Tamtushaგამოართვი გამყიდველს შესაძენი ბინის საკადასტრო კოდი, განაახლე ამონაწერი ბინაზე და ნახავ არის თუ არა უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული.
თუ აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით:
1. ამოწიე რეესტრიდან სესხი-იპოთეკის ხელშეკრულება და ნახე იპოთეკარის ვინაობა, სესხის თანხა, სესხის ვადა და ა.შ.
2. დაუკავშირდი იპოთეკარს და უთხარი, რომ იმ ბინის ყიდვა გსურს, რომელიც მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არის დატვირთული იპოთეკით და დაათვლევინე რა თანხა აქვს გადასახდელი ბინის გამყიდველს იმისთვის, რომ სესხი განულდეს და მოგცენ იპოთეკის მოხსნის ცნობა / წერილი. სასურველია შენს კითხვაზე პასუხი გაგცენ ოფიციალურად, წერილობით (მერე გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი).
3. როცა პასუხს მიიღებ და წერილში მითითებული თანხა მართლა დაემთხვევა გამყიდველის მიერ შენთვის ნათქვამ 2700 ლარს, ან თუ იქნება ისეთი თანხა რისი გადახდაც შენთვის პრობლემა არ იქნება / არ აღემატება ნასყიდობის საფასურს, შეუთანხმდი გამყიდველს, რომ ბინას იყიდი მხოლოდ იმ პირობით, თუ ნასყდობის ღირებულებიდან მოხდება არსებული სესხის სრულად დაფარვა და ცხადია, ეს თანხა უნდა გამოაკლდეს ისთვის გადასაცემ ნასყიდობის საფასურს. წესით, უნდა დაგთანხმდეს.
4. ამის მერე ნასყიდობის ხელშეკრულების გამზადებული შაბლონით (ან ნაცნობ იურისტს თხოვეთ და მარტივ ხელშეკრულებას გაგიმზადებთ, ან გადაიხადეთ საფასური და გააკეთებინეთ ადვოკატს. ნოტარიუსს რომ გაამზადებინოთ ხელშეკრულება დაგიჯდებათ ბევრად უფრო ძვირი. ამასთან, ზოგს ისეთ ბანძი შაბლონები აქვს, რომ

თუ არის საშუალება, ბევრად ჯობია ისევ თქვენით მიხვიდეთ) (აუცილებლად ჩაწერეთ ხელშეკრულებაში მე-3 პუნქტში რაც აღვწერე და რაზეც შეთანხმდებით გამყიდველთან) მიდით ნოტარიუსთან და დაამოწმეთ მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა კონტრაქტზე, იაფად რომ გამოხვიდეთ. თუ ნოტარიუსს რეესტრის წარმომადგენელი ჰყავს, შეგიძლიათ იქვე ჩაუშვათ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დასარეგისტრირებლად, ან მოგვიანებით იპოთეკის მოხსნის წერილთან ერთად ჩააბაროთ რეესტრში.
5. შემდეგ მიხვალთ იპოთეკართან, რომელთანაც მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება და იპოთეკის მოხსნის წერილის აღება. მანდაც, თუ ყავთ რეესტრის წარმომადგენელი შეგიძ₾ლათ ნასყიდობაც და იპოთეკის მოხსნაც ჩააბაროთ დასარეგისტრირებლად.
6. ბოლოს მოახდინეთ ანგარიშსწორება გამყიდველთან

წინასწარ ნუ გადაიხდით თანხას. ეს საკითხი წინასწარ შეათანხმეთ გამყიდველთან, რომ მერე პრეტენზია არ ჰქონდეს.
წარმატებები!