Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
461
462
[463]
464
465
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6150
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12
#56635069
· 2 Aug 2020, 08:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგესალმებით,
თუ შეიძლება გამარკვიეთ, რა შემთხვევაშია გინება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და როგორ დავამტკიცო, რომ ამგვარ ფაქტს ჩემს მიმართ ჰქონდა ადგილი? მობილურზე ჩაწერილი ვიდეო საკმარისია?
სიტუაცია ასეთია, ერთ-ერთი მეზობელი მარტო ან სხვასთან ერთად ღამის საათებში მოდის ჩვენს ფანჯრებთან (ერთსართულიანი სახლია) და ხმამაღლა იგინება ჩემი ოჯახისა და ჩემი 4 თვის შვილის მიმართულებით. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მეზობლები არ დამემოწმებიან, რადგან აქ ჩამოსული ვარ და აგრესიას გამოხატავენ, რადგან ვთხოვეთ რომ ბავშვის გამო ჩვენს ფანჯრებთან სიმშვიდე დაეცვათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56636018
· 2 Aug 2020, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alesandra
სრულიად არ იყო საჭირო, შეკითხვის მსგავსი "გააოფიციალურება". სერთოდ ჩამოიშორეთ ეს "ტელევიზორის ენა" და კანცელარიზმი. ეს რჩევაა - თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ ისაუბროთ და წეროთ ისე, როგორც გსურთ.
თუ გაინტერესებთ, გინება, ქმედება, როგორც ესეთი, არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ანუ მას არ გააჩნია დამოუკიდებელი ობიექტური შემადგენლობა. საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს - წვრილმანი ხულიგნობაა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი პირდაპი ითვალისწინებს სანქციას - დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დამატებით, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
საერთოდ, ვიდეოგადაღებით (მობილურზეა თუ რაიმე სხვა მოწყობილობაზე ჩაწერილი, მნიშვნელობა არა აქვს) მიღებული ინფორმაცია და გარემოებები, აკმაყოფილებს მტკიცებულების სტანდარტებს.
მეზობლების დამოწმება რაოდენ საჭიროა თქვენს შემთხვევაში, ერთობ რთული საკითხია, ვინაიდან შეკითხვაში არ უთითებთ გარემოებებს, რომლებიც თქვენ გიკრძალავენ პოლიციისთვის მიმართვას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6150
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12
#56636364
· 2 Aug 2020, 16:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს - წვრილმანი ხულიგნობაა.
მადლობა. სწორედ ასეა.
QUOTE
მეზობლების დამოწმება რაოდენ საჭიროა თქვენს შემთხვევაში, ერთობ რთული საკითხია, ვინაიდან შეკითხვაში არ უთითებთ გარემოებებს, რომლებიც თქვენ გიკრძალავენ პოლიციისთვის მიმართვას.
ამას ვერ მივხვდი... რა უნდა მიკრძალავდეს პოლიციისთვის მიმართვას? ვთქვათ, რა გარემოება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56636976
· 2 Aug 2020, 19:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alesandra
მტკიცებულებებს რომ გადაწვდით, ვიდეოგადაღებასა და მოწმეების ჩვენებას, ტექსტიდან სწორედ ეს ინტონაცია იკითხება, რომ თქვენ გაწევთ ტვირთად ეს საქმე.
არადა კანონით, პოლიციის მოვალეობაა სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მასალების მოძიება და მათი წარდგენა სასამართლოში განხილვისას. ეს არის და ეს.
აქვე აღვნიშნავ, თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ ისაუბროთ და წეროთ ისე, როგორც გსურთ. ამასთანავე იურისპრუდენციას ახასიათებს ისეთი ელემენტები, როგორიცაა მთლიანობა და მათი მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი.
რატომ არ მიმართავთ, ან მიმართული გაქვთ პოლიციისთვის თუ არა, შეკითხვაში არ გაქვთ მითითებული. გარემოებების არასრულობამ და აღწერილობის ეკონომიამ აღძრა ვარაუდი იმისა, რომ პოლიციისთვის მიმართვას რაღაც მიზეზები ეღობებიან წინ. რომ ჩაგეწერათ, პასუხიც დაზუსტდებოდა.
This post has been edited by
Правовед
on 2 Aug 2020, 19:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6150
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12
#56637574
· 2 Aug 2020, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დღესვე მივმათავდი პოლიციას, მაგრამ მერე როგორ დავამტკიცო, რომ რასაც ვამბობ სიმართლეა და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი? სანამ პატრული მოვა, ისინი დაიშლებიან და პოლიცია ჩემს სახლთან ხომ არ ჩაუსაფრდება მათ? ეჭვი მაქვს, რომ სხვა მეზობლებიც არ დამიდგებიან მოწმეებად და იტყვიან, რომ არაფერი დაუნახავთ, არაფერია გაუგონიათ. და თუ ამგვარად პოლიციის ჩარევა უშედეგოდ დასრულდა, უარეს ტერორში ჩამაგდებენ... ამიტომ მინდა ვიდეო გადავუღო, რომ რაიმე საბუთი მაინც მეჭიროს ხელში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56637736
· 2 Aug 2020, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alesandra
ეგ უკვე სხვა საკითხია. როგორ უნდა მოიქცეთ, ის თუ გაინტერესებდათ, შეკითხვაც ამის შესახებ უნდა დაგესვათ!
როდესაც დაიწყება ლანძღვა-გინება, დარეკეთ უმალვე საპატრულო პილიციაში და იმავდროულად დაიწყეთ გადაღება. პილიციას მოუყევით სრულად, მიაწოდეთ ინფორმაცია ამ პირთა ვინაობების შესახებ და ხაზგასმულად! ვიმეორებ, ხაზგასმულად! მოახსენეთ, რომ აწარმოებთ ამ ქმედებების ვიდეოჩაწერას. ჩაწერაც ისე მოახდინეთ, რომ თქვენი ხმით დაიწყოს კომენტარით, რას, როდის და რა საშუალებით იღებთ და ხმამაღლა, შესაძლებლობის ფარგლებში შესძახეთ ხულიგნებს, რომ ყველაფერს ვიდეოზე იწერთ!
ტექნიკურად, რა თქმა უნდა კარგი იქნება სახლში იქონიოთ ისეთი ვიდეოგადამღები მოწყობილობა (ტელეფონის ჩათვლით, რა თქმა უნდა), რომ უზრუნველყოთ გადაღებისა და ხმის ჩაწერის ხარისხი, და რაც მთავარია, არ იყოს თქვენთვის ტრაგედია, ამ მოწყობილობის გარკვეული ხნით პოლიციისთვის გადაცემა.
შემდგომში ვნახოთ, ვინ ვის "დაატერორებს".
რა თქმა უნდა, საქართველოში არც ის არის გამორიცხული, მაგალითად, თვით მთვრალმა პოლიციელმა იხულიგნოს, მაგრამ ეს სხვა ოპერიდანაა და თუ ისეთ პირობებში გიწევთ ცხოვრება, რომ წინააღმდეგობას აზრი დაკარგული აქვს, ეს პრობლემა იურიდიულ ჩარჩოებს სცილდება - უნდა შეეცადოთ გამოცვალოთ საცხოვრებელი ადგილი.
აი, ეხლა ალბათ თქვენც მიხვდით, რა მნიშვნელობა ენიჭება შეკითხვის სწორად და გამართულად ჩამოყალიბებას. თუმცაღა, ისევ ვიმეორებ, შეკითხვები როგორც გსურთ ისე დასვათ, ამის სრული უფლება გაქვთ.
This post has been edited by
Правовед
on 2 Aug 2020, 22:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alesandra
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6150
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12
#56638993
· 3 Aug 2020, 09:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
დიდი მადლობა რჩევებისთვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56639467
· 3 Aug 2020, 12:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alesandra
არაფერს ... კარგია, რომ ჩაკითხვებმა შედეგი გამოიღო.
თამამად (არა მარტო ამ ფორუმში) განცხადებებში, პუბლიკაციებში, მიმართვებში მიუთითეთ ის, რაც გაწუხებთ, რისი ინტერესი გაქვთ, რისი მიღწევა გსურთ. ნუ აყვებით ამ მოდაში შემოსულ მაღალფარდოვან და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების გამოყენებას - ისაუბრეთ უბრალო, ნამდვილი ქართულით. სპეციალური ლექსიკა იხმარეთ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ და თავისუფლად გრძნობთ თავს. ეს პირიქით, განათლების, ინტელექტის მაჩვენებელია.
წარმატებებს გისურვებთ!
This post has been edited by
Правовед
on 3 Aug 2020, 12:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JORJ1
Users Awaiting Email Confirmatio
ჯგუფი: Members
JORJ1
Users Awaiting Email Confirmatio
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 224280
რეგისტრ.: 24-September 16
#56640186
· 3 Aug 2020, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო, რჩევა დარიგება მჭირდება
მოკლედ გაქირავებული მაქვს კომერციული ფართი, სადაც არის განთავსებული კაფე, ამ პანდემიის პერიოდში გადასახადისგან გავათავისუფლე, მაგრამ უკვე მეორე თვეა რაც ნახევარს მიხდის და მეწუწუნება რომ მუშაობა არ აქვს და ა.შ. ხელშეკრულება დადებული გვაქვს და გარადა იმისა რომ გავაგდო, რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო, იმისთვის რომ შეასრულოს ხელშეკრულებით დადებული ვალდებულება ? ახლის ძებნა არ მაწყობს ამ მომენტში გასავალი მაქვს და მაგიტომ, თორემ დაუფიქრებლად გავაგდებდი.. ჩავარდნა მექნება და ეგ ჩავარდნა გამჭედავს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56640217
· 3 Aug 2020, 15:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
JORJ1
მთავარი იურიდიული მექანიზმი, ხელშეკრულებიდან გასვლა თქვენ თვითონ გაქვთ უარყოფილი. დარჩა სარჩელით მიმართვა სასამართლოსთვის. ეს უცილოდ ისევ ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევი იქნება.
QUOTE
რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო, იმისთვის რომ შეასრულოს ხელშეკრულებით დადებული ვალდებულება ?
იმედია, 90-იანებში ჩატოვა საქართველომ ვალის გამობერტყვის არნახსენები "საშუალებები". :D სხვა პასუხი ამ შეკითხვას უბრალოდ არა აქვს!
This post has been edited by
Правовед
on 3 Aug 2020, 15:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JORJ1
Users Awaiting Email Confirmatio
ჯგუფი: Members
JORJ1
Users Awaiting Email Confirmatio
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 224280
რეგისტრ.: 24-September 16
#56640248
· 3 Aug 2020, 16:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მაგარი უსამართლობაა. რამოდენიმე თვე გადამიხადონ, მოვამთავრებ ჩემს მთავარ საქმეს და მერე ეგრევე დაუფიქრებელ ნახუის ვუზამ. არადა მართლა ყველაფერში ყველანაირად ხელს ვუწყობ ტიპებს და გადაიჯვეს თავზე, ქართული სენია ეს რაც უფრო კარგად ებყრობი, მით უფრო გაჯდებიან თავზე.
შემდეგ დამქირავებელს მკაცრად მივუდგები ყველა საკითხში.
მადლობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56642442
· 4 Aug 2020, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
JORJ1
მსგავს ურთიერთობებში, ანუ საიჯარო გარიგებბში, "სამართლიანობასთან" ერთად, თანაბრად დგას "საქმიანი რისკი" -
პრინციპში, სავსებით მოსალოდნელი მოვლენა.
ქართველები რომ გამოვირჩევით არაადექვატური ქცევებით, ამ მოვლენასაც აქვს თავისი საფუძვლები - ისტორიულად ჩამოყალიბებული მანკიერებები და თანამედროვე მოცემულობის შედეგები - დაბალი შეგნება, გაუნათლებლობა, ამპარტავნობა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bada_bing
I solve problems
ჯგუფი: Members
bada_bing
I solve problems
ჯგუფი: Members
წერილები: 3260
წევრი No.: 256502
რეგისტრ.: 28-April 20
#56643158
· 4 Aug 2020, 10:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. საქმე ეხება სამკვიდრო ქონებას, რომელიც აქამდე მიტოვებული გვქონდა 20 წელი და მაინტერესებს ერთი ადამიაი მაინც ვინც ეს გააკეთა, ზუსტად რა საბუთებია საჭირო და ა.შ. თუ არის მსგავსი თემა იქნებ დამაკვალიანოთ? თუ არა და - აქ ვიკითხავ :yes:
პრინციპში აქვე აღვწერ სიტუაციას: ქონების მემკვიდრე არის პაპაჩემი, ასევე მისი გარდაცვლილი ძმის ოჯახი. ვაპირებთ ქონებს გაყოფას მარგრამ 0-იდან გვაქვს ყველაფერი აგსაკეთებელი რადგან ქონება არავისზეა გაფორმებული. სავარაუდოდ ჩემ დიდ ბებიაზე იყო, რომელიც 90-იანებში გარდაიცვალა და არსად რეესტრში არაა გატარებული ახლა. თუმცა სახლი ადგილზეა და მოწმეებიც არიან რა თქმა უნდა, მათ შორის სოფლის გამგებელი.
ამ ეტაპზე გარდაცვალების მოწმობები და პაპაჩემის დაბადების მოწმობა გამომაქვს იუსტიციის სახლიდან, რამდენიმე დღეში მომიტანს ფოსტა და ვაპირებთ აზომვების გაკეთებას.
ამ ნახაზებით რომ მივალთ რეესტრში, თვითონ გადაამოწმებენ ეკუთვნის თუ არა ვინმეს ეს ქონება? და ვის სახელზეა
რა გვაქვს ზუსტად გასაკეთებელი, ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული რომ მითხრათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56643583
· 4 Aug 2020, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bada_bing
პირველი და უმთავრესი! სამკვიდრო მოწმობის აღება! არ გამოტოვოთ ეს ეტაპი!
რაც არ უნდა "წინააღმდეგობა" გაგიწიოთ ნოტარიუსმა, ისეთი ნოტარიუსი მაინც მოძებნეთ, უარი განგიცხადოთ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ეს აუცილებელი პროცედურაა!
თქვენს შეკითხვაში დაუზუსტებელია და რამოდენიმე პირია ჩამოთვლილი "დიდი ბებია", "პაპაჩემი, ასევე მისი გარდაცვლილი ძმის ოჯახი", შესაბამისად ამ პირების მემკვიდრეობის "დალაგება" მოგიწევთ, იმ შედეგის მიხედვით, რასაც ამ ქონების მფლობელის დაზუსტებას მოყვება.
QUOTE
ქონება არავისზეა გაფორმებული
ეს მტკიცებაც საფუძველსმოკლებულია, საბჭოთა ბიუროკრატიული სისტემა აღრიცხვიანობის მიმართულებით, საკმაოდ ხარისხიანად მუშაობდა!
QUOTE
ვაპირებთ აზომვების გაკეთებას
განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით მიუდეგით ამზომველის კანდიდატურას! საკმაოდ ჭრელი საზოგადოებაა თავმოყრილი ამ ბიზნესში. კომპეტენტური სპეციალისტი, შესანიშნავად გაართმევს თავს ქონების იდენტიფიცირებასაც და იმ მონაცემების მოპოვებასაც, რომელიც ამ მის ფლობასთან არის დაკავშირებული - ელექტრონულ საკადასტრო ბაზებში, უხვი ინფორმაციაა თავმოყრილი.
QUOTE
რა გვაქვს ზუსტად გასაკეთებელი, ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული რომ მითხრათ
ამ პასუხს "ზუსტად" დასმული შეკითხვა გაუმკლავდება! მითუმეტეს ძნელია ეს ფორუმის ფორმატში! საკითხი იმდენად საჭიროებს გარემოებების სრულად შესწავლას, ერთი რეკომენდაციაა მხოლოდ ქმედითი - უშუალოდ დაიხმარეთ სპეციალისტი და ნუ დაიტოვებთ თავს "ვინმე უკვე გამკეთებლის" მიწერ-მოწერაზე დამოკიდებულად.
ერთი რამ უდავოა, მხოლოდ
QUOTE
ნახაზებით რომ მივალთ რეესტრში
, უარის პერსპექტივაა!
ასევე გაითვალისწინეთ. ამ პრობლემას თან ახლავს საგრძნობი ხარჯები!
This post has been edited by
Правовед
on 4 Aug 2020, 13:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1726
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09
#56651440
· 6 Aug 2020, 03:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
მოკლედ კიდევ უნდათ გამიგრძზელონ შვებულება...
უარაი ვუთხარი და ისიც დავუმატე...სამხურიდან თუ მიშვებთ რის საფუძველზე მიშვებენ წერილობით ახსნა განმარტება გამიეკთონ...
დაგვაინება, საყვედურები და შენიშვნები არ მაქვს....
თან მენჯერსაც ვაწვები რომელთანაც კარგი ურთიერთობა არ მქონდა რომ მას უნდოდა ჩემი სამსახურიდან გაშვებაა ( ახლა კი უარობს ) და ამიტომ ვითხოვ ორი თვის წინასწარ ფული ჩამირიცხონ....
საქმე იმაშია რომ კონტრაქტს ვადა 1 მაის გაუვიდა, და ხელი რატომ მომაწერინეს შვებულების გაგრძელებაზე და თანაც ისიც დაამატეს რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დამიძახონ და ამიტომ სხვა სამსახური არ უნდა მენახაა...მე ხომ ვიზარალე მაგით სხვას რომ არ ვეძებდი და ფაქტიურად ამ სამსახურის იმედზე ვიყავი, რომელიც კიდევ აპირებენ შვებულების გაგრძელებას...
პ.ს. მოკლედ სამსახურში დაბრუნებას მართალი გითხრა ორი თვის ჩამირიცხონ წინასწარ მირჩევნია და ეგ როგორ ვქნა მირჩიე...ხომ მეკუთვნის წესით....
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
461
462
[463]
464
465
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1326 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.