მუხლი 140. სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში
1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
ეს მუხლი არეგულირებს ამ საკითხს. შესაბამისად, სქესობრივი კავშირის დამყარებისას თუ არ იყო 18 წლის აღნიშნული მუხლის საფუძველზე ვერ დაისჯება, რადგან როგორც მუხლში წერია დანაშაულის ჩადენის დროს სრულწლოვანი უნდა იყოს ეს პირი