#61896439 · 7 Feb 2025, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ერთ-ერთმა ბანკმა შემიზღუდა კონკრეტული გადარიცხვა, რადგან ტრანსაქცია მიიჩნია საეჭვოდ. მალევე ბარათიც დამიბლოკა. დავუკავშირდი ცხელ ხაზს და ვუთხარი, რომ ეს ტრანსაქცია ჩემი ინიცირებული იყო და აქ საეჭვო არაფერი იყო. მოვითხოვე ბარათის განბლოკვა. ჩემი იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, მოხდა და ბანკის თანამშრომელმა იცოდა, რომ ანგარიშის მფლობელი ელაპარაკებოდა. მიუხედავად ამისა, ბარათი არ განბლოკა, მითხრა, რომ "ზემოთ" უნდა გადაეცა შემთხვევა და შემეხმიანებოდა. გავიდა რამდენიმე დღე და არ შემეხმიანა, არც ბარათი განიბლოკა. ისევ დავრეკე, ამჯერად სხვა თანამშრომელმა მიპასუხა. მასაც იგივე ავუხსენი და მოვითხოვე, რომ ბარათი განებლოკა. მანაც უარი მითხრა იმ მიზეზით, რომ შესაბამისი განყოფილებიდან უნდა მოსულიყო ჯერ პასუხი. მომდევნო დღეს ისევ დავრეკე და ისევ მოვითხოვე ბარათის განბლოკვა. ისევ არ განბლოკეს. ამის შემდეგ მივედი უშულოდ ფილიალში და იქ დავაფიქსირე ჩემი საჩივარი. არც იმ თანამშრომელმა განბლოკა მყისიერად ბარათი, მიუხედავად იმისა, რომ ამის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა, ისევე როგორც იმ დანარჩენ თანამშრომლებს ტელეფონიტ საუბრის დროს. ეს ფილიალის თანამშრომელმაც დამიდასტურა. მითხრა, რომ შესაბამისი ჯგუფიდან უნდა მოსულიყო ჯერ დასტური. მას შემდეგ, რაც მთლიანი თანხის ფილიალიდან გამოტანა და ანგარიშის დახურვა მოვითხოვე, დაახ. 1 საათში განბლოკეს ბარათი. ეს ანგარიში სახელფასო ანგარიშია და ფაქტიურად ბანკმა 1 კვირა ფულის გარეშე დამტოვა. ფილიალიდან გამოტანაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ საკომისიოა დიდი. ან ხომ შეიძლებოდა, რომ ჯანმრთელობის გამო საერთოდაც ვერ მივსულიყავი ფილიალში. მე მაინტერესებს, იყვნენ თუ არა ბანკის თანამშრომლები ვალდებული, ჩემი მოთხოვნისთანავე განებლოკათ ბარათი და წვდომა მოეცათ ჩემს ფულზე, მითუმეტეს, რომ ეს ჩემი სახელფასო ანგარიშია? შეიძლება, რომ მოყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გამო ბანკს სასამართლოში ვუჩივლო და კომპენსაცია მოვითხოვო? მაქვს რაიმე შანსი, რომ პროცესი მოვიგო?
|