Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
454
455
[456]
457
458
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56503849
· 4 Jul 2020, 02:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
simato
დააზუსტეთ, ამ შპს-ს ამონაწერში ხომ არ ფიქსირდება თქვენი მეგობარი, როგორც შპს-ს უფლებამოსილი პირი?! - რაიმე თანამდებობა ხომ არ უკავია?! - საბანკო ოპერაციების შესრულება ასე ადვილად, "მინდობილობით" არ ხდება, მმართველობითი ფუნქციებით უნდა იყოს აღჭურვილი სუბიექტი.
სახალისოდ არ ვინტერესდები - ობიექტური შემადგენლობისთვის ყველა გარემოება, შეიძლება სწორედ ისინი, თქვენ რომ უმნიშვნელო გეჩვენებათ, უაღრესად მნიშვნელოვანია!
კვალიფიკაცია სჭირდება - გვაქვს თუ არ გვაქვს საქმე დანაშაულთან!
მიითვისა, თუ მის განკარგულებაში იმყოფებოდა სამსახურებრივად! გაფლანგა, თუ თავისი საჭიროებისამებრ გამოიყენა!
საჭიროა ვიმსჯელოთ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე! ამოძრავებდა ეს მიზანი თუ არა!
ქმედების სუბიექტური მხარე გულისხმობს მხოლოდ პირდაპირ განზრახვას, რადგან დამნაშავის მიზანი ამ ქმედების განხორციელებისას ყოველთვის ცხად, ნათელ შედეგზეა ორიენტირებული. მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონო შედეგის დადგომა.
გაფლანგვა არის განზრახი დანაშაული, რომელსაც გააჩნია მოტივი და მიზანი ...
...
რომ გავყვეთ ახლა და შემოგთავაზოთ მარჩიელობები, ვარიანტები - ერთი და ორი წინადადება არ ეყოფა ამას, არადა თქვენი მხრიდან ისეთი დაზუსტებებია საკმარისი, გამკლავება არ უნდა გაგიჭირდეთ!
თუ არა, და, კიდევ ვიმეორებ, დასვით შეკითხვები, როგორც გსურთ - ეს თქვენი უფლებაა - ამაში არავინ გედავებათ! შეიძლება ამ ფორუმშიც მოიძებნოს ვინმე, ვინც გაგცემთ პასუხს!
This post has been edited by
Правовед
on 4 Jul 2020, 02:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56504094
· 4 Jul 2020, 08:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანუ ჩემს შემთხვევაში ისაა რომ მეზობელმა სამეზობლო მიჯნასტან 2007 წლამდე არსებული პირველ დამხმარე სათავსო ნაგებობას დაადგა მეორე სართული, ისე რომ არცერთ მეზობელთან კომუნიკაცია არ ჰქონია, გამოჭრა ღიობები ,რომლებიც იხედება პირდაპირ ჩემსა და ჩემი მეზობლის საძინებელში. კრება ჩავატარეთ და მივუთითეთ რომ წინააღმდეგები ვიყავით და ზუსტად ხუთ დღეშუ პირველ სართულს მიადგა დამატებით კედელი და გამოჭრა კიდევ ერთი ღიობი ეს ყველაფერ ხდება ეხლა 2020 წლის მარტ-აპრილში,ეხლა უნდა რომ გაიყვანოს 2007 წლამდე აშენებულ შენობის დასრულება ლეგალიზებაში და რაც მთავარია კონტსრუქციული დასკვნა გაუკეთა ერთ ერთმა შპს მ და დასკვნა გაყალბებულია, ბეჭდიან დოკუმენტში წერია რომ მეორე სართული დაედგა 2002 წელს, წარმოგიდგენიათ? 18 წელი მოიპარა.რას მირცევთ ამაზე ?
* * *
და იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რას ნიშნავს 2007 წელს დაწყებული მშენებლობის დასრულება შემდგომი ლეგალიზებით, ანუ რა პროცედურებს ითვალისწინებს , და ამ დასრულება ლეგალიზების განაცხადის გაკეტებამდე თუ დაადგა მოქალაქემ 2020 წელს მეორე სართული, და მერე შეიტანა დასრულება ლეგალიზებაზე განცხადება ,არის თუ არა ეს დარღვევა.თუ როცა ასეთი განაცხადი შეგაქვს შეგიძლია რაც გინდა ის დააშენო და მერე შეიტანო განცხადება. ძალიან გთხოვთ მიპასუხოს იქნებ ვინმემ რა .მადლობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56504397
· 4 Jul 2020, 11:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
მდა ...
მაინც შევეცდები ...
"კრება ჩავატარეთ და მივუთითეთ" - ამ თქვენმა დამოკიდებულებამ, თუ ნახა რაიმე გაგრძელება? ეს გადაწყვეტილება ცნობილია ხელისუფლების რომელიმე ორგანოსთვის, მიმართეთ საზედამხედველო სამსახურს?
როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, დიდი ალბათობით, დაშორება შენობასა და სამეზობლო საზღვარს შორის არ არსებობს. საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან, კედლის აგება ღიობებისა თუ ყოველგვარი ხვრეტების განთავსებით აკრძალულია.
მოკლედ შეიძლება დავასკვნათ, შენობა მისი მდებარეობით, მოცულობით, სივრცითი წყობის და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
რამდენი წელი წელი "მოიპარა" თქვენი უფლებების დამრღვევმა, ან სად იპოვა შპს, რომელმაც მოახდინა ფაქტების დამახინჯებულად, ტენდენციურად, არარსებულად გადმოცემა, ანუ "გააყალბა" როგორც თქვენ მიუთითებთ, მოცემულ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, ვინაიდან, თქვენ თვითონ აღნიშნავთ, რომ თქვენი უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზია "ღიობები ,რომლებიც იხედება პირდაპირ ჩემსა და ჩემი მეზობლის საძინებელში".
კრების ოქმის შედგენა-გაფორმება, როგორც ხედავთ გავლენიანი არ არის - შეიტანეთ შესაბამისი საჩივარი მერიაში, გამგეობაში და ა. შ. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს საზედამხედველო სამსახური. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირდაპირი მოვალეობაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების საკმაო ჩამონათვალია, რომლებიც თქვენი პრობლემის გადაჭრას წაადგება - საქართველოს მთავრობის დადგენილება № 59 (2014 წლის 15 იანვარი), "ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე", საქართველოს მთავრობის დადგენილება № 261 (2019 წლის 3 ივნისი), "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ", საქართველოს მთავრობის დადგენილება № 41 (2016 წლის 28 იანვარი), "ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე", ადრეული, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება № 57 (2001 წლის 18 სექტემბერი) "ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ...
თუ გული მოგდით იმაზე, რომ თქვენი მეზობელი თაღლითობს, აყალბებს, ან მისი ციხეში ჩასმა გსურთ ... - ეს ცალკე "თემაა", როგორც იტყვიან ...
ეს შეეხება, ასევე "დაწყებული მშენებლობის დასრულება შემდგომი ლეგალიზებით"-ის დეფინიციის განმარტებას - მივხვდი, რომ გაეცანით საქართველოს მთავრობის დადგენილებას № 153 (2020 წლის 9 მარტი) - მაგრამ გაამახვილეთ ყურადღება თქვენს პრობლემაზე და მიაღწიეთ იმას, რომ "მოხდეს ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის[!!!] დადგენის მიზნით." და მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებული ობიექტის სამეზობლო საზღვრის მხარეს მდებარე ღიობის, აივნის, ერკერისა და ტერასის განაშენიანების რეგულირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანა ...".
ერთი და ორი წინადადება არ ეყოფა სამეზობლო სამართლის, გაყალბება-ფალსიფიკაციის შესახებ განვრცობით ლექციას და არც რაიმეში წაგადგებათ ...
This post has been edited by
Правовед
on 4 Jul 2020, 12:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56504820
· 4 Jul 2020, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქმე იმაშია რომ სანამ შეიტანდა განაცხადს , მანამდე შევატყობინეთ მუნიციპალურ ინსპექციას და უკვე მისცეს მითითება მაისის თვეში დემონტაჟის ან კიდე საბუთების წარმოდგენა, ბოლოდ დღე ღა იყო დარჩენილი და ეტყობა ურჩია ვინმემ და შეიტანა დასრულება ლეგალიზებაზე ,კანონის მიხედვით საქმისწარმოება ხომ ჩერდება როცა დასრულება -ლეგალიზებაზე შეაქვს საბუთი. მე მაინტერესებს ის რომ ამ ტექ-ინსპექტირების დასკვნას თუ არ ქონდა გადამყწვეტი მნიშვნელობა რატომ დაუწერეს 2002 წელი , 2020 წლის მაგივრად, რადგან ვიკითხე და როგორც ამიხსნეს , დასრულება ლეგალიზებაზე როცა შეაქვს საბუთი , 2007 წლის სემდგომ აღარ უნდ აიყოს განხორცილებული სამსენებლო სამუშაოებიო.და ეს ვერსად ვერ ვიპოვე კანონში , არადა ეს არის ლიცენზირებული A ტიპის ინსპექტირების ორგანო და როგორ უნდა ხდებოდეს ასეთი ყალბი ინფორმაციის დაწერა და ბეჭდის დასმა ძალიან მიკვირს, ის რომ პირველი სართული ანუ დამხმარე სათავსო ნაგებობა რომ არსებობდა ამას არც ჩვენ ვუარყოფთ, და ამაზე არც გვქონია პრეტენზია, მაგრამ ეხლა ამას მადა მოუვიდა და ამ ნაგებობაზე ღია აივანი ქონდა , და აპირლში რკინისა და ლითონის კოსნტრუქციებით ამოიყვანა და ღიობები გამოჭრა.არქიტექტურაშიც გაგზავნილი მაქვს წერილი, საქმე კიდე იცით რაშია? 2006 წლის აეროპლანით გადაღებული სურათზე ჩანს რომ სახურავი არსებობდა , მაგრამ იქ ვერ დაადგენ ქონდა თუ არა კედლები შენობას და არსებობდა თუ არა ღიობები. არქიტექტურაში მითხრეს რომ ადგილზე არ გამოდიანო, ფოტოსურათებზე დაყრდნობით აკეტებენ დასკვნებსო და იქნებ მირჩიოთ როგორ მოვითოხვო რომ ადგილზე მოვიდნენ , და ნახონ რა ხდება , მადლობა წინასწარ ..
* * *
აი თქვენი გადმოგზავნილი 9 მარტის დადგენილების მუხლი მაგრამ აქ ვე ვხვდები მაგალითად 4. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ფართის მატების გარეშე, უკვე არსებულ გაბარიტში. ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობითი სამუშაოები ნიშნავს თუ არა პირველ სართულს და ამ მუხლის მიხედვით ხომ არ უნდა დაედგა მას მეორე სართული .
This post has been edited by
NanukaU
on 4 Jul 2020, 13:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56504883
· 4 Jul 2020, 14:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
მინდა წინდაწინ მოგახსენოთ - "მითხრეს", ამ ფრაზას არ ვაქცევ ყურადღებას, თუ არ არის მითითებული წყარო ...
თქვენი პრობლემის საუკეთესო გამოსავალია, ამ ბიუროკრატიული ჩარგუზანებებიდან თავიდან დაღწევა - მიმართეთ სასამართლოს იმ თქვენი უფლებების დარღვევის აღკვეთის სარჩელით - სხვამ რაღაცა ვიღაცას ასარგებლა, გამოიყენა, ჩაწერა, გააყალბა და ა. შ., მიატოვეთ! იფიქრეთ თქვენი, კონკრეტულად თქვენი რომელი უფლებები სად ირღვევა, როგორ ირღვევა და როგორ უნდა აღდგეს! ვისგან რა უნდა მოითხოვოთ - არქიტექტურიდან, მეზობლისგან ...
თქვენ ნახეთ, მოითხოვეთ! თუ არ კეთდება - მოიწვიეთ ექსპერტი, ჩართეთ მოწმეები, მოაგროვეთ მტკიცებულებები,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56505718
· 4 Jul 2020, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხოდა ეს ყბელაფერი მერე ალბათ ხო, თუ მისცემენ დასრულება ლეგალიზების ნებართვას ... ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56505762
· 4 Jul 2020, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
თქვენ "წერილები" კი არ "წეროთ"! შეიტანეთ საჩივრები! რატომ "შედიხართ" ამ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში, ვინ და რა გექაჩებათ, ვერ ვხვდები!
მერწმუნეთ, თუ დოკუმენტი არ არის დასათაურებული როგორც საჩივარი, არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (XIII თავი) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, არ პასუხობს შინაარსის მოთხოვნებს - მთავრდება "ასე მითხრეს"-თი.
არაფრის დასრულებას, შესრულებას არ ელოდოთ - ტიპმა ააშენა!!! და ეს მშენებლობა!!!! არღვევს თქვენს უფლებებს!!! ააშენა!!!! მოახდენს თუ არა ლეგალიზებას, მის საკუთრებაში აღრიცხვას, მამკვიდრეობით გადაცემას - თქვენ რაში გეხებათ?!
და, თუ ბოლომდე პირში სათქმელს ვიტყვით პირდაპირობით - ვინ გკითხავთ საერთოთ?! თქვენს საკუთრების უფლებას შეეხო ვინმე?! რეესტრში რაიმე ცვლილებას ელოდებით თქვენი საკუთრების შესახებ ჩანაწერებში?! გულს გითბობთ ეს ინტრიგა?!
თქვენ "საკუთრება", როგორც უფლება ხომ არ გაწუხებთ, არამედ შენობა!!!!!! რატომ შედიხართ ამ საკითხის სიღრმეში?! წარმოუდგენელია!!!!
უღრმეს ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ შევამჩნიე, რაღაც ვირუსივით არის ეს ზედმეტი "უფლებადამცველობა" და მეტიჩრობაშია გადასული "ევროპულობა" საქართველოში - პირდაპირობას ითხოვს, ვიკავე თავი, რაც შემეძლო - სხვანაირად არ გამოდის!
ამასაც იმ მიზეზით გიხსნით, რომ შეიძლება საქართველოში ფსევდოადვოკატთა ჯგროს წააწყდეთ (მრავლადაა, სამწუხაროდ), ჩაგითრიონ ამ უაზრო, არაფრისმომცემ სამართალწარმოებებში ნულოვანი პერსპექტივებით! ხანდაზმულობაც გაუშვათ და აცდენილ აქცენტებშიც გაეხვიოთ!
This post has been edited by
Правовед
on 4 Jul 2020, 18:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56507908
· 5 Jul 2020, 07:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დიდი მადლობა თქვენ პასუხისათვის, უბრალოდ მე ხელჩასაჭიდს ვეძებ , და ყველანაირი აზრი მაინტერესებს , რომ ვიცოდე რა წინაღმდეგობა შეიძლება შემხვდეს გზადაგზა.ვერ დაგეთანხმებით იმაში თუ "ვინ მკითხავს" ..როდესაც კარის მეზობელი შენი ოთახების წინს გიშენებს სართულს და თან ისე რომ ძაღლადაც არ გაგდებს და არაფერს გეკითხება , და მთელი ცხოვრება ფანჯრიდან უნდა გიჭვრიტინოს , თანაც უნებართვოდ , ამაზე ხმა უნდა ამოიღო მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. განსხვავებული აზრი რომ მაინტერესებდა ცხოვრებაში პირველად ვიკითხე აქ. ... და მაინც მადლობა რადგან ეს თქვენი პასუხიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის . ..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56508098
· 5 Jul 2020, 10:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
მეც სწორედ აქამდე მინდოდა თქვენი მიყვანა - შევეცადე გამომეჩინა სიზუსტე და არა ზოგადი ლაყბობა, რომლითაც ისედაც გამოჭედილი აქვს საქართველოს ყურები.
ეხლაც, თქვენ თვითონ გაიმეორეთ, რომ თქვენ გაწუხებთ "მშენებლობა"!!! შენობა!!! კონსტრუქცია!
"ვინ გკითხავთ" განეკუთვნება თქვენს მოჭარბებულ ინტერესს ცუდი მეზობლის "ლეგალიზების", ანუ მისი "საკუთრების" უფლებისადმი, მითუმეტეს, როცა იგი ნამდვილად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. თუნდაც წესრიგში ჰქონდეს მას ყველა დოკუმენტი, თუნდაც ყველა წესების დაცვით მოახდინოს ოფიციალური დასაკუთრება, თქვენი უფლებები ხომ შენობა-ნაგებობით!!! მისი კონსტრუქციით ირღვევა, რაც არ უნდა იურიდიული ფორმალურობა დაცული იყოს!
"შენი ოთახების წინს გიშენებს სართულს და თან ისე რომ ძაღლადაც არ გაგდებს" ამას ებრძოლეთ და არა იმას, მოახდენს თუ არა "ლეგალიზებას" -
ნამდვილად ვეღარ ვხვდები, როგორ მიგიყვანოთ სწორ განსაზღვრებამდე ...
გნებდებით, უკან მიმაქვს ინტონაციები, ნახსენები "ვინ გკითხავთ", შევცდი ნამდვილად, უნდა ამერიდებინა თავი პასუხებისათვისაც!
გიხდით უღრმეს ბოდიშს!
This post has been edited by
Правовед
on 5 Jul 2020, 11:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56509430
· 5 Jul 2020, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირიქით მადლობას გიხდით რომ რაღაცნაირად შევემზადე იმისათვის რომ გზად საწინააღმდეგო აზრებიც შემხვდება , უბრალოდ ლეგალიზება თუ მიიღო მერე ალბათ უფრო ძნელი იქნება ჩემთვის სიმართლის დამტკიცება ..მე თავიდანვე ბუნდოვნად დავსვი შეკითხვა,და ბევრი რამ არც მითქვამს, საქმე იმაშია რომ მისი საკუთრების ( პირველი სართულის ) დაკანონებას უპრობლემოდ დავეთანხმეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმეტესობა, იმ პირობით რომ ეს მხოლოდ ერთი სართული იქნებოდა და ამას გაგრძელება არ მოყვებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა.ამიტომ ვკითხულობ, ვეცნობი ყველანაირ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებზე რაც დამეხმარება ჩემი პრობლემის სწორად გადაჭრაში. საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ეს ასე გარედან ჩანს, აქ საქმე იქამდე მივიდა რომ მისი მხრიდან მუქარები მოდის, და ყველანაირად ცდილობს პროვოკაციაზე წამოგაგოს, და ყველაზე რთული ის არის რომ ერთი კედელი გვყოფს და კარის მეზობელია...არ ვიცი იმედია მომეცემა შესაძლებლობა რომ ჩემი უფლება დავიცვა. მე დიდ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. გაიხარეთ .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56510023
· 5 Jul 2020, 20:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
არადა პირველი საპასუხო შეკითხვა ეს დავსვი - ვინ არის მიწის მესაკუთრე?! უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი!
"NanukaUმთავარი!!! ვისია მიწის ნაკვეთი??!!"
თქვენი პასუხი "მომიჯნავე მეზობლის , რომელმაც სამეზობლო მიჯნაზე ამიშენა მეორე სართული და ცხოვრობს ჩემი და ჩემი მეზობლის საძინებელში , ნუ ჯერ ღიობებია მაგრამ მაინც.. :-(
დასანანია - რას იზამ ... ფაქტიურად სჯობია დაივიწყოთ რაც ვიქანანე!
საქმე გვქონია მიწის!!! თანასაკუთრებასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან - რომელსაც სამეზობლო სამართალთან მცირე რამ აქვს საერთო ... რას იზამ ... თქვენი ნებაა ...
მე პირადად უკვე ამ ფორუმს ნელა-ნელა ვეცლები კიდეც, სინამდვილეშიც პრაქტიკულ საქმიანობაში, ვბრძოლობ კლიენტებთან, სიმართლე ვათქმევინო როგორმე ... სტუდენტებთან ომი მაქვს, კოლეგებთან კონფლიქტი, ასევე გულწრფელობისა და პირდაპირობის გამო ... მყოფნის ადრენალინისთვის ... ვერ მოვერგე მე ამ ქვეყანას წყნარად და სადღაცას კიდეც მიხარია, რომ ნაადრევად გავეცალე საქართველოს, არ მომიწია ამ გარემოში მუდმივი არსებობა და ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრე, მივიღე ცოდნა და გამოცდილება, თვითრეალიზაცია და დამაკმაყოფილებელი კარიერა ...
გისურვებთ წარმატებებს!
შეეცადეთ სწორად და სრული შემადგენლობებით გაჰყვეთ გარემოებებს!
This post has been edited by
Правовед
on 5 Jul 2020, 20:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Don ST
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Don ST
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1058
წევრი No.: 108127
რეგისტრ.: 1-January 10
#56511461
· 6 Jul 2020, 04:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი
ბინა ხელშეკრულების გარეშე თუ მაქვს გაქირავებული, საშემოსავლოს არ ვიხდი და თუ გამომიჭირეს, რამდენია ჯარიმა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56511516
· 6 Jul 2020, 07:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კი ბატონო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ეხება საქმე და აი ეს მუხლებიც გადავიკითხე: მუხლი 101
. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ
საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები (11.10.2011 N 5095)
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული
ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ
საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური
საკუთრების საგნის წარმოშობას.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები
ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას
ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო
სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.
ანუ აქედან ნათლად სჩანს რომ მას მეორე სართულის ამბავი უნდა ეკითხა და დაეფიქსირებინა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
belimbor
Crazy Member
ჯგუფი: Members
belimbor
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2197
წევრი No.: 171833
რეგისტრ.: 15-August 13
#56511600
· 6 Jul 2020, 09:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იქნებ აქ მაინც მიპასუხოს ვინმემ:
ესეთი შემთხვევა გვაქვს მთელს სამეზობლოს: ჩვენი კორპუსის წინ(ახალაშენებული) არ არის დახაზული საპარგინგე ზონა.(ეგ ცალკე პრობლემა) ჩვეულებრივი ცენტრალური გზა არის, რომლის გაყოლებაზეც ყველა კორპუსს აქვს საკუთარი საპარკინგე ზონა. გზაჯვარედინის დასაწყისში არ დგას არანაირი ამკრძალავი ნიშანი. P.S. საპატრულო პოლიციას არავინ დაუჯარიმებია, გარდა დისტრიბუტორებისა, რომლებიც მეორე ზოლზე აჩერებდნენ. ახლა დაამატეს უკონტაქტო პატრულირების ნიშანი და მონდომებული თანამშრომელი დღეში 3-4 ჯარიმას უწერს, ყველას, ვინც იქ დახვდება. გამოვკითხე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (2 სხვადასხვა), ასევე შსს-ს ერთი თანამშრომელი. მათგან ვერც ერთი მეუბნება, კანონით რატომ ვჯარიმდები. (ყველაზე ახლოს იდგა ბოლო პატრული, რომელმაც მითხრა, რომ მოძრაობის ზოლიაო).
საკითხი გასაჩივრებული მაქვს შშს-ში, მაგრამ ვიცი, რომ უარი მოვა. ვაპირებ, მივმართო სასამართლოს და იურისტებთან გასაუბრებამდე, მინდა რჩევა, თუ აქვს აზრი.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში 37-ე მუხლი არეგულირებს დგომა/გაჩერებას. მეორე ნაწილში წერია, რომ
2.სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს.
მე-4 ნაწილი:
სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის.
ასევე არსებობს მე-7 მუხლი, რომელიც კრძალავს დგომას კონკრეტულ ადგილებში (მთლიანად არ დავაკოპირებ), საცხოვრებელი სახლის ტროტუართან პარალელურად დგომა არაა მითითებული.
მაინტერესებს, რამე მუხლი მრჩება თუ მივმართო სასამართლოს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56511919
· 6 Jul 2020, 11:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
:lol: არ გეკამათებით! სრულიად სწორად გაქვთ მიგნებული მუხლიც!
მე ჩემი, წყალში გადაყრილი ქაქანი "დამენანა"!
როგორც ხალხში იტყვიან ხოლმე "დამაგოიმეთ და შემისრულეთ", რა ... :lol:
არც განვიცდი იოტისოდენადაც ... ასე ცხოვრობს თითქმის საქართველო ... ხდება ხოლმე ... :lol:
P.S. ხო, საქმის განხილვისას, არ გააკეთოდ ხოლმე ესე, მოსამართლეები კი, საერთოდ, რეპრესიულად რეაგირებენ მსგავს რამეებზე ... (თუმცა რაღაც მგონია, ესეც კარგად იცით :gigi: ) ...
This post has been edited by
Правовед
on 6 Jul 2020, 11:38
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
454
455
[456]
457
458
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1546 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.