საქართველოს "იარაღის შესახებ" კანონის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტის "ბ.ა" ქვეპუნქტის თანახმად, გაზის იარაღზე შენახვა-ტარების უფლებით საჭიროა ნებართვა, რომელსაც გასცემს შსს-ს მომსახურების სააგენტო. თუ თქვენ აღნიშნული ნებართვა გაქვთ(რომლის ვადა გასული არ არის), მაშინ მაგ მხრივ არაფერი გაქვთ სანერვიულო. "იარაყის შესახებ" 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თქვენ არ ხართ ვალდებული ამტკიცოთ რაიმე, პირიქით, თუ თქვენ გაბრალებენ რამეში, მაშინ მათ უნდა დაამტკიცონ ბრალდება, მაგრამ თქვენ ახსნა-განმარტებების მიცემის უფლებაც გაქვთ. რაც შეეხება იარაღის კონფისკაციას. კონფისკაცია არის ქონების იძულებითი ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაქცევა. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენა. მანამდე პოლიციას შეუძლია დროებით ჩამოართვას იარაღი ექსპერტიზაზე გასაგზავნად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის 167-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისთვის. "იარაღის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ხოლო ამავე მუხლის "თ" პუნქტის თანახმად, გაზის იარაღი არის ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად, ანუ გაზის იარაღი აღარ არის ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ ამის დასადასტურებლად საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. როცა ექსპერტიზა იტყვის, რომ ეს გაზის იარაღია და არა ცეცხლსასროლი, მაშინ იარაღი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო საქმე უნდა შეწყდეს.
თქვენ უფლება გაქვთ აიყვანოთ ადვოკატი
This post has been edited by კვაზი-იურისტი on 28 Jun 2021, 21:53