საზოგადოებრივ მაუწყებელს ეშველება მხოლოდ მაშინ, თუ:
1. დაუბრუნებენ სახელს "პირველი",
2. სასწრაფოდ შეუცვლიან ლოგოს და ვიზუალური კონცეფცია ჩამოყალიბდება, ანუ რა ფერებში იქნება არხი (რომელიც ახლა მწვანისა და ნაცრისფერის საშინელ კომბინაციაშია ჩამკვდარი)
3. საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" შეცვლიან და დაარქმევენ "მაცნე"-ს, მოამბე საშინელი რეპუტაციის მქონე სახელია და ცუდ ასოციაციებს იწვევს.
4. საინფორმაციოს ფონებს, ქუდებს, ტიხრებს და მუსიკას შეცვლიან. გახდიან უფრო საინტერესოს და ცხელს.
5. წამყვანების მეტყველებაზე, მანერებზე, ჩაცმულობაზე და ა.შ. ამუშავებენ პროფესიონალებს, რათა დაიხვეწოს და საერთო ფორმატში ჩაჯდეს.
6. ერთი სიტყვით... ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურიდან უნდა გაყარო ხალხი და ახალი ძალებით ჩაანაცვლო. იქ არსებული რესურსი (მიზნობრივად გამოყენებული) საკმარისია იმისთვის, რომ კარგი არხი გაკეთდეს.
და რა თქმა უნდა ახალი გადაცემები... საერთოდ მთელი სატელევიზო ბადეა ჩამოსაყალიბებელი ნორმალურად... მაგრამ ვინაა პატრონი....
ნიჭი, ბაბაია, ნიჭი

უი, დამავიწყდა, გადაცემა "კედელი" უნდა დარჩეს... და ასეთი გადაცემები უნდა დაემატოს !