სტატიაში
რა მოხდა რვა აგვისტოს? ოსი ხალხის გენოციდი თუ რუსეთის აგრესია საქართველოზე ??? ვკითხულობთ:
http://www.itnexclusive.ge/index.php?optio...id=280&Itemid=1"შეგნებულად არ ვერიდები სიტყვა დანაშაულს, რადგან ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის შეფასებით ქართულმა არმიამ უმაღლესი მთავარსარდლის მეთაურობით ციხნვალზე იერიშით და სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას გამოყენებული
"ამომწვარი მიწის" ტაქტიქით სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და სხვა არაფერი. 7 აგვისტოს ღამით ჩემი ქვეყნის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ჩემ ქალაქს, სადაც ჩემი თანამოქალაქეები ცხოვრობდნენ, ეძინათ და ვეღარ გაიღვიძეს. ეს დანაშაულია ჩემი ქვეყნის და კაცობრიობის წინაშე. დანაშაულია ისიც, რომ ბრძოლების შედეგად დაღუპულ ადამიანთა სიაში არ არის ნაჩვენები მძინარე ქალაქის, ცხინვალის და სხვა დასახლებული პუნქტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით (გრადი) და მძიმე არტილერიით უმოწყალო დაბომვის შედეგად დაღუპული ჩემი ოსი თანამოქალაქეების ვინაობა და რაოდენობა. დანაშაულია ის, რომ
ქართული არმიის დანაყოფებს არ აყავდათ ტყვეები, ანადგურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და, მათთან ერთად, მათ საცხოვრებელ სახლებს. აღნიშნულის მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე
ვიდეომასალების გვერძე, სადაც მკაფიოდ ისმის როგორ, იძლევა ქართველ ჯარისკაცად წოდებული ნაძირალა სახლების გადაწვის ბრძანებას. ეს სამხედრო დანაშაულია და დანაშაულია ისიც, რომ ქართული საზოგადოება და მედია, ადამიანები, რომელთაც ჰყოფნით თავხედობა და თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, ხმას არ იღებენ იმ ტრაგედიაზე, რაც საქართველომ, საქართველოს მოსახლეობამ და მათ შორის ქართული ნაციის განუყოფელმა ნაწილმა ჩვენმა ათასობით ოსმა თანამოქალაქემ აგვისტოში გადაიტანა."
წავედი, შენ ხარ ჩემი ბატონი, "ვიდეომასალების გვერძე" (http://www.itnexclusive.ge/index.php?option=com_content&task=blogcategory&id=44&Itemid=55 ) და პირველი ვიდეოა
08.08.08. აგვისტოს ტრაგედია - ტელეკომპანია RUSSIA.RU დოკუმენტური ფილმი "ღალატის ხელოვნება" - ეს ის რუსების კინოა, ყველა ტყუილი თუ მართალი ერთ მძ..ერის კასრში რომ გააერთიანეს.
მიშას რაც შეეხება, პირი იქეთ მიქნია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მტრობა სიტყვის თავისუფლებაში არ შედის. გავიგებდი, დიფერენცირებას რომ აკეთებდნენ მართლა ჩადენილ დანაშაულს, დაბრალებულსა და შეცდომებს შორის. ისინი კი მთლიანად იზიარებენ მტრის პროპაგანდისტულ თეზისებს, ყველაზე შავი პიარის გამოყენებით რომაა შედგენილი.
ვის ატყუებენ - მთავრობის კრიტიკის საფარველქვეშ რომ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, ძნელი მისახვედრი არ არის. და ეს ბოღმით (ან სისულელით) მოსდით თუ მე-5 კოლონა არიან, სულ არ აქვს მნიშვნელობა.
This post has been edited by Geronti on 1 Dec 2008, 20:36