Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
452
453
[454]
455
456
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makuna33
Super Member
ჯგუფი: Registered
makuna33
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 181
წევრი No.: 86955
რეგისტრ.: 18-March 09
#56442607
· 19 Jun 2020, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაინტერესებს, რა საფრთხეს შეიცავს ახალაშენებულ შესახლებულ, მაგრამ ჩაუბარებელ კორპუსში ბინის ყიდვა.
რეესტრში სტატუსით - მშენებარე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#56452317
· 21 Jun 2020, 16:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი, სიტყვაზე მე ვაჩუქე 10 წლის შვილს ბინის 30%, ჩემზეა უძრავი ქონება, შეუძლია თუ არა ჩემი შვილის დედას ანუ მეორე მშობელს ჩემი შვილიდან იჩუქოს ან გაყიდოს, როგორც მისი წარმომადგენელი ? თუ ორივეს თანხმობა უნდა მაშინ? ეგ გამარკვიეთ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
phenom animal
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
phenom animal
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6852
წევრი No.: 55938
რეგისტრ.: 17-March 08
#56455069
· 22 Jun 2020, 09:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(makuna33 @ 19 Jun 2020, 13:14 )
მაინტერესებს, რა საფრთხეს შეიცავს ახალაშენებულ შესახლებულ, მაგრამ ჩაუბარებელ კორპუსში ბინის ყიდვა.
რეესტრში სტატუსით - მშენებარე.
ამ ეტაპისთვის არანაირ საფრთხეს.
იგეგმებოდა ცვლილებები კანონში, რომ ექსპლუატაცია მიუღებელი ბინებში ვერ შესახლდებოდი, თუმცა კაი ხანია გაყნულია ეგ თემაა ვინაიდან დიდი დარტყმა იქნება სამშენებლო ბიზნესზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56455377
· 22 Jun 2020, 11:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
phenom animal
რა თქმა უნდა, თვით შეკითხვა საგძნობი "შემოკლებებით" არის გადმოცემული (ამიტომაც ავარიდე პასუხი), მაგრამ ...
უპირობოდ, თქვენც გაქვთ შეუზღუდავი უფლება, რაც გინდათ ის დაწეროთ და გამოაქვეყნოთ.
ეს ჩასწორება მხოლოდ მცდელობაა იმისათვის, რომ შეიძლება გამოდგეს ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
! ვინაიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინდაწინ გიხდით უღრმეს ბოდიშს ჩარევისათვის, ჩხუბსა და კამათს ნუ გამართავთ! - ფორუმში უკვე იძულებული ვარ თავი ავარიდო ნებისმიერ გაუგებარ პოლემიკებს ...
ექსპლუატაციაში იღებენ შენობას! ანუ მრავალბინიან სახლს - არა "ბინებს" ... როგორც წესი, სარეგისტრაციო მონაცემებშიც "მშენებარე ფართი"-ა მოხსენიებული და არა "ბინა" ...
საგრძნობი (პრაქტიკულად გადაუჭრელი) პრობლემები შეიძლება წარმოეშვათ მრავალბინიან სახლში "მშენებარე ფართის" მესაკუთრეს კომუნალური მომსახურების (გაზის, წყლის, ელექტროენერგიის ...) მონტაჟისას, ვინაიდან ახალ აბონენტებად ვერ დარეგისტრირდებიან. შეკითხვაში, სამწუხაროდ, ამაზე არაფერია ნათქვამი ...
ასევე გადაუჭრელი პრობლემა გაუჩნდებათ თუ ბინის რეკონსტრუქციას (დაყოფას, გადაკეთებას და ა. შ.) მოინდომებენ, ვინაიდან ეს "ჩაითვლება" შენობის (არა ბინის) რეკონსტრუქციად ... კორექტირებული პროექტი მთლიანად სახლზეა წარსადგენი - თვით ბინის ფასი თუ გაწვდება მის შეკვეთა-მომზადებას, კიდევ საკითხავია ...
გაჭირვებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის საკითხებში ...
შენობის მშენებარე სტატუსი პრობლემას ქმნის ბანკებთან და საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობებშიც. კერძოდ, ბანკები თავს იკავებენ მსგავსი ქონების იპოთეკით დატვირთვისგან ...
მართალია ჯერ-ჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, ისინი მსგავსი მშენებარე შენობის საკუთრებაში არსებობისთვის მისი საორიენტაციო ფასის 0,2 პროცენტით ყოველწლიურად შესაძლოა დაიბეგრონ - "საცხოვრისად" არ ჩაითვალოს ...
აღარაფერი ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების დამიზნებებზე, ყველაფერი "დაარეგულიროს", მათ შორის მოახდინოს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ფუნქციონირების აკრძალვაც ...
This post has been edited by
Правовед
on 22 Jun 2020, 13:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22070
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13
#56468795
· 25 Jun 2020, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მუხლი 8: სამართლის არჩევა, [რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ბათილად] და დავის გადაწყვეტა
8.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ ინგლისის სასამართლოში,
სხვა დანარჩენი ქვეყნების სასამართლოების გამოურიცხველად მათი ქვემდებარეობის შეთანხმებაგამორიცხვით და ამერიკის სასამართლოზე შეთანხმებისათვის ყველა საჭირო ზომის დაცვით.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადავო საკითხი რეგულირდება
მხარეების მიერ არჩეული აშშ-ს, კერძოდ კოლორადოს შტატის სამართლით - ნებისმიერი ქვეყნის
საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა და ამ მუხლის შესაძლო ბათილობის გამორიცხვით და ამ
სამართლის არჩევის ბათილობის ყოველმხრივი დაუშვებლობით თუ შესაბამისი ქვეყნის lex fori-თ სხვა რამ არ
შეიძლება იქნეს გათვალისწინებული საპირისპირო შედეგებით.
აქედან აზრის გამოტანაში თუ დამეხმარები მადლობელი ვიქნები :(
This post has been edited by
Zestafans Oto
on 25 Jun 2020, 15:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56469252
· 25 Jun 2020, 17:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zestafans Oto
რათ მაწვალებთ ხალხოოო! რა დაგიშავეთ! ცოდო ხო მეცა ვარ?!
ეს რა არი?! ხელშეკრულების მუხლია?! ის ფრჩხილებში [] რაღაა?!
რა უნდა მივხვდე?!
ვინ დებს ხელშეკრულებას, არ არის საჭირო?! რაზეა ხელშეკრულება, არ არის საჭირო?!
ეხლა, თქვენ და თქვენმა მეზობელმა, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში რო ჩაწეროთ ესეთი სისულელე, შაილება?!
უძრავი ქონების სამართლებრივი ექსტერიტორიულობა შაილება?
სუბიექტუნარიანობის წიხლიკვრა შაილება?
რა გავიგო - რა აზრი ვექაჩო?!
This post has been edited by
Правовед
on 25 Jun 2020, 17:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22070
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13
#56469416
· 25 Jun 2020, 17:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
პატივცემულო, კაზუსია ასეთი.
რეალური ხელშეკრულება არ არის.
ლექტორმა "მოათრია".
2007 წლიდან ქალბატონი ელენე მუშაობდა კომერციული დირექტორის თანამდებობაზე „Trading Ltd.“-ის
საქართველოს ფილიალში ქალაქ თბილისში. „Trading Ltd.“-ი წარმოადგენს კოლორადოს შტატში დაფუძნებულ
კორპორაციას. ელენესა და „Trading Ltd.“-ის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებულ შრომის
ხელშეკრულებაში განსაზღვრულია მუხლი 8 შემდეგი ფორმულირებით:
მუხლი 8: სამართლის არჩევა, [რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ბათილად] და დავის გადაწყვეტა
8.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ ინგლისის სასამართლოში,
სხვა დანარჩენი ქვეყნების სასამართლოების გამოურიცხველად მათი ქვემდებარეობის შეთანხმებაგამორიცხვით და ამერიკის სასამართლოზე შეთანხმებისათვის ყველა საჭირო ზომის დაცვით.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადავო საკითხი რეგულირდება
მხარეების მიერ არჩეული აშშ-ს, კერძოდ კოლორადოს შტატის სამართლით - ნებისმიერი ქვეყნის
საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა და ამ მუხლის შესაძლო ბათილობის გამორიცხვით და ამ
სამართლის არჩევის ბათილობის ყოველმხრივი დაუშვებლობით თუ შესაბამისი ქვეყნის lex fori-თ სხვა რამ არ
შეიძლება იქნეს გათვალისწინებული საპირისპირო შედეგებით.
დაძაბული ურთიერთობისა და ზოგიერთი დავალების არც თუ ისე არაჯეროვნად შესრულება
შეუსრულებლობის გამო „Trading Ltd.“-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა შტეფან ფრაიტაგმა 2013
წლის 20 ოქტომბერს თითქმის 6 წლიანი შრომითი უვადო ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა ელენესთან
ერთი თვის ხელფასის კომპენსაციის მიცემის გზით ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე.
ელენემ სარჩელი აღძრა „Trading Ltd.“-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ მოტივით, რომ
დარღვეული იყო საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლები და იგი უმიზეზოდ იქნა
გათავისუბლებული.
➢ შეკითხვები:
• ექნება თუ არა საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია?
• მხარეები რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლზე არ შეთანხმებულიყვნენ, მაშინ როგორ
გადაწყდებოდა კომპეტენციის საკითხი?
✓ შენიშვნა: კოლორადოს შტატის შრომის კანონთა კრებულის 38-ე პარაგრაფის 1 და 3 პუნქტების თანახმად:
შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ პარაგრაფით
დადგენილი წესით. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში
დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56469439
· 25 Jun 2020, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zestafans Oto
აგაშენა ღმერთმა - მივხვდებოდი მე ეხლა რამეს ამის გარეშე?!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22070
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13
#56469479
· 25 Jun 2020, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 25 Jun 2020, 17:58 )
Zestafans Oto
აგაშენა ღმერთმა - მივხვდებოდი მე ეხლა რამეს ამის გარეშე?!
მე მაპატიეთ :cry: :cry: :cry:
იქნებ თქვენი პოზიცია გამიაზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56469496
· 25 Jun 2020, 18:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zestafans Oto
სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის ცნება, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და ნორმის მე-5 ნაწილით, კანონმდებელი, კომერციული მიზნით შექმნილი იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი მოწესრიგებისათვის სპეციალურ ნორმატიულ აქტზე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მიუთითებს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტით იურიდიული პირის ნამდვილობის უმთავრეს კრიტერიუმად მიჩნეულია მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია (4.1. მუხლი), ამასთანავე, მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება (16.1 მუხლი), თუმცა ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და რა თქმა უნდა მის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება (ამავე კანონის 16.6. მუხლი).
ამდენად, გაურკვეველია, „Trading Ltd.“-ს ფილიალი არის მუდმივი დაწესებულებაა თუ არა, რეისტრაციაუნარიანი ფილიალია თუ არა? რეგისტრირებულია თუ არა ის სამეწარმეო რეესტრში არ ჩანს კაზუსში – პასუხისათვის ვერ ვსაზღვრავთ ის დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, თუ ვერ იძენს!
შესაბამისად, კაზუსი იმდენად უხარისხოა, მასში დასმულ კითხვებს არა აქვთ პასუხი – გააჩნია შინაარსის აშკარა ნაკლი.
This post has been edited by
Правовед
on 25 Jun 2020, 18:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22070
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13
#56469564
· 25 Jun 2020, 18:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
ძალიან დიდი მადლობა !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56469575
· 25 Jun 2020, 18:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zestafans Oto
აფერს ...
ისე, საინტერესო იქნება, რას თვლის "პროფესურა" სწორ პასუხად!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Zestafans
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22070
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13
#56469619
· 25 Jun 2020, 18:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 25 Jun 2020, 18:29 )
Zestafans Oto
აფერს ...
ისე, საინტერესო იქნება, რას თვლის "პროფესურა" სწორ პასუხად!
აქ, იდეაში, სამსჯელო არის რომელი სასამართლო განიხილავს ამ დავას.
ანუ, პირველ კითხვაში, მსჯელობის საგანია ექნება თუ არა საქართველოს საერთაშორისო კომპეტენცია. ამის დასადგენად, ცხადია, დაგვჭირდება საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის და უფრო ზუსტად მეორე თავი, რომელიც ეხება განსჯადობას.
მუხლი 8. საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი
საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
მუხლი 9. საერთაშორისო კომპეტენციის შემთხვევები
საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა;
გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა;
დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია;
ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია;
ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.
მუხლი 10. განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია
საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება:
ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია;
ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია;
გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას;
დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა;
ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.
ძალიან ბევრი ბუნდოვანება კაზუსში, თან მიგვითითა მაქსიმუმ 2-3 გვერდი იყოს კაზუსის ამოხსნაო :)
This post has been edited by
Zestafans Oto
on 25 Jun 2020, 18:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56470808
· 25 Jun 2020, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zestafans Oto
ვაუ - კანონიც ყოფილა კაცო!
პირველი, რაც იურისტმა (ამ შემთხვევაში ცივილისტმა) უნდა დაადგინოს - ს ა მ ა რ თ ა ლ უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს შესახებ ყოველმხრივი, ზუსტი და ამომწურავი შემადგენლობა - ობიექტური თუ სუბიექტური.
არასოდეს არ დაიტოვოთ თავი რაიმე ნორმატიული აქტის კარნახის იმედზე - იხელმძღვანელეთ ფუძემდებელი იურიდიული ფიქციებით და მის ანარეკლს აუცილებლად მოძებნი სამართლის წყაროებში. ეს მოგცემს სუბსუმციისა და რელაციის შესაძლებლობას, ინტერპრეტაციის ინსტრუმენტს და აუცილებლად მოძებნი კანონს, დადგენილებას, სასამართლო პრაქტიკას და ა. შ. მოახერხებ დარგობრივი მიმართულების განსაზღვრას და მიხვდები ზოგადი და კერძო ნაწილის კუთვნილებას!
Lex fori თუ Privilegium fori ეს იურისდიქციის კონფლიქტის გადაწყვეტაა!
ჯერ უნდა მოიძებნოს რიგორც ქალბატონი ელენეს lex personalis, ასევე „Trading Ltd.“-ს lex societatis - მათი სტატუსები კონკრეტულ სამართალურთიერთობებში.
შ ე ი ს წ ა ვ ლ ე - ს ა მ ა რ თ ლ ი ს - ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი !!!
სრულიად შესაძლებელია, "შრომითი" კი დაარქვეს მხარეებმა, მაგრამ სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ქალბატონი ელენე ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტია და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერება შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულების ჭრილში კი არ უნდა განისაზღვროს, არამედ წარმომადგენლობისა და დავალების შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
დავალება კი იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. გადავხედავთ კონტრაქტს, მის ხანგრძლივობასაც და სულ სხვა შედეგებამდე მივალთ, ვიდრე კაზუსის შემდგენელი ვარაუდობდა.
P.S. კიდევ ერთხელ მრცხვენია, რომ მაგ კანონის არსებობა არც ვიცოდი, მე კერძო სამართლის საფუძვლებიდან და მისი საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპებიდან გამოვდიოდი.
This post has been edited by
Правовед
on 25 Jun 2020, 23:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Liаm
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Liаm
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1009
წევრი No.: 196296
რეგისტრ.: 9-January 15
#56476943
· 27 Jun 2020, 12:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე ხანდაზმულობის რა ვადა ვრცელდება? სახელშეკრულებო (3 ან 6 წელი) თუ საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
452
453
[454]
455
456
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2831 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.