#61830878 · 6 Jan 2025, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
სახეზეა კანონის დარღვევაა.
ორი გამოსავალი:
1. მიმართეთ შესაბამისი განცხადებით კონკურენციის სააგენტოს და დაელოდეთ რეაგირებას.
2. ნივთი შეიძინეთ მიუხედავად იმისა მოვაჭრე რას იტყვის. კანონი აწესებს 2 წლიან საგარანტიო ვადას , განსხვავებული დათქმა რომელიც მომხმარებლის უფლებებს არღვევს ბათილია. თუ ნივთის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში წარმოიშვა პრობლემა მიმართ მოვაჭრეს თუ მოვაჭრე უარი იტყვის საგარანტიო მომსახურებაზე ან მიგვითითებთ რომ გარანტია იყო 1 წელი, შესაბამისი განცხადებით კონკურენციის სააგენტოს მიმართავთ და სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რაც ასევე მოიაზრებს მოვაჭრის და ვალდებულებას საგრანტო მომსახურების გაწევაზე. კონკურენციის სააგენტოს ნამდვილად აქვს ბერკეტი რომ მოვაჭრე კანონის საფუძველზე აიძულოს შეასრულოს კანონი განსაზღვრული ვალდებულებები.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|