#53136925 · 21 Jul 2018, 21:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
ვთამაშობდი რავი ყველგან და მაქვს აი უზარმაზარი ფულები წაგებული. დავანებე თამაშს თავი აი რასაც ქვია დავანებე თან კაი ხანია უკვე.
ყველგან დავაბლოკინე ჩემი თავი სადაც კი შეიძლებოდა (adjarabet, europe-bet, crystalbet, liderbet, crocobet)
მაგრამ მინდა საერთოდ წავაშლევინო ჩემი მონაცემები ანუ delete ჩემი აკკაუნტები.
მეუბნებიან არ შეიძლებაო.
რას ქვია არ შეიძლება? თუნდაც ავიღოთ ბანკი ავიღე ვიზა ბარათი გავხსენი ანგარიში ხომ შემიძლია დავახურინო ეს ანგარიში|? ისე რომ ვეღარასდროს აღვადგინო?
ბანკში თუ შეიძლება მანდ რატომ არ შეიძლება?
კანონის ფარგლებში ვინც ერკვევით როგორ ვქნა ეს ყველაფერი? მინდა ჩემი მონაცემები საერთოდ გაქრეს მაგ ჯოჯოხეთიდან :)
თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით
|