შენ გენათალე შენა... დაწყნარდი, ნერვებს ნუ აყვებI:)
auauარ არის საჭირო ქართული მუსიკის დაცვა მაინც და მაინც შენი მხრიდან და მაინც და მაინც ამ შემთხვევაში. ქართულ მუსიკას არავინ დასხმია თავს, მაგრამ მოდი განვსაზგვროთ რა არის ქართული მუსიკა, ან თუნდაც რახან ესა თუ ის მუსიკა ქართულია, ამიტომ შეიძლება თუ არა ის კარგ მუსიკად ჩაითვალოს

სუფთა ქართული ფენომენია ე.წ. რესტორნის მუსიკაც, მაგალითად ავიღოთ "აფრები" "ტრულაილას ფული რად უნდა" და სხვა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შედევრები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რახან ქართულია ამიტომ უნდა მომწონდეს.
რაც შეეხება ნანი ბრეგვაძეს (პირადად, დანარჩენებს ცოტა მერე შევეხები). ნამდვილად არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ ნანი ბრეგვაძე ნიჭიერი ქალია, აქვს სმენა, ხმაც აქვს, სასიმღერო ოსტატობაც, ანუ ტექნიკაც და ამით როგორც ხელოვანი ერთი თავით მაღლა დგას დღევანდელი ქართული ესტრადის უმრავლესი წარმომადგენლისაგან, მაგრამ: ნანი ბრეგვაძე დღეს დღეობით არის შტამპი (ჯერ-ჯერობით მხოლოდ მის შემოქმედებაზე ვლაპარაკობ, გულწრფელობაზე მერე იყოს)... არ არის მართებული და მიზანშეწონილი მისი გაფეტიშება და ქართული მუსიკის დივას დარგში აყვანა. "თბილისო" კარგი სიმღერაა, მაგრამ არ შეიძლება ყველგან სადაც საქართველოა თბილისო ისმოდეს, რადგანაც ქართული მუსიკა "თბილისოსთან" არ უნდა ასოცირდებოდეს... არამედ უნდა ასოცირდებოდეს ისეთ ნაწარმოებებთან როგორიც არის ჩაკრულო, მრავალჟამიერი და ა.შ.
ნანი ბრეგვაძის (და ან თუნდაც სოსო პავლიაშვილის, რომელიც შემოქმედებიტადაც მაჩვია, ან ბუბა კიკაბიძის) არაგულწრფელობა კი შემდეგში გამოიხატება. ეს ხალხი ცამოდიან 3 წელიწადში ერთხელ საქართველოში, დადიან ვენახებში, ცრემლებს აღვარღვარებენ და ყოველ მეორე სიტყვაში Тбилисо Тбилисо-ს გაიძახიან, მაშინ როდესაც თვითონ რუსეთის დუმის დეპუტატების პირადი გამრთობები და რუსულ ელიტაში მასხარების როლით დაკმაყოფილებულები მთელ საქართველოს ზემოდან უყურებენ.
მერაბ სეფაშვილიც ნიჭიერი კაცია, და არც ის მღერის ფონოგრამაზე, მაგრამ კარგით რა... ნუ კაი, ეს უკვე ჩემი პირადი გემოვნების საკითხია და თავს არ მოგახვევთ...
ბოლოს ისევ გავიმეორებ რომ ქართულ მუსიკას მაწილდასაგან დაცვა არ სჭირდება, იმიტომ რომ ამ ადამიანმა სრულიად საფუძვლიანად (და თქვენივე თხოვნით) გამოთქვა საკუთარი აზრი და მას თუ ისეთი ძალიან კარგი მუსიკოსების მოსმენის სურვილი აქვს, როგორებიც არიან ირაკლი ჩარკვიანი ან დათო ოძელაშვილი, ამაში მე ანტი-ქართულს ვერაფერს ვხედავ.
პ.ს.
დასკვნა: ანა ჯაკი რულამს, ანა ჯაკი 4EVER, ანა ჩვენს გულებშია...
ანა ჯაკი გაუშვით ხოლმე, ანაააააააააააააა!
This post has been edited by Allan-Poe on 14 Dec 2006, 14:08