Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
1
[2]
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბანკთან პრობლემა
, მჭირდება რჩევა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57725644
· 1 Apr 2021, 14:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
miseva
მაინ საჭიროდ ჩავთვალე ეს ბოლო კომენტარი.
QUOTE
არსებობს უცხოური ბირჟა სადაც ფიზიკურს აქვს თავისი ანგარიში და ვალუტები და ა.შ.
ამ ანგარიშის მართვა თქვენი, პირდაპირი, უშუალო უფლება არ არის?!
თქვენ ამ ანგარიშიდან გადარიცხვას როგორ ახდენთ?! სადმე ღილაკს არ აჭერთ?! ხელსმოწერას არ ახდენთ?! თავისით ხდება?! სწორედ ეს არის დავალება!!!!! სადაც ფიზიკურს აქვს თავისი ანგარიში, ესე იგი სადღაც აქვს გახსნილი ხომ?! ამ ვიღაცას არ სჭირდება თქვენი განკარგულება?! დავალება?!
QUOTE
იგივე პრინციპია რომ ამერიკაში მცხოვრებმა ბიძაშვილმა გამოგიგზავნოს ფული და ამათმა რისკად შეაფასონ და უკან გაუშვან!
ამერიკიდან როცა გიგზავნით ფულს ბიძაშვილი, იქ დანიშნულება, დიდი ალბათობით იქნება Retail money transfers, ანუ "პირადი გადარიცხვა"!!! ვინაიდან payment order-ში მითითებულმა ინფორმაციამ აუცილებელია დააკმაყოფილოს როგორც S. W. I. F. T. (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications)-ის მოთხოვნებიც, ასევე აშშ-ს FCA-ს (Financial Conduct Authority) მოთხოვნები.
ბირჟის ანგარიშიდან როცა რიცხავთ ფულს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ანგარიში გაქვთ, და ასე გგონიათ - სინამდვილეში საბანკო წესების ჭრილში გაქვთ სუბანგარიში!!! გამგზავნად მოიხსენიება ის ბირჟა და სწორედ დანიშნულებაში ჩაწერილი საფუძველი წარმოდგენს მარშრუტიზატორს, თქვენი ფული დანიშნულებისამებრ მოხვდეს.
ვინაიდან მე სამწუხაროდ ვერც თქვენს გადარწმუნებას შევძლებ და ამასთანავე მიგაჩნიათ
QUOTE
საერთოდ ვერ ხვდებით რაშია საქმე და ზოგადად როგორ მუშაობს ეს სიტემა : ))
, გარკვეული ირონიაც გამოიწვია ჩემში (რაც მე ტრანსფერებითვის "მიდევნია", იმდენი წელი შემმატოს ნეტავი უფალმა), ჩავთვალე საჭიროდ და ახსნა-განმარტებითაც შეგეხმიანეთ.
თუმცაღა, სრულად მისაღებად მიმაჩნია, რომ მთვლით არაკომპეტენტურად ამ საკითხში - უპირობოდ გაქვთ ამის უფლება! მე ამოვწურე ყველა შესაძლებლობები, მეცადა სიტუაციის სწორი აღქმა ჩამოგყალიბებოდათ.
გულწრფელად მსურდა დაგხმარებოდით - მაგრამ, მივხვდი აზრი არა აქვს!
წინსვლა და წარმატებები!
This post has been edited by
Правовед
on 1 Apr 2021, 15:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3664
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#57729249
· 2 Apr 2021, 11:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს პლანეტა როგორ არის მოწყობილი არ ვიცი მაგრამ, ლოგიკურად რა არის სწორი ჩემი აზრით, დავწერ.
ბანკმა თუ უკან გაგზავნა, პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, რომ მივიდეს უკან.
და ამ ფულს თუ გონივრულ ვადაზე მეტი ვერ განკარგავს მფლობელი, ამაზეც უკან გამგზავნმა უნდა აგოს პასუხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57734581
· 3 Apr 2021, 13:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
:D "მივიდეს უკან", ეს პრობლემა არ არსებობს!
სინამდვილეში, იმაზეა გაღიზიანებული ავტორი, რატომ დააბრუნაო? მოთხოვნის ჩამოყალიბებას არ ცდილობს, ისე შეადგინა შეკითხვა! საქართველოს ბანკა, ვინც იყო მითითებული გამომგზავნად, ანუ ეწერა დოკუმენტში, იმისკენ გადააგზავნა - უცილოდ!
სინამდვილეში, ვისაც მიუვიდა ეს თანხა უკან, ნებაყოფლობით, თვითონ არ გამოტყდა და შეკითხვის ავტორს დასჭირდება გამოკვლევა, ვისთან "დაილექა" ეს თანხები.
ამაში დახმარებას სთავაზობს ბანკი, ვინაიდან მოიძიოს, ის პირი ვისთანაც მოხვდა ეს თანხები, მის მოვალეობას არ წარმოადგენს!!! ეს სერვისია, რომელშიც უნდა გადაიხადო ფული!
შეკითხვის ავტორთან, მის უშუალო მფლობელობაში, რაც არ უნდა ვილანძღოთ და ვწყევლოთ ეს პლანეტა, ვერ დაბრუნდებოდა ეს ფული! ვერ დაბრუნდებოდა, ვინაიდან წარმოიშვა სხვა პირის (როგორც ჩანს ბირჟის) მფლობელობაში არსებულ საბანკო [!!!] ანგარიშზე!!! ის რასაც ავტორი თავის ანგარიშს ბირჟაზე ეძახის, არ არის (არ არის!!!!) საბანკო ანგარიში!!!
მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, თელასში რომ აქვთ ანგარიშები, იმისგან არ განსხვავდება!!! ზედმეტად ან შეცდომით გადახდილს რომ აბრუნებ, "შენს თანხას" აბრუნებ, მაგრამ თელასია გამომგზავნი! დანიშნულებაში უთითებს ამ "კუთვნილების" ინფორმაციას: მავანი და მავანის ანგარიშზე მყოფი თანხის დაბრუნება!
ბირჟიდან გადარიცხვაც მსგავსად მოხდა!!! ბირჟა არის გამგზავნი, მისი საბანკო {!!!} ანგარიშიდან მოხდა გადმორიცხვა, დანიშნულებაში კი მიუთითა: "მავანი და მავანის მიერ ბირჟის ამა და ამ ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტის კონვერტაცია აშშ დოლარებში" და გაგზავნა შეკითხვის ავტორის საბანკო[!!!] ანგარიშზე!
ამ "კრიპტოვალუტის კონვერტაციამ აშშ დოლარებში" გამოიწვია ეჭვი და საქართველოს ბანკმა შეკითხვის ავტორის ანგარიშზე, საბანკო[!!!] ანგარიშზე, მიუხედავად იმისა მიმღებად იყო ის მითითებული, არ ჩარიცხა ფული და გადააგზავნა იქ, რომელი საბანკო[!!!] ანგარიშიდანაც მოვიდა ეს ფული! ამ ინფორმაციის გადაცემაზე უარსაც ვერ ეტყვის!!!
ნუთუ ასეთი ძნელია ამის გაგება ... საფინანსო ინსტრუმენტებზე მინიმალური წარმოდგენის, ელემენტარული სამართალშეგნების ქონა, ხომ გარდაუვლად აუცილებელია თანამედროვე ადამიანისთვის!!!
საქმე ხომ უკვე იქამდე მივიდა, სესხების აღება აუკრძალა ხალისუფლებამ თავის ხალხს!!! ამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, ხელისუფლება შეზღუდვებს ამით ხსნის, რომ უზარმაზარი მასშტაბების მქონე საფრთხეებთან გვექნება საქმეო! იმდენად ხეპრე და გაუნათლებელი ხალხი გვყავს, არც შინაარსი ესმით და ვერც თავისი ფინანსების მართვას შეძლებენო!
This post has been edited by
Правовед
on 3 Apr 2021, 14:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3664
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#57735347
· 3 Apr 2021, 17:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
"მივიდეს უკან", ეს პრობლემა არ არსებობს!
ახლა უფრო გავიგე. ანუ ბანკი თემის ავტორს აძლევს საბუთს, რომ საიდანაც გამოიგზავნა თანხა, ისევ იქ დააბრუნა. აქედან გამომდინარე უკვე ვფიქრობ, რომ ბანკთან არ არის პრობლემა. იმ ორგანიზაციაში თუ თავის ანგარიში ჰქონდა და იქ არ ჩანს აღნიშნული თანხა, იმ ორგანიზაციას უნდა მოსთხოვოს პასუხი, ახლა ასე ვფიქრობ :)
ანუ ორი მოქმედი პირია და ერთერთის ბრალია, ან გამომგზავნის ან მიმღების. მიმღები ამბობს ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთეო და ესეგი გამომგზავნის ბრალია. გააჩნია რაზეა შეთანხმებული გამომგზავნთან.
This post has been edited by
Komponent
on 3 Apr 2021, 17:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57738382
· 4 Apr 2021, 10:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
უუუჰჰჰ ... ამევისუნთქე!
კი ბატონო ... და ბანკი სთავაზობს ფასიან სერვისს, "ვინაობის დადგენას" და "შეიარაღებას"! რომლითაც შეკითხვის ავტორი შეძლებს "კანონიერად" მიადგეს ფულის მოძრაობის საბოლოო ადრესატს (იმის ვინაობა დაადგინა ბანკმა უკვე) და მოსთხოვოს მისი კუთვნილი ფული!
ამაში კასაკიცხი, უფრო მეტიც, სალანძღავი რა არის?! "საქართველოს ბანკს" თავისი ცოდვებით ისედაც მიღებული აქვს გარანტია ჯოჯოხეთში მოსახვედრად, ეყოფა აკიდება ...
მყარად მოიკიდა ჩვენში ამ "დამნაშავეების ძებნამ" და "გადაბრალებებმა" ფეხი ...
ნებისმიერი კანონზომიერი, გონივრული ხარჯები დახატულია კოშმარებად ...
მარტო 100 000 დოლარის ფარგლების მშენებლობაში ჩამდები ხალხის პროტესტები გაგაოგნებს მათი ხელმოწერილი ხელშეკრულებების წაკითხვის შემდგომ! სინანულსა და თანაგრძნობას ხშირად ჩაგინაცვლებს ფულის დაკარგვის კანონზომიერების ასოციაციები ამ ხალხის უნარებისა და სიძუნწის შეფასებების მიხედვით! თვითონვე დგამენ სერიოზულ ქონებრივ ნაბიჯებს ისე, რომ, არც თვითონ არიან გაცნობიერებული საკითხში და კონსულტანტებზეც გროშებს ზოგავენ!
This post has been edited by
Правовед
on 4 Apr 2021, 10:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
miseva
Chill Me Out
ჯგუფი: Registered
miseva
Chill Me Out
ჯგუფი: Registered
წერილები: 970
წევრი No.: 45471
რეგისტრ.: 2-November 07
#57750139
· 7 Apr 2021, 01:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
სიმართლე გითხრა საერთოდ ვერაფერი გავიგე რაც დაწერე : ))) ისეთი წარმოდგენა მრჩება რომ საქ ბანკის დიდი ლუბიმჩიკი ხარ...
QUOTE
და ბანკი სთავაზობს ფასიან სერვისს, "ვინაობის დადგენას" და "შეიარაღებას"! რომლითაც შეკითხვის ავტორი შეძლებს "კანონიერად" მიადგეს ფულის მოძრაობის საბოლოო ადრესატს (იმის ვინაობა დაადგინა ბანკმა უკვე) და მოსთხოვოს მისი კუთვნილი ფული!
ამაში კასაკიცხი, უფრო მეტიც, სალანძღავი რა არის?!
ჩემი თანხა რო ყველანაირი გამოძიების, ნებართვის გარეშე და ჩემი მოტყუებით რომ გადარიცხეს, და მე რომ 2 თვეა ველოდები თანხას და არ მიმიღია, ამ სერვისში კიდევ მე რო მიწევს თანხის გადახდა, რადგან ბანკმა უნდა აგოს პასუხი მინიმუმ იმაზე რომ თანხა მოვიდეს ჩემამდე რადგან ამას აკეთებს თავისი თანამშრომლების მოკლე ჭკუით მიღებული გადაწვეტილების შედეგად....
მოდი შენ გაგიქრონ 10კ უსდ და აშკარად სხვანაირად შეხედავ მოვლენებს...
მეორე: 2 თვეა ბანკი მეუბნება რომ ვერ უკავშირდებიან შუამავალ ბანკს რომლის გავლითაც გადაირიცხა ეს თანხა! და კაცმა არ იცის მიიღეს თუ არა... და მიიღო თუ არა კომპანიამ ეს თანხა ამაზე საერთოდ პასუხი არ არსებობს!!!
როგორ და რა გზას გადის ტრანზაქცია ბევრზე უკეთესად ვიცი, მაგრამ როგორ იძახით რო ბანკი არაფერ შუაშია როდესაც ჩემი გამოგზავნილი თანხა მოვიდა ბანკში და ამას ადასტურებს საქ ბანკი. შემდეგ ამატმა გადარიცხეს უკან და ჩემამდე არ მოსულაააააააა!!!!!!!!!!!!!!!!! ვისი ბრალია ეხლა ის ფაქტი რომ 2 თვეზე მეტია თანხა არ მიმიღია და გაურკვეველი დროით დაკარგულია???
This post has been edited by
miseva
on 7 Apr 2021, 01:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57750383
· 7 Apr 2021, 06:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
miseva
აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით! გულახდილობისთვისაც გულწრფელი მადლობა!
ასევ გულახდილად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გიპასუხებთ!
საერთოდ, საბანკო საქმის "დიდი ლუბიმჩიკი"-ც ვარ და იმისაც, რომ საქმიანი ურთიერთობა უნდა აწარმოო საქმიანად! იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საბანკო საქმიანობა ადმიანების, საზოგადოების ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს - იგი ეკონომიკის არტერიაა. იმ აზრებსაც ვეთანხმები, რომ საქართველოში ზოგადად ბიზნესში, და კერძოდ საბანკო საქმეში ბევრი უმეცარია გარეული! არც ის მგონია, თვით სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი", რაიმე გამონაკლისს წარმოადგენდენს შტერების რაოდენობით! რომელთა მსხვერპლი, სამწუხაროდ, თქვენ აღმოჩნდით!
QUOTE
მოდი შენ გაგიქრონ 10კ უსდ და აშკარად სხვანაირად შეხედავ მოვლენებს...
მე ვერ გამიქრობენ, ვინაიდან მუქთად ვერ ვშოულობდი 10k USD ოდენობის თანხებს - სანამ რაიმე საფინანსო ოპერაციებს ვგეგმავ, წინდაწინ გავდივარ კონსულტაციებს და არც 10k USD-დან თანხის გამეტება მიჭირს შეუსაბამო სიძუნწით ამაში - ეს ხარჯები გარდაუვალია - კანონზომიერებაა ასეთი! ცუდია (და, ანომალიაცაა), რომ 10k USD მშოვნელი (საქმიანი, სერიოზული ...) ადამიანი ამის შეფასებებს ვერ ახდენს!
QUOTE
ჩემი თანხა რო ყველანაირი გამოძიების, ნებართვის გარეშე და ჩემი მოტყუებით რომ გადარიცხეს
ამის უფლება აქვთ, რეგულაციებით - ვეღარ დავიწყებ გამეორებას!
QUOTE
ბანკმა უნდა აგოს პასუხი მინიმუმ იმაზე რომ თანხა მოვიდეს ჩემამდე
ბანკი აგებს პასუხს კლიენტის დავალებაზე! საბანკო წესებით თქვენ არ ხართ გზავნილი ფულის მესაკუთრე! გამგზავნად ორდერში, საგადახდო დავალებაში მითითებულია (და, ესეც არის!) ის ბირჟა, რომელმაც ფული გამოგიგზავნათ! სანამ არ ჩაგერიცხებათ თქვენს ანგარიშზე, მანამდე არ ხართ ამ ფულის მესაკუთრე! ეს არის მართებული, სწორი სამართლებრივი კონსტრუქცია თქვენსა და ბირჟას შორის მოხდენილი ანგარიშსწორებისა!
QUOTE
ამატმა გადარიცხეს უკან
ეს ნიშნავს, საბანკო წესებით, დაუბრუნეს გამოგზავნს, ანუ ბირჟას!
მწარედ სცდებით, რომ გგონიათ
QUOTE
მიიღო თუ არა კომპანიამ ეს თანხა ამაზე საერთოდ პასუხი არ არსებობს!!!
.თქვენთვის, თქვენთვის არ არსებობს ეს პასუხი, თურემ, ვინც გამოგზავნა, იმას პასუხის მიღების შესაძლებლობაც თავისუფლად აქვს და დიდი ალბათობით ფულიც დაუბრუნდა! ბანალურად, ამას თქვენ არ გატყობინებთ!
ბანკი კიდევ გთავაზობთ, ვინაიდან მათ არ აკისრიათ პირდაპირი ვალდებულება, ფასიანი მომსახურების ფარგლებში, ამას გაგირკვევთო! ანუ თქვენთვის პასუხის არსებობას შეასრულებენ! ესეც იმიტომ, რომ ფულის მიმღებად ხართ დასახელებული! სხვა პირისათვის საერთოდ დახურულია ეს საბანკო საიდუმლო!
როგორც გითხარით სამწუხაროა, მაგრამ თუ ამას ვერ ხვდებით, მე ვერ გიშველით!
წარმატებები და წინსვლა!
This post has been edited by
Правовед
on 7 Apr 2021, 06:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3664
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#57759634
· 9 Apr 2021, 10:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
miseva
ჩემი აზრით,
ბანკი თუ გაძლევს იმის საბუთს, რომ თანხა დააბრუნა უკან და თავს დაზარალებულად მიიჩნევ, ფულს რომ ვერ იყენებ, პასუხი ბირჟას უნდა მოთხოვო.
საინტერესო კია სად არის შენი ფული მაგრამ, პრინციპში არ გაინტერესებს ამ ეტაპზე და არც ის, საქ ბანკი უკავშირდება თუ არა შუამავალ ბანკს.
This post has been edited by
Komponent
on 9 Apr 2021, 10:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Link
ჯგუფი: Members
Link
ჯგუფი: Members
წერილები: 13354
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04
#57761370
· 9 Apr 2021, 18:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
miseva
რა ქენი, იქნებ დაწერო ........
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57762938
· 10 Apr 2021, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა - ეს უკვე მთლიანად საქართველოს პრობლემაა როგორც ჩანს! ერთადერთი ფარია აგრესია! მაგრამ, ვერ ჭრის ... ერთსაფეხურიანი აზროვნებით ცხოვრების დაუშრეტელი წყურვილი წარმატებით ჩაინერგა - სახეზეა სამომხმარებლო შეგნებით შემოფარგლული, პრეტენზიული და სტანდარტული ქართველი!
This post has been edited by
Правовед
on 10 Apr 2021, 00:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
neo>
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
neo>
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7749
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16
#57764484
· 10 Apr 2021, 14:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რეებზე ლაპარაკოებთ
რა ღმერრთი, რა განათებული საქრათველო, ადამიანს პრობლემა აქვს და გაფლუდეთ თემა
ზემოთ ლინკ-მა რომ დადო სქრინშოტი ეგ მაფიქრებინებს რომ ბანკმა არ გაგზავნა უკან თანხა, ან სხვასთან გადაგზავნა ჩეპე მოუვიდა ბანკით თანამშრომელს
ერ. ბანკი კიდე საერთოდ არაფერ შუაშია ტრანზაქციებთან. ბანკი აკეთებს პროცესინგს. მარა ერ ბანკ შეიძლება მიმართოს კაცმა დახმარებისთვის, ასეთ ქეისებზე როგორ მოიქცე დაგაკვალიანონ ?!
მაგხელა თანხა როცაა ყველა გზით უნდა მიაწვე
This post has been edited by
neo>
on 10 Apr 2021, 15:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57765463
· 10 Apr 2021, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
neo>
"ადამიანს პრობლემა აქვს" არც ისე შესაცხადებელია - საქმე ეხება ბიზნესმენსა და ბირჟაზე მოღვაწე ადამიანს, რომელსაც მორიგ 10 000 დოლარიანი ტრანშზე წარმოეშვა პრობლემა.
არ ვართ ბატონო ტაქტს, ზრდილობასა და თანაგრძნობას მოკლებულნი!
ცოტა აიწიეთ მარლა პროცესინგიც დაღეჭილად აქვს გადაცემული და ქეისის აღწერაც. რაც მართალია, მართალია - S.W.I.F.T.-ის წესდება ვერ გამოვუქვეყნეთ!
გაჯიუტდა, წამოძახებები დაიწყო და გულახდილად მიიღო პასუხი - სხვა რამით ვერ ვშველით! არ უნდა გაგება, რომ ბანკს შეიძლება მიმართოს კაცმა დახმარებისთვის! ვალდებულები არიანო!
This post has been edited by
Правовед
on 10 Apr 2021, 19:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3664
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#57765819
· 10 Apr 2021, 20:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
შეიძლება სადმე გიწერიათ, მე აქ იშვიათად ვკითხულობ, ცოტა ოფტოპიკი თემა:
საქართველოს სასამართლო სისტემაზე რას იტყვით, გაქვთ იმედი რომ სიმართლეს გაიტანთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#57766310
· 10 Apr 2021, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
ბოდიშით, ცოტა დავაზუსტებ ...
სამართალწარმოების (არა სასამართლოს) სისტემა წარმოადგენს მრავალკომპონენტიან ერთობას!
მხოლოდ სასამართლოს ნებისმიერი ცვლილება რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს!
სასამართლო ვერ შეცვლის ბრალდებას, დაცვას, სამართალგამოყენებას, სამართალშეგნებას, იურიდიულ დახმარებას, საპროცესო ეკონომიას, კანონების ინტერპრეტაციას და მრ. მრ. მწყობშია ჩასაყენებელი ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა პროკურატურა, ადვოკატურა, მოსახლეობის შეგნების ამაღლება, ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენტურობა ...
მარტო მოსამართლეების მარტივი ცვლილება რაიმე შედეგს, თუნდაც მცირედს, ვერ გამოიღებს!
თავიდანვე აღვნიშნე თქვენს შეკითხვაში გამოყენებული დეფინიცია - "სასამართლო სისტემა", რომელიც დემაგოგიურად ჩანერგეს გარეწარმა პოლიტიკოსებმა, მხარი დაუჭირა ფსევდოიურისპრუდენციამ და სინამდვილეში რაიმე აზრს მოკლებულია!
ეს მოხდა იმის გამოისობით, რომ ამ საკითხის მოწესრიგებას ხელი მიჰყვეს ინტრიგანებმა, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე, ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ ნამდვილი ცხოვრებით - მხოლოდ არასამთავრობო ოფისების სარკმელებიდან მოძღვრავენ საკუთარ ხალხს. დროის ხანგრძლივობამ კი სამართლის სისტემაში ჩანერგა და გაამრავლა ადამიანები ფუჭი და უსარგებლო მოტივაციებით - კარიერასაც კი აზრი დაკარგული ამ დემაგოგ ღვთაებების მსახურებაში. საკმარისია პოლიტ-ხროვა შეიცვალოს, უნარიანი და კომპეტენტური მოხელეები საცობივით ვარდებიან სისტემიდან. ამ მანკიერებამ წინსვლის ყოველგვარი მოტივაცია მოსპა და გაანადგურა, პატივმოყვარე, სოციალურად დაწინაურებულ იურისტთა პროფესიული ჯგუფების ნაცვლად შეგვრჩა მლიქვნელებისა და გაიძვერების ხროვა! იურისპრუდენციის სკოლა მხოლოდ საგრანტო ინდუსტრიის დემაგოგიით იკვებება - აბსოლუტურად უაზრო, გაუგებარი და ფსევდომეცნიერული სამართლის დამკიდრებით გაიხრწნა!
საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა, ვინაიდან ორივე მიმართულებით მიწევს მუშაობა:
- პრაქტიკული იურისპრუდენცია აბსოლუტურად ჩამორჩენილია ინტელექტუალურად, აღარაფერი ვთქვათ სამართლის პროფესიონალურ აღქმაზე. მარჩიელობითა და ინტრიგებით ცდილობს ფულის ბანალურ კეთებას!
- თეორიული იურისპრუდენცია, პირიქით, - კატასტროფულად დაშორებულია სინამდვილეს, ამნეზიური მსოფლმხედველობით არის დაავადებული, სამართლებრივი ფსევდო ფიქციების ფრქვევაში ცდილობს ფულის ბანალურ კეთებას!
დიდი თემაა ...
This post has been edited by
Правовед
on 10 Apr 2021, 22:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mmerisi
Super Member
ჯგუფი: Registered
Mmerisi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 237
წევრი No.: 229130
რეგისტრ.: 14-February 17
#57783629
· 14 Apr 2021, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
miseva
AML, FATCA, KYC- გსმენია რაიმე?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(3)
1
[2]
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.4418 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.