maritunaMaNoFMaTchჩემი ნათქვამი ვგონებ არასწორად გაიგეთ. პრინციპში, უფრო მე დავწერე არასრული ინფორმაციით და მეტად უნდა დამეკონკრეტებინა.
მოკლედ : ზოგადად, ძალიან ბევრ პროცესზე მომიწია ყოფნა, ბუნებირივია, "მაყურებლად". ხოდა უამრავი ადვოკატი მინახავს ამ პროცესების მიმდიანრეობისას, ისეთი მაღალი კლასის , მათ შორის,როგორიცა ტარიელ კაკაბაძე და სხვანი. ასევე სხვა ისეთი ადვოკატები,რომელთა საუბარი,მანერები,მოქმედებები მიტოვებდა ეჭვს რომ საერთოდ არ იყვნენ ადვოკატები.
ძალიან სიმბოლურად იქცა წინა წლებში ეს საადვოკატო გამოცდები,დაზზეპირებული ტესტებით შეძლო ბევრმა ამ გამოცდების ჩაბარება. შესაბამისად, 100 ადვოკატიდან საშუალოდ 15-20 არის ნორმალური, 20-30 საშუალო დონე, ხოლო დაახლოებით 50 ადვოკატი თავის თავს უწოდებს ადვოკატს და ამის არაფერი არ ეტყობა.(მათ შორის ასეთების უმეტესობა არიან სახაზინო ადვოკატები). ხო ამბობენ,რომ აი, სისხლის სამართლის მიმართულება არის მოთხოვნადი,ყველა მაგას მიყვება, სხვათაშორის არც ეგრე არა, არ არიან ბევრი კარგი სპეციალისტები,თუნდაც პროცესუალური ამ თვალსაზრისით.
ხოდა სწორედ ამ მაჩანჩალა ადვოკატებზე მაღლა დავაყენებდი ჩემ თავს ჯერ-ჯერობით. და არ ვეჯიბრები მაღალი დონის ან თუნდაც საშუალო დონის ადვოკატებს,რომელთა პროცესზე კითხვებიც არ ჩნდება მათ კვალიფიკაციაზე. ბუნებრივიცა, ყველაფერს გამოცდილება სჭირდება.
ასევე იმის თქმის საფუძველს მაძლევს ისიც,რომ უამრავ იმიტირებული პროცესი მაქ მოგებული.
ვსწავლობ,ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტში და ამ დარგის მიმართულებით საუკეთესო ლექტორები მასწავლიდნენ.
თუმცა ვთვლი,რომ მაინც არასწორად იყო აღქმული ჩემი ნათქვამი

მემგონი ისიც მიმანიშნებელი იყო ყველაფრის სტაჟიორად აყვანა რომ გთხოვეთ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქ "დასაწვეხი" და სასწავლი.
This post has been edited by Zestafans Oto on 19 Mar 2019, 12:03