სალამი ყველას,
მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ვერა და ვერ გავერკვიე. ესეიგი ვცხოვრობ საძღვარგარეთ ვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე, 2019 წელს ჩამოვედი საქართველოში და აღვადგინე საქართველოს მოქალაქეობა ავიღე პირადობა და ასევე ზაგრან პასპორტიც, ნათესავმა ჩამწერა თავის სახლში, და მოკლედ გავხდი სრულყოფილი მოქალაქე.რა თქმა უნდა საქართველოს ვაცნობე რომ მაქვს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. და ისევ გავემგზავრე უცხოეთში… ამ პანდემიის გამო ვეღარ მოვახერზე ჩამოსვლა და 2019 წლიდან ვარ საზღვარგარეთ.
დღეს გაიკრვა რომ, თურმე ჩემი პირადობის მოწმობა შეჩერებულია, მიზეზად კი თითქოს და რეგისტრაციის არ ქონის გამო…
https://sda.gov.ge/?page_id=12869 <—- აქ გადავამოწმე… , თავიდან ვიფიკრე რომ,ნუ შეიძლება ნათესავმა მომხსნა რეგისტრაციიდან და შემიჩერეს პირადობის მოწმობა. მაინც ვკითხე ნათესავს და არაო, მე არ მომიხსნიხარ რეგისტრაციიდანო. რეგისტრაცია მქონდა შემდეგ მისამართზე როცა ვიღებდი პირადობას თავად ნათესავმა გამომყვა და ნუ სახლის მისამართი არის თელენჯის ქ. N …
ვთხოვე რომ დაერეკა იუსტიციის სახლში და გაერკვია, რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზად დაასახელეს (რეგისტრაციიდან მოხსნა ორი ფიზიკური პირის დადასტურების საფუძველზე)
ნუ არ ვიცი, რათომ გამომწერეს ? იუსტიიცის სახლში ხომ იცოდნენ რომ ისედაც არ ვცხოვრობ მაგ მისამართზე რადგან საზღვარგარეთ ვარ…
და მერე უფრო საინტერესო, GOOGLE - ში ვეძებდი რაღაც ინფორმაციას რომ გამერკვია და წავაწყდი ამ საიტს (
https://intpass.sda.gov.ge/eIDCardHolderAddress.aspx )
და მიწერს რომ მე თითქოს და ვიყავი რეგისტრირებული სულ სხვა მისამართზე, არადა ცხოვრებაში არ ვყოფილვარ კონკრეტულად მაგ სახლში და არც მაგ ქუჩაზე…
სქრინი

მე მსგავსი რამე არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვაგან ვიყავი ჩაწერილი და სულ სხვაგან ავღმოჩდი. იქნებ ვინმე დამეხმაროს ? იუსტიის სახლს მივწერე მაგრამ უშედეგოდ არ მპასუხობენ.