Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
459
460
[461]
462
463
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56603199
· 25 Jul 2020, 14:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ironshota
გქონია პასუხი შე კაცო ... :lol:
ჰო, ეგ ჩანაწერიც, 800 ლარი იქით რომ უნდა გადაიხადოთ, დაიკიდეთ - მარტივი ბოდვაა (ასე შეუცვლელად შეიძლება გადასცეთ დამსაქმებელს). რატომ გავრცელდა ეს კრეტინიზმი, სხვა მახინჯობებთან ერთად, დიდი ხანია გამოცანა აღარ არის - გონებასუსტები ასევე დიდი ხანია, გრიალებენ და გულაობენ ჩვენს ქვეყანაში ...
ისე ზოგადი განათლებისთვის, გამოგადგებათ:
არსებობს "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი!
ყველა ადამიანს აქვს უფლება მოიპოვოს სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად ირჩევს და დასთანხმდება მის პირობებს.
ქართული ბოდვები, როგორც მოგეხსენებათ, პროდუქტიული ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით - თუ გასდით - იყენებენ.
საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე სამუშაოს დატოვების უფლებას ვერავინ შეგედავებათ - უბრალოდ ვალდებული ხართ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოთ დამსაქმებელი. თუ ეს არ მოახდინეთ, დამსაქმებულმა უნდა იდავოს იმაზე, რომ ზიანი მიაყენეთ -
- არავითარი 800 ლარის გადახდა!!!
დანარჩენი ბოდვაა!!!
This post has been edited by
Правовед
on 25 Jul 2020, 15:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1726
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09
#56603258
· 25 Jul 2020, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
ანუ ისევ თუ მითხრეს ორ თვიანი შვებულება უნდა აიღო და მე უარი ვუთXარი...დარწმუნებული ვარ 100 % ით მეტყვიან მაშინ სამსახური უნდა დატოვო...ის ორი თვის ხელფასი შემიძლია ავიღო.....
იმ ხეფლასზე არაფერი არ წერია, წერია საერთო კანონდებლობით ვიხელმძღვანელოთ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56603269
· 25 Jul 2020, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ironshota
აიღოთ ხელფასი, რომლის სანაცვლო სამუშაო არ შეგისრულებიათ - არ "შეგიძლიათ". რა თქმა უნდა, თუ შემოგთავაზეს, არ დაგეზაროთ ფულის ჯიბეში ჩადება. თქვენ ამ შეკითხვის დასმამდე და უარის გაცხადებამდე, რაც გაქვთ მოცემულობა, ყველაფერი ითვლება თქვენს თანხმობებად! სამწუხაროდ!
This post has been edited by
Правовед
on 25 Jul 2020, 15:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1726
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09
#56603290
· 25 Jul 2020, 15:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
აიღოთ ხელფასი, რომლის სანაცვლო სამუშაო არ შეგისრულებიათ - არ "შეგიძლიათ". რა თქმა უნდა, თუ შემოგთავაზეს, არ დაგეზაროთ ფულის ჯიბეში ჩადება. თქვენ ამ შეკითხვის დასმამდე და უარის გაცხადებამდე, რაც გაქვთ მოცემულობა, ყველაფერი ითვლება თქვენს თანხმობებად! სამწუხაროდ!
კაი დაველოდები სიტუაციას და ვნახოთ აბა....
საქმემაგაშია მე არ მითხოვია შვებულებაში გასვლა თვითონ მოინდომეს ასე... ეს ჩემი ვარაუდებია, შეიძლება დამიძახონ ისევ სამუშაოდ
This post has been edited by
ironshota
on 25 Jul 2020, 15:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56603313
· 25 Jul 2020, 15:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
@ Правовед გამარჯობათ ისევ თქვენ მოგაკიტხეთ, ჩატში როგორ სეიძლება მოგწეროთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56603332
· 25 Jul 2020, 15:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
ჩავრთე ჩატი
_______________________________________________________
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
NanukaU
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 257690
რეგისტრ.: 1-July 20
#56603817
· 25 Jul 2020, 18:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვერ გპოულობთ
Правовед
Правовед
:-(
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56603863
· 25 Jul 2020, 18:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NanukaU
გავეთიშე ბატონო, წავედი საქმეზე ... გელოდეთ და ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
#56613133
· 27 Jul 2020, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
გამარჯობა.. როგორ ხარ? :) დიდი ხანია არ დამისვამს კითხვა. ვერ შემოვდიოდი ფორუმზე და ერთი კითხვა მაქვს.. :)
იმედია დამეხმარები.. :)
მადლობა წინასწარ თუ დამეხმარები და თუ ვერ დამეხმარები, მაინც მადლობა.. :D
"პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია........"
ფაქტობრივად ჭორაობა ისჯება ხო? :) რათქმაუნდა მაგის გამო არავინ დაგიჭერს, მაგრამ ლოგიკურად გამოდის, როდესაც ქალები იკრიბებიან ყავაზე და ჭორაობენ, კანონს არღვევენ.. :D
რას ნიშნავს მნიშვნელოვანი ზიანი?! სად გადის ზღვარი ზიანსა და მნიშვნელოვან ზიანს შორის?! ჩემთვის შეიძლება იყოს გარკვეული რამ, მნიშვნელოვანი ზიანი, რასაც სხვა არ თვლიდეს მნიშვნელოვან ზიანად.. :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56613272
· 27 Jul 2020, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გალე
უკანონოდ გამოყენებაშია დანაშაული - ყავაზე და ჭორაობით, კანონს არავინ არღვევს.
აი, თუ ყავაში კოკაინი გაურიეთ და თათბირობთ როგორ გამოსჭრათ ყელი ქმრებს, ეს დანაშაულია!
მნიშვნელოვანი ზიანის ცნება შეფასებითი კატეგორიაა და საქმის ყველა გარემოებათა გათვალისწინებით წყდება.
თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილია დიფერენცირებული თანხები - ამ მუხლში არ არის წარმოდგენილი ს;ეციალური ნორმა.
საერთოდ, ეს მუხლი ნაჩქარევად, "ხალხის დაკვეთით" მიღებული ნორმაა და რაიმე გააზრება იურისპრუდენციის ჭრილში არც მომხდარა. კანონმდებელიც არ იძლევა მნიშვნელოვნების შეფასების კრიტერიუმებს. ამდენად, ხსენებული მუხლის მიზნებისთვის, მნიშვნელობის ზიანის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით შეიძლება ითქვას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე თუ მნიშვნელოვანი მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.
This post has been edited by
Правовед
on 27 Jul 2020, 23:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
გალე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5346
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10
#56613655
· 28 Jul 2020, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561...publication=22#
!
ამ კანონის მიხედვით კი პერსონალურ მონაცემებს თუ ისე ავრცელებენ ქალები ყავასთან, რომ პიროვნების ღირსებას ლახავენ? :D
კია აკრძალული, მაგრამ არ ისჯება ამ კანონში? ვერ ვნახე რაიმე ინფო რო ჯარიმა მაინც ეკისრებოდეს.. :) უბრალოდ აკრძალულია კი მაგრამ?
ჯარიმა??
აი გვარამიას ფოტოებს როდესაც იპარავენ ფეისზე და ქათამს აწერენ.. ეგ აკრძალულია გამოდის, მაგრამ ისჯება რო?!
This post has been edited by
გალე
on 28 Jul 2020, 00:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30945
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#56613666
· 28 Jul 2020, 00:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობარს აქვს პრობლემა. შევპირდი, ფორუმელებს ვთხოვ რჩევას-მეთქი. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ გამომეხმაურებით.
სიტუაცია ასეთია: ქართლის ერთ-ერთ რაიონის სოფელში მეგობარს ჰყავს ხანდაზმული ბიძა, დედის ძმა. უცოლშვილო, ახალგაზრდობიდან ქრონიკული მსმელი და დებოშიორი. ცხოვრობს მარტო, მამისეულ სახლში. მამისგან დარჩა აგრეთვე მიწის რამდენიმე ნაკვეთი. არც ერთი მასზე გაფორმებული არაა. დაკარგულია მამამისის სახელზე არსებული დოკუმენტაციაც. ჰყავს დები, დისშვილები, რომლებიც წლებია ეხმარებიან და დროდადრო ნახულობენ, მის გვერდით ცხოვრება კი შეუძლებელია. მთვრალი პრაქტიკულად შეურაცხადია. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა, თუმცა ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ისევ სვამს და სკანდალობს.
ბოლო ხანებში შეუჩნდნენ ვიღაც თაღლითები, რომლებიც მიწების ყიდვით-გაყიდვით არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, გამოსტყუონ მინდობილობა, გაუფორმონ უძრავი ქონება და შემდეგ იაფად იყიდონ. ახლობლები, ბუნებრივია, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ერთი, რომ მამა-პაპისეული ქონების დაკარგვა არ უნდათ, მეორეც, რამდენიმე წლის წინ ერთი ნაკვეთი უკვე გაყიდა, მაგრამ ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენა, დანარჩენი თანასოფლელმა დასტყუა, ვითომ სესხად, მას მერე ფული თვალითაც აღარ უნახავს. მოკლედ, ტიპს ჭკუა არ მოეკითხება და მემკვიდრეობას ვინ ჩივის, დებს არანაირი გარანტია არ აქვთ, რომ სულ უსახლკაროდ არ დატოვებენ.
ვისაც შეგიძლიათ, იქნებ მიპასუხოთ, ჯერ რამდენად შესაძლებელია, სავსებით უცხო პირების მეშვეობით და დედმამიშვილების სრულად გვერდის ავლით დაკანონდეს ქონება და მეორე და მთავარი, რა შეიძლება გააკეთოს ჩემი მეგობრის ოჯახმა, რომ ამას წინ აღუდგეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56613997
· 28 Jul 2020, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandy
QUOTE
უცხო პირების მეშვეობით და დედმამიშვილების სრულად გვერდის ავლით
ამას თქვენ რასაც უწოდებთ, სინამდვილეში იურისპრუდენციასთან კავშირიც კი არა აქვს. ყველა მესაკუთრე ძალზე ხშირად "უცხო პირების მეშვეობით" (მესამე პირები ჰქვიათ მათ იურისპრუდენციაში) ახდენს რაიმე სამართალურთიერთიერთობებში შესვლას და ეს ბუნებრივიცაა. ვერც რაიმე კანონს მოძებნით და ადამიანური ფანტაზიაც ვერ მოგეხმარებათ იმის გამოგონებაში, ბიძათქვენს აუკრძალოს საკუთრების რეალიზაცია. რა თქმა უნდა, გამოსავალია, თუ გაკოჭეთ და დილეგში ჩააგდეთ.
დედმაშვილებს "გვერდიც არ ევლებათ", ვინაიდან ასავლელი ეს "გვერდი" მათ არ გააჩნიათ, ანუ რაიმე ნამდვილი უფლება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. თუ ასეთი მდგომარეობაა, მგონი იურისტი არ არის საჭირო, რომ მიხვდე - თუ მამა-პაპისეული ქონების დაკარგვა არ უნდათ, თვითონ უნდა იმოქმედონ და დაირეგისტრირონ ქონება.
QUOTE
დაკარგულია მამამისის სახელზე არსებული დოკუმენტაციაც
დიდი ალბათობით, ეს რწმუნებაც გაზვიადებულია - ის გარემოება, რომ საბუთები სახლში არ უდევთ, არ ნიშნავს, რომ მიწის აღრიცხვის დოკუმენტები არ არსებობენ ...
This post has been edited by
Правовед
on 28 Jul 2020, 02:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30945
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#56614681
· 28 Jul 2020, 11:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დიდი მადლობა ოპერატიული პასუხისთვის :)
ახლა დავრეკე და დეტალები დავაზუსტე.
QUOTE
ის გარემოება, რომ საბუთები სახლში არ უდევთ, არ ნიშნავს, რომ მიწის აღრიცხვის დოკუმენტები არ არსებობენ.
ალბათ, არსებობენ, უბრალოდ, რეესტრში კონკრეტულ პირზე გაფორმებული არაფერი იძებნება. იმ კაცის მამა ბარე 20 წელია, გარდაცვლილია. მას მერე ქონების გაფორმებიც მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა.
QUOTE
თუ მამა-პაპისეული ქონების დაკარგვა არ უნდათ, თვითონ უნდა იმოქმედონ და დაირეგისტრირონ.
საქმეც ამაშია - როგორ, რა მექანიზმით?
ტიპი ქრონიკული ლოთი და სრულიად არასტაბილურია.
დღეს დებს ეუბნება, ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, ხვალ სკანდალს უტეხს - ჩემი ქონების მითვისება გინდათ.
დღეს, ასე ვთქვათ, შუამავლებს სახლიდან ყრის - ხომ არ გააფრინეთ, თქვენ ვინ ხართ საერთოდ, ხვალ - მათთან მოლაპარაკებას იწყებს.
ასეთ სიტუაციაში ოჯახმა რა შეიძლება გააკეთოს? ოჯახმა, რომელიც "დისტანციურად" ზრუნავს მასზე და მხოლოდ ერთი რამ უნდა - იცხოვროს მშვიდად, სანამ ცოცხალია და მისი გარდაცვალების მერე ქონება "ბუნებრივ" მემკვიდრეებს, მისი მამის შვილიშვილებს დარჩეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56614820
· 28 Jul 2020, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sandy
რაღაც მეწყინასავით! მე, თვითონ ქართველ კაცს!
დები რა შვილები?! და მამის ღირსეული მემკვიდრეები არ არიან?!
"დისტანციურად" დაარეგისტრირონ ქონება - მივიდნენ ნოტარიუსთან, მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, მოძებნონ მამკვიდრებლის სახელზე გაფორმებული საბუთები. თუ დასჭირდებათ, სასამართლოს მიმართონ!
დები, ანუ ეს ქალბატონები, აბსოლუტურად ყველა იმ უფლებებით სარგებლობენ, რითაც მათი გამოუსადეგარი ძმა! სარგებლობენ დამოუკიდებლად, ავტონომიურად - არავისი ნებართვა და თანხმობები არ სჭირდებათ!
საკვირველია, ამის ახსნა რომ დამჭირდა!
QUOTE
რეესტრში კონკრეტულ პირზე გაფორმებული არაფერი იძებნება
არც ეს არ ნიშნავს მოცემული საქმისათვის აბსოლუტურად რაიმეს.
პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება მე განვაცხადო - წარმოუდგენელია, რომ საბჭოთა დროის დოკუმენტები არ არსებობდნენ, 1992 წელსაც ტოტალურად განხორციელდა მიწის განაწილება, 2000 წელს ამერიკელების USAID პროგრამის ფარგლებში ასევე ტოტალურად მოხდა აღრიცხვა ...
ამის გარდა, იურიდიული ინსტრუმენტარიების მთელი არსენალია დების ხელში, უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებისათვის - აღიარების კომისია, სასამართლო, საჯარო რეესტრის კომისიური აღრიცხვა ...
თავიანთი უმოქმედობით, პირიქით, გაურკვევლობას ამყარებენ და საწვალებლად, საჯახიროდ უკვე თავიანთი შთამომავლებისათვის ტოვებენ - დაიწყება მტრობა, შუღლი, ჩხუბი ...
This post has been edited by
Правовед
on 28 Jul 2020, 12:30
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
459
460
[461]
462
463
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1857 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.