#50708663 · 6 Jun 2017, 11:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
niktagva
QUOTE | Tasso თქვენი არგუმენტები შეურაცხყოფის გარეშე შეგიძლიათ მოიყვანოთ. აგრესიულ ადამიანს , მართალიც რომ იყოს, არავინ მოუსმენს.
|
თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, ბაი ზე ვეი... იგივე მონეტით ვუპასუხე იმას ვინც თავად მომაყენა შეურაცხყოფა თუ ასეთი ობიექტური ბრძანდებით ესეც უნდა დაგენახათ.. MrFenix
QUOTE | Tasso რა გინდა? გავიგეთ შენი აზრი 9-ჯერ. ეხლა სხვდასხვა ასპექტში უნდა აფიქსირო? |
ისა და შენ რა გინდა? აუცილებელია მიპასუხო? დაგელაპარაკე? შენი ფორუმია? დაველაპარაკე კონკრეტულ პირს ის ან მიპასუხებს ან არა იმის საქმეა. აუცილებელი არაა შენ გამოეკვეტო. თვითონ გამოხტა და მე მეუბნება რა გინდაო narikudaQUOTE | თანამედროვე ქიმიურმა, ულტრა იისფერმა და სხვა სახის ექსპერტიზებმა კი ვნახეთ რომ დაამტკიცეს ოთახში რაც ხდებოდა |
ეს ყველა ექსპერტიზები მერე ჩატარდა, ბევრად გვიან და საკითხავია ის როგორ დონეზე ჩატარდა. რადგან დანათების ექსპერტიზით ყველანაირი მათ შორის ძველი სისხლის კვალის გამოვლინება შეიძლება და ასევე შარდის კვალიც ფოსფორისცირებს გარკვეულ ნაზავებთან, ამაზე მთელი კვლელევა არის ჩატარებული. ექსპერტები ნაპოვნი კვალის განლაგებას და ფორმას ადარებენ და ამის მიხედვით აკეთებენ რეკონსტრუქციას, ფოტოებზე ჩვენთვის დემონსტრირებული კვალი წაშლილს და მოწმენდილსაც არ ჰგავდა, აბსოლუტურად სხვა ფორმა ჰქონდა. გარეთ იყო ხილული სისხლი, იმ ფეხებით ოთახში რომ შებოდიალებულიყო ვიღაცა ისიც შეიტანდა კვალს. პირველ კადრებში სადაც ექსპერტი მუშაობს, ჩანს რომ მას არც დამცავი სპეციალური ფორმა და ფეხსაცმელი არ აცვია, ვიდეოოპერატორიც კი ოთახში დაჭენაობს და კარებთან კიდევ ვიღაცა ტიპი აბირჟავებს, ეს არის რაც ვიდეოში ჩანს და რაც არ გამოჩნდა ვინ იცის რამდენმა გაატასავა იმ ოთახში და გარედან შეტანილი კვალი დატოვა??? არც ერთი გამოძიება არ შეუშვებს ვიდეო ოპერატორს დანაშაული ჩადენის ადგილას რომელიც ყველა გარეკვალისაგან უნდა იყოს დაცული. ასეთი ქსპერტების მე არ მჭერა რომლებიც ელემეტარულ ზომებს არ იცავენ! გარდა ამისა როდესაც დაიჭირეს და დამნაშავედ გამოაცხადეს ოფიციალურად გამოძიება დაწყებული არც იყო და გვამები მეორე დღესვე დაასვენეს უკვე სახლში. ამას არც ერთი გამოძიება არ გააკეთებს რომელიც მართლა იძიებს საქმეს. იცი რაშია საქმე მაგდაშიც აღარ არის, თქვენ ის უნდა გესმოდეთ რომ ასეთი ამბავი შეიძლება თქვენც შეგეხოთ.
QUOTE | ამ კახპამაც თავისი შემდგომი ქცევებით გაამყარა ეს აზრი. კიდე ამ ურჩხულის ოჯახის წევრების სხვადასხვა დროს სხვადასხვა აბდაუბდა ნალაპარაკებმა აღარ დატოვა კითხვის ნიშნები. |
რა ქცევებით საინტერესოა? იმ ქცევებით რომელიც მედიამ დაგიმონტაჟა და დაგანახა??? თუ ლაივ უყურებ 24 საათი? იყავი სხდომაზე?
QUOTE | ჩემთვის მაგდა არის ურჩხული, შენთვის არა. რა ვქნათ ახლა? |
თუ მკვლელია არც არავინ დაობა ამაზე მაგრამ თუ რაღაც შეთქმულების მსხვერპლია, ძალიან უბედური ადამიანია და საზოგადოება ურჩხული. Yin&Yang
QUOTE | Tasso ამ საქმეს კარგად იცნობ ,თავიდანვე განხილვებში ჩართული ხარ ფორუმზე. იმ მტკიცებულებებით რაც სასამართლოზე წარმოადგინეს და საჯაროდაც ვნახეთ , შენი აზრით სახლში არ არის მოკლული ომარი ? გიჭირს დაჯერება რომ სახლშია მოკლული და არა სხვაგან ? |
საქმეც იმაშია რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენ საქმეს, საქმეს ვიცნობთ ისე როგორც გაგვაცნო მედიამ. შენ გგონია რომ იცნობ საქმეს??? მე არ ვიცი სად არის მოკლული, მე მხოლოდ ის ვიცი პირველივე ვიდეოკადრებიდან რომ ჩვენი "ექსპერტები" არ მუშაობდნენ ყველა ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე ვუშვებ იმ ვარაუდსაც რომ ერთადერთი ყველაზე დიდი სამხილი, ოთახში დარჩენილი "მოწმენდილი" სისხლის კვალი შეიძლება სწორად ამ ნორმების არ დაცვის შედეგიც იყო. ამ საქმეში არაფერი არ არის სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი, ყველა დეტალი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ასე და ამგვარად ლეგალურია რომ დაფიქრდე ამაზე.
|