#49445419 · 8 Dec 2016, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
levaa marituna როგორც წესი აღსრულების დაწყების დროს როდესაც განცხადება სდის სააღსრულებლო ფურცლით ბიუროებში მოვალეთა რეესტრში ხდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრს რაც ეხება ყველა მოქმედება იზღუდება ამიტომ აზრს ვერ ვხედავ ყადაღის დადებისას ისედაც ვერ გაასხვისებ (თუ შპს მესაკუთრეს აქვს ვალდებულება მაშინ შეუძლია აღმასრულებელს დააყადაღოს მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, როგორც წესი შპს თავისი აქტივები აქვს და შეუძლიათ შპს დააყადაღონ.რაც შეეხება იჯარას იჯარას შენს ვალდებულებასთან კავშირი არ აქვს.)
უფრო ზუსტად კი ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ, ყადაღას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვი
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.
ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება;
ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
This post has been edited by anrito2017 on 8 Dec 2016, 23:48
--------------------
ჰმ
|