#48870598 · 23 Sep 2016, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბინათმესაკუთრეთა კანონის მე-5 მუხლი იძლევა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცნების განსაზღვრებას, იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს ე.წ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, ხოლო, რაც შეეხება ინდივიდუალურ საკუთრებას, ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე, ავტოფარეხი, სარდაფები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები.
«ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლი მე-2 პუნქტის «ა» ქვე -პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების, მათ შორის, იმ სახურავის, სხვენის, სარდაფის, მიწის ნაკვეთის, რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, სარგებლობის უფლებით გაცემა ან გასხვისება. * * *
| QUOTE (Zia_kurosawa @ 22 Sep 2016, 21:37 ) | nila8g2bo
მე მეგონა არ გქონდა რეესტრში დარეგისტრირებული..
აბა როგორ იჩალიჩა თავმჯდომარემ ეგრე რომ რეესტრი გაგიყალბა? არ აქვს არც ერთი კანონით თავმჯდომარეს მაგის უფლება.. ხელი მოაწერეს მეზობლებმა რაღაც ტუფტა ოქმს.. დაახლოებით ასეთი შინაარსისას: დაუმტკიცდეს მოქალაქე ნილაგბოს ეიფელის კოშკი, ხელს აწერენ მისი მეზობლები.. ვინც არიან |
გამარჯობა, იჩალიჩა იქიდან გამომდინარე რომ 2015 წელს გადანომრა თავიდან ავტოფარეხები ხოლო ახალი ნომრების მიხედვით როგორც თვითონ მითხრეს რეესტრში არ იციან ვის რა არის რაც ეხება მეზობლების ხელმოწერებს არავისი ხელმოწერა საქმის მასალებში არ არის. ნოტარიუსმა დაამოწმა რომ ზეპირად ვადასტურებო ხოლო რეესტრმა ეგ დაუკანონა ზეპირად რომ ადასტურებს, როდესაც დაიბარეს პოლიციაში ჯერ 2 კვირის შემდეგ მივიდენ მერე წამოსვლის წინ მოაწერისნეს ხელი მეზობლებს რომ აგერ გვაქვს დოკუმენტი რომელიც ადასტურებს რომ ჩვენიაო და ამაზე მოგვიწერეთ ხელიო. როგორც თვითონ მითხრეს მეზობლებმა
|