Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
შვებულება
, პატარა განმარტებები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Link
ჯგუფი: Members
Link
ჯგუფი: Members
წერილები: 13354
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04
#60354172
· 10 May 2023, 12:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
CODE
1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით.
CODE
მუხლი 36. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ იგი ყოველთვიურ ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებას იღებს – ბოლო თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით.
CODE
. ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში, საშვებულებო ანაზღაურების გაანგარიშება, დარიცხვა და გაცემა ხდება წინასწარ,
შვებულების დღეების შესაბამისი საანგარიშო წლით დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, შვებულების შესახებ შესაბამისი ბრძანების
გამოცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის შემთხვევაში, საშვებულებო თანხის
ანაზღაურება მოხდება საანგარიშო წლის შესაბამისი თვის შრომის ანაზღაურების გაცემისას.“
რა ვერ გავიგე იცით?
ბავშვობაში ერთ ადგილზე ვმუშაობდი.
მთელი წელი მუშაობის შემდეგ დავწერე განცხადება შვებულებაზე.
ჩამირიცხეს ხელფასი თვის ბოლოს და + ჩამირიცხეს ერთი ხელფასის ოდენობის ფული.
მეორე წელსაც შვებულებას ველოდებოდი მხოლოდ იმიტომ , რომ ხელფასი + ხელფასი გამოდიოდა
ახლა ვკითხულობ ამ კანონებს და ვერ ვხვდები.
ვთქვათ ხელფასი გაქვს 1000 ლარი.
1. ანაზღაურებადი შვებულება ნიშნავს მთელი წელი აგროვე დღეები , რომელსაც იდეაში ჰქვია დასვენების დღეები.
ვთქვათ მიდიხარ 1 რიცხვში შვებულებაში და
შენი
ხელფასი თვის ბოლოს გერიცხება?
2. არა-ანაზღაურებადი ნიშნავს მიდიხარ შვებულებაში და ის დღეები რაც შვებულებაში ხარ იმ 1000 ლარიდან გაკლდება?
და როგორ? 15 დღე თუ ვისარგებლე რომელიმე თვის განმავლობაში, ხელფასს გაყოფენ იმ თვის დღეების რაოდენობაზე, ამით მიიღებენ "დღიურ" სარგებელს
და გამოაკლებენ 15 დღის დღიურ სარგებელს?
ანუ თვის ბოლოს არა-ანაზღაურებადი შვებულების შემდეგ 1000 -ის ნაცვლად 500 ჩამირიცხავენ?
და რა მოვლენაა ხელფასის ოდენობის კიდე ერთი ხელფასი რომ გერიცხება?
ეგ შვებულებასთან არაფერ შუაშია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
stopcovid
Crazy Member
ჯგუფი: Members
stopcovid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4361
წევრი No.: 263391
რეგისტრ.: 23-August 21
#60360129
· 12 May 2023, 00:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1. ანაზღაურებად შვებულებაში როცა მიდიხარ ხელფასი გერიცხება ისე ვითომ ჩვეულებრივ მუშაობდი.
2. არაანაზღაურებადი ნიშნავს იმას რომ ხელფასიდან გაკლდება რაც არ გიმუშავია.
QUOTE
და რა მოვლენაა ხელფასის ოდენობის კიდე ერთი ხელფასი რომ გერიცხება?
ეგ შვებულებასთან არაფერ შუაშია?
ე.წ. მე-13 ხელფასი დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე და შვებულებასთან არაფერ კავშირშია.
This post has been edited by
stopcovid
on 12 May 2023, 00:48
--------------------
[B]########თ რუსეთი და დედის ტრაკი[/B]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 198995
რეგისტრ.: 3-March 15
#60363550
· 13 May 2023, 11:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ ფასიან შვებულებას არ გამოიყენებ წლის განმავლობაში
შეგიძლია გამოუყენებელი დღეები მომავალ წელს გადაიტანო, ან სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში ანაზღაურება მოითხოვო იმ დღეების
მაგრამ , ამაზე ჯერ განცხადება უნდა დაწერო რო გადაგიტანონ გამოუყენებელი დღეები მომავალ წელს და ხელმძღვანელმა მოგიწეროს ხელი(ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა)
ძირითდად დიდი კომპანიები გთხოვენ წლის განმავლობაში შეძლო გახარჯვა შვებულების , რადგან მომავალ წელს აღარ გადაგიტანენ , ფულის გადახდა როგორც ყოველთვის არავის უნდა
This post has been edited by
pytgon
on 13 May 2023, 11:57
--------------------
თავაზიანად გიპასუხო თუ პატიოსნად?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SAROKAWA
მემბერ თაითლი არა შვანცკი!
ჯგუფი: Members
SAROKAWA
მემბერ თაითლი არა შვანცკი!
ჯგუფი: Members
წერილები: 2111
წევრი No.: 87341
რეგისტრ.: 24-March 09
#60371114
· 15 May 2023, 15:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბავშვობაში ერთ ადგილზე ვმუშაობდი.
მთელი წელი მუშაობის შემდეგ დავწერე განცხადება შვებულებაზე.
ჩამირიცხეს ხელფასი თვის ბოლოს და + ჩამირიცხეს ერთი ხელფასის ოდენობის ფული.
მეორე წელსაც შვებულებას ველოდებოდი მხოლოდ იმიტომ , რომ ხელფასი + ხელფასი გამოდიოდა
ადრე სხვა კანონმდებლობა იყო და მაშინ ასე ხდებოდა ანაზღაურება
ცალკე ხელფასი და ცალკე საშვებულებო
ახლა ასე არ არის.
--------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2226
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#61301537
· 31 May 2024, 00:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შრომის კოდექსის მიზნებისთვის, წელიწადში იგულისხმება კალენდარული წელი (01.01.2024 - 31.12.2024), თუ ნებისმიერი 12 თვიანი პერიოდი,
მაგალითად, 01.04.2023 - 01.04.2024?
კერძოდ, შვებულებაზე მაინტერესებს. ამ წლის აპრილში ვისარგებლე შვებულებით 7 სამუშაო დღე, მაგრამ ივლისში, არსებულ დამსაქმებელთან ვწყვეტ შრომით ხელშეკრულებას, ჩემი სურვილით.
(აქ მუშაობა დავიწყე 2023 წლის აპრილში).
მაქვს უფლება, კიდევ გამოვიყენო 17 დარჩენილი დღე, იმის გათვალისწინებით, რომ ივლისში სხვა კომპანიაში ვიწყებ მუშაობას?
უფრო სწორად, ხელშეკრულებაში მიწერია, რომ გამოუყენებელი შვებულებაც უნდა ამინაზღაურდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სურვილით ხდება შეწყვეტა.
მინდა ზუსტად ვიცოდე, მაქვს თუ არა უფლება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მოვითხოვო.
თანხას ან შვებულებას რეალურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. უბრალოდ, ვალში დარჩენა არ მიყვარს და თუ მომავალში ვინმეს შენიშვნა ან პრეტენზია ექნება ჩემ მიმართ, მინდა მქონდეს შესაბამისი არგუმენტი, რომ მქონდა ანაზღაურების ან შვებულების მოთხოვნის უფლება, მაგრამ არ მისარგებლია ამით.
ცხადია, სამართლებრივად თუ ნამდვილად მაქვს ამის უფლება. თან ახალ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობებშიც დამეხმარება ამის ზუსტად ცოდნა.
QUOTE
ძირითდად დიდი კომპანიები გთხოვენ წლის განმავლობაში შეძლო გახარჯვა შვებულების , რადგან მომავალ წელს აღარ გადაგიტანენ , ფულის გადახდა როგორც ყოველთვის არავის უნდა
დიდი ბოდიში, აქ იგულისხმება კალენდარული (ფინანსური) წელი, რომელიც სრულდება 31 დეკემბერს, თუ ნებისმიერი პერიოდი 12 თვე, მაგალითად ივლისი 2024 - ივლისი 2025?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 583
წევრი No.: 255203
რეგისტრ.: 12-February 20
#61303596
· 31 May 2024, 19:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SAROKAWA
QUOTE
ადრე სხვა კანონმდებლობა იყო და მაშინ ასე ხდებოდა ანაზღაურება
ცალკე ხელფასი და ცალკე საშვებულებო
ახლა ასე არ არის.
როდის? ადრეც ასე იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა. ანაზღაურებადი შვებულებისას ხელფასის დარიცხვა არ ხდება. გერიცხება საშვებულებო ანაზღაურება. ეს წერია შრომითი ურთიერთობის შეჩერების მუხლში.
QUOTE
შრომის კოდექსის მიზნებისთვის, წელიწადში იგულისხმება კალენდარული წელი (01.01.2024 - 31.12.2024), თუ ნებისმიერი 12 თვიანი პერიოდი,
მაგალითად, 01.04.2023 - 01.04.2024?
დასაქმების თარიღიდან უწყვეტი 12 თვიანი პერიოდი იგულისხმება.
This post has been edited by
Kambucha78
on 31 May 2024, 19:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
martofexa
Super Member
ჯგუფი: Registered
martofexa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 197642
რეგისტრ.: 6-February 15
#61334312
· 13 Jun 2024, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მინიმალური ხელფასი დააწესონ რამე ადამიანური 1000 ლარი მაგალითად და მერე თავი ქვაზე უტეხიათ ბოზნესმენებს, მოუწევთ შედარებით ნაკლებ მოგებაზე დათანხმება და მილიონერები ვერ გახდებიან პირველივე წელს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leikocita
Super Member
ჯგუფი: Registered
leikocita
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 105
წევრი No.: 273394
რეგისტრ.: 10-May 24
#61350838
· 20 Jun 2024, 14:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
[QUOTE=s-n-r,31 May 2024, 00:00 ] შრომის კოდექსის მიზნებისთვი....[/QUOTE]
დიდი ბოდიში, აქ იგულისხმება კალენდარული (ფინანსური) წელი, რომელიც სრულდება 31 დეკემბერს, თუ ნებისმიერი პერიოდი 12 თვე, მაგალითად ივლისი 2024 - ივლისი 2025? [/QUOTE]
საინტერესო შეკითხვაა. შეიძლება შინაგანაწესიც იყოს კავშირში ალბათ? მაგალითად, თუ თქვი რო "მე 1 თვეში მივდივარ ' ან რამე, და თან ამავდროულად ბრახ და ხვალიდანვე აიღო 1 თვიანი შვებულება, არამორალური ჩანს - ალბათ არ გამოვა ეგრე. მარა კანონმდებლობით როგორაა არვიცი
This post has been edited by
leikocita
on 20 Jun 2024, 14:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2226
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#61536697
· 13 Sep 2024, 20:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო, რა მაინტერესებს იცით, შვებულების აღების (მოთხოვნის) წესი და პროცედურები, შრომის კოდექსით და კანონმდელობით არის მკაფიოდ განსაზღვრული?
მაგალითად, დამსაქმებელი კი მეუბნება, რომ კი ბატონო, გიშვებ შვებულებაში 24 სამუშაო დღე, მაგრამ როცა შვებულებას იღებ:
1) უნდა მომმართო მინიმუმ 3 კვირით ადრე;
2) ერთ ჯერზე, შვებულებაში შეგიძლია გახვიდე არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა (ჩემთან შაბათ-კვირა არასამუშაოდ ითვლება).
აქვს დამსაქმებელს ასეთი პირობების წაყენების უფლება?
7 სამუშაო დღე ძალიან ცოტა მგონია, როცა მაგალითად ვთქვათ სამოგზაუროდ მიდიხარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 198995
რეგისტრ.: 3-March 15
#61536950
· 13 Sep 2024, 21:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
s-n-r
კანონმდებლობაში დაკონკრეტებული არაა როგორ გახარჯავ 24 დღეს
რადგან უნივერსალურ მეთოდს ვერ მოიგონებენ
QUOTE
1) უნდა მომმართო მინიმუმ 3 კვირით ადრე;
3 კვირა კიარა 3 თვით ადრე იგეგმება ორგანიზაციებში შვებულების პერიოდები , რატომ გაგიკვირდა?
აბა ხვალ გამოუცხადო შემდეგ კვირას შვებულებაში გავდივარო , ასე სადმე ხდება?
QUOTE
2) ერთ ჯერზე, შვებულებაში შეგიძლია გახვიდე არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა (ჩემთან შაბათ-კვირა არასამუშაოდ ითვლება).
სამუშაო პროცესიდან გამომდინარე დგინდება ეგ დღეები , ამიტომ ასე კონკრეტულად ვერ მოითხოვ 10 სამუშაო დღეს ,
დაჟე შეუძლია დაგიუაროს კიდეც მოთხოვნა და წლის ბოლომდე კიდე მოითხოვეო გითხრას
ხელმძღვანელზეა დამოკიდებული , თუ გვერდში გიდგას შეუძლია 10 სამუშაო დღეც გაგიშვას და თუ კოდექსის ენაზე გესაუბრება შეუძლია 5 5 სამუშაო დღეებით გამოგაყენებინოს დღეები
ან საერთოთ არ გაგიშვას და შემდეგ წელს გადაგიტანოს
This post has been edited by
pytgon
on 13 Sep 2024, 21:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2226
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#61537080
· 13 Sep 2024, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pytgon
გასაგებია მეგობარო, დიდი მადლობა.
QUOTE
კანონმდებლობაში დაკონკრეტებული არაა როგორ გახარჯავ 24 დღეს
რადგან უნივერსალურ მეთოდს ვერ მოიგონებენ
სხვა რაღაც ვიგულისხმე - უნივერსალურ მეთოდს ვერ მოიგონებენ, მაგრამ შეიძლება კანონით არის დაწესებული გარკვეული შეზღუდვები, დასაქმებულის სასარგებლოდ.
მაგალითად, შეიძლება სადმე წერია, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება ზედიზედ სამჯერ უთხრას უარი დასაქმებულს შვებულებაზე (მაგალითისთვის მოვიყვანე, შეიძლება სისულელე დავწერე).
QUOTE
3 კვირა კიარა 3 თვით ადრე იგეგმება ორგანიზაციებში შვებულების პერიოდები , რატომ გაგიკვირდა?
აბა ხვალ გამოუცხადო შემდეგ კვირას შვებულებაში გავდივარო , ასე სადმე ხდება?
გაკვირვებით ნამდვილად არ გამკვირვებია. მე ვიკითხე, აქვს თუ არა დამსაქმებელს ამის უფლება.
მაგალითად, შეიძლება კანონი კრძალავს, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მოთხოვოს შვებულების მოთხოვნა, პირობითად, მინიმუმ 2 თვით ადრე გააკეთეო, რადგან 2 თვით ადრე ადამიანს ვერ ეცოდინება ზუსტი დეტალები.
კი ალბათ არის ისეთი კომპანიები, სადაც პროცესები ძალიან სტანდარტიზირებულია, სხვისი შეცვლა ადვილად შეიძლება და არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს დასაქმებულის მიერ მხოლოდ 1 დღით ადრე მიმართვა შვებულების შესახებ.
მაგალითად, საკურიერო კომპანიები, სუპერმარკეტებში დასაქმებულები, სატელეფონო მომსახურების ცენტრები (თუმცა შეიძლება რეალობა სულ სხვაა და უბრალოდ მე მგონია ასე).
QUOTE
სამუშაო პროცესიდან გამომდინარე დგინდება ეგ დღეები , ამიტომ ასე კონკრეტულად ვერ მოითხოვ 10 სამუშაო დღეს ,
დაჟე შეუძლია დაგიუაროს კიდეც მოთხოვნა და წლის ბოლომდე კიდე მოითხოვეო გითხრას
ხელმძღვანელზეა დამოკიდებული , თუ გვერდში გიდგას შეუძლია 10 სამუშაო დღეც გაგიშვას და თუ კოდექსის ენაზე გესაუბრება შეუძლია 5 5 სამუშაო დღეებით გამოგაყენებინოს დღეები
ან საერთოთ არ გაგიშვას და შემდეგ წელს გადაგიტანოს
ეგ კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ არა მგონია, შვებულებაში არ გაშვება, მასე მარტივი იყოს.
მეგობრის კომპანია შეამოწმა შრომის ინსპექციის სამსახურმა, ვერაფერი დარღვევა ვერ უპოვეს, და ახლა ეუბნებიან, მაინც დარღვევა გაქვთ, რადგან დისკრიმინაციის ამკრძალავი ოფიციალური დოკუმენტი არ გაქვთო. არადა ხელის გულზე ატარებს დასაქმებულებს, რა დისკრიმინაცია, აზრად არასდროს მომსვლია, ასეთი დოკუმენტის საჭიროება თუ არსებობდაო.
მთელი წელი მართლა რომ არ უშვებდნენ ვინმეს შვებულებაში და ეგ ფაქტი შრომის ინსპექციამ დაადგინოს, არა მგონია, იმ ორგანიზაციას კარგი დღე დაადგეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
pytgon
ზარი არ შემოდიოდა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 198995
რეგისტრ.: 3-March 15
#61537722
· 14 Sep 2024, 09:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(s-n-r)
მთელი წელი მართლა რომ არ უშვებდნენ ვინმეს შვებულებაში და ეგ ფაქტი შრომის ინსპექციამ დაადგინოს, არა მგონია, იმ ორგანიზაციას კარგი დღე დაადგეს.
ეგეთ კომპანიას კადრი საერთოდ არუნდა ყავდეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორელი
Member
ჯგუფი: Registered
თორელი
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 274286
რეგისტრ.: 15-September 24
#61554972
· 20 Sep 2024, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
.................................................................
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0310 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.