Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
462
463
[464]
465
466
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1726
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09
#56651567
· 6 Aug 2020, 07:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
ვმუშაობდი კომპანიაში...
პანდემიის გამო 2 თვით გამიშვეს უხელფასო შვებულებაში 1 ივნისამდე...
მერე 1 ივნის კიდევ გამიშვეს ხელმეორედ შვებულებაში 2 თვით აგვისტომდე...
ახლა არ მინდა რომ ისევ შვებულება მომცონ და სავარადუდოდ გამიშვებენ სამსახურიოდან...ხოდა წინასწარ ხელფასი მოვითხოვო ხომ მაქვს მაგის უფლება თუ გამიშვეს სამსახურიდან....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56653236
· 6 Aug 2020, 15:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ironshota
იურიდიული კონსულტაცია
QUOTE
ორი თვის ჩამირიცხონ წინასწარ
ამით იმის თქმა გინდათ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით? "წინასწარი ხელფასის" ბუნდოვანობაზე აგიხსენით, თუ გადახედავთ ...
This post has been edited by
Правовед
on 6 Aug 2020, 15:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ironshota
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1726
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09
#56654303
· 6 Aug 2020, 20:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
ამით იმის თქმა გინდათ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით? "წინასწარი ხელფასის" ბუნდოვანობაზე აგიხსენით, თუ გადახედავთ ...
აბა რა გითხრა...
ჩემი ახლობელი მუშაობდა პროკურატურაში კადრებში, რომ დაითხოვეს წინასწარ მისცეს ფული ორი თვის....
ასევე საქართველოს ბანშკი მგონ დაცვაში იყო ჩემი ძმაკაცი და იმასაც კი ჩაურიცხეს ორი თვის წინასწარ....ოღონდ ამან დაწერა რომ თავის ნებით მიდის სამსახურიდან....როგორც თვითონ მითხრა ჯიგრულად დაშორდენენ ერთმანეთს....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56654886
· 6 Aug 2020, 22:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ironshota
პროკურატურაში მოშაობენ მოხელეები, გათავისუფლების შემთხვევაში მათ კანონით დადგენილი ორთვიანი ხელფასის ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნით.
"ჯიგრულად დაშორება" ნიშნავს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ერთობლივი, შეთანხმებული გადაწყვეტილება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და კომპენსაციაც ამ დატხოვნის პირობებიშ შესრულებაა.
თქვენი საკითხი კი მდგომარეობს იმაში, ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი. კერძო კომპანია. გადაგიხადოთ კომპენსაცია თქვენი სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში.
არ ვიცი და წარმოუდგენელია ან მე, ან ვინმემ იცოდეს, თუ არ გამჟღავნდა თქვენი დასაქმების ხელშეკრულების პირობები!
გმადლობთ ყურადღებისთვის! იმედია, ამოვწურეთ მიმოწერა!
წარმატებებს გისურვებთ!
P. S. მე თქვენს უნარს, განავრცოს საკითხი და მოტივაციის გარეშე გაზარდოს მისი ფარგლები, აუცილებლად გამოვიყენებდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Danzig
Super Member
ჯგუფი: Registered
Danzig
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 125
წევრი No.: 196553
რეგისტრ.: 14-January 15
#56660911
· 8 Aug 2020, 12:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა!
შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად ავღწერო სიტუაცია, რომლის გამოც მჭირდება თქვენი რჩევა:
2016 წელს გაფორმდა ჩვენს (მიწის მესაკუთრეები) და დეველოპერულ კომპანიას შორის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ (მიწის მესაკუთრეებმა) გადავუფორმეთ მიწა სამშენებლო კომპანიას, ხოლო თავისმხრივ კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემდგომ ჩვენთვის გადმოეცა x - კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულება გაფორმდა და დარეგისტრირდა რეესტრში 2016 წელს.
ნებართვა გაიცა 11 სართულიან კორპუსზე, რომელიც უნდა აშენებულიყო 2019 წლის ოქტომბრამდე.
ხელშეკრულების გაფორმებიდან და მშენებლობის დაწყებიდან დღემდე დეველოპერულმა კომპანიამ ჯოჯოხეთი გამოგვატარა:
1. ჯერ იყო და კომპანიის დირექტორსა და სხვა კომპანიის დირექტორს შორის წარმოქმნილი დავის გამო, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღეს მთლიანი ქონება - მათ შორის ჩვენთვის გადმოსაცემი საცხოვრებელი ფართები. გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ძალისხმევით მოსამართლემ მოხსნა უშუალოდ ჩვენთვის გადმოსაცემ ბინებს ყადაღა.
2. ყადაღის მოხსნის შემდეგ, რეესტრში მისულებს საბოლოო ნასყიდობის გასაფორმებლად (მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა პრობლემატური და დაუსრულებელია) დაგვხვდა შემდეგი სურათი - საგადასახადო გირავნობა მთელს ქონებაზე აუღიარებელი დავალიანების გამო.
ფინანსური სირთულეების გამო, გადავწყვიტეთ წავსულიყავით რისკზე და დავირეგისტრირეთ უფლებრივად ნაკლოვანი საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც ბუნებრივია გადმოყვა გირავნობა. ეხლა გვაქვს შეტანილი შემოსავლების სამსახურში განცხადება, რომ მოხსნან გირავნობა ჩვენს ნაწილში, რადგან ჩვენ კანონიერი მომავალი მოსაკუთრეები ვართ 2016 წლიდან (რეესტრში დარეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავის ქონების წინარე ნასყიდობის მიხედვით) ხოლო შემოსავლების სამსახურის განჩინება, თუ რაც არის, რომლის საფუძველზეც მთელი ქონება დაუგირაოეს ამ ვითომ მშენებლებს - თარიღდება 2019 წლის იანვრით.
მშენებლობა უნდა დასრულებიყო 2019 წლის ოქტომბერს, მაგრამ ჯერ გადახურულიც არ არის კორპუსი.
ასევე, 7 თვეა არ უხდის გამქირავებელს თანხას - ხელშეკრულებით მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვანამდე მას ვალდებულება აქვს აღებული რომ უზრუნველყოს დროებითი საცხოვრებელის ხარჯი (გადაუხადოს გამქირავებელს ქირა თვეში ერთხელ).
მესაკუთრე მთხოვს ბინის დაცლას.
მაინტერესებს, რამდენად აქვს აზრი ამ წმინდა უსამართლობის სასამართლოში მიტანას განსახილველად და რა შეიძლება გამოვიდეს ამ საქმიდან?
საკითხი ნომერი #2
იურიდიული პირი ამ საქმეში არის დეიდაჩემი, რომელმაც დეველოპერისგან გადმოფორმებული ფართებიდან 3 ბინა უნდა გადმომიფორმოს მე.
როგორც ვიცი ნასყიდობის გარდა სხვა ვარიანტი არ მაქვს, რადგან ჩუქებით - არ ვარ პირველი სანათესაო ხაზის წარმომადგენელი. დათმობით - უნდა დაიბეგროს.
როგორ მირჩევთ, ნასყიდობა გავაფორმო? თუ კი, მაშინ როგორ უნდა გადავყიდო შემდეგ მე სწრაფად ბინა, რომ არ დაიბეგროს (როგორც ვიცი რაღაც გარკვეული დრო უნდა იყოს გასული, რომ არ დაიბეგროს)
მადლობა წინასწარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56661098
· 8 Aug 2020, 13:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Danzig
რესპექტი Fender®-ს
შეკითხვა დასვათ როგორც გსურთ და რაზეც გსურთ, ესეც თქვენი ხელუხლებელი უფლებაა. "მკაცრად" ახსნა ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ ასევე არ გქონდეთ მოლოდინები სასამართლოს მხრიდან "წმინდა უსამართლობის" თქვენი შეფასების მხარდაჭერა. შეკითხვაზე პასუხის სწორი, გამართული მომზადებისას აუცილებელია ვიაზროვნოთ მკაცრი "იურიდიული ლინგვისტიკის" ტყვეობაში.
რაიმე განსაკუთრებული, თუნდაც "ჯოჯოხეთი", თქვენს შემთხვევას არ გააჩნია - ეს არის ტიპიური ატრიბუცია, როდესაც დასაწყისთვისთვის თქვენი ცოდნა არასაკმარისი აღმოჩნდა ეკონომიკურ-სოციალურ გარემოსთან ადეკვატური აღქმისათვის. თქვენი ხელშეკრულებით, საკუთრების უფლება გადაეცით დეველოპერს, თქვენი საკუთრების უფლება დაიტოვეთ სამომავლოდ.
მარტივად პროგნოზირებადია ის აქცესორული თუ ადმინისტრაციულ შეზღუდვები (როგორიცაა გირავნობა, ყადაღა) რომ არ აგერიდებოდათ - ეს უბრალოდ არ იცოდით და გაურკვეველ მომავალს დაარქვით "ჯოჯოხეთი".
არც "რეესტრში მისულებს" აქვს ზრუნვის ადეკვატური ახსნა, დღევანდელი მოცემულობით, თანამედროვე საინფორმაციო ელექტრონული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ საკმაოდ ინტენსიურ მზრუნველობას თქვენი საკუთრების დაცვის კუთხით და არსად "მისვლა" არ არის საჭირო - თვეში ერთხელ, გადამოწმებას არაფერი ედგა წინ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას
QUOTE
რამდენად აქვს აზრი ამ წმინდა უსამართლობის სასამართლოში მიტანას განსახილველად და რა შეიძლება გამოვიდეს ამ საქმიდან?
, ამის პროგნოზირება შეუძლებელია! სამართლებრივი სიტუაცია გაძლევთ თქვენს მიერ ზარალის (მხოლოდ ზარალის) ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, მაგრამ
QUOTE
მესაკუთრე მთხოვს ბინის დაცლას.
თუ
QUOTE
ჯერ გადახურულიც არ არის კორპუსი
ვერ აგაცილებთ. პირველი პოტენციური მოპასუხე, გაქირავებული ბინის მეპატრონე, საერთოდ შეხებაში არ არის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და მეორე, დეველოპერი, ისედაც ვალდებულია ხელშეკრულებით, სასამართლო ვერაფრით დაგეხმარებათ. სასამართლოს აქტი, შინაარსით "მოპასუხოს დაევალოს შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება" არის იურიდიული ინტერესის ანომალია.
აშკარა ატრიბუცია იკვეთება #2 შეკითხვაშიც -"როგორც ვიცი" არსაკმარისი აღქმაა. მხედველობიდან გრჩებათ მთავარი. არა "გადაფორემბა-გადმოფორმება" წარმოადგენს საგადასახადო ობიექტს, ანუ იბეგრება, არამედ მიღებული შემოსავალი[!]. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს - ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი!
თუ გაჩუქებენ იბეგრებით თქვენ, თუ გაასხვისებს, იბეგრება დეიდათქვენი.
სამწუხაროდ, არ მიუთითეთ, დეიდათქვენთან ხომ არ არსებობს "მეორე რიგის სანათესაო კავშირი" ანუ "საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში: I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება" ხომ არ ექვემდებარებით?
ამასთანავე, დასახელებული საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის ვ.ა) პუნქტი მიგვითითებს: გადასახადისაგან თავისუფლება 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. შესაბამისად, 2016 წლიდან დეიდათქვენის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციიდან, ანუ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ამ საკითხზე, საჭიროა, "ოფიციალურად" მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, მიიღოთ მათგან პასუხი, ეომელიც იქნება ადმინისტრაციული აქტი - ეს მოგცემთ საფუძველს თამამად ჩაატაროთ გარიგება - "გადააფორმოთ".
ვიმეორებ შეკითხვა დასვათ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, რაზეც გინდათ, ამის სრული უპირობო უფლება გაგაჩნიათ და არავის ეკითხება ამას რატომ აკეთებთ!
ამაში მართალი ხართ წინდაწინ!
მითითებული უბრალო რეკომენდაციებია და „ჭკუის სწავლებას“ არ იზრახავს! გაგიადვილდებათ სწორი და გამართული პასუხის მიღება!
შესაბამისად, თუ გნებავთ ნუ მიაქცევთ ყურადღებას და ჩხუბს ნუ დაიწყებთ!
ჩათვალეთ, რომ წინდაწინ ბოდიშსაც გიხდით!
This post has been edited by
Правовед
on 8 Aug 2020, 14:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
წერილები: 8461
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10
#56686070
· 14 Aug 2020, 12:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ავტოლიზინგთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, გამოცდილი ხალხისგან რჩევა ურიგო არ იქნებოდა
მოკლედ
მოგოს დახმარებით (თანადაფინანსებით) 2019 ივნისში ვიყიდე მანქანა, მანქანა მოგოს სახელზე გაფორმდა. მე მინდობილობა მომცეს. მოგომ სესხი დამიმტკიცა ხელზე 7200 ლარი. დამტკიცების საკომისიოიან ხარჯებიანად 7600 ლარამდე. ვიხდიდი ამ სესხს გრაფიკით, არ დამირღვევია საერთოდ. 2020 ივლისში რო ვხვდებოდი რო ვეღარ ვიხდი დავუკავშირდი მოგოს და მანქანა მოგვიყვანე მაშინო და ჩვენ გავყიდითო (მე თვითონ ვერ გავყიდე 1 თვე). ამ მომენტში ძირი თანხა შეადგენდა დავალიანების 6500 ლარს, დარიცხული პროცენტი 250 ლარს და 300 ლარის პატრულის ჯარიმები (რომელიც მოგომ გადაიხადა და სესხზე დაამატა). მთლიანობაში 7050 ლარი. მანქანის მიყვანის დღიდან შეწყდა ხელშეკრულება, პროცენტის დარიცხვა და გაიყინა ამ 7050 ლარზე. შეაფასა მოგომ მანქანა და სმს მომივიდა რომ შეფასდა 7000 ლარად. გაყიდვის შემდეგ დარჩენილი თანხა მე უნდა გადავიხადო (50 ლარი). რატქმაუნდა მე თანახმა ვიყავი. მაგრამ. აღმოჩნდა რო მოგომ სმსში ტყუილი მომწერა. მაიავტოზე დევს მანქანა 7700 ლარად. და 7700 ის გაყიდვის შემთხვევაში 650 ლარი მეკუთვნის მე კანონის შესაბამისად, რაზეც რომ დავურეკე არ მოგცემთ ზედმეტი ნაშთი რაც იქნებაო.
წავიკითხე ლიზინგზე კანონი
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16354
სადა წერია
თავი III.
ლიზინგის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები
6. მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამცემს უფლება აქვს მიმღებს მოსთხოვოს ლიზინგის საზღაურის მთლიანი თანხის გადახდა და გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ამ მუხლის შესაბამისად ლიზინგის საგანზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებების მოპოვების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასისა და იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მიმღებმა უკვე გადაიხადა ლიზინგის საზღაურის სახით. თუ ასეთი გაანგარიშების შედეგად მიიღება დადებითი რიცხვი, მიმღები ვალდებულია გადაუხადოს გამცემს ამ რიცხვის შესაბამისი თანხა, ხოლო თუ მიიღება უარყოფითი რიცხვი, გამცემი ვალდებულია გადაუხადოს მიმღებს ამ რიცხვის დადებითი ეკვივალენტის შესაბამისი თანხა.
მე როგორც მესმის, მანქანის საბაზრო ფასად გაყიდვის შემთხვევაში, თუ ამონაგები თანხა მეტია ჩემს მოგოს მიმართ ვალდებულებაზე ლიზინგის გამცემი ვალდებულია (მოგო) გადამიხადოს ეს ზედმეტი თანხა?
კითხვა იურისტთან
თუ მანქანა მართლა 7700 ად გაიყიდა (რამდენად გაიყიდება მაგის თქმის ვალდებულება აქვს მოგოს, თვითონვე მითხრეს შეგატყობინებთო) ამ 650 ლარზე არ მინდა რო ვაჩუქო, ან რატო უნდა ვაჩუქო, ისედაც 3000 ლარზე მეტი % მაქვს გადახდილი კონკრეტულად ამ მანქანაზე, სასამართლოში დავას აზრი აქვს თუ არა?
რამე ხო არ მეშლება?
პ.ს. მე აბსოლიტურად ყველაფერი ხელშეკრულების შესაბამისად გავაკეთე. არ დამიგვიანია არასდროს პროცენტის გადახდა, ვიხდიდი ქონების გადასახადსაც, რომელიც თავიდან არ მიტხრეს. მანქანა იმაზე უკეთეს მდგომარეობაი მივუყვანე ვიდრე ყიდვის დროს. (მიყვანამდე წინა კვირაში გავატარე ტექდათვალიერება). არაფერი არ ამომიცლია. დროულად დავრეკე და გავარკვიე საქმე და დროულად ჩავაბარე მანქანა. ხოდა მე რო პატიოსნად ვიქცევი რატო უნდა ისარგებლოს მოგომ ამით და ის 650 ლარი რატო უნდა შეიტყაპუნოს, როცა კანონითაც მე მეკუთვნის? :(
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56686164
· 14 Aug 2020, 12:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donrobita
"საბაზრო ფასი"!!! ეს არის ამ შეკითხვის მთავარი, არსებითი! დანარჩენი ...
საბაზრო ფასი შემოგთავაზათ - თქვენ დათანხმდით!
დანარჩენი ყველაფერი ... არის გარშემო და ირგვლივ ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
წერილები: 8461
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10
#56686886
· 14 Aug 2020, 15:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 14 Aug 2020, 12:43 )
donrobita
"საბაზრო ფასი"!!! ეს არის ამ შეკითხვის მთავარი, არსებითი! დანარჩენი ...
საბაზრო ფასი შემოგთავაზათ - თქვენ დათანხმდით!
დანარჩენი ყველაფერი ... არის გარშემო და ირგვლივ ...
არ შემოუთავაზებია და არ დავთანხმებივარ
მომწერა რომ იყიდება 7000 ლარად, მორჩა, დალშე ის 50 ლარი უნდა გადავიხადო
მაგრამ ყიდის 7700 ად :)
ამაზე მაქ მე პრობლემა მხოლოდ
გამოდის რომ მატყუებს, არ უნდა რო ის ზედმეტი თანხა რაც დარჩება გაყიდვის მერე მე მომცეს, რატომ არ დაადო მაშინ ის ფასი რაც სმს-ად მომწერა?
:(
პ.ს. შეიძლება გაყიდვის მომენტში ივაჭრონ კიდეც და ჩამოიყვანონ 7000 -ად, მაგრამ ფაქტია, სმს 7000 ზე მომივიდა. ყიდიან 700 ლარით მეტად
This post has been edited by
donrobita
on 14 Aug 2020, 15:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56687218
· 14 Aug 2020, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donrobita
მოდით პოლემიკაში ნუ შევალთ, ვინაიდან ვცდილობ, რაც შეიძლება მარტივად გადმოგცეთ სამართალურთიერთობების ალგორითმი. თქვენ წაიკითხეთ ძალადაკარგული კანონი (თუმცა, რაიმე ცუდი და გამოუსადეგარი, არ წერია მასში) - სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავით არის მოწესრიგებული ლიზინგი.
ხომ არ შედავებიხართ ამ სმს-ს? გაუგზავნეთ რაიმე უარყოფის შინაარსის მოთხოვნა?! - ესე იგი თანხმობაა ...
რატომ ... რატომ ... იმიტომ, რომ პირს ვერ აუკრავს ვერავინ და კალამსა თუ კლავიატურას ხელიდან ვერ გააგდებინებს!
დაადონ ფასი, ეს არის ლიზინგგამცემის უფლება! ვალდებულება შეეხება მხოლოდ მის "საბაზროობასთან" შესაბამისობას! რაც თავისთავად მერყევი ცნებაა ... თუ თქვენს უფლებებს ლახავს, უნდა ამაში შეეწინაღმდეგოთ თავის დროზე.
გაყიდვის ფასი არის ის, რა ფასადაც გაიყიდება. და ამა და ამ ფასად "ყიდიან", როდესაც მოშლილია უკვე ლიზინგის ხელშეკრულება, როგორ გააკონტროლებთ ამას, როდესაც იგი მესაკუთრეა, ერთობ საეჭვოა.
ეს მოკლედ.
This post has been edited by
Правовед
on 14 Aug 2020, 16:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
წერილები: 8461
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10
#56687521
· 14 Aug 2020, 17:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Правовед @ 14 Aug 2020, 16:23 )
donrobita
მოდით პოლემიკაში ნუ შევალთ, ვინაიდან ვცდილობ, რაც შეიძლება მარტივად გადმოგცეთ სამართალურთიერთობების ალგორითმი. თქვენ წაიკითხეთ ძალადაკარგული კანონი (თუმცა, რაიმე ცუდი და გამოუსადეგარი, არ წერია მასში) - სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავით არის მოწესრიგებული ლიზინგი.
ხომ არ შედავებიხართ ამ სმს-ს? გაუგზავნეთ რაიმე უარყოფის შინაარსის მოთხოვნა?! - ესე იგი თანხმობაა ...
რატომ ... რატომ ... იმიტომ, რომ პირს ვერ აუკრავს ვერავინ და კალამსა თუ კლავიატურას ხელიდან ვერ გააგდებინებს!
დაადონ ფასი, ეს არის ლიზინგგამცემის უფლება! ვალდებულება შეეხება მხოლოდ მის "საბაზროობასთან" შესაბამისობას! რაც თავისთავად მერყევი ცნებაა ... თუ თქვენს უფლებებს ლახავს, უნდა ამაში შეეწინაღმდეგოთ თავის დროზე.
გაყიდვის ფასი არის ის, რა ფასადაც გაიყიდება. და ამა და ამ ფასად "ყიდიან", როდესაც მოშლილია უკვე ლიზინგის ხელშეკრულება, როგორ გააკონტროლებთ ამას, როდესაც იგი მესაკუთრეა, ერთობ საეჭვოა.
ეს მოკლედ.
ანუ არაფრის შანსი არ მაქვს, სულ რო 10000 ად გაყიდონ კაპიკს ვერ მივიღებ მაქედან.
გავიგე
ერთს შეგეკითხებით აქვს
მაქვს დარჩენილი ვალი 7050, რადგან ხელშეკრულება მოშლილია და მისია ქონება მას თავისუფლად შეუძლია გაყიდოს 6000 ად და დანარჩენი 1050 ლარის გადახდა დამაკისროს, რასაც მე არ ვეთანხმები. პასუხი რო არ მივწერე იმ 7000 ზე მე ნამდვილად მაწყობდა 7000 ად რო გაეყიდათ, უბრალოდ ნერვები ამეშალა რო მომატყუეს.
რომ ვერ გაყიდონ ახლა 7000 ად ერთ თვეში, ორ თვეში და რავიცი მერე ხომ დაუკლებენ ფასს ლოგიკურად და სიტყვაზე დაადებენ 6500. ამას მე შემატყობინებენ და მე როგორ მოვიქცე რჩევის სახით იქნებ დამეხმარო, ასეთ შემთხვევაში წერილობით დავაფიქსირო რომ არ ვეთანხმები მათ მიერ დადგენილ ფასს?
პ.ს. ნუ ბრაზდებით როცა კანონში გაურკვეველი კითხლობს რაიმეს და არ ესმის იურიდიული ტერმინოლოგია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56687765
· 14 Aug 2020, 18:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donrobita
QUOTE
ნუ ბრაზდებით როცა კანონში გაურკვეველი კითხლობს რაიმეს და არ ესმის იურიდიული ტერმინოლოგია
პირიქით! მე ინტონაციების "ტემპერატურას" ხელოვნურად ვწევ, რომ ეს "იურიდიული ლექსიკის" წნეხი ჩამოგაცილოთ, ლოგიკას "მიაწვეთ" და კითხვა "ადამიანურად", გამართულად ჩამოაყალიბოთ.
თქვენ დაუბრუნეთ ავტომობილი ლიზინგის გამცემს, და დადგინდა, რომ თქვენი ვალი შეადგენდა 6500 + 250 + 300 ანუ 7050 ლარს. ასევე დადგინდა მანქანის ფასი 7000 ლარი. გადასახდელი დაგრჩათ 50 ლარი. ამ პირობების შეთანხმება მოხდა - ბასტა, დამთავრდა თქვენი ურთიერთობა. სჭირდება მხოლოდ ამ მოვლენას იურიდიულ ფაქტად ქცევა!
თქვენი მოქმედების ლოგიკური აზრი მდებარეობს იმაში, რომ უნდა მიიტანოთ ეს 50 ლარი კომპანიაში და მოსთხოვოთ მათ საბუთი, რომ ვალი აღარ გაგაჩნიათ, ხელშეკრულება დამთავრდა და დაშორდით ერთმანეთს. ხომ "ნამდვილად მაწყობდა 7000 ად რო გაეყიდათ"!!!
მაგრამ ... ოხ, ეს მაგრამ ...
კარგათ იციან, რომ თქვენ ამას არ გააკეთებთ, "წაგძლევთ სული" და მოლოდინები, იქნებ ასე, იქნებ ისე გაიყიდოს. ისიც კარგად იციან, როგორ შეიძლება "ნერვების მოშლა". შემოაგდეს ეს "7700 ად გაიყიდა", როგორც მაგნიტი - დაუკონკრეტებული, მერყევი პირობა. ამაზეც ვისაუბრეთ უკვე!
ეს ფლიდობა გამოიყენეს, იმიტომ რომ არ უნდათ "მოგიშორონ" და ამ მაგნიტით, იტოვებენ შანს, თუ მანქანა ნაკლებად გაეყიდათ, შემდგომში "მოგთხოვონ" ... ის 50 ლარი ხომ არ გადაგიხდიათ ჯერ?! შეცვლიან პირობას - რა პრობლემა აღუდგებათ წინ! ეხლა იმათ "მოეშლებათ ნერვები", მეტი რო გითხრეს .. და ასე უსასრულოდ ...
ეს არის და ეს!
ბიზნესია, თავისი ქართული მახინჯობებით და გარყვნილებებით!
This post has been edited by
Правовед
on 14 Aug 2020, 18:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
donrobita
ქიზიყელი :)
ჯგუფი: Members
წერილები: 8461
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10
#56687993
· 14 Aug 2020, 19:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
გასაგებია
მადლობა ინფორმაციისთვის
მე რათქმაუნდა ახლა მირჩევნია გადავიხადო ის 50 ლარი და ვიყო მშვიდად, ვიდრე ვერ გაყიდონ მანქანა და მერე კიდე მომთხოვონ, რასაც ალბათ იზამენ კიდეც. ასეც ვიზამ. გადავიხდი იმ კუდს და მოვითხოვ ცნობას
მადლობა კიდევ ერთხელ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Liаm
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Liаm
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1009
წევრი No.: 196296
რეგისტრ.: 9-January 15
#56691513
· 15 Aug 2020, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმედია სულელურ კითხვას არ ვსვამ, მაგრამ ტენდერი რა სახის სამართლებრივი ურთიერთობაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#56695058
· 16 Aug 2020, 02:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Liаm
ტენდერი ჯერ კიდევ არ არის სამართლებრივი ურთიერთობა, იგი არის ოფერტა.
სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
სამართლებრივი ურთიერთობისთვის ოფერტის იურიდიული ბუნების უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ტენდერის გამომცხადებელი, აქცეპტანტის თანხმობის შემთხვევაში, მზადაა, ამ ტენდერში გადმოცემული პირობით შეასრულოს იგი - დაამყაროს სამართლებრივი ურთიერთობა.
არსებობს ტენდერი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით, არსებობს ოფერტზე მოწვევა - წინადადების მიმცემი იწვევს პირთა განუსაზღვრელი წრეს, რათა მსურველებმა პირიქით, მას მიმართონ ოფერტით.
This post has been edited by
Правовед
on 16 Aug 2020, 02:47
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
462
463
[464]
465
466
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1631 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.