#62467524 · 10 Feb 2026, 20:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, წლებია ვიწერ Amazon-იდან და არასდროს პრობლემა არ მქონია, გადამზიდ კომპანიას ვიყენებდი USA2GEORGIA-ს. რამდენიმე დღის წინ ჩამომივიდა ამანათი, გამოწერილი მქონდა მარშალის ყურსასმენები Motif 2 Earbuds, მის ნაცვლად ჩამომივიდა რაღაც ტანსაცმლის საწმენდი სპრეი... 2 დღეა მიმოწერა მაქვს როგორც ამაზონის საპორტთან ასევე U2G-სთან, ისინი იძახიან ჩვენგან სწორი ამანათი მივიდაო, ესენიც იძახიან რაც მოვიდა ის გამოგიგზავნეთო... პრობლემა ის არის რომ ამაზონი თანახმაა თანხა ამინაზღაუროს, იმის სანაცვლოდ რომ ეს 2$ იანი სპრეი უკან გავგზავნო ამერიკაში, რაც არ ვიცი როგორ ხდება და ვერც ვერავინ მეუბნება. გთხოვთ ვინმეს თუ გქონიათ გამოცდილება მსგავს საკითხზე რომ გამიზიაროთ, დამაკვალიანოთ. წინასწარ დიდი მადლობა
|