#4316792 · 8 Dec 2006, 19:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, კრიტიკული დისკურსის გამომუშავებაა - ისეთისა, რომელიც ადვილად გასაგები და ნაყოფიერი იქნება სრულიად საზოგადოებისათვის და არა მის წიაღში არსებული ამა თუ იმ მენტალური სექტისთვის |
ლადარიას ამ ფრაზას, რომელმაც თქვენში გამოიწვია დიდი აღშფოთება და ასოციაციები ბოლშევიზმთან, მე პირადად ვეთანხმები. ფართო კონსტრუქტიული დისკუსიები და ჯანსაღი კრიტიკა ყველა მიმართულებით ნამდვილად აკლია ქართულ საზოგადოებას. და ნუ ავურევთ კრიტიკას ცენზურაში. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ საქართველოში ცენზურა აღარ არის, კრიტიკა კი ჯერ არ არის.
ლადარიას აკრიტიკებთ - ძალიან კარგი, მაგრამ ისიც ნუ გწყინთ, რომ თქვენც, მეც და ნებისმიერი სხვაც შეიძლება გააკრიტიკონ. პირიქით, უნდა გიხაროდეთ და ცდილობდეთ ამ კრიტიკიდან რაციონალური აზრის გამოტანას.
თუ კი გრაფომანიაზეა საუბარი, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძის წერილი ლადარიას წერილებზე არანაკლებ გრაფომანიულია.
და, კიდევ ერთხელ, ცენზურა არის, როდესაც რაღაცას არ ბეჭდავენ ან არ უშვებენ ეთერში. როდესაც ვიღაცა (ამ შემთხვევაში ლადარია) აკრიტიკებს დაბეჭდილს (ნალაპარაკევს) და იძახის, რომ კარგი იქნებოდა სხვა ფორმა ჰქონოდა, ეს არ არის ცენზურა. ეს არის სიტყვის თავისუფლება.
თვენი წარმოდგენებით, ალბათ ნებისმიერ დასავლურ მედია-კრიტიკას ან ანალიტიკას ბოლშევიზმად აღიქვამდით.
This post has been edited by THRaKaTTaK on 8 Dec 2006, 19:45
|