mziakoპროფესიული ინტერესის გამო ვიკითხავ, ვინ არის ეგ სამი განათლებული, კვალიფიციური და თავისი საქმის მცოდნე ნოტარიუსი, შეგიძლიათ გვითხრათ/დაგვიწეროთ? თუნდაც პირადში

მართლა მაინტერესებს.
მე ვისთანაც მქონია შეხება თბილისში დიდი უმრავლესობა ... ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ძალიან დაბალი დონეა.
განათლება, კვალიფიკაცია, ზრდილობა, ეთიკა - რამე სმენიათ ამის შესახებ?! იმის გამო, რომ ზედმეტი 5, 10 და 20 ლარი ააწაპნონ კლიენტებს, რას აღარ კადრულობენ. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ დიდი უმრავლესობა არის სახლში გასაშვები.
ერთია (არ დავაკონკრეტებ) ხელმოწერის ნამდვილობა რომ დაგიმოწმოს 2 დოკუმენტზე, დაგავალდებულებს რომ მიუტანო მესამე იდენტური ეგზემპლარი (მასთან დასატოვებლად), რომელსაც იმ ორ ეგზემპლართან ერთად ამოწმებს და ფაქტიურად გახევს მასთან დასატოვებელი, სულ რომ არ გითხოვია რომ დაემოწმებინა ისეთი დოკუმენტის დამოწმების თანხას. კითხვა გამიჩნდა, 2 დოკუმენტი მჭირდება, მათი დამოწმების თანხას ვიხდი, კი ბატონო, მაგრამ რატომ მახდევინებთ იმ ეგზემპლარის ფულს, რომლის დამოწმება არ მითხოვია, არ მჭირდება, ცალსახად ნოტარიუსის სურვილი/ინიციატივაა მეთქი?! დაიწყო თანაშემწემ ბლუყუნი. სამარცხვინო სიტუაცია. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო ადამიანმა?!
ინტერესის გამო გადავრეკე ნოტარიუსთა პალატაში და ვიკითხე ასეთი რამე სადმე წერია / რამე ინსტრუქცია აქვთ ნოტარიუსებს, რომ ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შემთხვევაში მოქალაქეს მოსთხოვონ იდენტური ეგზემპლარის მასთან დატოვება + ამ ეგზემპლარის დამოწმების ხარჯის გაღება მეთქი და რა თქმა უნდა არაფერი მაგდაგვარი არსად არ წერიაო.
ამასწინათ კიდევ, ხელშეკრულების ბოლო გვერდზე ხელმოწერის გაკეთება / დამოწმების მსურველებს აბოლებდა, ყველა გვერდზე უნდა მოაწეროთ ხელი, ასე ვის გაუგიაო?

ანუ სიტყვაზე ბოლო გვერდზე 2 კაცის ხელმოწერის დამოწმებით თუ გამოიმუშავებდა 5 ლარს (თითო ხელმოწერა 2.50), 5 გვერდიან ხელშეკრულებაში, ყველა გვერდზე ხელის მოწერინებით "გააკეთებდა" 25 ლარს. 20 ლარი გააკეთა უცებ, ბიზნესმენ
ერთია კიდევ ... რიგში დგას 34069 კაცი, პირველები უცხოელი ცოლ-ქმარი იყვნენ, შემდეგ ყველა დანარცენი. ვიღაცამ ურიგოდ შეაბოტა ნოტარისუთან, ამანაც მიიღო და არ გამოუშვა. წყვილი აღშფოთდა, იცის, რომ ველოდებით, დრო შეთანხმებული გვქონდა და ჩვენზე წინ რატომ შეუშვა ჩვენს მერე მოსული ადამიანიო. განაწყენდნენ და წავიდნენ. ნოტარიუსის კომენტარი "ამათ უყურე რა დიდ გულზე არიან სხვის ქვეყანაში?! ჩემთვის ჯერ არის ჩემი, ქართველი და მერე სხვა დანარჩენიო"
შეგნება 0
ნოტარიუსთა პალატაში არ იციან ასეთი "გმირობების" შესახებ? ან ის ეთიკის კოდექსი რომ აქვთ, რამეში იყენებენ საერთოდ თუ უბრალოდ ნიუსად გვამცნეს ეთიკის კოდექსის მიღების შესახებ?!