
მორიგების დროს შესაძლებელია თანხა გადასახდელი რაც მქონდა სულ თავიდან იმაზე მეტად დავაკლებინო? აზრი აქვს ეგრე რო მივუდგე საკითხს?
5 წელია გასული სანამ 3 წელი გახდებოდა 2 კვირით ადრე უჩივლიათ და კაი ერთი წლის მერე გაიმართა სასამართლო სადაც მივედი და ეგ შეთანხმება დავდეთ რომელიც თვითონვე დაარღვიეს მე ეგრე ვფიქრობ და ხანდაზმულად არ შეიძლება რო ჩაითვალოს?
ვერნაირად ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად, იმიტომ რომ სასამარტლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არის ათი წელი, მათ შორის მორიგებით დამთავრებულისაც. სესაძლოა პირველ შემთხვევაში იყო კიდეც ხანდაზმული, მაგრამ უკვე სასამარტლოს აქვს ნამსჯელი და ძალაშია შესული სასამარტლო გადაწყვეტილება.
მორიგებას რაც შეეხება, ეგ მოლაპარაკების საგანია-რამდენზეც შეთანხმდებით იმდენი იქნება, აუხსენიტ სიტუაცია და წესით უნდა წამოგყვნენ, თუ რათქმა უნდა რაღაც სასწაულად მიუღებელი ტუ არ შესთავაზეთ. ევაჭრეთ ჩვეულებრივ-აუხსენით თქვენი მდგომარეობა და ფინანსური შესაძლებლობები და იმედია დაგთანხმდებიან. დაიწყეთ რაც შეიძლება ქვემოდან,მერე ისინი თავიანტ პირობებს შემოგთავაზებენ და ასე შემდეგ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55775469
· 29 Jan 2020, 17:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
QUOTE
არ გეკამათები
პირიქით! წასახალისებელია, რაც უფრო ვრცლად მოყვებით თქვენს საკითხს და ბევრ შედავებას მოახდენთ! უფრო ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობასაც იძლევით.
დავიწყოთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ამონარიდებით:
მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მუხლი 400. ცნება
მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
თავი მეორე
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
მუხლი 434. ცნება
1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მართალია, მოცემულ შემთხვევაში თქვენ არ გამოგიყენებიათ კანონით მინიჭებული უფლება, მაგრამ ჩანს, რომ შესრულება ვერ მოხერხდა თვით კრედიტორის ბრალით.
თქვენ უდავოდ განთავისუფლებული ხართ 700 ლარს გარეშე ყოველგვარი ვალდებულებებისგან, მაგრამ თვით 700 ლარს ვერაფერი ეშველება - თქვენს მიერ აღწერილი გარემოებები ვერ ჩაითვლება ვალდებულების შეწყვეტის კანონით დადგენილ საფუძვლად, ვალდებულებად გრჩებათ. თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ დეპონირება მოგეხდინათ კრედიტორის ადგილმდებარეობის მიხედვით არსებულ ნოტარიუსებთან და დიდია ალბათობა, ასეთი არაერთია იმ ტერიტორიაზე, სადაც მოღვაწეობს კრედიტორი.
საპირწონედ დროის მოთხოვნასაც არაფერი უდგას წინ - თუ არ დაგეთანხმა კრედიტორი, აღასრულოს - უფრო გაუჯანჯლდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11598
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55775478
· 29 Jan 2020, 17:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
ბავშვების მეურვეობის[!] დავებში რა იგულისხმეს? რატომღაც აღზრდა[!] რო გამოტოვეს-ჩაანაცვლეს, მთლად უბრალოდ არ არის ეტყობა მანდ საქმე ... თანაც "მეგობარს სჭირდება" ...
ვერ მივხვდი თქენი პოსტის აზრს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55775582
· 29 Jan 2020, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qar-tleti
სიმართლე გითხრათ, არც ჩამიდია რაიმე დიდი აზრი - მშობლებთან დაკავშირებული "სურვილები" მეხამუშა, ვინაიდან მოვალეობაა აკისრია მშობელს, თანაც აღზრდის და არა "მეურვეობის".
ასეთია იურისპრუდენცია, ჩემი ბრალი არ არის, დეფინიციების სიზუსტის აუცილებლობას მოითხოვს და სასამართლოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოაქვს გადაწყვეტილება, "პირობების" შეფასებაც მისი დისკრეციაა.
პოსტში შევეცადე "ჩაკითხვის" აუცილებლობა გამომეხატა, ვინაიდან შეკითხვის ავტორებმა (თანაც მეგობრის საჭიროების გამო) რატომღაც ეს სიტყვა - "მეურვეობა" იხმარეს, და, მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა. არც "აღზრდა" უხსენებიათ, არც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრა, არც ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. აშკარაა, რომ საჭიროა ჩაკითხება დაზუსტებისთვის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს, კი უპირობოთ, გეთანხმებით, წამყვანი როლი უკავია მსგავს დავებში.
This post has been edited by
Правовед
on 29 Jan 2020, 17:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11598
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55775992
· 29 Jan 2020, 19:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კი ბატონო გეტანხმები ძირითადად
ბავშვის მეურვეობასი აღზრდაც იგულისხმება თავისტავად და აღზრდის პირობები კიდევ
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
438
439
[440]
441
442
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1369 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.