Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
439
440
[441]
442
443
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11596
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55775992
· 29 Jan 2020, 19:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კი ბატონო გეტანხმები ძირითადად
ბავშვის მეურვეობასი აღზრდაც იგულისხმება თავისტავად და აღზრდის პირობები კიდევ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55776218
· 29 Jan 2020, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qar-tleti
მოვიშველიოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:
...
მუხლი 1205. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა
...
3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.
...
მუხლი 1275. მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები
1. არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.
3. მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
ანუ ბავშვს მეურვეობა უწესდება იმ შემთხვევაში, როდესაც:
სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას ფუნქციები ჩამოერთვა;
სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
მშობელი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11596
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#55776653
· 29 Jan 2020, 22:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.
მართალი ხარ,
მე უბრალოდ ვიგულისხმე რო ბავშვის კუთვნილებას გულისხმობდა მეურვეობაში. კითხვას არასწორად სვავენ ხოლმე
და თუნდაც ასე ყოფილიყო, მიდგომის პრინციპი მაინც არ შეიცვლება.
ყველაშემთხვევაში ბავშვის ადგილსამყოფელს დავის შემთხვევაში განსაზღვრავს სასამართლო სოციალური სამსახურის მიერ გაკეტებული დასკვნის ანალიზის შედეგად. იგივეა მეურვეობის დროსაც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ankamakharadze
Member
ჯგუფი: Registered
ankamakharadze
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 237757
რეგისტრ.: 4-November 17
#55777183
· 29 Jan 2020, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ასეთი კითხვა მაქვს.. საკრედიტო დავა გადაგზავნილია უკვე არბიტრაჟში.. მაქვს თუ არა უფლება არბიტრაჟის წინაშე წამოვაყენო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55777913
· 30 Jan 2020, 03:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qar-tleti
QUOTE
კითხვას არასწორად სვავენ ხოლმე
სწორედ ეს გარემოებაა უკიდურესად და ზედმიწევნით ყურადსაღები! უმეტეს შემთხვევაში, იურიდიული მიზნის კვლევას ხვდება ისეთი წინააღმდეგობები, გონივრულ ფარგლებს სცილდება ხოლმე.
სასარგებლოა კითხვებს დასაწყისშივე ჩამოაშოროთ ზედმეტი ლაკონურობა და აბსტრაქციები, ტელევიზორებიდან "ნასესხები" კანცელარული ლექსიკა, "განყენებული დამკვირვებლის", მარჩიელობისა და ალბათობების კონსტრუქციები.
თითქმის იძულებამდე მიდის, დაისვას შეკითხვა იმ შემადგენლობითა და გარემოებებით, რამაც თვით ამ შეკითხვამდე მიიყვანა ავტორი.
„ასე მითხრეს“, „ერთ ადგილას გავიგე“ და მსგავს უცნობ, სამარჩიელო შეფასებებს, შეკითხვის ავტორის მიერ დოკუმენტებში არსებული ტექსტების ინტერპრეტაციებს, მესამე პირში თხრობის გაგება-გარკვევას საკმაო ენერგიისა და დროის ხარჯვა სჭირდება.
ადრე, ჩემს ჯეელობაში (ასე ვთქვათ, სამშობლოს დატოვებამდე), ზონაში და ქუჩაში იყო გამეფებული მსგავსი კომუნიკაციები, მოსალოდნელი "სიტყვაში გამოჭერის" საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ჩამოსვლისთანავე შევამჩნიე, რომ დღევანდელ მოცემულობაში, საქართველოს მოქალაქეები ბუნდოვანი რიტორიკის აუცილებლობას, უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ.
დრომ და გარემოებებმა მოიტანა ... ალბათ ...
This post has been edited by
Правовед
on 30 Jan 2020, 03:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 203592
რეგისტრ.: 12-June 15
#55779450
· 30 Jan 2020, 15:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პრობლემური აქტივების ბიურომ მიყიდა ჩემი სესხი შპს მიკროლენდს და ახლა ვიხდი მთლიანად და რო დავუკავშირდი ამ მიკროლენდს მეუბნება რო გადახდის აპარატით გადავიხადო შპს პრობლემური აქტივების ბიუროს "პანელიდან" თუ რაცაა ხოდა ეგ სესხი ხო მაგ პრობლემური აქტივების ბიუროსი აღარაა და რა ვქნა მირჩიეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55779768
· 30 Jan 2020, 16:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
"მეუბნება"-ს მოერიდეთ - ეხლა კარგად დაალაგეთ ყველაფერი - გადაამოწმეთ, ვისგან გქონდათ სესხი აღებული და ვისთან "შეთანხმდით" სასამართლოში.
დარწმუნდით (ვისგან გქონდათ სესხი აღებული) და სწორედ იმას გადაუხადეთ -
მოერიდეთ! აპარატებს! ყველა ძალღონით შეეცადეთ გადაიხადოთ პირადი ანგარიშიდან ან საბანკო გადახდით - აი, ცოცხალი ოპერატორი რომ ზის - დაარქვით ამ გადახდას "დავალიანების სრული დაფარვა!" (არ გამოგრჩეთ) და მოითხოვეთ გადახდის ქვითარი და შეინახეთ ერთი წელი მაინც - არ არის ეს საქმეც საძნელო - პურის მაღაზიებზე მეტნი არიან ბანკები!
დანარჩენი?! ვინც არ უნდა, თანაც რას "გეუბნებიან" - დაიკიდეთ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! გაუშვით "ნა-*უი"-ზე ... თუ დაგირეკავენ ...
This post has been edited by
Правовед
on 30 Jan 2020, 16:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
პადჟიგაწელი
ტრაკი ხო იცი?
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 203592
რეგისტრ.: 12-June 15
#55781674
· 30 Jan 2020, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო გადავამოწმე კრედიტინფოში ვნახე და მაგ სესხზე ჯერ "4ფინანსი" იყო კრედიტორად მითითებული (ვისგანაც ვისესხე) მერე "შპს პრობლემური აქტივების ბიურო" (შემდგომ ვისაც გადასცა და ვისაც სასამართლოში შევუთანხმდი) და ახლა არის "შპს მიკროლენდი"
ინტერნეტბანკით გადავურიცხე (ქვითრის ელექტრონული ვერსიაც დავასეივე და ისედაც ინახება როგორც ვიცი)
გადახდის დანიშნულებაში სახელი გვარი პირადი ნომერი და სესხის ნომერი მივუთითე
საგარანტიო წერილის მოწერა ვთხოვე და ეს მომწერეს და ამის შემდეგ გადავურიცხე
(IMG:
https://img.forum.ge/P2iLpiW2i_mBL.png
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4281
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55781844
· 30 Jan 2020, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი ფორუმელებო.იქნებ დამეხმაროთ და მიპასუხოთ,სანამ იურისტებსაც ვკითხავ ხვალ.
მოკლედ მეგობარს აუღია სესხი თავისი მეგობრისთვის რომელიღაც საკრედიტოსგან.400 ლარი.იმას გადაუხდია 200 და მერე ან დაავიწყდა ან არ გადაიხადა.სექტემბერში აღსრულებიდან მოუვიდათ ცნობა და ოჯახმა არ ჩაიბარა.ეხლა კიდევ რომ მოვიდა ცნობა ამან ჩაიბარა.ეხლა დაებლოკა ხელფასი და თხოვენ 3300 ლარზე მეტს.რა შეიძლება გაკეთდეს.იმ 200 ლარს კი გადაიხდიდა რომ ცოდნოდა რომ დარჩენილი იყო.პირადად ამას აქამდე არავინ დაკავშირებია
* * *
ამხელა თანხაზე აწევა შეეძლოთ??? კანონით მგონი არც აქვთ უფლება ამხელა პროცენტის მოთხოვნის.ან გაფრთხილებას ან დარეკვას წინ რა უდგა.პირდაპირ რომ მიუტანეს სახლში.ვერც მიხვდა თავიდან იმას გადახდილი რომ არ ქონდა და ამხელა თანხა ხომ საერთოდ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55782683
· 31 Jan 2020, 03:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პადჟიგაწელი
თავისუფლად შეგეძლოთ, სასამართლოს შემდგომ, გესარგებლად ინტერნეტბანკით PEY სერვისით და გეხადათ - დაგიბრუნდებოდათ უკან თანხა?! ეს უკვე პრობლემური აქტივების ბიუროს პრობლემები იქნებოდა! და ლაზათიანადაც გაუჯაზებდით!
დარწმუნებული ვარ, და მოხარულიც, მიხვდით, რაზე მიმდინარეობდა მსჯელობები წინა პოსტებში ...
* * *
zzz77
QUOTE
ამხელა თანხაზე აწევა შეეძლოთ??? კანონით მგონი არც აქვთ უფლება ამხელა პროცენტის მოთხოვნის.
ვერც კალამს გააგდებინებს ხელიდან და ვერც პირს აუკრავს ვინმეს კანონი. აღსრულებიდან რო მოუვიდათ "ცნობა", ამას თუ დაარქმევთ იმ სახელს, რაც ეწოდება ამ დოკუმენტს, უფრო გარკვეულად შესაძლებელია პასუხის გაცემა. უფრო უკეთესი იქნება, თუ იქ დაწერილი ტექსტის გადმოცემასაც არ დაიზარებთ - (რაც წერია, თქვენი სიტყვებით არა) ვინაობების, მისამართების და სხვა მონაცემების გარეშე. ამ დოკუმენტით (ან დოკუმენტებით) გაირკვევა, გამსესხებელმა რა გზით გაიარა აღსრულებამდე და "რა შეიძლება გაკეთდეს"!
This post has been edited by
Правовед
on 31 Jan 2020, 03:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4281
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55782712
· 31 Jan 2020, 03:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
ხვალ ვნახავ ყველა საბუთს რაც გადაცეს.ჯერჯერობით ესაა რაც მითხრა.მაინც არარეალური მგონია 200 ლარიანი ვალის 3358 ლარამდე აწევა.ყველას რეკვით იკლებენ ამას რატომ არ ურეკავდნენ ვერ ვხვდები.კაპიკი გე იყოო და ეხლა სხვა ქვიაო ესეც არ ახსოვს ზუსტად 5 წელი გავიდა.ანერვიულებულია.ტელეფონით ბევრი ვერაფერი მითხრა.ბოლობპლო სასამართლომდეც გავატანინებ.უბრალოდ ძაან უნამუსობაა 200 დან 3358 ზე უსე აიყვანო არც დაურეკო.500 კი ბატონო გავიგებდი მაგრამ 20 ჯერ მეტის მოთხოვნა ჩვეულებრივი უნამუსობაა.არანაკლები უნამუსობა რაც იმ მეგობარმა გააკეთა
This post has been edited by
zzz77
on 31 Jan 2020, 03:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55783058
· 31 Jan 2020, 10:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zzz77
ამაზე შევჯერდეთ .
ნება თქვენია, რა თქმა უნდა ...
მაგრამ ... მოდით სამართლიანობისთვის დავსვათ რამოდენიმე შეკითხვა:
თქვენ პირადად, გჯერავთ და დარწმუნებული ხართ, რომ დღევანდელი საქართველოს მოცემულობა, მისი ეკონომიკა, შესაძლებლობას მოგვცემდა ისეთი გამსესხებლების (არა მევახშეების, ასე ვთქვათ) არსებობას, "200 დან 3358-ზე" აყვანა რომ არ შეეძლოთ?! და "ჩვეულებრივი უნამუსობით" არ იმოქმედონ??!!
თქვენ პირადად, გჯერავთ და დარწმუნებული ხართ, რომ დღევანდელი საქართველოს მოცემულობა, მისი საზოგადოება, მორალი, ეკონომიკა, უზრუნველყოფდა ისეთი მსესხებელ-მოქალაქეების სიმრავლეში არსებობას, "200 დან 3358-ზე" აყვანა რომ არ ემუქრებოდეთ, კეთილსინდისიერად და უკიდურესი ყურადღებით მოექცეოდნენ სასესხო ვალდებულებებს და მეგობრის ფეხებზე არდამკიდებლობით, "არანაკლები უნამუსობით" არ იმოქმედებდნენ??!!
ეს არის რეალობა!
This post has been edited by
Правовед
on 31 Jan 2020, 10:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4281
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55783757
· 31 Jan 2020, 13:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კი ვხვდები რასაც ამბობ.ეგ ალბათ ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა და ჩვენც გავივლით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55784318
· 31 Jan 2020, 15:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zzz77
:yes:
ამინ! ესეა ნამდვილად!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bella Moretta9
Crazy Member
ჯგუფი: Members
Bella Moretta9
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2125
წევრი No.: 88281
რეგისტრ.: 7-April 09
#55785481
· 31 Jan 2020, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
Bella Moretta9
გააჩნია რასთან დაკავშირებით დაიბადა ეს შეკითხვა. სამართლებრივი ურთიერთობის იურიდული შედეგი სხვადასხვაა და დამოკიდებულია პირთა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტზე.
რადგანაც "ჯვრისწერა" გაქვთ ნახსენები, კონსტიტუციური შეთანხების, ანუ კონკორდატის ნორმებით საეკლესიო წესით ჯვრისწერის სახელმწიფოსაგან აღიარება დეკლარაციული ხასიათისაა და მეუღლეთა კანონით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველს არ წარმოადგენს.
ამასთანავე, ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ ახლადშექმნილი ოჯახი მართლმადიდებლური წესით ხდება კანონიერი და მას გარკვეული თანამდევი იურიდიული შედეგებიც გააჩნია - მაგალითად პროკურორი ვერ აიძულებს, მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება მიცეს.
ასე რომ, გააჩნია რასთან აკავშირებთ და გინდათ იურიდიული ძალის შესახებ პასუხის მიღება.
ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით მაინტერესებს. რამდენად ითვლება მეუღლის თანასაკუთრებად კერძო ქონება, რომელიც მეორე მეუღლის არის, თუ ისინი სამოქალაქო ქორწინებაში აღარ არიან (განქორწინებული არიან), მაგრამ "ჯვარი აყრილი" არ აქვთ.
მადლობა პასუხისთვის
:2kiss:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
439
440
[441]
442
443
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1114 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.