temartდღეის მდგომარეობით თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებს 6 დროებითი სანოტარო ბიურო შემდეგ მისამართებზე:
1. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი № 1
(სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელი);
2. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2
(თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი);
3. თბილისი, უზნაძის ქ. № 2 (ქორწინების სახლი);
4. თბილისი, წერეთლის გამზირი N 8 (დანაშაულის პრევენციის ცენტრი)
5. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა N 14 (გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი)
6. თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N 68 (საკანონმდებლო მაცნეს ოფისი)
საქართველოს მასშტაბით 14-ია ...
იუსტიციის სახლში, რომ დარეკეთ - "სტანდარტულად" გითხრეს, რომ გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე უნდა მიხვიდეო ნოტარისთანო საბუთებითო. "იუსტიციის სახლი" და სანოტარო საქმიანობა, საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან - მითუმეტეს მემკვიდრეობის საკითხებში.
მე ამიტომ ხაზგასმით!!! და დაჟინებით!!! ვახსენე ნ ო ტ ა რ ი უ ს ი !!!! და არა იუსტიციის სახლი! ცუდია, რომ მოქალაქეები ურევენ ერთმანეთში, ან საკუთარ გუმანს ეყრდნობიან მხოლოდ...
თუ სიტუაცია გამწვავებულია, ანუ აუცილებელია მემკვიდრეობის მართვა, მოვლა და ა. შ., თქვენ "სამკვიდრო მოწმობას" არ მოგცემენ - მაგრამ მოგცემენ "სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობას".
ეს მოწმობა არ არის "სამკვიდრო მოწმობა", მაგრამ ...
მიდიხართ ნოტარიუსთან და შეგაქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ – ეს არის მოქმედება, რომელიც თვლის, რომ კანონის მიხედვით (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1421) მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის 84-ე მუხლით (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 71 ბრძანებით) დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი, ანუ დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება.
სამწუხაროდ შეკითხვა ისევ ღიად ტოვებს პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს: ვინ ცხოვრობს ბინაში, მემკვიდრე ცხოვრობს თუ არა, ანუ ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა?! "ფულის გადაცემაზეა საუბარი" რას ნიშნავს - საბანკო ანგარიშზეა ეს ფული?!
გარდაცვლილის პირადი ნომრით უნდა მოიძებნოს მის სახელზე დარეგისრირებული ქონებები - დღეს ამის ამის დაზუსტება "სადმე" სეუძლებელია, ხოლო ინტერნეტში მოძიება არც ისე ძნელია - დაიხმარეთ ვინმე - არ არსებობს სადმე ნაცნობობაში არ აღმოჩნდეს უძრავ ქონებასთან "გახახუნებული" პიროვნება - მით უმეტეს, ეხლა ყველა მონიტორებს არიას მიჯაჭვული, მოგიძებნიან.
ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია ინფორმაციის სრულად მიღება - განქორწინების ფაქტი, სხვა მემკვიდრეების არსებობა/არარსებობის ფაქტი, ანდერძის გაცემის/არგაცემის ფაქტი, მაგრამ ამას გარკვეული უნარებიც სჭირდება, ახალი პირადობის (ჩიპიანი) მოწმობა, ამ მოწმობის წამკითხველი მოწყობილობა და USB პორტით აღჭურვილი ინტერნეტთან მიერთებული დევაისიც.
P. S. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგიძლიათ შეკითხვა ისე დასვათ, როგორც მოგესურვებათ და არავის არა აქვს უფლება მიგითითოთ რა ჩაწეროთ თქვენს მიმართვებში. მაგრამ?.. რჩევის სახით ... შეკითხვაში ჩაწერეთ ხოლმე, რაც შეიძლება სრული ინფორმაცია - ჩაკითხვები კონცენტრაციას ფანტავს, მოითხოვს დროს, შეიძლება რაიმე გამოგვრჩეს და თქვენც დარჩებით შესაბამისი პასუხის გარეშეც ...
* * *
temartჭირს პასუხების გაცემა, შუიდან დაწყებულ შეკითხვებზე.
რაც შეეხება გარდაცვალების მოწმობას, ასევე რაღაც მეუცნაურა შეკითხვა - ერთი თვის წინ გარდაცვლილი პირის შესახებ, აქამდე აუღებელი გაქვთ? თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას გაცემულია თუ არა?!
სამედიცინო ცნობა თუ არსებობს?! თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას გაიცა თუ არა სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ?!
თუ არ და, მარტო იუსტიციის სახლი არ გასცემს ამ ცნობას
https://sda.gov.ge/?page_id=5330 This post has been edited by Правовед on 30 Apr 2020, 16:22