ABABUA
(ისა, იქნებ მიბმული გამოსახულება დაავიწროვო, თორემ გვერდს აფართოებს და მოუხერხებელი წასაკითხია

)
ახლა კი მინდა დავა-კამათისგან ცოტა დავისვენო და სწავლა-განათლებას დავუბრუნდე, როგორც ამ თემის პირველ გვერდებში ვაკეთებდი.
მოკლედ, ამას წინათ ხელში ჩამივარდა ავთანდილ არაბულის "ქართული მეტყველების კულტურა". შემთხვევით არ ჩამვარდნია, ადრე ნათხოვარი მქონდა ეგ წიგნი და ვეძებდი. სხვათა შორის, ის რეკომენდებულია სახელმძღვანელოდაც.
ახლა რატომ არის ეს წიგნი კარგი. იმიტომ, რომ კონკრეტული საკითხები მოცემული და განხილულია ამომწურავად, და დამატებით დაზუსტებების სხვაგან ძებნა აღარ ხდება საჭირო.
ისე, ზემოთ რომ კამათი იყო ენის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ეგეც და კიდევ ბევრი რამეც ძალიან საინტერესოდაა განხილული. უბრალოდ, წასაკითხია.
დღეს შევეხოთ ორმაგ უარყოფას. საჯილდაო ქვად ქცეული ეს საკითხი, მერწმუნეთ, ამ ფოსტის წაკითხვის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდება. ტექტს უმნიშვნელო შემოკლებით გადმოვიტან.
ორმაგი უარყოფათანამედროვე სალიტერატურო ქართულში საბოლოოდ არის დამკვიდრებული ე.წ. ორმაგი უარყოფა.
წინადადებაში უარყოფითობის ძირითადი გამომხატველი, ცხადია, უარყოფითი ნაცვალსახელები და ზმნიზედებია:
არავინ, არარა, არაფერი, ვერავინ, ნურავინ, არსად, ვერსად, არასოდეს, ვერასოდეს, ნურასოდეს... როდესაც მხოლოდ ისინია წარმოდგენილი წინადადებაში, ცალმაგი უარყოფა გვექნება:
იმათი თვალით ლაპარაკი არავის შეუმჩნევია.
საწოლიდან ყველანი გავიდნენ, მაგრამ სადედოფლო დარბაზიდან არავინ წასულა. სხვა არაფერი უთქვამს თავის თავზე. ჩემისთანა ოხერ-გაჭირვებულს სამი გასათხოვარი და სახლში მიზის და მთხოვნელი კაცი არსადა ჩანს.მაგრამ არცთუ იშვიათად ამგვარად გამოხატული უარყოფის გასაძლიერებლად გამოყენებულია უარყოფითი ნაწილაკებით:
არ, ვერ, ნუ (აღარ, ვეღარ, ნუღარ). ჩვეულებისამებრ, თითოეული ამ ნაწილაკთაგანი იმ უარყოფით ნაცვალსახელსა თუ ზმნიზედას შეეწყობა (მოსდევს მას), რომლის შემადგენლობაშიც იგივე უარყოფითი ნაწილაკი შედის:
არავინ არ, ვერავინ ვერ, ნურავინ ნუ, არსად არ, ვერსად ვერ, ნურსად ნუ, არასოდეს არ, ვერასოდეს ვერ და მისთ.
მაგალითები:
თქვენამდე არავინაც არ გამოჩენილა აქ.
უკვე ვერავინ ვერ დამახევინებს უკან.
ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას მიზამ და იმასო!
ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი.როგორც დადგენილია,
ცალმაგი და ორმაგი უარყოფის ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება. ამრიგად, გემოვნებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც:
ან:
იმ ძველ ადგილებს ალბათ არასდროს აღარ დავუბრუნდები.ან:
იმ ძველ ადგილებს ალბათ არასდროს დავუბრუნდები.მაგრამ
არსებობს ზოგი ისეთი შემთხვევა, როცა ორმაგი უარყოფის გამოყენება აუცილებელია:
1. როცა უარყოფითი ნაცვალსახელი თუ ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკისგან:
არსად ისე არ მღერიან...
ვერავინ თურმე ვერ დაგვიცავს...2. როცა უარყოფით ნაცვალსახელსა თუ ზმნიზედას დაერთვის ნაწილაკი
-ც(ა):
ვერაფერსაც ვერ ვხედავ...
არსადაც არ მეჩქარება...3. როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელ წევრს წარმოადგენს:
მუცელას სმა-ჭამის მეტი არავითარი დარდი არ ჰქონდა.
თავს არ იზოგავდა, არავითარ მუშაობას არ თაკილობდა.
მასზე სოფლელებმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს.4. თუ ძირითადი წევრის უარყოფითობას გამოხატავს
არც, ვერც, ნურც ნაწილაკები:
არც ერთს ხმა არ ამოუღია.
არც ერთი აღდომა, არც ერთი ბედნიერი დღე არ ახსოვდა.
ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდებოდა...------------------------------
სულ ეს იყო.

ვნახოთ, თუ კითხვები იქნა, დავაზუსტოთ. მერმე კი სხვა საკითხებზედაც დავფოსტამ...
This post has been edited by Geronti on 22 Aug 2009, 21:44