Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
442
443
[444]
445
446
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
konti
bruno konti
ჯგუფი: Members
konti
bruno konti
ჯგუფი: Members
წერილები: 4902
წევრი No.: 21847
რეგისტრ.: 20-July 06
#55974211
· 12 Mar 2020, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სად შეიძლება ავიღოთ წყალსაცავებზე ნაოსნობის ლიცენზია...??
მაგ. მტკვარზე .. მცხეთაში, თბილისში... ენგურჰესის წყალსაცავზე .. და.ა.შ. ფლეაზე..
თუ ასეთი ლიცენზია არ არსებობს...
ან რა დოკუმენტია საჭირო ლეგალური საქმიანობისთვის..??
ამ სახით წყლის გამოყენებაზე იჯარა მგონი
არ არსებობს...
This post has been edited by
konti
on 12 Mar 2020, 21:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melotiku
Member
ჯგუფი: Registered
melotiku
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 37
წევრი No.: 227120
რეგისტრ.: 18-December 16
#55978073
· 13 Mar 2020, 15:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, ერთი ესეთი კითხვა მაქვს.
კომერციული ფართი მაქვს გაქირავებული, ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი არის ფორსმაჟორული სიტუაცია რა დროსაც ქირის თანხას არ მიხდის დამქირავებელი.
ეხლა მაინტერესებს ამ ეპიდეემის დროს რომელიც ითვლება ფორსმაჟორად.
და შეუძლია რომ გამოიყენოს თანხის არ გადახდის მიზეზად. აქვს თუ არა ამ პერიოდის დროს ფართის გამოყენების უფლება?
მგონი სწორად ავხსენი
მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55979568
· 13 Mar 2020, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
melotiku
ფორსმაჟორული სიტუაცი,ა როგორც წესი, მიიჩნევა ხელშეკრულების შესრულების ისეთ დამაბრკოლებელ გარემოებად, რომელიც ხელშემკვრელმა მხარეებმა მიიჩნიეს მხარეებისათვის გადაულახავი და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული გამქირავებლისა და დამქირავებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
ზოგადად ვალდებულებებისგან კი არ ათავისუფლებს, არამედ პასუხისმგებლობისგან. თუ ასეთი პუნქტი ჩაწერეთ, რომ ეპიდემიის დროს ქირას არ იხდის (რაც თავისთავად ფანტასტიურია), ეს არის ხელშეკრულების უცნაური, მაგრამ ერთ-ერთი მისი პირობა.
თან პასუხად ისიც გამოდგება, თვითონ დამქირავებელს შეეკითხოთ, რას აპირებს.
ფართით სარგებლობის უფლებას ვერავინ და ვერაფერი შეუზღუდავს ქირის ხელშეკრულების ფარგლებში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melotiku
Member
ჯგუფი: Registered
melotiku
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 37
წევრი No.: 227120
რეგისტრ.: 18-December 16
#55980393
· 13 Mar 2020, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კერძოთ აი ეს წერია. იქნებ ამიხსნა
6.1 ნებისმიერი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება არ წარმოშობს რაიმე მოთხოვნის უფლებას და არ იქნება მიჩნეული ამ ხელშეკრულების დარღვევად, თუ შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოე-ბებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინებას და თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა შესაბამისი მხარე მიზანშეწონილი ზომების მიღებით. ასეთი განსაკუთრებული პირობები მოიცავს, წყალდიდობას, გაფიცვას, ხანძარს, მიწისძვრას და ბუნების სხვა მოვლენებს, ასევე როგორც ომს, სამხედრო ოპერაციებს, გაფიცვებს, მღელვარებებს, სამთავრობო ღონისძიებებს ან ქმედებებს.
6.2 მხარე, რომელიც მიუთითებს ფორსმაჟორულ გარემოებაზე, თავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან იმ ფარგლებში, რაშიც მას ხელი შეუშალა ფორსმაჟორულმა გარემოებებმა.
ამასთან იგი არ თავისუფლდება ამ ხელშეკრულების იმ სხვა ვალდებულებათა შესრულებისაგან, რომელთა შესრულებასაც ხელს არ უშლის ფორს-მაჟორული გარემოებები.
6.3 მხარე, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორულ გარემოებებზე, უფლებამოსილია მოითხოვოს ვადის გაზრდა გონივრულ ფარგლებში, იმ ვალდებულებათა შესრულებისათვის რომელთა შესრულება დაგვიანდა ან გადაიდო ასეთი პირობების არსებობის გამო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#55981103
· 14 Mar 2020, 00:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
melotiku
რა თქმა უნდა, უპირობო უფლება გაქვთ, შეკითხვები, როგორც მოგესურვებათ, ისე უნდა დასვათ - არავის საქმე არ არის მიგითითოთ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ მიხვდით შეკითხვა როგორ უნდა დაგეწყოთ!
პირველი აბზაცის გასაგებად, დიდი ალბათობით წაკითხვა კმარა - ესე იგი, თქვენი ქირავნობის ხელშეკრულების შესასრულებლად დამქირავებელმა თუ არ გადაგიხადათ ფული, ეს უნდა იყოს პირდაპირ, აუცილებელ კავშირში ეპიდემიის ფაქტთან. ასეთად მიჩნევა შეიძლება ჩათვლილი იყოს ბანკის მუშაობის გაჩერება, ის გარემოება, რომ დამქირავებელი ვერ იყენებს ფართს, იმიტომ რომ მომხმარებელი არ ყავს, თანამშმრომლები გაუშვა და მრავალი სხვა რამ, ესე იგი. გარემოებები, რომლებიც შეიძლება დამდგარიყო, კორონა გრიპი რომ არ მოდებოდა აქაურობას - მაგალითად, ცუდათ, უხარისხოდ ემუშავა - იურიდიულად რომ ვთვათ ეს მიზეზი არარელევანტურია, ანუ არ შეესაბამება მოცემულობას.
თანაც, ხელშეკრულებაში ნახსენებია "მხარე, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორულ გარემოებებზე" - ანუ თქვენ ფორუმში კი არ უნდა მარჩიელობდეთ რა შაეიძლება მოხდეს, უკვე უნდა იცოდეთ. აპირებს თუ არა გადახდას თქვენი დამქირავებელი!
ამიტომ, თუ მიმართა საქართველოში გავრცელებული მანკიერ ქცევათა ერთ-ერთ სახეობას (მაქვს უკვე ჩამონატვალთა სია, შევადგინე რაც "ჩამოვედი"), ანუ დაგიწყოთ "დაბოლება", შეხედეთ ამას პრაგმატული თვალსაზრისით - თუ გყავთ ფართის სხვა დამქირავებელი (მათი პოვნაც საკმარისი პრობლემაა), გაწყვიტეთ ხელშეკრულება და გამოასახლეთ - თუ კონფლიქტი არ ღირს, "გაატარეთ" და მიიქციეთ დამქირავებლის ყურადღება იმაზე, რომ კი არ "ბოლდებით", არამედ კეთილი ნების შენარჩუნებას ცდილობთ.
თუ ფორუმის დასახელებას გავყვებით, სამწუხაროდ, შეკითხვაშიც გამოტოვებულია თქვენი მიზანი (ესეც იმ სიაშია, უაღრესად არ უყვართ ქართველებს ბოლომდე სათქმელის გამოხატვა) - ქირის გადაუხდელობას მოყვება თუ არა თქვენი გაღიზიანება, უკმაყოფილება ... ან რა შედეგის დადგომა გაინტერესებთ, რას ისურვებდით, რას აპირებთ ამ შემთხვევაში ... - უცნობია. ამიტომ, იურიდიული კონსულტაცია იძულებულია ამით შემოიფარგლოს, თუმცაღა აქვე უნდა მიეთითოს: უპირობო უფლება გაქვთ, შეკითხვები, როგორც მოგესურვებათ, ისე შეგიძლიათ დასვათ!
წარმატებებს გისურვებთ!
This post has been edited by
Правовед
on 14 Mar 2020, 00:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
puxlo777
Newbie
ჯგუფი: Registered
puxlo777
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 188134
რეგისტრ.: 29-June 14
#56016555
· 20 Mar 2020, 16:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ. მინდა ბინის პრივატიზაცია და ამისთვის მთხოვენ ყველას მინდობილობას ვინც ბინის ორდერში არიან მოხსენიებულები.ვიზეც ორდერი არის გაცემული იმის მინდობილობა მაქვს მაგრამ დანარჩენები ქვეყნიდან არიან წასულები წლებია უკვე და ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. რისი გაკეთება შემიძლია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56016741
· 20 Mar 2020, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
puxlo777
სამწუხაროდ, მოგიწევთ საქმის სასამართლომდე მიყვანა. "მთხოვენ ყველას მინდობილობას" ამ ფაქტის წერილობით დაფიქსირებაც მოგიწევთ და "დანარჩენები ქვეყნიდან არიან წასულები წლებია უკვე და ვერანაირად ვერ ვუკავშირდები." ამის აღმოფხვრასაც დასჭირდება გარკვეული მანიპულაციები. მაგრამ აუცილებელი ხლაფორთებია, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების მეორე მხარე მართალია და მისთვის დავალება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. სწორედ სასამართლო აწონ-დაწონის თქვენს უფლებას ბინის პრივატიზაციაზე, თქვენს მოქმედებებს, იმათ უფლებებს და მიიღებს ბალანსირებულ გადაწყვეტილებას, გამგეობებს (მერიას) ამის შესაძლებლობები არ აქვთ.
This post has been edited by
Правовед
on 20 Mar 2020, 17:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11596
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#56017978
· 20 Mar 2020, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
puxlo777
QUOTE
გამარჯობათ. მინდა ბინის პრივატიზაცია და ამისთვის მთხოვენ ყველას მინდობილობას ვინც ბინის ორდერში არიან მოხსენიებულები.ვიზეც ორდერი არის გაცემული იმის მინდობილობა მაქვს მაგრამ დანარჩენები ქვეყნიდან არიან წასულები წლებია უკვე და ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. რისი გაკეთება შემიძლია?
მაქვს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ
ისე, შესაძლებელია ამის გაკეტება თეორიულად-უგზოუკვლოდ გაკარგულად გამოცხადების გზით ( ჩემი აზრით რასაკვირველია, რადგან პრაქტიკაში გამოცდილი არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად ასეა, თუ მისის ადგილსამყოფელი დაუდგენელია და შეუძლებელია მოძებნა, სამარტლებრივად სხვა გზა პრინციპში არც არსეწბობს)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56018422
· 20 Mar 2020, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qar-tleti
????
პირს აქვს უფლება მოცემლ მომენტისათვის უსასყიდლოთ მიიღოს საცხოვრებელი, რომელიც უკავია. ამის განხორციელებაში ხელი ეშლება, ვინაიდან არსებობს ვარაუდი სხვა პირების უფლებების შესახებ. უბრალოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეყოფა დისკრეციული უფლებამოსილება ამ პირთა ნების დამდგენი იურიდიული ფაქტის ფიქსაცია მოახდინოს, ვინც ორდერშია მოხსენიებული. ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამართლებულია, რათა სასამართლომ დაადგინოს ამ პირის უფლება. უბრალოდ საკმაო დაფიქრებაა საჭირო - ყველაზე მოხერხებული ჩანს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. უგზოუკვლობასთან, მგონი, საერთოდ კავშირი არა აქვს - ამ პირების ნების დაუდგენლობა სხვა გზითაც შესაძლებელია! ასე იძახის სამართალი. თუ ჩავუღრმავდებით, სავსებით შესაძლებელია იურიდიული ინტერესის გამართული ჩამოყალიბება. ბოლოს და ბოლოს ეს მესამე პირები მოპასუხეებად შეიძლება გაცხადდნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სამართლებრივ პრეზუმფციას წარმოადგენს, და რა ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება დაეფუძნოს ეს დასაბუთებული ეჭვი. ასევე დაინტერესებული პირის დადგენა - ესე დოლგარმონით და ხელაღებით სასამართლო უნდა აერიდოს, ვინაიდან ისეთი სამართლებრივი შედეგები დადგეს ამ "დაკარგულ" პირთათვის!
This post has been edited by
Правовед
on 20 Mar 2020, 23:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42
ჯგუფი: Members
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42
ჯგუფი: Members
წერილები: 42999
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11
#56019283
· 21 Mar 2020, 01:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამომხმარებლო სესხი როცა გამოაქვს ადამიანს მაგრამ მის სახელზე არ არის არანაირი უძრავი ქონება და ვერ იხდის, რა ბერკეტი აქვს ბანკს/აღმასრულებელს თანხის ამოღების?
მანქანას კი გადააფორმებს სხვის სახელზე და როგორ ამოიღებენ თანხას?
ანუ თანამსესხებელიც თუ არ ყავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56019783
· 21 Mar 2020, 05:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qar-tleti
გავიოფლე პაწა - მარა ღირდა.
საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერი მოსარგებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რადგან მისი მამკვიდრებლის სახელზე 1969 წლის 25 თებერვალს გაცემული ორდერით დასტურდება მისი უფლება სადავო ფართზე. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ბინის ორდერში დასახელებულ პირებზე ინფორმაციის მოუძიებლობა მოცემულ შემთხვევაში არ ქმნიდა საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
საქმე N ბს-518-518(კ-18)
17 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
წერილები: 9088
წევრი No.: 59474
რეგისტრ.: 26-April 08
#56028569
· 22 Mar 2020, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სავაჭრო ცენტრები, საკვები ობიექტების და ა.შ. დახურვა რო გადაწყდა, საკანონმდებლო დონეზე რითია დარეგულირებული? არის რამე ბრძანება? კონკრეტულ ნორმატიულ აქტს ვეძებ, ზეპირ განცხადებებზე ნუ მიმითითებთ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56033257
· 23 Mar 2020, 07:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Niku7a
:lol: -ისე სასაცილო რაა?! მაგრამ მართალი ბრძანდებით! ვერ იპოვით!
აკიდებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული ასპექტის მიჩქმალვა - ტრადიციად გარდაიქმნა, რაც შეიძლება გავრცობითი, დაუზუსტებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, რათა კანონის ადრესატმა საკანონმდებლო ზუსტი ინფორმაცია ფაქტიურად ვერ მიიღოს და დაეყრდნოს მხოლოდ მოარულ ხმებს, ჭორებსა თუ გადაპრანჭულ ჟურნალისტკებს. ლეგიტიმაციისა თუ ლეგალურობის საკითხის დადგომისას, ბიუროკრატიას მუდმივი შესაძლებლობა აქვს მანიპულაციებისთვის.
კოლიზიებით და საკანონმდებლო ღია სივრცეებითაა გადატენილი საქართველოს კანონმდებლობა!
არ ყავთ ვითომ იურისტები?!
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება № 1 2020 წლის 21 მარტი
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი № 1 2020 წლის 21 მარტი
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 20 მარტის # 15-1 ბრძანება, სხვათა შორის თვით ამ აქტის მე-3 მუხლში ანაბეჭდი შეცდომაა - ვიღაცა მდივანს მიანდეს ამ დალოცვილებმა ამ უმნიშვნელოვანესი აქტის შედგენა!
* * *
Niku7a
ახალია
ესე იგი თქვენს შეკითხვამდე არ არსებობდა ამკრძალავი აქტი - თუ სანაძლეო დადეთ - გაგიმართლათ
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 181, 2020 წლის 23 მარტი
საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.
"სავაჭრო ცენტრები" თქვენ თვითონ გაშიფრეთ ... ვინაიდან სურსათის, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას აკრძალვა არ შეხებია.
This post has been edited by
Правовед
on 23 Mar 2020, 08:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
წერილები: 9088
წევრი No.: 59474
რეგისტრ.: 26-April 08
#56034137
· 23 Mar 2020, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
კი დღეს გამოსცეს.
QUOTE
ესე იგი თქვენს შეკითხვამდე არ არსებობდა ამკრძალავი აქტი - თუ სანაძლეო დადეთ - გაგიმართლათ
:givi: :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
theodous
XXX
ჯგუფი: Members
theodous
XXX
ჯგუფი: Members
წერილები: 11532
წევრი No.: 172653
რეგისტრ.: 2-September 13
#56051754
· 26 Mar 2020, 16:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო ასეთი იურიდილუი კონსულტცაი მჭირდება
რა დოკუმნტიტ უნდ ადვამტკიჩO ჩემი ბერძნული ეროვნება?
დაბ მომწმობით?
თუ რამე შეიცვალა?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
442
443
[444]
445
446
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1376 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.