Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
449
450
[451]
452
453
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
likali00
Newbie
ჯგუფი: Registered
likali00
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 256862
რეგისტრ.: 16-May 20
#56302380
· 16 May 2020, 15:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგესალმებით, გთხოვთ გამიწიოთ კონსულტაცია
კომპანიაში ვმუშაობ 26 ივლისიდან,ხელშეკრულება გაფორმდა 25იანვარს, 6 თვიანი,რაც გულისხმობდა რომ 25 აპრილამდე ძალაში იქნებოდა.კონტრაქტის სათაური არის მომსახურების ხელშეკრულება,თუმცა მე ვარ მოხსენიებული როგორც დასაქმებული,იურიდიული პირი დამსაქმებელი,შეტანილია შრომის კოდექსის მუხლებიც რაც ითვალისწინებ 30 დღით ადრე გაფრთხილებას და ა.შ.
თუმცა გვეუბენბა რომ ჩვენს მონაცემებს ვერ გაგზავნის სახელმწიფო დახმარების მისაღებად რადგან არის მომსახურების ხელშეკრულება და გვიგზავნის თანამშრომლებს 5 ცალ ახალ ხელშეკრულების ფაილს,სადაც ცალცალე თვეებზე არის დათვლილი ანაზღაურება,მე მოხსენებული ვარ როგორც მომსახურების გამწევი,ის-მომსახირების მიმღები, რომ თურმე ყოველი თვის 25რიცხვში 1 თვით გვიხანგრძლივებდა კონტრაქტს,ამოღებულია შრომითი კოდექსის მუხლები და თითოეულ ფაილს ბოლოში აქვს ჩემი ხელმოწერა ჩასმული,ზუსტად ის რაზეც თავდაპირველ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.
რისი გაკეთება შემიძლია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
წერილები: 2860
წევრი No.: 182871
რეგისტრ.: 8-March 14
#56310266
· 18 May 2020, 13:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://bti.reestri.gov.ge/hoj_bti.php
ამ საიტზე შევავსე ფორმა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის გამოტანაზე, ეწერა ოთხ სამუშაო დღეშიო, ხოდა გავიდა ათ დღეზე მეტი და არაფერი მომსვლია მითითებულ მობილურის ნომერზე, ააქვთ რამე ცხელი ხაზი სადაც შემიძლია დავრეკო და გავარკვიო, საიტზე არაფერი უწერიათ მასეთი საკონტაკტო,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56310727
· 18 May 2020, 15:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Metal_Head
თქვენ მოითხოვეთ ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამ განაცხადს მიენიჭა ნომერი, რომელსაც თუ ჩაწერთ "რეგისტრირებული განაცხადება"-ში მიგითითებთ მზადაა თუ არა. თუ ეს დაგავიწყდათ, ვერ დაიმახსოვრეთ ან სხვა მიზეზია, ტექნიკური აღრიცხვის არქივს, რაიმე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან გამოცალკევებული ცხელი ხაზი არ აქვს - თანაც სჯობია ინლაინ კონსულტაციით ისარგებლოთ. მიწერეთ თქვენი პირადი ნომერი, თარიღი, რა განცხადება შეიტანეთ ("უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის გამოტანა"-ს ნუ ჩაწერთ - ასეთი რამ არ არსებობს - ჩაწერეთ მოთხოვნა ინფორმაციაზე უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ) და მოგიძებნიან.
This post has been edited by
Правовед
on 18 May 2020, 15:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
წერილები: 2860
წევრი No.: 182871
რეგისტრ.: 8-March 14
#56311034
· 18 May 2020, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მადლობა, კი მასე ვქენი ონლაინ კონსულტაციით მივწერე ეგ ინფორმაცია, ახლა ველოდები, უბრალოდ მეგონა მესიჯად მაინც მომივიდოდა მზადაა თუ არა ან მაგის ნომერი , მოკლედ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#56311242
· 18 May 2020, 18:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ არის საშუალება დავეხმაროთ იმათ ვინც დააჯარიმეს 3.000 ლარით - სარჩელის შედგენაში და გაასაჩივრეთ:
This post has been edited by
freecooler
on 18 May 2020, 18:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
Metal_Head
los bitchos
ჯგუფი: Members
წერილები: 2860
წევრი No.: 182871
რეგისტრ.: 8-March 14
#56311485
· 18 May 2020, 19:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მოკლედ, ახლა შევედი , ჩავწერე ნომერი და ამოაგდო ჩემი განცხადება, აწერია წითლად "უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე" ,
ანუ გასაგები რო იყოს, არ მოიძებნა ჩემს მიერ მოთხოვნილი "ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ" და ნუ რასაც ველოდი.
ესეც სპოილერში მიბმულ ფაილი, ცოტა გაუგებრად კია :cry:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
განცხადებაში მოთხოვნილია საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი შემდეგი
დოკუმენტები :
1. ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
ვინაიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა მისამართით: (აქ ციტირებს ჩემს მიერ თავდაპირველად აღწერილ მისამართს ) წარმოდგენილი არ არის,სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს და
გასცეს მოთხოვნილი დოკუმენტი, აღნიშნულიდან გამომდინარე "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს
კანონის მე-61 მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
შესახებ.
გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. #2) და მხოლოდ შემდგომ სასამართლო წესით.
This post has been edited by
Metal_Head
on 18 May 2020, 19:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56311568
· 18 May 2020, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Metal_Head
საერთოდ ქართული in-line ინტერფეისები ხო ცალკე თემაა - ცხოვრებისგან განყენებული ტიპები ადგენენ.
უცხოელი, მაგალითად, ვერაფერს გახდება, იმიტომ რომ პირადი ნომერი არა აქვს (პირადად გამოვცადე) - ის კი არა, ფასდაკლების ბარათი ვერ გამომიწერეს ერთხელ, ამბავი ამატეხინეს, ჩავყევი ამ საქმეს და ვიღაც დაბოლილი, მავთულებში გახლართული ტიპაჟები შემრჩნენ ხელში ...
ეხლა თქვენს საკითხზე - გააჩნია რისთვის გესაჭიროებათ პერსპექტივაში ეს იურიდიული ფაქტი - ინფორმაციის არსებობა/არ არსებობა - ამიტომ თავის შეკავება მიხდება, უკვე მე არა მაქვს რაიმე "ხელისმოსაჭიდი" ინფორმაცია ...
This post has been edited by
Правовед
on 18 May 2020, 19:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#56313444
· 19 May 2020, 01:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო თბილისში შემოსვლა როდიდან შეიზღუდა და რომელი აქტით?
დამავალებთ თუ მიპასუხებთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56313575
· 19 May 2020, 01:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shavparosaniii14
"თბილისში შემოსვლა" განცალკევებით არ შეზღუდულა და რაიმე აქტი მხოლოდ თბილისის მიმართ არ გამოცემულა. შეიზღუდა საერთოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, საქალაქთაშორისო გადაადგილება - გაუქმდა ეს შეზღუდვები. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 181
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
f57
Super Member
ჯგუფი: Registered
f57
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 127
წევრი No.: 232275
რეგისტრ.: 24-May 17
#56316718
· 19 May 2020, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა!
ვებ გვერდზე საბანკო გადახდების სერვისის დახმარებით მინდა შემოწირულობის მიღება, ამი შემდეგ კი ნაწილი თანხის გადარიცხვა კონკრეტულად ადამიანებთან.
მაინტერესებს, თუ არსებობს რამე კანონი ამასთან დაკავშირებით? რაიმე შეზუდვები არის? ან აკრძალვები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Corpus_Iuris_Civilis
Super Member
ჯგუფი: Registered
Corpus_Iuris_Civilis
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 402
წევრი No.: 132971
რეგისტრ.: 26-June 11
#56323197
· 21 May 2020, 14:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 14 May 2020, 16:45 )
უახლოეს გეგმაში მაქვს მოსამართლის თანაშემწეები "გადავაჩვიო" სასამართლოს აქტების ავტორობა-გამოცემას ...
ამაზე ცალკე იურიდიული ბლოგის მომზადება შეიძლება :D :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56324081
· 21 May 2020, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Corpus_Iuris_Civilis
არავითარი შედეგი! სადღეგრძელოებს, ლოზუნგებს, ბლოგებს და მრ. მრ. საქართველოში აქვს მხოლოდ პოზიორობისა და მარიაჟობის შინაარსი. რევერანსების და ზრდილობიანი ტაქტის მანერების დროც აღარ არის - საქართველოში სამართალი ატროფილებული აღარ არის, იგი განიცდის რეალურ ხრწნას და დამპალი წილები მოსაკვეთია. ყველა გაიძვერა სამართალმცოდნის მხილება, ვიგინდარა პირმონთეობის წინ გადადგომაა საჭირო. ღიად უნდა ითქვას, რომ კანონმდებელი გვყავს ჩლუნგი, თავს ვერ ართმევს მარტივ სოციალური პროცესების მართვას, ვერ ახდენს მათ სამართლებრივ მოდელირებას, აზროვნებს და გამოყოფს დამახინჯებულ, გაუგებარ, ბუნდოვან სამართლებრივ ლექსიკას, ვერ აგნებს საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლებს, წიხლისკვრით მიქცევით უგულებელყოფს ფუნდამენტალურ სამართლებრივ ფიქციებს, პრეზუმფციებს - საკუთრების უფლებას, უდანაშაულობის პრინციპს, კანონიერ ნდობას, სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას ...
მთელი საქართველოს იურიდიული საზოგადოება ჰყავს გამოჭერილი, იმდენი გამპრავებელი ფსევდოცივილისტი და ფსევდოკრიმინოლოგია მწყობრში, ხელისუფლებას ერთ ადგილზეც ჰკიდია რაიმე ოპოზიციური ჭეშმარიტება ... ბლოგი უშველის?!
This post has been edited by
Правовед
on 21 May 2020, 18:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
წერილები: 21734
წევრი No.: 160595
რეგისტრ.: 30-January 13
#56326649
· 22 May 2020, 11:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ პროდუქტის გამოწერა ჩვენთან ლეგალურია? :spy:
HEMP OIL
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56326694
· 22 May 2020, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MRlurch
დელტა-9-ტეტრაჰიდრო-კანაბიდინოლს (THC) თუ არ შეიცავს - რა პრობლემაა?!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
MRlurch
けつ お たべる
ჯგუფი: Members
წერილები: 21734
წევრი No.: 160595
რეგისტრ.: 30-January 13
#56326816
· 22 May 2020, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
არ შეიცავს, მაგრამ კანაფის ნაწარმზე ჩვენთან ზოგადად მკაცრი დამოკიდებულებაა და სადმე კონკრეტული ინფორმაცია თუ არის მაინტერესებს
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
449
450
[451]
452
453
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1337 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.