Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
1
[2]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აღსრულების ბიურო
, თავდები ვარ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TracerAI
Super Member
ჯგუფი: Registered
TracerAI
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 985
წევრი No.: 218965
რეგისტრ.: 25-May 16
#55106855
· 13 Aug 2019, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ramaza @ 13 Aug 2019, 17:53 )
TracerAI
QUOTE
გარდა ამისა სესხის ხელშეკრულების შინაარსზეა დამოკიდებული, თუ პირობითად იხდიან 500 ლარს და შენ გაქვს 2000 ლარი, 50%-ს არ/ვერ ჩამოგაჭრიან.
მაგ სესხზე 950-ს იხდიდნენ თვეში და მე 1450 მაქვს სულ შემოსავალი :D მაგის ნახევარს კიდე სესხებში ვიხდი
ნუ ევროკრედიტმა თვითონ მითხრა ერიცხება იმ გოგოს ხელფასიო და მატყუებსო.
QUOTE
თანამსესხებელზეა ეგ რასაც თქვენ გეუბნებიან ეხლა.
ანუ თანამსესხებელს მსესხებელთან ერთად მიადგებიან?? მემგონი ეგ ვარ :((((
ხელშეკრულება გჭირდება და უნდა წაიკითხო, არის შემთხვევები, როდესაც თანამსესხებელზეც ასეა - ჯერ სესხის ამღებთან მიდის ამოღება და თუ არ კმაყოფილდება, მერე თანამსესხებელთან/თავდებთან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34453
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#55781618
· 30 Jan 2020, 22:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ramaza @ 11 Aug 2019, 15:10 )
მოკლედ ევროკრედიტში მანქანა იყიდა თანამშრომელმა.ნუ მის ცოლზე გაფორმდა ხოდა ვეღარ იხდიან.ის მანქანა გაუყიდეს მარა იმის ნახევარ ფასად რაც იყო აღებულ8 ვალი.მე თანამსესხებელი ვარ თუ თავდები რა როგორც არის.
ხოდა ეხლა მომივიდა სმს რო გადაეცა აღსრულების ბიუროსო.
იმ გოგოს ვის სახელზეც იყო სესხი ხელფასი ერიცხება,კიდევ რა ქონება აქვს არვიცი,რაღაც სამკერვალო ჰქონდა და ნუ მის ქმარსაც აქვს რაღაც ქონებები.
მეც მერიცხება ხელფასი და ერთი მანქანაა ჩემ სახელზე.
მითხარით რა მელის??
ნუ ახლა არ შევუდგები იმაზე ლექციას, თანამშრომლის ცოლზე თავდებად ყოფნაზე რა ეშმაკმა გიბიძგა-თქო, როცა ღვიძლ ძმას აღარ უდგებიან თავდებში...
მერე, თავდებს ეკისრება ან სოლიდარული და ან სუბსიდიური პასუხისმგებლობა ძირითად მოვალესთან კორელაციაში და დიდად სავარაუდოდ სოლიდარული პასუხისმგებელი იქნები ხელშეკრულებით, რადგან ბანკებს და მიკროსაფინანსოებს სწორედ ეს პრაქტიკა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ხელფასის (იურიდიულად _ შრომის ანაზღაურების) 50% ჩამოგეჭრება და + ამას ყველა დამატებითი სამსახურებრივი ფინანსური შემოსავლები ძირითადი მოვალის იგივეპირობებიან გადახდებთან ერთად, რაც შეიძლება მალე რომ მოხდეს აღსრულება...
ბოლოს ბუღალტერიაში აიღე ცნობა ჯამში რამდენი ჩამოგეჭრა და რეგრესული მოთხოვნით სასამართლო წესით ძირითადი მოვალისგან დაიბრუნებ მაგ თანხას, თუ ნებაყოფლობით არ აგინაზაურებს ეგ მაგ ზიანს...
This post has been edited by
kodeqsi
on 30 Jan 2020, 22:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4290
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55781679
· 30 Jan 2020, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო იქნებ აქაც მიპასუხოთ,სანამ იურისტებსაც ვკითხავ ხვალ.
მოკლედ მეგობარს აუღია სესხი თავისი მეგობრისთვის რომელიღაც საკრედიტოსგან.400 ლარი.იმას გადაუხდია 200 და მერე ან დაავიწყდა ან არ გადაიხადა.სექტემბერში აღსრულებიდან მოუვიდათ ცნობა და ოჯახმა არ ჩაიბარა.ეხლა კიდევ რომ მოვიდა ცნობა ამან ჩაიბარა.ეხლა დაებლოკა ხელფასი და თხოვენ 3300 ლარზე მეტს.რა შეიძლება გაკეთდეს.იმ 200 ლარს კი გადაიხდიდა რომ ცოდნოდა რომ დარჩენილი იყო.პირადად ამას აქამდე არავინ დაკავშირებია
* * *
ამხელა თანხაზე აწევა შეეძლოთ??? კანონით მგონი არც აქვთ უფლება ამხელა პროცენტის მოთხოვნის.ან გაფრთხილებას ან დარეკვას წინ რა უდგა.პირდაპირ რომ მიუტანეს სახლში.ვერც მიხვდა თავიდან იმას გადახდილი რომ არ ქონდა და ამხელა თანხა ხომ საერთოდ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34453
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#55781843
· 30 Jan 2020, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zzz77
ზღაპარია...
200 ლარი 3300-ამდე რომ ავიდეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც გავა...
რაღაც სხვა, სხვა დროს ძირითადი მოვალეობით ან თავდებობით აღებულ ბევრად მეტ ძირთანხიან ვალებზე ედავებიან ეტყობა...
და კიდევ, ცნობად:
1. სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ია;
2. ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოებისა და სხვა ხარჯების მოცულობა ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობამდეა შეზღუდული.
This post has been edited by
kodeqsi
on 30 Jan 2020, 23:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4290
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55781957
· 30 Jan 2020, 23:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ესე ვიცოდი მაგრამ მესიჯი მანახა.400 ლარი იყოო და იხდიდა 200 შეიტანაო.200 იყო და რომ არ მირეკავდნენ არ მეგონა თუ არ გადაუხადაო.ხვალ აღსრულებაში უნდა წავყვე.მირჩიეთ რა ვქნა.მეც ზღაპარი მეგონებოდა.მაგრამ ფაქტის წინ დადგა და უნდა დავეხმარო
* * *
აღსრულების ბიუროს სახელფასი ცნობა მოუთხივია და ამონაწერი.გოგოა და მარტო მაგათ ხელში კი არ ჩავაგდებ მაგრამ,მეც ვერ ხვდები რაღაც უცნაური მოთხოვნებია და მგონი იურისტის მიყვანა დამჭირდება
* * *
ისე მირჩიეთ ვინმე და რა თანხა უნდა იურისტს ამ დროს
* * *
იდეაში თუ მასეა საქმე.იმ საკრედიტოს პირდაპირ ქეშად 300 ლარი რომ შევთავაზო უნდა დათანხმდეს ვიდრე სასამართლოში ირბინოს
This post has been edited by
zzz77
on 30 Jan 2020, 23:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34453
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#55782123
· 31 Jan 2020, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zzz77
აღსრულება მესიჯს (საწყისად მას არც მოვალის ტელეფონის ნომრის ცოდნა ევალება) არ აგზავნის აღსრულების დაწყების ცნობის თაობაზე, ის ვრცელ დოკუმენტს აგზავნის საკმაოდ დეტალური აღწერით სააღსრულებო საქმის გარემოებებისა და მოვალის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით...
დიდად სავარაუდოდ, აღსრულებაში დაგახვედრებენ სულ სხვა ქეისს მაგ გოგოს სასესხო საქმისას, ბევრად მოცულობითს და უსიამოვნოს... რაიმე სხვა სავალო შარში იქნება გახვეული...
იურისტი (არა აუცილებლად ადვოკატი) დაგჭირდება ნამდვილად და აქ ანაზღაურება, ცხადია, შეთანხმებითია, საქმის სირთულის, მოცულობის, მხარის ობიექტური პოზიციების არსებობის და მიხედვით, დიაპაზონი მოცემული თანხისა კი პრაქტიკულად შეუზღუდავი, თუ სს დანაშაულის ნიშნებიც (იძულება, გაყალბება, თაღლითობა და ა.შ.) აღმოჩნდება საქმეში...
This post has been edited by
kodeqsi
on 31 Jan 2020, 00:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4290
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55782163
· 31 Jan 2020, 00:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kodeqsi
ჯერ მადლობა ყურადღებისთვის.მართლა დამეხმარება შენი რჩევა ხვალ.მოკლედ კიდევ ვკითხე არა სხვა არაფერიო.ოჯახს ჩაუბარებია ის აღსრულების ცნობა.მესიჯი მოუვიდა მანახა 3358 ლარი წერია მარტო და მეტი არაფერი.ფაქტია ხელფასი დაუბლოკეს.თავიდანვე მარტო 400 ლარი გამოუტანეო.ნაწილი ნამდვილად დაფარაო.იმ მეგობრისთვის დაურეკია და არ მახსოვსო ეუბნება 200 იც მგონი გადავიხადეო.ნუ თავს იძვრენს ფაქტია.მოკლედ ხვალ წავყვები და გავიგებ რა ხდება.თუ რაღაცა ისე არ წავიდა ხელს არაფერზე მოვაწერინებ და იურისტს ჩავრთავ.სწორი მიმართულებით ვფიქრობ???
* * *
და იქნებ მირჩიოთ ან დამიწეროთ ვინმე იურისტის ნომერი.ისეთის არა სულ რომ იმაზე მეტი გადამახდევინის ვიდრე ვალს ედავებიან)))))
This post has been edited by
zzz77
on 31 Jan 2020, 00:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34453
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#55782305
· 31 Jan 2020, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zzz77
QUOTE
ხვალ წავყვები და გავიგებ რა ხდება.
აუცილებლად, და ისედაც, საქმის რეალური ვითარების გაგების გარდა ახლობლის გვერდით ყოფნა ფსიქოლიგიურ ასპექტში მას ნამდვილად დაჭირდება...
QUOTE
თუ რაღაცა ისე არ წავიდა ხელს არაფერზე მოვაწერინებ
:yes: მართალია, ხელმოწერები მაგ მდგომარეობაში არსებითად არაფერს წყვეტს, მარა თუ რეალურად არარსებული ვალის შემთხვევაა, ნუ მოაწერს ხელს აღსრულების ნურცერთ დოკუმენტს/ცნობას/საბუთს...
QUOTE
იქნებ მირჩიოთ ან დამიწეროთ ვინმე იურისტის ნომერი.ისეთის არა სულ რომ იმაზე მეტი გადამახდევინის ვიდრე ვალს ედავებიან)))))
იურისტი, ცხადია, დაგჭირდებათ, როგორც ვახსენე, ანაზღაურების (ჰონორარის) ტარიფზეც თავად შეუთანხმდებით... პმ მოგწერთ, აქ არ შეიძლება, რეკლამირება გამოვა... რამდენადაც ვიცი, მეძვირე არაა და ფრიად კომპეტენტურია აღსრულების საკითხებში... :yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4290
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55782326
· 31 Jan 2020, 00:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kodeqsi
მადლობა გაიხარე დახმარებისთვის.კარგ ადამიანს ვეხმარები და ამაში შენი რჩევა ბევრ რამეში დამეხმარება.კიდევ ერთელ მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
spiridon_surajia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2494
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12
#55782583
· 31 Jan 2020, 02:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აღსრულება წესით ვალდებულია მოვალეს ხელფასიდან დაუტოვოს მხოლოდ საარსებო მინიმუმი, დანარჩენი უნდა ჩამოაჭრას, მაგრამ როგორც წესი ასე არ აკეთებენ. 50 პროცენტს აჭრიან.
50 პროცენტის დატოვებას ასაბუთებენ შრომის კოდექსით, მაგრამ ის მუხლი საერთოდ შეხებაში არ არის სააღსრულებო წარმოებასთან. ისე ყოფილა შემთხვევა მარტო საარსებო მინიმუმი დაუტოვებია აღმასრულებელს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4290
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#55786338
· 1 Feb 2020, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ ვიყავით აღსრულების ეროვნულ ბიუროში და 258 ლარიდან აწეული 3158 ლარი გადასახდელია.მართლა არ მეგონა ამხელაზე აწევა თუ კანონიერი იყო.ჩემი მეგობრის არ ცოდნის ბრალიცაა და ცუდი დამთხვევებისაც.აღსრულებაშიც შევატყვე რომ არც მაგათ მოწონდათ ეგ სიტუაცია მაგრამ ვეღარაფერს იზავთო.ჩაბარებიდან 10 დღეში უნდა მოსულიყავითო და ეს პრობლემა აღარ იქნებოდაო.ხო და ხელფასის ნახევარს ჩამოაჭრიან და ასე დაფარავენ.რავი მაგარი უსამართლობა მგონია თანხის ოდენობა.258 ლარს ამდენს არ უნდა უმატებდნენ.ან დაერეკათ მაინც,ამდენი წელი ასე ჩუმად რომ წევდნენ თანხას.ეს გაერკვეოდა მაინც რა ხდებოდა.დღეს გაიაზრა ბოლომდე რაზე იყო ლაპარაკი.არც ქონდა წანაკითხი ბოლომდე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
asdafan
Newbie
ჯგუფი: Registered
asdafan
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 235438
რეგისტრ.: 16-September 17
#55832694
· 12 Feb 2020, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იურისტი აიყვანე საქმის მასალებს გაეცნობა და დაგეხმარება ეგრე 258 ლარიდან 3000 ლარზე რო ავიდეს პროცენტი უნდა იყოს ძან მაღალი რაც შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გამო სასამართლო შეგიმცირებს. სასესხო ვალდებულებაზე 3 წლიანი ვადაა და ეგ მაინც იქნება გასული 2017 წლის 150 ლარიან სესხზე საერთოდ რო არ გადამიხდია ეხლა მომივიდა აღსრულების საფასურიანად 600 ლარია სულ და იმის გადახდასაც არ ვაპირებ. თავდაპირველი სესხის ხელშეკრუელბა ნახე იქ აქვთ ჩადებული ძირი თანხის 150 პროცენტს რო გადაცილდება მერე ვეღარ ამატებენ პროცენტს. 10 დღიანი ვადა რო გავიდა და მანამდე არ მისულხარ ეგ კი გამოიწვევს დავალიანების გადახდის შესახებ ბრძანების გამოცემას აღსრულების მიერ მარა შენი უფლებები სასამართლოს გზით დაიცავი მითუმეტეს სასამართლო პრაქტიკა ეგეთ დროს ძან ლოიალურია და სულ მოვალის ინტერესებს იცავენ რადგან უაზროდ დიდი პროცენტები ქონდათ მიკროსაფინანსოებს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(2)
1
[2]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0264 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.