Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
455
456
[457]
458
459
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56512397
· 6 Jul 2020, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დიდი მადლობა, ერთ კომპლიმენტსაც გეტყვით, მოხიბულული ვარ თქვენით, და აღფრთოვანებული ... და ძალიან დამეხმარა თქვენი მსჯელობაც. :-)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56512567
· 6 Jul 2020, 13:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
--------------------------------- :jump: --------------------------------------------
This post has been edited by
Правовед
on 6 Jul 2020, 13:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56514238
· 6 Jul 2020, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
გამარჯობა
გთხოვთ, დამეხმაროთ თუ შეგიძლიათ და სამათლებრივი განმარტებითი ნათელი მოჰფინოთ ჩემს გაურკვევლობას შეძლებისდაგვარად. :rolleyes:
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რაღაცეები კი გადავიკითხე ინტერნეტში, მაგრამ ბევრი არაფერი წერია გავარკვიე, რომ ამ ტიპის გარიგებაში ქონების „გამოსყიდვა“ არის უფლება და არა ვალდებულება.
ესეიგი: გამყიდველი არის A, მყიდველი არის - B
ნოტარიუსის მიერ შედგენილი ხელშეკრულება, ჩემდა გასაკვირად შედგება მხოლოდ 7 მუხლისგან და არის 2 გვერდიანი, არადა მეგონა უფრო დეტალური იქნებოდა და მინიმუმ 10 გვერდიანი.
ნოტარიუსი ხელშეკრულების დასაწყისში, ნასყიდობის საგნის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს წერით იწყებს სტანდარტულად და მერე ხელშეკრულების დასაწყისში ასეთ რამეს წერს (ამონარიდი): „თუ ამ ხელშეკრულებით იფარება სხვა გარიგება , მაშინ დავის შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების წესები. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ამცირებენ ნასყიდობის ფასს, დავისას მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს ფასის შემცირების ფაქტი“. „ამ განმარტების შემდეგ მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულება და ჩემი თანდასწრებით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას“:
კითხვა N1:
თუ შეგიძლიათ განმიმარტოთ შინაარსი, რას გულისხმობს ნოტარიუსი ამ აბზაცში? და კონკრეტულად „დაფარული გარიგების წესები“ გამოიყენება რას ნიშნავს?
ხელშეკრულების შემდეგი პირველი მუხლი ისევ სანყიდობის საგნის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს აღწერს.
მუხლი 2: მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა XX დოლარად, რომელიც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს, ხოლო მყიდველმა მიიღო ნასყიდობის ფასი. (ეს გასაგებია)
მუხლი 3: გამოსყიდვის პირობაა ორი წლის ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველის მიერ გაცხადებული სურვილისა და ნასყიდობის ფასის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის უპირობოდ უკან მიყიდვა XX აშშ. დოლარად, აღნიშნულ ვადის გასვლის შემდეგ მყიდველი ერთპიროვნულად გახდება მესაკუთრე.
წინამდებარე ხელშეკრულება არ საჭიროებს ორი წლის ვადის გასვლის შემდგომ (XX.XX.XXXX) მყიდველის მიერ რაიმე დამატებით ნებართვას ან განცხადების მიღებას. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეუძლიათ შეცვალონ ხელშეკრულების პირობები, (შეამცირონ /ან და გაზარდონ თანხის ოდენობა, შეცვალონ ხელშეკრულების ვადა).
კითხვა N2:
რა არის ამ გარიგების ნამდვილი სახე? გთხოვთ, ეს მეორე მუხლი უფრო დეტალურად ამიხსნათ თუ შეგიძლიათ? (რა საფრთხის შემცველია?)
მუხლი 4: გამყიდველი ვალდებულია დაფაროს კომუნალურები და მყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. (არ მაქვს კითხვა)
მუხლი 5: ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლოა, არ არის სადაო, არ ადევს ყადაღა, საგადასახადო გირავნობა იპოთეკის უფლება, ქონება არის დატვირთული იპოთეკითო.
გამყიდველის განცხადებით ნასყიდობის საგანი არ არის სადაო და მესამე პირს არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ნასყიდობის საგანზე.
კითხვა N3:
ხელშეკრულებაში არ წერია ის, რომ - „გამოსყიდვის ვადის გასვლამდე, მყიდველს უფლება არ აქვს ბინა გაასხვისოს ან იპოთეკით დატვირთოს“-ო, მაგრამ ეს სიტყვები წერია საჯარო რეესტრის ამონაწერში. რატომ არ წერია ხელშეკრულებაში ეს ? მაშ, მყიდველ B-ს რისი უფლება აქვს? (დაგირავება?, გაქირავება? კიდევ რისი?) ის რაც ხელშეკრულებაში არ წერია (რაიმე ქმედების აკრძალვა) ცალსახად დასაშვებია თუ არა მყიდველისთვის?
მუხლი 6: ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, თუ ნაკლი წამოეშვება ნასყიდობის საგანს, შემდგომში ვინ ასწორებს, მყიდველი რა შემთხვევაში და გამყიდველი რა შემთხვევაში. (ჩემი ინტერპრეტაციით ეს მუხლი, არ მაქვს კითხვა)
მუხლი 7: ხელშეკრულება შედგენილია X ეგზემპლიარად, თან ერთვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ქონების ს/კ. და გადახდილია ნოტარიუსთან თანხა XX, სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის ნოტარიუსთა პალატის მიხედვით დადგენილი საფასური.
მე ... ნოტარიუსმა მხარეებს გავაცანი ყველა პირობაო რაც აქ წერიაო და მხარეთა ხელმოწერები.
კითხვა N4:
ხელშეკრულებაში არ წერია გამოსყიდვის ფორმა უფრო დეტალური, ვგულისხმობ აღებული თანხის დაბრუნების პროცესს, ეტაპობრივადაც შეიძლება მოხდეს, თუ ერთიანადაც? ასევე, ხელშეკრულებაში დათქმულ ვადა-მდე გამოსყიდვის უფლების გამოყენება მყიდველის უარის მიუხედავად (მაგ: დღესვე, ან ხვალვე)
კითხვა N5:
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიმე მხარის გარდაცვალების შემთხვევაში არ არის ნახსენები „გამოსყიდვის“ უფლების A-ს მემკვიდრეზე გადასვლის შესახებ რამე, არც B-ს მემკვიდრის მიმართ, არც „გამოსყიდვის უფლების“ სხვისთვის, მესამე პირის © ზე გადაცემის შესახებ და მაინტერესებს ეს თემა როგორ დალაგდება ვინ რა უფლებით ისარგებლებს ამ შემთხვევაში?
(ამონაწერში წერია, რომ გამოსყიდვის უფლების მქონე არის A.)
პ.ს თუ რაიმე გაურკვევლად დავწერე ბოდიშს გიხდით. :rolleyes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56515125
· 6 Jul 2020, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kusia
იმისათვის, რომ გავერკვეთ, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ქართველი ნოტარიუსებისთვის დამახასიათებელ ბოდვას, თუ "თუ ამ ხელშეკრულებით იფარება სხვა გარიგება ... " - ადგილი აქვს ნოტარიუსის მიერ თავის დაზღვევას და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, საჭიროა მოვიკვლიოთ, ხელშეკრულებაა დამოწმებული, თუ ხელმოწერების ნამდვილობა - ანუ, ნოტარიუსმა საჯარო აქტი გააფორმა, თუ კერძო აქტი.
ანუ, ჩავხედოთ ნოტარისუსი მინაწერს, როგორც არის: "მომმართეს ამათმა და მავანმა და მოითხოვეს (გავამახვილოთ ყურადღება!) - ვარიანტი 1, ხელშეკრულების სანოტარო წესი დამოწმება, ან ვარიანტი 2, ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო წესი დამოწმება.
ხელშეკრულებაში არ წერია დეტალური, ვგულისხმობ აღებული თანხის დაბრუნების პროცესი, იმიტომ, რომ უკვე სააშკარაოზე იქნება გამოტანილი, რომ მოცემულობა სინამდვილეში ნიშნავს სესხის გარიგებას.
შეკითხვაში კი არის მითითებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გასხვისებაზე და იპოთეკის აკრძალვაზე, მაგრამ რაიმე არის ნახსენები ამავე ამონაწერში იმ "გამყიდველის" (სინამდვილეში მსესხებლის) უფლებაზე, სამომავლოდ ქონების დაბრუნების გარანტიას რომ მისცემს - არადა, ეს არის მთავარი! მემკვიდრეებისათვისაც!
დაარეგისტრირებს საჯაროში დამოუკიდებლად, მარტო თავისი ვიზიტით ქონებას უკან, თუ "მყიდველის" ხვეწნა დასჭირდება?! ჯეროვნად დავსვათ თვით შეკითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ საკითხს, და ვერ ვბედავთ მის გაჟღერებას!
თანაც ნოტარიუსებმა ხომ სრული სოლიდარობა გამოგვიცხადეს ჩვენ, მოქალაქეებს, მუხლებზე დაჩოქილი როცა ვემუდარებოდით მთავრობას "ჭარბვალიანობასთან" ბრძოლას - სიხარულითაც შემვსვდით, როცა აკრძალა ჩვენთვის სესხის აღებაც და იპოთეკის გამოყენებაც!
იმდროინდელი ხელისუფლების ჩემი ლანძღვა-გინება და ჩემივე წინასწარმეტყველება, მახინჯი, სამართლის დამაზიანებელი იურიდიული წარმონაქმნების შესახებ, ამ განყოფილების შესაბამის თარიღებშიც ადვილად მოიძებნება. გავიდა ცოტა დრო და მიხვდა საქართველო, რა შარშიც გაეხვია და დაიწყო ამ "ხელშეკრულებით იფარება სხვა გარიგება"-ებით სარგებლობა, მეტის ტრაკი არც იურიდიულ საზოგადოებას აღმოაჩნდა და არც მოქალაქეებს. ჩემი პარლამენტისადმი მიწერილი ეპისტოლე-მონაგრაფიები, დარწმუნებული ვარ, მიღებისთანავე, ნახევრადწაკითხულები სანაგვეში მოისროლეს!
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ამონაწერს, მას გადავყავართ საკუთრების უფლების "ქარველურ" უნიკალურ სამართლებრივ აღქმასთან. თქვენთვის სასარგებლო პასუხი კი მდგომარეობს შემდეგში: ეს შეზღუდვა დაწესებული აქვს უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მესაკუთრეს (ანუ ვინც დღეის მდგომარეობით "ფიქსირდება" ამონაწერში).
თვით საკუთრება, საკუთრების უფლება, სანივთო უფლებაა და ტრადიციულად განიმარტება როგორც ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთობლიობა. უძრავ ნივთზე საკუთრების რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. სწორედ რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ასევე სახეზე გვაქვს გადადების სუსპენზიური პირობა - სამართლებრივი შედეგის დადგომა უკავშირდება სამომავლო მოვლენას - ფასის სრულად გადახდას.
ამ პირს (ვისზეც რეგისტრირებულია უძრავი ქონება), თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, არ აქვს უფლება ბინა განგარკოს!!! სხვა უფლებები, მფლობელობისა და სარგებლობისაგან გამომდინარე, ყველა სახეზეა: გააქირავოს-გამოიყენოს, როგორც მოესურვება - ოღონდ არ გაასხვისოს ან იპოთეკით დატვირთოს, ანუ არ შეუქმნას საფრთხე საკუთრების უფლებას!
იურიდიულად საკუთრების უფლების შემადგენელი ნაწილები განიმარტება შემდეგნაირად:
მფლობელობა - ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით.
სარგებლობა - ნიშნავს მესაკუთრის უფლებას, ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს, ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია.
რაც შეეხება განკარგვას - იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას, ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.
ჩემი აზრით და კლასიკური სამართლის მიხედვით, ამ პირს (ვისზეც "რეგისტრირებულია" უძრავი ქონება), როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, დიდი შეფერხებები არ სჭირდება, ეს "აკიდებული" გაუგებრობები და უბედურებები თავიდან მოიცილოს, მარტივად (ფაქტიურად, ერთი ხელის მოსმით), გავიდეს ამ "ფსევდონასყიდობის" ხელშეკრულებიდან და გაასუფთავის მისი საკუთრების რეგისტრაცია - გაწმინდოს იურიდიული ჭუჭყისგან.
ისევ ჯეროვნად დავსვათ თვით შეკითხვა, რომელიც ასევე ლაიტმოტივად გასდევს ამ საკითხს და ასევე ვერ ვბედავთ მის გაჟღერებას - ვალდებულია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრე, ორი წლის ვადის გავლის შემდგომ უკან მიყიდოს წინა მესაკუთრეს იგივე ნივთი?!
ჩემი პასუხია - არა!!!
ვინაიდან არ არსებობს (და არც შეიძლება არსებობდეს) რაიმე მავალდენულებელი გარიგება, მითუმეტეს ერთსა და იმავე პირებს შორის რესტიტუციის პირობადადებით!!! სამართალი ვერავის აიძულებს, სათანადო რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ნივთი გაყიდოს! ნოტარიუსების შემოქმედება კანონის დანაწესებს ვერ უკუაქცევს!
"გამკიდველმა" იკითხოს, სინამდვილეში მსესხებელი რომაა, თან არ უნდა დაავიწყდეს მადლობა მოუხადოს ხელისუფლებას, იპოთეკა რომ აუკრძალა და იძულებული გახადა, მსგავსი რისკების ქვეშ დაეყენებინა თავი!
მემკვიდრეებს რაც შეეხება, არც იმათ დაადგებათ კარგი დღე - თუ "მყიდველის", სინამდვილეში გამსესხებლის ვალის დაბრუნება შეაყოვნეს.
თვით ეს "გამოსყიდვის" უფლებაა სადავო, თორემ ამ უფლების მემკვიდრეობით რეალიზაცია რაიმე საფრთხეს არ შეიცავს! დავუშვათ და, აიღეს მემკვიდრეებმა სამკვიდრო მოწმობა - რას უზამენ, რას იზამენ. საჯაროში მიიტანენ ამ მოწმობას, რეგისტრირებულია მათი მამკვიდრებლის სამომავლო უფლება? უნდა მიადგნენ ისევ "ფსევდომყიდველს", ანუ ნების გამომვლენს. რა "ხასიათზე" შეხვდება მათ გამსესხებელი - მკითხაობას ექვემდებარება.
იმ მესაკუთრის მემკვიდრეობას, რომელზედაც დარეგისტრირებულია უძრავი ქონება, საერთოდ არავითარი წინაღობა არ ელოდება.
P.S. კარგი იქნებოდა ქართველებს ესწავლათ, სანამ რაიმეს განახორციელებენ, ჯერ გამოეკვლიათ მომავალი ნაბიჯი ... რას იზამ, დაავადება ეს ალბათ, დროის მოტანილი ... სესხებთან დაკავშირებით, ხომ ნამდვილი უბედურებებია ყველა თავგადასავალი! რას იზამ ... :facepalm:
This post has been edited by
Правовед
on 7 Jul 2020, 00:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56517661
· 7 Jul 2020, 18:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დიდ მადლობას გიხდით მსჯელობისთვის, თუმცა ცოტა ავიბენი. ბოდიში :rolleyes:
QUOTE
კარგი იქნებოდა ქართველებს ესწავლათ, სანამ რაიმეს განახორციელებენ, ჯერ გამოეკვლიათ მომავალი ნაბიჯი ... რას იზამ, დაავადება ეს ალბათ, დროის მოტანილი ... სესხებთან დაკავშირებით, ხომ ნამდვილი უბედურებებია ყველა თავგადასავალი! რას იზამ .
მართალი ხართ, იქნებ აქაც მეტმა წაიკითხოს და და დაფიქრდეს, რათა გაუგებრობები აირიდონ. სიტყვა "იპოთეკა" ყველამ ისწავლა, ცუდად ხვდება ყურს და ისიც იციან, რომ საფრთხეს შეიცავს ქონების დაკარგვისო. ხოლო ეს ახალი "ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით" ახალი გაურკვევლი "ჰიბრიდული" ჯიშია, რომელიც ვითომ იპოთეკასთან შედარებით უფრო მარტივი ტიპის ხელშეკრულებაა და უპრობლემო, მაგრამ ალბათ გააჩნია რომელი მხარე ხარ. ეხლა სანამ ამ ხელშეკრულებით ბევრი არ აღმოჩნდება ცუდ დღეში , რასაც გვიან აღმოაჩენენ მანამდე კიდევ ბევრი გაყოფს თავს სამართლებრივ გაუგებრობაში.
QUOTE
ვალდებულია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრე, ორი წლის ვადის გავლის შემდგომ უკან მიყიდოს წინა მესაკუთრეს იგივე ნივთი?!
ჩემი პასუხია - არა!!!
დიახ, ეს გავიგე, მეც მასე ვფიქრობდი მაგ საკითხს.
მე გამყიდველის (მსესხებლის) მხარეს სამართლებრივი მდგომარეობა მაინტერესებს როგორ შეძლებს უფლების განხორციელებას "გამოსყიდვას" ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში? ნასესხები თანხის სრულად დაბრუნებით? ამ თანხას ან ვის ანგარიშზე აბრუნებს? დასჭირდება თუ არა ამ გამყიდველის (მსესხებელის -Aს) სხვა რაიმე დოკუმენტი (ვალდებულების შესრულების გამსესხებლისგან-დასტური "შესრულებულია წერილით") რომ უკან დაირეგისტრიროს "გამოისყიდოს" ქონება?
(ჩემი უმთავრესი კითხვაა:
როგორ დავეხმარო A-ს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომ მის საკეთილდღეოდ კვლავ იგივე სამართლებრივი მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სანამ ამ ხელშეკრულებას გააფორმებდა
)
მესამე მუხლში მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ ურთიერთ გამომრიცხავი პირობა უწერია მემგონი ნოტარიუსს და რანაირად?
QUOTE
მუხლი 3: გამოსყიდვის პირობაა ორი წლის ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველის მიერ გაცხადებული სურვილისა და ნასყიდობის ფასის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის უპირობოდ უკან მიყიდვა XX აშშ. დოლარად, აღნიშნულ ვადის გასვლის შემდეგ მყიდველი ერთპიროვნულად გახდება მესაკუთრე.
ეს სიტყვა > "
შემდგომ
" არის ჩემთვის უკიდურესად დამაბნეველი. მარტივად, რომ გითხრათ, მე ასე მესმოდა სამართლებრივად ეს ხელშეკრულება, რომ თუ კი ეს გამყიდველი (A) დათქმულ ვადაში 2 წელიწადში თანხას არ გადაიხდის და 1 დღესაც თუ კი გადააცილებს, ბინაზე სრულ განკარგვის უფლებასაც მოიპოვებდა მყიდველი ავტომატურად. (გამყიდველის ყოველგვარი ჩარევის გარეშე)
(პ.ს ცნობისთვის , ხელშეკრულებაში ჩაწერილი ნასყიდობის თანხა ბინის ამჟამინდე რეალურ საბაზრო ღირებულებაზე მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებია. :user: )
ხოდა აქ ეს სიტყვა რომ წერია- " გამოსყიდვის ვადის გასვლის > "
შემდგომ
" - ვერ მივხვდი რანაირად ეთანხმება- მეორე ნაწილს "
აღნიშნულ ვადის გასვლის შემდეგ მყიდველი ერთპიროვნულად გახდება მესაკუთრე
-ს" ????
ანუ, ეს გამყიდველი (მსესხებელი Aმ) რაღა უნდა გააკეთოს მაშინ ეს ვერ გავიგე ? (რომ მისთვის პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობა აღიდგინოს, ის რაც იყო ამ ხელშეკრულების დადებამდე და თავად იყოს კვლავ ამ ქონების ერთიპოვნული მესაკუთრე/განმკარგავი )
ნოტარიუსის დამოწმებასთან დაკავშირებით,რომ მიმითითეთ ჩავხედე ხელშეკრულებას და წერია ასეთი რამე: (ვციტირებ) " მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულება დანართებითურთ, ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ
ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას"
და რა გამოდის ნოტარიუსმა საჯარო აქტი გააფორმა, თუ კერძო აქტი?
ნოტარიუსის ესეთი ტექსტი ჩემთვის ბუნდოვანია, იმიტომ რომ ცალსახად ვერ ვამბობ რომელს ადასტურებს - ხელმოწერის ნამდვილობას, თუ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმობას.
ჩემი სუბიექტური აზრით - მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა აქვს დადასტურებული, თუ ასე არაა შემისწორეთ.
თუ რამეს გაურკვევლად ვწერ მიმითითეთ, თუმცა გთხოვთ, პასუხები გამიმარტივოთ რათა გამოგყვეთ სამართლებრივ ლოგიკაში,კანონისა თუ ხელშეკრულების პირობების სამართლებრივად სწორ აღქმაში. :gigi:
This post has been edited by
kusia
on 7 Jul 2020, 18:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56517778
· 7 Jul 2020, 18:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kusia
სანოტარო აქტი იწყება ასე "ამა და ამ დროს მომმართეს ..." თქვენ მიაქციეთ ყურადღება რა მოითხოვეს მხარეებმა, ანუ მათ ვინც ნოტარიუსს მიმართეს?!
გადავამოწმოთ - ვისზეა დარეგისტრირებული უძრავი ნივთი საჯაროში, გადავანაწილოთ ასე
A-მ დადო B-სთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. უძრავი ქონება დარეგისტრირდა B-ს საკუთებაში და რეესტრში მითითებულია, რომ - და გადმოწერეთ სიტყვასიტყვით, არც ერთი ასო არ შეცვალოთ, მონაცემები საფუძველი "XX რიცხვის ..." (როგორც წერია), გრაფაში შეზღუდვები წერია "____", გრაფაში "იპოთეკა" წერია "______" და ა. შ. სიტყვასიტყვით, ყოველგვარი თქვენეული ინტერპრეტაციის გარეშე.
თქვენც ხვდებით ალბათ, გარემოებებთან ამგვარი სახით გაცნობა, იდიოტობას უფრო ემსგავსება, მაგრამ შეეცადეთ სიტყვასიტყვით (ვინაობები არ არის საჭირო) გადმოსცეთ, რაც წერია დოკუმენტში ...
შესანიშნავი იქნებოდა, დოკუმენტები პირდაპირ წარმოგედგინათ, წაგეშალათ მონაცემები - მაგრამ მესმის, ალბათ ვერ ახერხებთ ... თანაც უკვე მეც მიჭირს, ამ სიცხეში ვაწყობ ალბათობების კომბინაციებს, გარემოებებზე ვმარჩიელობ რაღა ...
This post has been edited by
Правовед
on 7 Jul 2020, 18:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56518000
· 7 Jul 2020, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
სანოტარო აქტი იწყება ასე "ამა და ამ დროს მომმართეს ..." თქვენ მიაქციეთ ყურადღება რა მოითხოვეს მხარეებმა, ანუ მათ ვინც ნოტარიუსს მიმართეს?!
მე ნოტარიუსმა XX-მა ვციტირებ "შევამოწმე მხარეთა ქმედუნარიანობა და ვადასტურებ, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა"/ "მე დავადგინე მათი ნების გამოვლენის ნამდვილობა, გარიგების შინაარში და მხარეებს განუმარტე: უძრავი ქონების საკუთრების უფლებას იძენს "...... ესე წერია ხელშეკრულებაში. (#56514238)
QUOTE
შესანიშნავი იქნებოდა, დოკუმენტები პირდაპირ წარმოგედგინათ, წაგეშალათ მონაცემები - მაგრამ მესმის, ალბათ ვერ ახერხებთ ...
დოკუმენტებში ალბათ ამონაწერს და ხელშეკრულებას გულისხმობთ. ამონაწერს დავდებ იმ ფორმით რასაც ამბობთ უპრობლემოდ, (ხელშეკრულების შესახებ კი #56514238 კომენტარში მიწერია უფრო ვრცლად მუხლებად , თუ საკმარისია თქვენთვის შესაფასებლად) მაგრამ აი, ვინც ეს ხელშეკრულება დაასკანერა თავზე აქვს დასახევი! გამოვითხოვე ფული გადავიხადე და 1 გვერდის ნაწილი არ იკითხება. ესე ხელში თუ მიჭირავს სიტყვების სილუეტს ვარტყავ, ნუ თუ ახალგაზრდა ხარ შეძლებ წაკითხვას რამენაირად ადამიანი, მაგრამ აი, ფოტოს ვერანაირად ვერ ვუღებ ისე, რომ საჭირო ადგილი იყოს თავისუფლად კითხვადი იყოს.
ამიტომაც ვერ ვიკადრე ისეთი დოკუმენტის ატვირთა, ვზივარ და მე თვითონ ვიწერ წერტილ,მძიმით.
This post has been edited by
kusia
on 7 Jul 2020, 19:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56518031
· 7 Jul 2020, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kusia
ნოტარიუსის შტამპი არ ჩანს?
პირადში მოგწერეთ. დავიტანჯებით სხვა ხერხის ძებნით!
This post has been edited by
Правовед
on 7 Jul 2020, 20:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56518055
· 7 Jul 2020, 20:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დიახ, ჩანს შტამპი გარკვევით, ხელშეკრულების ბოლოსაც და ასევე, მთლიანად სანოტარი აქტის გარედანაც, აკინძვისას ამ შტამპს აწერია რამდენ ფურცლად არის შედგენილი და ნოტარიუსის ხელმოწერა.
სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერიც აქვს სტანდარტულია.
ვერ მივხვდი ეს რატომ მკითხეთ, რამის მომცემის ეს ინფორმაცია თქვენთვის? პირადში შემიძლია მოგწეროთ ნოტარიუსის ვინაობაც, თუ ეს საჭიროა
This post has been edited by
kusia
on 7 Jul 2020, 20:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56518068
· 7 Jul 2020, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kusia
სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივაც განვსაზღვროთ! მე სათქმელი მოგახსენეთ - თუ ეს საკმარისია თქვენთვის, არავითარი ზედმეტი ინტერესი აღარ მაქვს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56518072
· 7 Jul 2020, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დიახ ეხლა ვნახე, მოწერილი. მადლობა :yes:
This post has been edited by
kusia
on 7 Jul 2020, 20:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
D747
Newbie
ჯგუფი: Registered
D747
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 257792
რეგისტრ.: 8-July 20
#56521172
· 8 Jul 2020, 14:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგესალმებით
მაქვს შემდეგი პრობლემა და გთხოვთ დამაკვალიანოთ მაქვს თუ არა რაიმე სამართლებრივი საფუძველი ვიდავო შემდეგ საკითხზე
ქონებაზე გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 6 თვით, ნოტარიული ხელშეკრულებით
რეალურად რა თანხაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში, ეს თანხა არ გადაუხდია გამყიდველს, დაიფარა მხოლოდ წინა იპოთეკა (პირობითად 10000$), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია გაცილებით მეტი (პირობითად 14000$)
იმის გამო რომ გამყიდველს იმ მომენტში აუცილებლად ჭირდებოდა თანხა, მოწერილი აქვს ამ ხელშეკრულებაზე ხელი (სწორად გამოგეთ გთხოვთ, ამით არ ვცდილობ გავამართლო მისი საქციელი), ეს ვადა გასულია და სახლი უკვე გადაფორმებული აქვს საჯარო რეესტრში მყიდველს და ითხოვს ხელშეკრულებაში მითითებული თანხის სრულად დაბრუნებას ან სახლის დაცლას რომ გაყიდოს.
რეალურად კი საქმე იყო შემდეგში, ამ თანხაში უანგარიშეს რაღაც სესხის პორტირება, წინასწარ ჩადეს სავარაუდოდ პროცენტი 6 თვის, გადაახდევინეს 300$ წინასწარ 1 თვის პროცენტი, ასევე ურეკავდნენ და ითხოვდნენ პროცენტის გადახდას 300$ თვეში. ამაზე არანაირი ხელშეკრულება ან საბუთი ჩეკი არ არსებობს რაში დაიხარჯა ეს თანხა, ან რა პროცენტებს ითხოვდნენ როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული.
რომ ვესაუბრე გამყიდველს ამაზე, მეუბნება რომ პროცენტზე საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სთხოვდა გამყიდველს თუ საშუალება ქონდა შეემცირება გადასახადი და ნაწილი ადრე გადაეხადა.
ასევე რომ ვუხსნი რომ ეს ხელშეკრულება ძალიან საეჭვოა, რადგან ფაქტიურად ხელშეკრულებით გამოდის რომ 6 თვით ასესხა თანხა ბინის გარანტიით ყველანაირი სარგებელის გარეშე, ერთი და იმავეს გაიძახის, ხელშეკრულებაში რაც წერია ის თანხა დამიბრუნეთ თორემ ქონებას გავყიდიო.
გთხოვთ დამაკვალიანოთ როგორ შეიძლება მოვიქცე და სად შეიძლება გავარკვიო სიმართლე, მე მზად ვარ გადავიხადო რეალურად რა თანხაც გასცეს და პლუს რაღაც სარგებელიც მივცე პროცენტის სახით, ეს მასაც განვუმარტე მაგრამ არაფერზე არ მოდის.
სახლში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი ოჯახი, 3 მცირეწლოვანი ბავშვით, (კიდევ განვმეორდები, ამას იმიტომ არ ვწერ რომ გამყიდველი რაიმე ფორმით გავამართლო), უბრალოდ ეს არის ფაქტები
ხომ გასაგებია რომ ეს არის რეალურად სესხის ხელშეკრულება ძალიან დიდი სარგებლით და შენიღბული ამ ყიდვა ნასყიდობის ხელშეკრულებით
მადლობა წინასწარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56521299
· 8 Jul 2020, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
D747
რა თქმა უნდა ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა არ აწყენდა პასუხს -
მაგრამ ... ავაწყოთ შეფარდებით ალბათობებზე
სამოქალაქო სამართალში მოქმედებს რა ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო პირობების თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, კონტრაჰენტი პირები შებოჭილი არ არიან დადონ ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც მათ სურთ.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, უარი თქვას სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე. სახელშეკრულებო „ბორკილი“ მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ.
თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება – გამოსყიდვითი ფუნქცია განახორციელოს მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას ესპობა უფლება ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და გამოისყიდოს ქონება.
რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა.
გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლი) განსხვავდება ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი). გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება იძლევა დადგენილ ვადაში ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობას.
ეს ზოგადად!
ეხლა თქვენს საკითხს მივხედოთ - სარჩელი და მხოლოდ სარჩელი სასამართლოში! ამ მახინჯი "გაყიდვა-შესყიდვის" ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით - დამაჯერებელი, მტკიცე მტკიცებულებების მოკვლევით და წარდგენით.
თუ გამსესხებელსა (ანუ მოჩვენებით გამყიდველსა) და მსესხებელს (მოჩვენებით მყიდველს) შორის დადებული ე.წ. ” ნასყიდობის ხელშეკრულებით”, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა გამყიდველსა და პირველ გამსესხებელს შორის - აი ეს "დაიფარა მხოლოდ წინა იპოთეკა (პირობითად 10000$)", სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
რა წერია ხელშეკრულებაში? როგორ გადაიხადა რაიმე ფული? იყო თუ არა ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრება და მიღებულია თუ არა მეუღლის თანხმობა? წინა სესხის დაფარვა რა დოკუმენტებით მოხდა? კავშირში არიან თუ არა ეს ახალი ვითომ მყიდველი და გამოთავისუფლებული იპოთეკის მფლობელი? და ა. შ., გარემოებების დასაზუსტებელი კასკადია წინ და
უკვე ნამდვილ იდიოტობას
ემსგავსება ფორუმში ამ "ჩაკითხვებისა" და "ინფორმაციის ამოქაჩვის" რეალიზაცია -
შესაბამისად, წინდაწინ უარის გაცხადების ბედი აქვს!
ამიტომ ერთადერთი ქმედითი ღონისძიებაა, მონახეთ კონკრეტული ირიდიული დახმარების შესაძლებლობა!
This post has been edited by
Правовед
on 8 Jul 2020, 15:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
kusia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 137206
რეგისტრ.: 20-October 11
#56522052
· 8 Jul 2020, 17:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვახ, მგონი მართლაც დაიწყო უარესი სამართლებრივი გაუგებრობები, ვიდრე ეს კერძო იპოთეკარების დროს იყო...
QUOTE
ქონებაზე გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 6 თვით
:user:
This post has been edited by
kusia
on 8 Jul 2020, 17:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56522130
· 8 Jul 2020, 17:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kusia
წავიტრაბახებ კიდო:
ეს ჯერ კიდევ კანონპროექტის ავტორ-დემაგოგებთან
"იმ მოქალაქეებს, რომლებიც თანახმანი არიან ფულის სესხებაზე იმ დამახინჯებული ფორმით, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა და აიძულა = ერთდროულად ფორმდება სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომელიც ერთგვარი გარანტიაა ვალის დაბრუნების ... მოქალაქეთა სამოქალაქო ბრუნვა, ნელ-ნელა დაუბრუნდება არქაულ, 90-იანების ველური კაპიტალიზმის ფრიად გავრცელებულ მექანიზმს ... ჭარბვალიანობის ძლიერ, მეფის კარს დაახლოვებულ გენერატორებს თითს ვერავინ დააკარებს, წვრილი მევახშეებიც პოზიციებს არ დათმობენ და შეთავაზებების ლექსიკასაც დახვეწავენ ... მოსახლეობის ქუჩაში გამოსახლება-გამოგდების მექანიზმიც გამარტივდება - მევახშეს აპრიორი საკუთრებაში ექნება ქონება ... ხელისუფლების სასარგებლო ერთი "შედეგი" აუცილებლად მიღწეული იქნება - "გირავნობის" სტატისტიკა შემცირდება ... //++"
დისკრეციის ფარგლების უსაზღვრო გაფართოებად მოგვევლინა სახელმწიფოს ნოვაცია ე. წ. „ჭარბვალიანობის“ აღმოსაფხვრელად საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანა. უხამსად და ვულგარულად გაგრძელდა ქართველი კანონმდებლისათვის მახასიათებელი ტრადიცია – იგნორირება მოახდინოს სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების მიმართ. ხალხის „რჩეულებმა“ ფსევდოსამართლებრივი მიზნების მისაღწევად დაარღვიეს პროპორციულობის პრინციპი – მოახდინეს ორი „სიკეთიდან“ ერთის არჩევა – ერთი მხრივ, ადამიანის უფლება, ფლობდეს, იყენებდეს და განკარგავდეს საკუთრებას და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიზანი – შეამციროს „ჭარბვალიანობა“. ვითომცდა ხალხზე მზრუნველობის ეგიდით, გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების სამართლებრივი შედეგი, გახდა დამოკიდებული ხელისუფლების უგონო გადაწყვეტილებებზე. კანონის მუხლების კონსტრუქცია ზოგად, საზოგადოებრივ ინტერესთან კანონის ადრესატთა აშკარა კონფლიქტს წარმოშობს – რა მიზნით განხორციელდა მოქალაქეთა უფლებების იმპერატიული დანაწესებით შეზღუდვა, და, ამ კონფლიქტში პრიორიტეტი, რა მიზეზებით მიენიჭა მხოლოდ „ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სესხის გამცემ სუბიექტებს“ – აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარია. კანონის ადრესატი ნების გამოვლენის მხრივ ჩაყენებულია აბსოლუტურად უაზრო მდგომარეობაში: მოქალაქეს შეუძლია გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, გადააკეთოს, გაანადგუროს ბოლოს და ბოლოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი თუ სატრანსპორტო საშუალება, ხოლო გამოიყენოს საკუთრება მისივე ვალდებულების უზრუნველსაყოფად – კანონის დანაწესებით აიკრძალა. აღარაფერი ვთქვათ იპოთეკის მოწმობის, როგორც ფასიანი ქაღალდის ბრუნვის აბსურდამდე მიყვანაზე.
ამ მუხლების ჩასწორებებით ქართველ ხალხს კანონმდებელმა შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რადგანაც მოქალაქეთა უფლებების მსგავსი იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ კანონის ადრესატების გონებასუსტობითა და უუნარობით. ალბათ შემდგომი ნაბიჯი იქნება კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გამოჩენა, რომელიც იგულისხმებს ხალხის იმბეცილის მდგომარეობაში ყოფას და წინდახედულობის უქონლობას – სამართლებრივი აბდაუბდის ავტორებმა და ინიციატორებმა ლამაზად შეფუთეს ბრბოს სიამოვნება.
როგორც ჩანს, არც ქართული საგრანტო ინდუსტრია და არასამთავრობო ყბადაღებულები, არც ხელისუფლებადა იურიდიული საზოგადოება არ აპირებს რაიმე აღმკვეთი ღონისძიებების გატარებას. რეალობაც დაუნდობელია – ეკონომიკური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება „ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სესხის გამცემ სუბიექტებს", ერთგვარი შემოსავლის წყაროდ იყენებს გასესხებებს, ცდილობს გარკვეულ სეგმენტში კონკურენციაც კი გაუწიოს საფინანსო სექტორის გავლენიან ლობისტებს – მართლაც მოშორებულია სამოქალაქო აქტივობას და ინტელექტუალური უკმარისობაც ხელს უშლის ამ ჯგუფს ორგანიზებულად გაუწიოს წინააღმდეგობა ამგვარ მახინჯ მონოპოლიზაციასაც და „მევახშეების“ იარლიყსაც.
არავინაა საქართველოში ... არავინაა .. აღმოიფხვრას ეს რიგითი პათეტიკური და არაფრისმომტანი სამართლებრივი აბსურდი.
პატივისცემით!
თბილისი, 12 სექტემბერი, 2018 წელი.
მივიღეთ სინამდვილე - შეიქმნა სიტუაციის გამომყენებელი ჯგუფები და კრედიტმაც გადაინაცვლა სიბნელეში ...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
455
456
[457]
458
459
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1630 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.