პატივცემულო საზოგადოებავ,
ბატონო ეშმაკო!
გაცნობებთ, რომ გადაცემა კედელი სექტემბრიდან ისევ გავა ეთერში.
გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოთქვას სურვილი ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისა,
ამიტომ გატყობინებთ, რომ პირველი 2 გადაცემის ჩაწერა იგეგმება ოთხშაბათს, 12 სექტემბერს.
თემები იქნება:
I - დისკურსისა და მოსმენის კულტურა (თუ უკულტურობა) ქართველებში. სავარაუდო სტუმრები: ინგა გრიგოლია, დავით აფრასიძე, დავით ზურაბიშვილი და კახა ბენდუქიძე.
II - რეპი Vs როკი. სავარაუდო სტუმრები: კაბუ, ძვალი, ტოქსი, შავი პრინცი, ჯგუფი ''მძიმე ჯვარი'' და სხვა როკერები.
ძალიან გაგვიხარდება, თუ ამ ორ თემასთან დაკავშირებით რამე იდეები ან ისტორიები გაქვთ და გადაცემაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამთ.
დიიიდი მადლობა თანამშრომლობისთვის

პ.ს. მართლა ძალიან მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცის არის თუ არა ქართველ რეპერებსა და როკერებს შორის სერიოზული დაპირისპირება, რაიმე ინციდენტის შესახებ ხომ არ გსმენიათ?