ვფიქრობ
tamunia_ch ამ ინფორმაციით დაინტერესდება:

ინტერვიუ კობა დავარაშვილთან:
"-
პროექტი "ექსპედიცია რობინზონი" ხომ არ ჩაიშალა?-არა, ეს ჩვენი არხის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. თავისი მასშტაბებით ყველაზე გრანდიოზულია ქართულ ტელე-სივრცეში. ათობით ქართველი გაემგზავრება მალაიზიაში და ურთულეს ველურ პირობებში მოუწევთ თავის გატანა. ამ პროექტისთვის მთელი ჩვენი რესურსებია მობილიზებული. რამდენიმე კვირაში დაიწყება კასტინგი და გადაღებები ივნისში შედგება.
-
არასოდეს გქონიათ სურვილი, ანალოგიური პროექტის გმირი გამხდარიყავით?-როცა პროექტს კარგად კარგად გავეცანი, მივხვდი, რომ ჩემთვის რთული იქნება ამ პროექტში გაძლება. "ექსპედიცია რობინზონში" მე რომ ვიყო მონაწილე, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი პირველი გამოვვარდები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ცუდად ვცურავ. არც აღნაგობა მიწყობს ხელს, რომ ყველა ის მძიმე დავალება შევასრულო, რაც პროექტშია გათვალისწინებული"
ჟურნალი "სარკე", N 11, 14-20 მარტი, 2007, გვ. 30
This post has been edited by არწივი9 on 15 Mar 2007, 13:40