#62083240 · 22 May 2025, 17:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას! ბოდიშს ვიხდი თუ არასწორ კატეგორიაში ვხსნი თემას.
2015 წლიდან ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩემს ძალიან ახლო ადამიანს რომელიც იმ დროს დამეხმარა საბუთების ორგანიზებაში, ქონდა ჩემი ყველანაირი პირადი ინფორმაცია. ჩემი წასვლიდან 5-6 თვეში, ოჯახის წევრებთან დაიწყეს რეკვა მიკროსაფინანსოებმა, როგორც გაირკვა ჩემი სახელით იყო უამრავი ე.წ სწრაფი სესხი გაკეთებული (მინიმუმ 4) ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რომლებიც ვადაგადაცილებაში იყო და უაზროდ დიდი პროცენტი ქონდათ დამატებული. დამადო ყადაღა რის გამოც ჩემი კუთვნილი სესხის გადახდას ვეღარ ვახერხებდი (დაახლოებით 15კ ლარში). ამ ყველაფრის მერე გავიდა თითქმის 10 წელი, ვიცი რომ არსებობს სესხის ხანდაზმულობა, ისიც მახსოვს რომ გარკვეულ რაოდენობამდე დაგვიანებული სესხები აპატიეს ხალხს. პირადი ნომრით რომ ვამოწმებ, მოვალეთა რეესტრში ვფიქსირდები, თუმცა რამდენი მაქვს დავალიანება ან ვისი, არ ჩანს.
გთხოვთ მირჩიოთ რომელიმე იურიდიული კომპანია რომელიც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, დაიცავს ჩემს ინტერესებს, შეეცდება დარიცხული ჯარიმების დაკლებას და ა.შ
გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი და გამოცდილება. დიდი მადლობა წინასწარ!
|