#62659008 · 12 Jul 2026, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეთი სიტუაციაა: ტელეფონი ვიყიდე ძალიან იაფად აუქციონზე, 10$ დამიჯდა შიფინგიანად (iPhone 14 Pro Max), condition-ში ეწერა „For parts or not working“ და ტელეფონი დაბლოკილია. საბაჟოზე დაეჭვდნენ და ინვოისი მომთხოვეს. ინვოისი გავაგზავნე, მერე ვიდეოც, ბოლოს ადგილზე მისვლაც მომიწია. ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: იმის მიუხედავად, რომ ინვოისი წარვუდგინე და 10-15 წუთი ვუხსნიდი, რომ რეალურად იაფად მაქვს ნაყიდი, არ დაიჯერა მებაჟემ (მგონი უფროსი იყო), საბანკო ამონაწერსაც ვთავაზობდი და უარი თქვა. მაინც საბაჟო ღირებულებით უნდა დეკლარირდესო, რაც სამართლებრივად ალოგიკურია. ექსპერტიზის დეტალებზე თვითონ ექსპერტს გავესაუბრე და, ჩემდა გასაკვირად, გულწრფელად მითხრა, როგორ მუშაობენ: ტექნიკას მხოლოდ ვიზუალური მდგომარეობის მიხედვით აფასებენ(მიზეზი: ბევრი ტელეფონია და ყველას ცალ-ცალკე ხომ ვერ შევამოწმებთო, თან ეს მომსახურება 30 ლარი ღირს). ეს ტელეფონი ვიზუალურად კარგ მდგომარეობაშია, უბრალოდ დაბლოკილია და ისე გამოდის, რომ ექსპერტიზა მას მეორად, კარგ მდგომარეობაში მყოფ ნივთად შეაფასებს, სავარაუდოდ 450-500$-ის ფარგლებში. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, რადგან მეორე ამანათიც ამავე რეისზეა და რა თქმა უნდა ამაზეც შესაძლებელია უფრო მეტი დაწერონ. კიდევ შემომთავაზეს ერთი ვარიანტი: კერძო ექსპერტის დაქირავება. არ ვიცი რამდენად ღირს, ერთმა მითხრა 500 ლარიდან იწყებაო. სამხარაულს ველოდები და თუ ნორმალური ფასი იქნება, ალბათ სამხარაულის ექსპერტს შევაფასებინებ. ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი სიტუაცია? ამასთან ერთად დროც გადის და სულ 10 დღე მაქვს დარჩენილი, აქამდე გადამზიდი იმ მებაჟეს ეძებდა, რომელმაც ამანათი გააჩერა. პირველ შემთხვევაში, როგორც ვვარაუდობ, მინიმუმ 200$ მექნება გადასახდელი ჯარიმისთვის და განბაჟებისთვის 10$-იან ნივთზე, უმიზეზოდ ვჯარიმდები და მომავლისთვის ყველაფერს გააჩერებენ smile.gif ძალიან უსამართლობაა. ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენა შემიძლია და არ გვჯერაო, ცუდი ისტორია არ მაქვს, არასდროს დავჯარიმებულვარ და ბევრჯერ განმიბაჟებია. ესე დატოვებას არ ვაპირებ, 200+$ ჯარიმა უმიზეზოდ ან ამანათების გაჩუქება ნაღდად არ მაწყობს. სამართლებრივად რისი გაკეთება შემიძლია? ახლავე შეიძლება სამართლებრივი დავა დავიწყო? როგორც მითხრეს, ჯერ ექსპერტმა უნდა შეაფასოს და მერე შეგიძლია გასაჩივრებაო. რას მირჩევთ?
|